შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(10თავი)


9-04-2016, 19:10
ავტორი niino
ნანახია 2 546

კარგა ხანს ისაუბრეს ნანამ და თინამ..ორივეს ძალიან მოსწონდა ერთმანეთი..
-ბევრი გადაუტანია არადა როგორი სათუთი ჩანს,მაგრამ ამავე დროს ძლიერი..ძლიერი რომ არ ყოფილიყო არც მოვიდოდა აქამდე,ვერ გაძლებდა-ფიქრობდა თინა და ნანას აკვირებოდა ხშირად..ნანა დილას 10 ზე დაიბარა თინამდა დაემშვიდობა.რატომღაც ძალიან მოეწონა თინა ნანას,მთლად მასეთი დესპოტიც არ ჩანს როგორც ნონამ მითხრა,მართალია თავისებური,მკაცრი ქალი ჩანს მაგრამ თბილი გული აქვს,ისე თბილად მათვალიერებდა არ შეიძლება სხვანაირად ვიფიქრო-ფიქრობდა სახლში მიმავალი ნანა..გზაში ლანას დაურეკა და მოკლედ მოუყვა ყველაფერი..
-ვიცი უეჭველი მოეწონები ნან,შენ ვის არ მოეწონები..3 დღე კი არა ხვალვე აგიყვანენ აი ნახავ-აიმედებდა ლანა..დილას ადრე ადგა,მართალია მისი გარდერობი ვერ ანებივრებდა ნაირ-ნაირი ტანსაცმლით,მაგრამ მაინც სადად და თავისუფლად ჩაიცვა..ზუსტად 10 აკლდა როცა თინას კარებზე ზარი დარეკა,კარი ნონამ გაუღო,როგორც ყოველთვის სადად გამოპრანჭული იყო..თბილად მიესალმა ნანას
-გასვლას ვაპირებ და სახლში მხოლოდ შენ და თინა იქნებით-და თინასთან შეუძღვა გაღიმებული
-პუნქტუალური ყოფილხარ ეს ძალიან მომწონს-თინა
ნანამ თავი დახარა მორიდებით..მთელი დღე თითქმის გვერდი-გვერდ გაატარეს ნანამ და თინამ..ბევრი ისაუბრეს თინამ უამრავი ისტორია გაიხსენა თავის ახალგაზრდობიდან და ბევრი იცინეს..ძალიან შეეწყვნენ,ერთმანეთს თითქოს დიდი ხანია იცნობენ..
-ახლა რამე შევჭამოთ თორემ კუჭი მირახუნებს-გაიხუმრა თინამ რასაც ნანას გულიანი კისკისი მოყვა
-კარგით ქალბატონო თინა და რა ვჭამოთ რას ინებებთ?
-ჯერ ერთი სამზარეულოში გავიდეთ და იქ გადავწყვიტოთ რა ვჭამოთ,მეორეც ამ ქალბატონოს ნუ მეძახი რა,თუ ნონას ნონას ეძახი მე რითი ვარ მასზე ნაკლები?-ისევ მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა თინამ
ნანა ცოტა დაიბნა
-აბა როგორ მოგმართოთ?კითხა მორიდებით
-როგორ დააა თიკო,რატომაც არაა თიკო დამიძახეე
რაზეც ორივეს სერიოზული ხარხარი აუვარდათ და მუცელზე იკიდებდნენ ხელს..მერე ისევ თინა მოეგო გონს
-ხო კარგი კარგი თიკო თუ არა თინა დამიძახე,ოღონდ ქალბატონოს და თ-ების გარეშე იცოდე
-კარგი,კარგი ქალ..კარგი თინიკო-მხიარულად უთხრა ნანამ რაზეც კვლავ სიცილი აუვარდათ...
-აბა ახლა ვჭამოთ რამე..დანაყრდნენ და ყავაც მიირთვეს..ნანას ძალიან მოსწონდა თინასთან,3 დღე იყო,თინას თავის ოთახში ეძინა.ნანამ გადაწყვიტა სამზარეულოში გასულიყო და რამე გაეკეთებინა..სასიამოვნო სურნელი დატრიალდა სახლში,თინა კიბეზე ნელა ჩამოდიოდა როცა სასიამოვნო სუნი იგრძნო,ცოტა არ იყოს გაუკვირდა მაგრამ როცა ნანა ნახა სამზარეულოში რომელიც გაზქურასთან ტრიალებდა თან ღიღინებდა სასიამოვნოდ,თბილად გაეღიმა და სიყვარულით შეხედა
-აი ეს მესმის,რა სურნელი დადგა,მადაზე მომიყვანა,მინდა გითხრა რომ ჩემი შვილი როგორც იქნა გამომადგა რაღაცაში-თინა
-რას გულისხმობ ვერაფერს მივხვდი-ნანა
-ნანა აქ რამდენი მომვლელია მოსული და წასული ვინ იცის,ყველა ნონას მოყვანილი,ზოგი მე არ მომეწონა,ზოგს მე არ მოვეწონე და ასე..აი ბოლომ კი აშკარად გაამაართლა-სიცილით უთხრა თინამ
-ანუ?-ნანა
-ანუ აყვანილი ხარ,ანუ ის რომ მე შენ მომწონხარ და შენ კიდევ მგონი მოგწონვარ და მინდა რომ დარჩე ჩემთან-თინა
-მგონი არა,მეც ძალიან მომწონხარ,მიგეჩვიე თითქოს დიდი ხნის დაქალები ვართ,მყავს ერთი დაქალი,ლანა ქვია ცოტა გიჟია მაგრამ კარგი ადამიანია მართლა....
-ახლა არ მაეჭვიანო იცოდე თორემ იმ შენს ლანას სულ გავჩეჩავ-თინა
ორივემ გულიანად გაიცინა
-ერთი ამათ შეხედეთ,როგორც ვხედავ შეეწყვეთ ერთმანეთს-კარებში ნონა გამოჩნდა
-მადლობა ჩემო კარგო თორემ ისევ მომიწევდა მომვლელის ძებნა,გადამარჩინე და ეგაა-ღიმილით უთხრა ნონამ ნანას..ნანამ რამდენიმე წუთში მაგიდა გააწყო ლამაზად და მიიპატიჟა თინა და ნონა
-უფ რა გემრიელია-ნონა
-ოქროს ხელები გაქვს ჩემო კარგო ოქროსი..ნეტავ აქამდე გამეცანი-თინა.........
კვირაზე მეტი იყო გასული რაც ნანამ მუშაობა დაიწყო,ლანა სულ ორჯერ ნახა,ერთხელაც თინასთან დარჩა ღამე,სადაც თავისი ოთახი გამოუყო თინამ..ახლაც თხოვა დარჩენა თინამ
-ხვალ დავრჩები თინა,ამსაღამოს ლანას ველოდები ჩემთან..
-სანამ მაგ გოგოს არ გამაჩეჩინებ არ მოისვენებ-თინა
-კაი რა ნუ ეჭვიანობბ...მართლა კარგი გოგოა,გაგაცნობ აუცილებლად და ნახავ როგორ გაუგებთ ერთმანეთს,მოგეწონება აი ნახავ-სიცილით უთხრა ნანამ
-კარგი კარგი ვხუმრობ ჩემო გოგო,ძალიან გამიხარდება თუ გავიცნობ..ნუ ბებერი არ ვარ მაგრამ მაინც თვენთან უფრო ახალგაზრდად ვიგრძნობ თავს-თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს.თინასგან წამოვიდა და ფეხით მიუყვებოდა გზას,არცისე გვიანი იყო,ამიტომ სუფთა ჰაერზე გავლა გადაწყვიტა,თავის ცხოვრებას გადაავლო თვალი,გაახსენდა დედა,მამა თვალზე ცრემლი მოადგა,ფიქრობდა დედამ თინა გამოუგზავნა მისი სახით..ყავდა ლანა რომელიც დასავით უყვარდა..ლანა და თინა..იმედი ჰქონდა რომ მის ცხოვრებაში კიდევ უფრო ბევრი კარგი რამ მოხდებოდა..უფლის იმედი ჰქონდა...სახლში შესულმა მოსაცმელი გაიძრო და იქვე დაკიდა ხელჩანთასთან ერთად,ზალაში გავიდა და ჩამრთველს ხელი დაადო,შიშისაგან შეჰკივლა როცა დივანზე არხეინად მოკალათებული,ფეხი-ფეხზე გადადებული ნიკა ნახა,რომელიც ღიმილით უყურებდა ნანას..ნანა შიშისგან კედელს აეკრო..
-აქ რას აკეთებ?როგორ მომაგენი,ან კარი როგორ გააღე-აღელდა ნანა
-მიუხედავად შენი მეგობრებისა რომლებიც კბილებით გიცავდნენ და არაფრით თქვეს შენი სამყოფელი,ძნელი ნამდვილად არ ყოფილა შენი პოვნა.რა იყო სტუმარს ასე ხვდები?-ირონიულად გაიღიმა ნიკამ
-რას გადამეკიდე,რა გინდა ჩემგან?-ნანა
-შენ გამომიწვიე და მეც ვიღებ გამოწვევას,მშვენივრადაც იცი რაც მინდა,იცი რა მიკვირს?თავს ასე რატო იფასებ? არ ჯობია ჩვეულებრივად იყო? თან ნანას უახლოვდებოდა,რომელსაც შიშისგან კანკალებდა..ნამდვილად შეეშინდა არელოდა მის ბინაში თან ახლოს არაფერი იყო რომ მოეგერიებინა..მიხვდა ყველაფერზე იყო წამსვლელი,რადგან დაკეტილ ბინაში თავისუფლად შეაღწია
-სხვა მოძებნე გასართობად,მე თავი დამანებე,გოგოები დაილია?-ნანა
-მე სხვა არ მინდა,ვინც მინდა ჩემს წინ დგას-ნანას მიუახლოვდა,ორივე ხელები კედელს მიაბჯინა,ნანა მომწყვდეული ყავდა
-როგორ ბედავ.ახლავე წადი აქედან,იცოდე ვიკივლებ-შიშით უთხრა ნანამ მაგრამ არ შეიმჩნია რო ეშინოდა
-როგორ შემაშინე-ტუჩის კუთხე ჩატეხა,ერთი ხელი წელზე შეუცურა და ზედ აიკრო,სახე ახლოს მიუტანა ნანას,რომელცას მღელვარებისგან მკერდი აუდიოდა და ჩაუდიოდა,რაც ნიკას კიდევ უფრო ახელებდა..მოწყურებულივით დააცხრა ტუჩებზე,ვნებიანად და მომტხოვნად კოცნიდა,ნანამ ხელები ნიკას მკერდს მიაბჯინა,მოშორება სცადა მაგრამ ძვრაც ვერ უყო..
-ტყუილად ნუ ცდილობ და ნუ ფართხალებ-ვნებიანად უჩურჩულა ნიკამ და ცხელი სუნთვა შეაფრქვია ნანას ყელზე და სველი კოცნა დაუტოვა,ნანას ჟრუატელმა დაუარა და სულ დაბურძგლა..ისეთი რამ დაემართა რაც სხვა დროს არ დაამრთნია,წამით მმოდუნდა,მაგრამ თავს მოერია და ისევ გაუძალიანდა ნიკას,მან კი ხელები უფრო მჭიდროს შემოხვია და და ოდნავ განძრევის საშუალებაც არ მისცა,კვლავ განაგრძო მისი კოცნა ვნებიანად..
ნანა მიხვდა ადვილად თავს ვერ დაიძვრენდა
-ნიკა გთხოვ გაჩერდი-თხოვნით მიმართა ნანამ.ნიკას მისი ნათქვამი არ ესმოდა..
-ნიკა ძალიან გთხოვ-და ცრემლები წამოუვიდა,ნიკამ სისველე იგრძნო და წამით შეჩერდა.
-ნიკა,ნიკა გთხოვ გაჩერდი-მოესმა ნანას ჩურჩული,მის სახეს შეხედა ცრემლი დაინახა მის ლამაზ თვალებში
-შენ რა ტირი?-ნიკა უყურებდა მის თვალებს და მიხვდა თუ როგორი უსუსური იყო ეს ძლიერი გოგო,რომელმაც კინაღამ თავი გაუხეთქა
-გთხოვ წადი,ნიკა გთხოვ-დაუსრულებლად იმეორებდა ნანა..ნიკა დაბნეული უყურებდა,მისი ცრემლების შემხედვარემ თავი არარაობად იგრძნო
-კარგი დამშვიდდი ნუ ტირი,არაფერს დაგიშავებ-ცრემლი ცერა თითით მოწმინდა..ნანამ დაბნეულად შეხედა''არმჯერას თვალებით''
-მართლა-ნანა
ნიკას გაეღიმა მის ასეთ პასუხზე
-ხო მართლა,ნუგეშინია მართლა არაფერს დაგიშავებ გეფიცები..ამის თქმა იყო და ნანა ჩაეხუტა,თავი მკერდზე მიადო..ნიკამ იგრძნო მისი გულის ბაგა-ბუგი და მკერდზე სისველე..რაღაც უცნაური იგრძნო გულში რაღაცამ გაკრა...ინსტიქტურად ხელები მოხვია თვითონაც და მიიხუტა ფრთხილად..კარგა ხანს იდგნენ ასე..ნანა გონს მოეგო და გველნაკბენივით მოშორდა ნიკას,ნიკამ შეამჩნია ისევ შიში მის თვალებში
-მე წავალ დამშვიდდი და დაისვენე..თავზე აკოცა და წავიდა..ნანა გახევებული იდგა კარგა ხანს კედელთან.გონს როცა მოეგო თითქოს გული დასწყდა ნიკა რომ წავიდა..კარებისკენ იყურებოდა ამ დროს ლანა შემოქოთქოთდა
-რახანია გოგო ვაკაკუნებ და თურმე ღია ყოფილა,მოიცა რა გჭირს რა სახით დგახარ?
-ლანა ჩამეხუტე გთხოვ-და გაექანა ლანასკენ,რომელიც გაოგნებული იდგა,და თავში იმდენი კითხვა უტრიალებდა საიდან დაეწყო არ იცოდა..არადა ერთი სული ჰქონდა გაეგო ყველაფერი.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent