მორჯულება 5 თავი
ლევანი იყო ისეთი ადამიანი რომელიც მუდამ გოგოების ყურადღების ცენტრში იყო და ყველა გოგო მისი გულის მოგებას ცდილობდა..არასოდეს ქონდა ვინმესთვის სახვეწნი,როცა მოინდომებდა ნებისმიერი გოგო ლევანის იყო ან ვინ ეტყოდა უარს უსიმპატიურეს,ეშხიან ლევანს..ლევანისთვის ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი იყო გოგოებთან ასეთი ურთიერთობა და რაღაც ახალს ეძებდა,რაღაც სხვანაირს,დაუმორჩილებელს..ლევანის გაახსენდა ეკასთან პირველი შეხვედრა და გაუკვირდა,რომ ეკამ არ მიაქცია ყურადღება,თუნდაც მის სიმპატიურობას,კომპანიის მფლობელობაზე,რომ არაფერი ვთქვათ არადა ის ხომ მანდილოსნების კუმირი იყო..ერთი ჩვეულებრივი ქალია ,რომელსაც უნდა თავისი ჯიუტობით მიიქციოს ჩემი ყურადღება,ვნახოთ სანამდე გაქაჩავ უკარებავ- ამას ფიქრობდა ლევანი და სწორედ აქ ცდებოდა....გაეღიმა და ეშმაკურად შეხედა ეკას,მიუახლოვდა მაგიდას გოგოებისგან ნებართვა არც აუღია ისე გამოსწია სკამი და დაჯდა..დააიგნორა ეკას გაკვირვებისგან გაფართოებული თვალები და ტასოს ჰკითხა:აბა რას ამბობდით? ტასომ ეკას გახედა და მიხვდა არაფერი უნდა ეთქვა,რადგან ეკას ისეთი სახე ჰქონდა რომ... -ერთი იდეა დამებადა..ცოტა პაუზის შემდეგ თქვა ტასომ-გადავწყვიტეთ გოგოები კვირას ცოტა გავერთოთ,განვიტვირთოთ..ეკამ მადლიერი თვალებით შეხედა ტასოს და გულში მადლობაც კი უთხრა..ნამდვილად არ უნდოდა თავის ცხოვრების აფიშირება უცხოსთან... -რატომ მარტო გოგოები?ბიჭებმა რა დავაშავეთ?მოისაწყლა თავი ლევანმა -ხო რავი..თან თქვენ ძალიან დაკავებული ხართ და..ცოტა არ იყოს დაიბნა ტასო -ჯერ ერთი ჩემს გოგოებს მარტო არ გაგიშვებთ თან არ დაგავიწყდეთ თქვენი უფროსი ვარ და ჩემი ნებართვის გარეშე ვერსად წახვალთ.ხუმრობით მაგრამ ისე თქვა შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა,მაგრამ ეკა რის ეკა იყო პასუხი,რომ არ გაეცა -კვირას მივდივართ რადგან დასვენების დღეა და თქვენ არხართ ჩვენი უფროსი დასვენების დღეს.(ეკა) ლევანი ამას ნამდვილად არ ელოდა,ისეთი პასუხი გასცეს ვერაფერს ეტყოდა საპასუხოდ,ერთი სიტყვით მოაკეტინეს,მერედა ვინ?....ბრაზისაგან ისე უელავდა თვალები ნაპერწკლებს ყრიდა და ეკას უყურებდა-ეკამ კი ვითომ არაფერი მშვიდად შეხედა.ამაზე მთლად შეიშალა ლევანი ადგა და უსიტყვოდ წავიდა. -ეკა როგორ ელაპარაკე გაგიჟდი?(ტასო) -რასაც ვფიქრობდი ეგ ვუთხარი(ეკა) და ტაას მადლობა დიდი რომ,არაფერი თქვი.. -ისეთი სახე გქონდა რას ვიტყოდი-სიცილით უთხრა ტასომ ეკას..ეკა რაღაცას გკითხავ და არ გამიბრაზდე რა,რატომღაც მგონია ჩვენი უფროსი დიდად არ გეხატება გულზე,მართალია ცოტა მკაცრია,პრინციპულია,მომთხოვნია,ვაღიარებ მექალთანეცაა,მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია,კეთილია და თბილი.. -მადლობელი ვარ მისი დიდად მადლობელი რომ მიმიღო სამსახურში,მე გამოუცდელი....მართალი ხარ ტას არ მომწონს დიდად,იმიტომ რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და რაც აქ მოვედი ისე მიყურებს ასე მგონია სადაცაა შემჭამს(ეკა) -ხომ გითხარი მექალთანეათქო ღიმილით უთხრა ტასომ და როცა ეკას სახე ნახა აკისკისდა.. საქმეს რომ მორჩნენ ტასომ უთხრა ეკას:კვირას რას იცვამ? -ჯინსებს და.. -გამორიცხულია!მე ვიცი რასაც ჩაიცვამ!ბოლომდე არც მოუსმენია ეკასთვის ისე მიახალა ტასომ.ეკა მიხვდა წინააღმდეგობას აზრი არჰქონდა და საწყლად შეხედა.ჩემი ქალბიჭაა გოგოო მიაძახა ტასომ ეკას და გადაეხვია..ტასომ კიდევ ერთხელ გაახსენა სამსახურში რა უნდა ჩაეცვა,დაემშვიდობნენ ერთმანეთს და თავიანთ გზაზე წავიდნენ:ტასო ლიფტისკენ-ეკა კიბეებისკენ.კიბემდე მისული არიყო,როცა ნახა ლევანი გამოვიდა კაბინეტიდან.ეკამ თავის არიდება სცადა და ფეხს აუჩქარა.. -ეკა ერთი წუთით..მოესმა ლევანის ხმა..მშვიდად მობრუნდა და მიუახლოვდა გისმენთ(ეკა) ლევანი მშვიდად უყურებდა ეკას,ეკას ბრაზი იპყრობდა უკვე გრძნობდა ლევანი და ეღიმებოდა ცდიდა ეკას მოთმინებას.. -სამუშაო დრო დამთავრდა უნდა წავიდე მოთმინებით უთხრა ეკამ -ჩვენთან ყველას სამსახურის შესაფერისად აცვია უთხრა თან ხარბად აათვალიერა ეკა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ ეკამ გააწყვეტინა -ვიცი უკვე ამიხსნეს,რა და როგორ,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ..ნახვამდის და ისე გატრიალდა სანამ ლევანი მიხვდა უკვე კიბეზე ჩასული იყო ეკა..ლევანი მთლად აირია კიდეც გაბრაზდა,კიდეც ეცინებოდა..მიხვდა მასთან ფარული პაექრობა თუ რაც იყო უფრო და უფრო მოსწონდა.. ეკა ისეთი დაღლილი იყო ერთი სული ჰქონდა საწოლამდე მისულიყო.გაუხარდა სადარბაზოსთან ბიჭები რომ არ იდგნენ და აირბინა კიბე.სახლში შესული მიესალმა ნათელას,ნანას და პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა.. დილას ადრე ადგა სანამ შხაპს მიიღებდა ნანა გააღვიძა და კაბა და მაღლები სთხოვა.თან უთხრა ნაღვლიანად რომ სამსახურში ჯინსებით ვეღარ ივლიდა.თეთრ ოდნავ გულამოღებულ ზედაში,შავ ქვედაბოლოში და ოდნავ მაღალ ქუსლებზე ულამაზესი იყო ეკა.თმა კოსად შეუკრა ნანამ დიდი წუწუნის ქვეშ,ყავა მიირთვეს და ეკა წავიდა სამსახურში.ცოტა ეუცხოვებოდა თავის თავი არ იყო ასეთ ფორმას ჩვეული.ტასომ კიბეების მხარეს კაკუნის ხმა გაიგო მიხვდა ეკა მოდიოდა მივარდა კიბეებთან და ისეთი დაიყვირა ყველა მას უყურებდა რა დაემართაო.. -რა კარგად გამოიყურები აი ეს მომწოონსს და გადაეხვია ეკას..სუ ლ სხვა გოგო ხარ,არხარრ ქალბიჭა ენას ვერ აჩერებდა ტასო.ორივე იცინოდა..ეკას იმდენი საქმე დახვდა,შესვენებაზე არც გასულა მიუხედავად ტასოს წუწუნისა.უნდა დავამთავრო და მო ილიო საქმე არ მინდა გვიანობამდე აქ მომიწიოს ყოფნა უთხრა ტასოს და აიძულა წასულიყო თვითონ.მაშინ რამეს ამოგიტან უთხრა ტასომ.ეკამ თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია. ლევანი კაბკნეტიდან გამოვიდა და ლიფტისკენ წავიდა უცებ შეჩერდა და ქაღალდებში თავჩარგული ეკა ნახა.ვერ იცნო კოსა თმით და კლასიკურ ზედაში.მიუახლოვდა და კითხა ტასო სად იყო(მშვენივრად იცოდა ტასო სადაც იყო გასული)ეკას არც გაუგია, ხმამაღლა გაუმეორა კითხვა.ეკასთვის ისეთი მოულოდნელი იყო შიშისაგან წამოხტა ფეხზე და შიშით შეხედა ლევანის. -ვაა(ლევანი) -რათქვით?(ეკა) ლევანი თვალს ვერ წყვეტდა ეკას და აათვალიერა მსუნაგად..ეკა აილეწა,მაშინვე დაჯდა და ისეთი სახით შეხედა რომ ძლივს იკავებდა სიცილს ლევანი. -ტასო სად არის?(ლევანი) -შესვენებაზე გავიდა(ეკა) -მერე შესვენება ხომ ყველას ეხება?(ლევანი) ეკა მიხვდა მას,რომ გულისხმობდა -არმინდა,ბევრი საქმე მაქვს და მირჩევნია საქმე მოვილიო(ეკა) ლევანიმ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და წავიდა -იდიოტი,ვითომ არ იცის ტასო სად არის,ხეპრე..გულში ლანძღავდა ეკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.