შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჯულება 11 თავი


2-03-2016, 20:02
ავტორი niino
ნანახია 3 754

ეკას ხმა არ ამოუღია სახლის მისვლამდე,მანქანა როგორც კი გაჩერდა ეგრევე გადავიდა მანქანიდან,ლევანიმ გააზრებაც ვერ მოასწრო.
-ნახვამდის-(ეკა)
-მადლობა,მაინც გეთქვა ლამაზო(ლევანი)
-რას მელაპარაკები მართლაა? გამოაჯავრა ეკამ..-მე არ მითხოვია სახლში წამიყვანე მეთქი,ჩემი სურვილით არ წამოვსულვარ,ასე რომ მადლობას ნუ ელოდები უხეშად უთხრა ეკამ და შევიდა სადარბაზოში..ლევანი გაღიმებული უყურებდა და ფიქრობდა-არა რაა მაინც არ ენამწარე გოგოა,თან პასუხიც ეგრევე მზად რო აქვს..მოგარჯულებ ეკუნა მოგარჯულებ-და მანქანა ადგილს მოწყვიტა...დილას ეზარებოდა ეკას ადგომა და სამსახურში წასვლა მაგრამ არ უნდოდა ვინმესთვის სალაპარაკო მიეცა მითუმეტეს ლევანისთვის.,სააბაზანოში იყო როცა ნანა მოვიდა ყავით ხელში.
-ეკა ყავა მოგიტანე(ნანა)
-ახლავეე გამოვაალ ნაან..(ეკა)მალევე გამოვიდა თან ნანას ელაპარაკებოდა,თან იცვამდა,თან ყავას მოწრუპავდა
-ნაან სასწავლებელში ხო მიდიხაარ?ერთად გავიდეთ თან მომიყევი რა ხდება შენკენ რა ხანია ვერ ვილაპარაკეთ ნორმალურად..
-არაფერი ნან დავდივარ სახლი სასწავლებელი სახლი სასწავლებელი ეგ იცი სხვა არაფერია-ნაღვლიანად უთხრა ნანამ
-ნან როდემდე უნდა იყო მასე? იქნებ დაელაპარაკო დიმას,უთხრა ყველაფერი და მოგეშვება გულზე ცოტათი მაინც..
-არა ეკა არა..როგორ ვუთხრა მიყვარხარ მეთქი?არ შემიძლია..შეიძლება მერე საერთოდ არ დამენახოს მასე ხო მთლად მოვკვდები.რო ვხედავ და მიღიმის თუნდაც მეგობრულად ეგეც საკმარიასია,მაგითაც ვკმაყოფილდები.მაგისგან რო ვგრძნობდე თუნდაც სულ მცირედს იმისას რასაც მე ვგრძნობ დაუფიქრებლად ვეტყოდი რო მიყვარს,მაგრამ არა ის ისე ჩვეულებრივად მიყირებს როგორც მე გობარს,როგორც შენ გიყურებს.(ნანა)
-კარგი ნან კარგი დამშვიდდი.და მოეხვია დას..
ცოტა დააგვიანდა მაგრამ მაინც შეუმჩნევლად დაჯდა თავის ადგილას და მონდომებით შეუდგა მუშაობას..შესვენებაზე გაქანდა ტასოსთან.სურვილი კლავდა გაეგო ყველაფერი დიტოს და ტასოს ურთიერთობაზე.მიეპარა უკნიდან,თვალებზე ხელი ააფარა და დასჭექა ვინ ვარო..ტასო ლამის ჩაიკეცა სიცილისგან..
-არა რაა ამხელა ქალი რა ბავშვი ხაარრ(ტასო)
-ვაა კარგ ხასიათზე ვართო ტასუნაოო?ეშმაკურად გახედა ეკამ-მიდი რა მითხარი გეხვეწები მომიყევი ყველაფერიი,რაო დიტომ? რა გითხრა? როგორ გექცეოდა? ნუ კი ვხვდები როგორც მოგექცეოდა.ისე კი ვნახე შენც როგორ ჩადნი მის მკლავებში არა რაა ზუსტად საშენოა ეგ ბიჭი,ტას არ გაბედო უარყოფა არც გაიფიქრო,რომ ყველაფერი მეჩვენება და ზედმეტს ვამბობ-არ ჩერდებოდა ეკა..
-ხო კარგი,ვაღიარებ მომწონს,იმასაც ვაღიარებ რო არ მინდოდა ჯერ ახალი ურთიერთობის დაწყება...თბილად მექცევა..სახლში რო მიმიყვანა ფრთხილად მაკოცა ლოყაზე და მგონი ეხლაც მეწვის ლოყა.(ტასო)
-ხო ვთქვი ხო ვთქვიი,არა რაა მაგარი ვაარრ..ტას ძალიან მიყვარს დიტო,ერთად გავიზარდეთ თითქმის და კარგად ვიცნობ,ძალიან კარგი ადამიანი ძალიან ასე რომ შეგიძლია ბოლომდე ენდო..როგორ გამიხარდაა ჩემო გოგოო რომ იცოდეე,მოკლედ ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი გექნება ჩემთან ხშირად მოხვიდეე და თბილად ჩარხუტა მეგობარს..
-აბა ახლა შენზე ვილაპარაკოთ გოგონი..ყველაფერი უნდა მომიყვეე და თვალი ჩაუკრა ეკას.ეკა მიხვდა რასაც გულისხმობდა ტასო.
-კაი რა ტაას არაფერია რა უნდა ხდებოდეს.ვიცი,მივხვდი საით უმიზნებ მაგრამ გეტყვი პირდაპირ,არ მომწონს მისნაირი ტიპები და რა ვქნა?ტას მე სხვანაირი ბიჭები მომწონს,აი იცი როგორი? სერიოზული ტიპები,ვაჟკაცური და ცოტა უხეშები,.არ მიყვარს ცანცარა ადამიანები,თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ და ყველა გოგო მაგათი რომ ჰგონიათ.ხო მიმიხვდი არაა?(ეკა)
-კი მივხვდი,და მაგას რომ მოსწონხარ?(ტასო)
-ვიცი მითხრა ცეკვისას და მეც ჩემი აზრი ვუთხარი.ასე რო მოვრჩეთ ამ თემაზე..დღეს ადრე უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქ მოგიყვები მერე,ახლა წავალ და ვთხოვ ბატონ ლევანს რომ ადრე გამიშვას(ეკა)
დააკაკუნა ლევანის კარებზე და როცა ხმა გაიგო შევიდა..
-შეიძლება დღეს ადრე წავიდე?რათქმაუნდა ყველაფერს მოვაწესრიგებ და მერე წავალ თუ ნებას დამრთავთ(ეკა)ლევანიმ ეშმაკურად გამოხედა და თვალებით გადასანსლა ლამის
-რამე მოხდაა?ხო მშვიდობაა?(ლევანი)
-ვაიმე ნერვებს მიშლის უკვე.რაში ანიტერესებს ერთი.არ შეუძლია პირდაპირ მითხრას კი ან არა-გულში ბრაზობდა ეკა
-პირადულია-მოკლედ მოუჭრა ეკამ.ლევანი მიხვდა მეტს ვერაფერს ათქმევინებდა ეკას და თანხმობა მისცა..
-გმადლობთ(ეკა) და გაუჩინარდა კარებში.
ნეტა რა საქმე აქვს? ეს კითხვა რატომღაც არ ასვენებდა ლევანის..ეკა მიუჯდა თავის მაგიდას და ქაღალდებში ჩარგო თავი,როცა ყველაფერს მორჩა ტელეფონი ამოიღო და დიმას დაურეკა
-დიმ როგორ ხარ?შეგიძლია ჩვენს კაფეში მოხვიდე? მეც გამოვდივარ სამსახურიდან და მანდ დამელოდე..კარგი მალე მანდ ვარ(ეკა)ადგა მაგიდა მოაწესრიგა თავი მოიწესრიგა და გავიდა.ლევანი ტასოსთან მივიდა და ჰკითხა
-ტასო ეკა სად წავიდა ხო არ იცი?(ლევანი)
-არა ბატონო ლევან არუთქვამს(ტასო)ლევანის ახლა უფრო გაუმძაფრდა ინტერესი და სასწარაფოდ გავიდა...
ეკა და დიმა კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს,ჯერ ერთმანეთი ლანძღეს მერე მოეფერნენ,მოიკითეს ერთმანეთი.
-რაო თქვენო უდიდებულესობავ რას მივაწერო თვქნთან ჩემი შეხვედრა,დავიკერო ეგრე მოგენატრეე?აჯავრებდა დიმა
-დიმა რაღაც უნდა გკითხო და იცოდე არ მმომატყუო რა ხო იცი როგორ გენდობი და მჯერა შენი უბრალოდ სიმართლე მითხარი(ეკა)
-რა ხდება ეკა ხო მშვიდობაა?უცებ დასერიოზულდა დიმა
-დიმა ნანაზე რას ფიქრობ? პირდაპირ მითხარი(ეკა)
დიმა ამას ნამდვილად არ ელოდა და ელდა ეცა ამის გაგონებაზე,თავი დახარა მძიმედ ამოისუნთქა და კარგა ხნის დუმილის შემდეგ დაიწყო:
-ეკა რადგან მკითხე ესეიგი რაღაც შემამჩნიე,შემამჩნიე,ის რასაც ასე გულმოდგინედ ვმალავდი,მაგრამ როგორც ჩანს ვერ დავმალე რადგან მკითხე..ეკა გაოცებული უსმედა-ეკა პირდაპირ გეტყვი არ ვაპირებ შენს მოტყუებას,იცი როგორ მიყვარხარ,დასავით მყავხარ.მაგრამ..ეკა ნანა მიყვარს,მიყვარს სიგიჯემდე პირველივე ნახვიდან,მიყვარს მთელი გულით.ვერ გავბედე თქმა მერიდებოდა.არვიცოდი როგორ მიიღებდა ჩემგან ამას და მიტომ არ ვამბობდი არაფერს,არ ვამჟღავნებდი..თქვენ მიმიღეთ როგორც ძმა და მეგობარი,ვიცი უფლება არ მქონდა ნანასთვის ასე შემეხედა ,მაგრამ გულს ვერ ვუბრძანე.მაპატიე ჩემი პირდაპირობა მაგრამ ვერ დავმალავ მიყვარს ნანა მიყვარს ძალიან...და თავი ჩახარა.ეკა გაოგნებული იჯდა,გონს რომ მოეგო წამოხტა
-ნამდვილი იდიოტი ხარ დიმა..იდოტო შე სულელო როდემდე უნდა გემალა? აი ორი იდიოტი ორივე ნამდვილი შტერები ხართ(ეკა)დიმა გაოგნებული უსმენდა და არ იცოდა რა ეფიქრა
-რას ამბობ ეკა ვერმივხვდი.დავიბენი(დიმა)
-აუ რა გეშველებათ თქვენ მე არ ვიცი აჯავრებდა ეკა და თავზე ადგა დიმას-ნანასაც სიგიჯემდე უყვარხარ სულელო,როგორ ვერ მიხვდი?როგორ ვერ შეამჩნიე?
-რაა? მართლაა?ეკა არ მატყუებ? მიაყარა დიმამ
-არა სულელო არა.მე რახანია ვიცი,ნანამ მითხრა.ცდილობდა შენ არ შეგემჩნია რადგან შენი რეაქციის ეშინოდა.შენი აზრი მაინტერსებდა და აი გავიგე კიდეც.
-ვაიმე ჩემი ნანა ჩემი გოგო.როგორ ვერ მივხვდი როგო ვერ შევამჩნიე?ბუტბუტებდა თავისთვის..ახლავე დავურეკავ(დიმა)
-ეეე მოიცა ეხაა..მაცალეე რააა..სიურპრიზი მოვუწყოოთ(ეკა) აიღო ტელეფონი და ნანას დაურეკა
-ნან სად ხარ? (ეკა)
-სასწავლებლიდან გამოვედი სახლში მივდივარ ეკა(ნანა)
-ნან კაფეში მიდი სახლში არ წახვიდე.მეც გამოვდივარ სამსახურიდან(ეკა)
-ეკა რახდება?ასე ადრე სამსახურიდან რატო მოდიხარ? რამე მოხდა?(ნანა)
-არა უბრალოდ ლაპარაკი მინდა შენთან და მანდ დამელოდე.მოვალ მალეეე(ეკა)გაუთიშა ტელეფონი სანამ ნანა რამეს ეტყოდა..ესეც ასე ..მალე მოვა ნანა,შენ თუ მაგ სიფათით აპირებ დახვედრას ჯობია საერთოდ არ დახვდე გამოაჯავრა ეკამ დიმა.
-ხო კარგი კარგი უბრალოდ სიხარულისგან დავიბენი(დიმა)
-კარგი მაშინ მე წავედი და აბა თქვენ იცით გვრიტებოო(ეკა)დიმა რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ეკამ შეაჩერა
-არ გინდა ეხლა არ დაიწყო მადლობები და რაღაცეები..უბრალოდ ერთი თხოვნა მაქ(ეკა)
-რაც გინდა მთხოვეე შენს განკარგულებასი ვარ(დიმა)
-ლაშას გოგო უნდა გავიცნო და შენი დახმარება მინდა..ვნახოთ ერთი რა ჩიტია ასე საგულდაგულოდ რომ მალავს ვაჟბატონი(ეკა)
-ოხ ეკა ეკა არ ისვენებ მაინც?კარგი ჩათვალე რო შენთან ვარ..გაეცინა დიმას.ეკა თბილად გადაეხვია დიმას და გამოვიდა კაფედან..ცოტა გაიარა და ხეს ამოეფარა.არ მოუწია დიდხანს ლოდინი,ნახა როგორ შევიდა ნანა კაფეში...გაეღიმა და მობრუნდა წასასვლელად,როცა ვიღაცას დაეჯახა..
-თვალები სად ჯანდაბაში გაქ?(ეკა) აიხედა და სახე წაეშალა.მის წინ ლევანი იდგა რომელიც გამჭოლი მზერით უყურებდა ეკას..
-რაო შენმა თაყვანისმცემელმა?ცინიკურად ჰკითხა ლევანიმ
-შენ რა ჯანდაბა გინდა აქ?შენ რა უკან დამყვები?ცეცხლს ყრიდა ეკა
-ხმას დაუწიე ლამაზო და ეგრე ნუ მელაპარაკები(ლევანი)
-სამსახურში არ ვართ ბატონო ლევან,ქუჩაში ვართ ასე რომ როგორც იმსახურებთ ეგრე გელაპარაკებით და კითხვაზე გამეცით პასუხი-მკაცრად ელაპარაკებოდა ეკა და თ-ს განსაკუთრებულად გამოკვეთდა
-შენ გამოგყევი და აქ ვარ შენთან-ღიმილით უთხრა ლევანიმ და ეკასკენ იწევდა ნელ ნელა,ეკა კიდევ უკან უკაან იხევდა და ბოლოს ზურგით კედელს მიეჯახა,ლევანი ახლოს მივიდა ხელები ხეს მიადო და ეკას გაქცევის საშუალება მოუსპო.სახე ახლოს მიუტანა და უთხრა
-დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა?
-არა რათქმაუნდა..რატო გამომყევი და საერთოდ რას გადამეკიდე ადამიანო,მგონი გითხარი არ მინდა შენთან ურთიერთობა არა...ოჰ როგორ დამავიწყდა შენ უარს არ იქნები მიჩვეული,არაუშავს მე მიგაჩვევ მკაცრად უთხრა და თვალებში შეხედა ლევანის.
-ენა მწარესთან ერთად გრძელიც გქონია.არაუშავს მალე გაგიტკბობ და დაგიმოკლებ.ამის თქმა იყო და ტუჩებზე დააცხრა.ეკა დაიბნა,ლევანი კი კოცნიდა მომთხოვნად,უცებ გონს მოეგო ეგრევე მუხლი ამოარტყა ფეხებშუა ლევანის და როგორც კი თავისუფლება იგრძნო მაშინვე მოშორდა.
-ეგ ერთი და სხვა მრავალი-მიაძახა გაბრაზებულმა ეკამ და სანამ ლევანი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა მანამ გაქრა..
-თავი ვინ გონია ბოლოსდაბოლოს ძაან გაუვიდა თავს.ასე გაგრძელება არ შეიძლება.იქნებ წამოვიდე?მაგრამ რო მჭირდება ეს სამსახური? სხვა სამსახურის ძებნა უნდა დავიწყო და მერე მართლა წამოვალ,მართალია ტასო მომენატრება მაგრამ ხშირად ვნახავ-მიდიოდა ეკა და გაბრაზებული თავისთვის ლაპარაკობდა..-უნდა ვაღიარო მაგარი კოცნა იცის.ეტყობა,რომ ნამდვილი პროფესიონალია.მასწავლებლად ნამდვილად გამოდგება-ამის გაფიქრებაზე გულიანად გაეცინა..



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaa magramm nu agvianebbb .... shen ki saocrebaa xarrr <3
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი cancara

კაი გაგრძელე მალე რა

 


№3  offline წევრი natia-natia

კაეგი თავი არ დააგვიანო რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent