შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(11თავი)


12-04-2016, 15:34
ავტორი niino
ნანახია 2 694

კარგა ხანს ხმას არ იგებდა არცერთი,ბოლოს ისევ ლანამ დაარღვია სიჩუმე..
-ნანა დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა,ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი,ნუ მაგიჟებ რა
-ნიკა იყო აქ..
-რაა?
-ამას ასე მშვიდად ამბოობ? რამე დაგიშავა?-ლანა გაოცებული თვალებით უყურებდა
-თინასგან რო წამოვედი აქ დამხვდა,არვიცი როგორ შემოვიდა მაგრამ ფაქტია შემოვიდა,ძალიან შემეშინდა ლანა,თან ისეთი თვალებით მიყურებდა,ვეცადე შიში არ მეჩვენებინა მაგრამ ვერ შევძელი,მაკოცა ლანა ისევ მაკოცა..
-საზიზღარი,თავი ვინ გონია,ფულით გაბღენძილი იდიოტი,სადაც ვნახავ სახეს ჩამოვუღებ..მეც მკითხა შენზე თუ სად ცხოვრობდი,რახანია მას მერე ,ლაშასთვისაც უთქვამს მაგრამ დამეფიცება არ გვითქვამს ჩვენ,ხო გჯერა ჩემი?
-კი ლანა მჯერა შენი..
-რამე ხომ არ დაგიშავა,ხომ არ დაგემუქრა?
-არა ლანა მაკოცა,მაკოცა და რომ არა ჩემი ცრემლები ალბათ სხვა რამეც მოხდენოდა....ყველაფერი მოუყვა ნანამ,მეგობარი გაოცებული უსმენდა
-რაო?როგორ გითხრა?ესეიგი თუ გითხრა არაფერს დაგიშავებო მართლაც ასე მოიქცევა,რადგან ასე რომ არ ეფიქრა,თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანადა..არვიცი რა ხდება,არვიცი რა უტრიალებს თავში მაგრამ ის კი ვიცი რაღაც რომ მოხდება...
-კარგი რა ლანა ძლივს დავმშვიდდი და ნუღარ მაფორიაქებ..
-კარგი კარგი,დამშვიდდი,ვნახოთ რა იქნება..იქნებ მართლა მოსწონხარ?კარგი ხმას არ ვიღებ..ახლა მომიყევი თინასთან რა ხდება როგორ მიეჩვიე?
თინას ხსენებაზე ნანას გაეღიმა...
-ხვალ ხო ისვენებ?ამაღამ აქ დარჩი და ხვალ თინასთან წაგიყვან..შევპირდი გაგაცნობთქო,ხო წამოხვალ?-ნანა
-კი წამოვალ.მეც მაინტერესებს შენი ბებრუხანა დაქალი,არ უფიქრო ვეჭვიანობ ქალბატონო,ორი დაქალი გყავს ბებრუხანა და ახალგაზრდა-ორივე სიცილისგან მუცელზე ხელს იჭერდა..
-აი როცა გაიცნობ ვნახავ ვინცაა ბებრუხანა...ახლა კი დავიძინოთ რა ლან,ისედაც ემოციური დღე მქონდა..დაწვნენ მაგრამ ნანას არ ეძინა,ლანა კი გემრიელად ფშვინავდა,ნანა ფიქრებში წავიდა,ნიკას სახე ედგა თვალწინ,მისი კოცნა გაახსენდა და კვლავ შეაკანკალა,განა იმიტომ რომ შიში დაეუფლა,არამედ რაღაც სხვა დაემართა,რა თვითონაც ვერ ხვდებოდა..
-რა უნდა?რის მიღწევას ცდილობს?თავს რატომ არ მანებებს?რა ვიფიქრო,ღმერთო გამინათე გონება....დილას ადრე ადგნენ,გაემზადნენ და თინასთან წავიდნენ...
-სალამი თინა-და გადაკოცნა ნანამ
-სალამი ჩემო კარგო
-აი ეს არის ჩემი დაქალი,ლანა-ლანა ეს თინა
-სასიამოვნოა-ლანა
-აბა შემახედე ერთი,ვინ არის რა არის ეს შენი ლანა,მოდი აბა დატრიალდი გოგო-უთხრა თინამ..ძლივს იკავებდნენ სიცილს
-ახლავე თიკო-ლანა,ლანა ზოიძე და რენესანსით წარუდგა ლანა
ამაზე ისეთი სიცილი ატეხეს კარგა ხანს იცინოდნენ..
-ოოო აი ეს მომწოონს..ვხედავ რაღაც რაღაცეები იცით უკვე ჩემზე-თინა
-კი ვიცი ვიცი და ისიც ვიცი თვქენც გეცოდინებათ ჩემზე ეს რაღაც რაღაცეები-სიცილით უთხრა ლანამ
-ვხედავ მე აქ ზედმეტი ვარ....ასე რომ სამზარეულოში გავალ ყავას ხომ დალევთ გოგოებო?-ნანა
-კი დავლევთ-ორივემ ერთხმად უპასუხა..
-ახლა რაღაც უნდა ვთქვა და ვაღიარებ შევცდი-თქვა ლანამ
-აბა გისმენ-თინა
-ნანას ვაჯავრებდი ორი დაქალი გყავს ბებრუხანა და ახალგაზრდათქო.აი სწორედ აქ შევცდი ბებრუხანა მე უფრო ვარ ვიდრე შენ ჩემო თინიკო,ამას ვაღიარებ მართლა..
-მოიცა მე ბებრუხანაა? აი ნანა ხომ გეუბნებოდი შენი დაქალი გამაჩეჩინებს თავსთქო.აი ეს დღეც დადგა..ვინაა გოგო ბებრუხანაა-მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა თინამ
-მაპათიეთ თინიკო.ვაღიარებ შევცდი აჰაა გამჩეჩე,მაგრამ ეს ჩემი კულულები ისეთი საყვარელია არ დაგენანებაა?მოისაწყლა თავი ლანამ...იცინოდნენ და თინა ამბობდა აქამდე სად იყავით რატო არ გიცნობდითო..ამხელა ქალი როგორ ამამჩატეთ,თავი მეც ლამის თქვენხელა მგონიაო..დღე მხიარულად გაატარეს..თინას არ უნდოდა გოგოების გაშვება..ლანა დაპირდა აუცილებლად გინახულებ კიდევ..ნანას სულ არ ვკითხავ ისე დაგადგები თავზე,ეგრე ადვილად კი ვერ მომიშორებო.სიცილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს...მეორე დღეს ნანა და თინა სასეირნოდ წავიდნენ..შემდეგ მაღაზიები მოიარეს,ნანას წინააღმდეგობის მიუხედავად ისეთი ტანსაცმლები და იმდენი უყიდა თინამ ნანა გაოგნებული იყო რა გემოვნება ქონია,თან წუხდა იხარჯებიო,ამაზე თინას რეაქცია რო ნახა საერთოდ გაჩუმება ამჯობინა..სასაიმოვნოდ დაღლილები დაბრუნდნენ სახლში..ნანა თინასთან დარჩა..იწვა და ლანას ემესიჯებოდა.დაძინება დააპირა და ისევ ნიკა გაახსენდა,იქნებ ახლა ჩემს სახლშია და ჩემს მისვლას ელოდება? ხოდა მელოდოს უჟმური ეგ..იმის ფიქრში რომ ნიკა მის ბინაში იყო და ნანას ელოდებოდა ეს კიდევ არ მივიდა,ამდროს ნიკას გაბრაზებული სახე წარმოიდგინა და სიამოვნებისგან გაეღიმა...დილას ადგნენ ისაუზმეს,თინას წამლები დაალევინა და ყავით ხელში აივანზე გავიდნენ..
-ნანა შენი ტელეფონი რეკავ-თინა
ნანამ უცხო ნომერი შენიშნა ტელეფონზე
-დიახ გისმენთ
-ნანა მე ვარ ნაზი
-რა გინდა?
-ნანა მამაშენია ცუდად და უნდა გცოდნოდა იმიტომ გირეკავ
-რა?რა მოუვიდა სადაა?როგორ არის?-ანერვიულდა ნანა
-საავადმყოფოშია ძალიან ცუდად არის,ღვიძლის ამბავია,ექიმის თქმით შანსი არ აქვს..მოკლდე რო მოხვალ ექიმი გეტყვის უკეთ ყველაფერს..ხო მოხვალ?-ნაზი
-რას მეკითხები ნაზი გადაირიე შეენ? ახლავე მისამართი მითხარი....
თინამ მარტო არ გაუშვა ნანა..საავადმყოფოში შევარდა ნანა თან ცრემლები სდიოდა..ნაზი ნახა რომელიც სკამზე იჯდა შეწუხებული სახით.
-მამა როგორ არის?ექიმის ნახვა მინდა-მიაყარა ნანამ..ექიმს უსმენდა მაგრამ თითქოს არც უსმენდა,ვერ იჯერებდა ნუთუ ახლა მამაც დატოვებდა...2 დღე არ მოშორებია ნანა მამას,მესამე დღეს კი მამამ დატოვა ნანა..ტიროდა გულით მაგრამ შვებას მაინც ვერ გრძნობდა,თითქოს ყველაფერს მოწყდა..არც ახსოვს როგორ ჩაიარა ამ საშინელმა დღეებმა,იდგა ორი საფლავის წინ,ცრემლები თითქოს გაშრა აღარ დარჩა ერთი ობოლი ცრემლიც კი...იმ მძიმე დღეებში ლანა და თინა არ მოშორებია,ყველაფერს თინამ მიხედა,რაზეც ნანა ძლიერ მადლობელი იყო მისი..
-თქვენღა მყავხართ,მხოლოდ თქვენ-ეხუტებოდა ნანა ლანას და თინას...თინამ ნანა დაითხოვა ერთი თვით,დაისვენეო,მაგრამ ნანამ უარი უთხრა
-რას ამბიობ თინა მარტო რო დავრჩე ახლა ხომ მთლად შევიშლები..არა ვივლი შენთან ასე მირჩევნია თან შენს გვერდით რომ ვიქნები იქნებ თავს მოვერიო უკვე ძალიან დავიღალე დარდისგან,ტკივილისგან...
-კარგი კარგი ჩემო გოგო,დამშვიდდი და ახლა რასაც გეტყვი დამთანხმდი.უარს არც მივიღებ იცოდე,მინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად თუნდაც ერთი თვე,თუნდაც ორი თვე იმდენი ხანი სანამ ძველებურ ნანას არ ვნახავ,ლანაც მოვა ხშირად და როცა უნდა დარჩება,ლანა რას იტყვი შენ?-თინა
-ძალიან კარგი აზრია და უარს არც ვათქმევინებ..ცხოვრება გრძელდება ჩემო კარგო და იმედი არ უნდა დაკარგო,შენი ცხოვრება ამით არ მთავრდება..ნანა იმდღიდან თინასთან გადავიდა,გადიოდა დღეები და ნანაც უკეთ გრძნობდა თავს,მითუმეტეს როცა ლანაც მათთან იყო..
-ნანა ლაშა სიყვარულში გამომიტყდა-ლანა
-ვაიმე რა კარგია ლანა..შენც ხომ გიყვარს არა?-ნანა
-აუ ძაან მომწონსს გოგო აი სიყვარული რავი რა არვიც დაბნეული ვარ რა..
-კაი რა მოწგონს,ძალიან მოგწონს და ეს ნიშნავს თიქთმის გიყვარს აღიარე ეხლა რო გიყვარს და გულს ნუ ატკენ მაგ ბიჭს არ გეცოდება გოგო?
-ხო კარგი ცოტა მიყვარს რა-ლანა
-გიყვარს გიყვარს,აუ რა კარგია ლანა,ბედნიერებას გისურვებ დიდ ბედნიერებას...და გადაეხვია მეგობარს..
-ჩემი დაბადების დღე მოდის და მოდი წვეულება მოვაწყოთ რას იტყვით?სიტყვით გამოვიდა თინა
-ვაუ ამას დამიხედეთ.შენ არ ხუმრობ თინი-უთხრა სიცილით ლანამ
-რატომაც არა რო? რატო უნდა დავიკლო რამე?რით ვარ ჩემს შვილზე ნაკლები ვითომ?მეც მინდა გართობა-თინა
-ჩვენ აქ ვართ შენს გვერდით გვიგულე ისეთი წვეულება გავმართოთ შენს ბებრუხანა მეგობრებს პირი ღია დარჩეთ-ლანა
-აი ეს მესმის,რათმქაუნდა აბა რა,ახლა წაროვიდგინე მათი სახეები და ნონას სახე,წინ მაგარი მხიარულება გველის გოგოებო-იცინოდა თინა...



№1  offline წევრი EleneMeskhi

Aucileblad gaagrdzele dzalian pozitiuri da sayvarloba motxrobaa ubralod nikas roli ufro gazarde istoriashi dzalian ishviatad chans... Ar shewyvito wera Es saocrebaa

 


№2  offline წევრი niino

მადლობა ჩემო კარგო..მიხარია რომ კითხულობთ...კი შემდეგი თავი ძირითადად ნიკას ეთმობა...ვერ ვახერხებ ყოველდღე დავდო ახალი თავები,ამისთვის ბოდიშს გიხდით..მადლობა ყველას
EleneMeskhi
Aucileblad gaagrdzele dzalian pozitiuri da sayvarloba motxrobaa ubralod nikas roli ufro gazarde istoriashi dzalian ishviatad chans... Ar shewyvito wera Es saocrebaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent