შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყლის საიდუმლო [1]


15-04-2016, 21:56
ავტორი nica:)
ნანახია 3 272

ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო...
თბილისს მხუთავ ჰაერს როგორც იქნა თავს დაახწევდა და იმ ორ კვირას, რომელიც თავის უფროს უამრავი თხოვნის შემდეგ, მაინც მიაცემინა სრულ ბედნიერებაში გაატარებდა.
ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის უკან დაგეგმა ნიასთან ერთად რომ ამ ზაფხულს ზღვაზე ერთად წავიდოდნე გიორგისთან და მის ბიძაშვილთან ერთად. ნია და გიორგი უკვე რამოდენიმე წელი იყო რაც შეყვარებულები იყვნენ, მათი ურთიერთობა უკვე ოჯახის შექმნამდე მივიდა და გადაწყვითეს რომ ამ წელს აუცილებლად შეუღლდებოდნენ...
სანდრა ნიას ბავშობიდან იცნობდა, თუმცა რამოდენიმე წელი იყო რაც ძალიან დაახლოვდნენ... წარმოდგენელი იყო სანდრას ცხოვრება ნიას და გიორგის გარეშე.

მოგზაურობის ყველაზე საყვარელი ნაწილი მიაჩნდათ რომ გზა იყო, გზაში იმდენი იმხიარულეს ბოლოს ბევრი სიცილისგან და მგზავრობისგან დაღლილმა სანდრამ ყურსასმენები გაიკეთა, ფეხები სკამზე მოკეცა და ფანჯარას მიადო თავი. მის წინ ჩახუტებულ წყვილს უყურებდა და გული სიამაყით ევსებოდა, ის რომ გიორგი და ნიცა ახლა ერად იყვნენ და წყვილი ერქვათ გარკვეულ წვლილად მისი დამსახურება იყო...
მის გვერდით ნიკა იჯდა რომელთაანც საუკეთესო მეგობრობა აკავშირებდა...მიუხედავად იმისა რომ ნიკა სულ ნერვებს უშლიდა მაინც დიდხანს ვერ უბრაზდებოდა ხოლმე და ყოველთვის ურიგდებოდა.
მიუხედავად იმისა არუყვარდა ნიკასნაირ ბიჭებთან მეგობრობა და ურთიერთობაც კი ის გამონაკლისი იყო, ვერ ხვდებოდა როგორ ახერხებდა ამდენ გოგონასთან ურთეირთობას, როგორ უემოციოდ შორდებოდა მათ და მერე გულ მოკლულებს ტოვებდა(ამის გამო სულ ჩხუბობდნენ), ვერც იმას ხვდებოდა როგორ შეიზლება ყოფილიყო ასეთი უპასუხისმგებლო, როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი გულგრილი და კიდევ უამრავი როგორ თუმცა ყველაფრის მიუხედავა ნიკას მაინც პატივს სცემდა და უყვარდა, ნიკასთვის შეეძლო ისეთი რჩევის მიცემა ეთხოვა რასაც გიორგის ვერ კითხავდა. ძირითადად ტელეფონით კონტაქტობდნენ რადგან ნიკა საზღვარგარეთ უფრო ხშირად იყო ვიდრე საქართველოში,ახლაც ახალი ჩამოსული იყო "ზბორებიდან" სადაც საოცარი რუჯი ქონდა მიღებული.
-აუ სანდრა რანაირად უყურებ ტო? -წარბ აწეულმა კითხა და სიცილი ძლივს შეიკავა
-რანაირად? -გაუკვირდა სანდრას
-აი რაღაცნაირი ბებიაჩემის გამოხედვით მე რო დამინახავს ხოლმე და რო უხარია
ბეჭებში ხელი ჩაარტყა - შენ რო გხედავს კიარ უხარია წნევა უწევს მაღლა მაგ ქალს.
-გეგონოს რაა -სიცილით უთხრა.
სანდრას ვინც უნახია იმათგან ყველაზე სიმპატიური იყო ნიკა, თანა ახლა როცა გარუჯული სხეული ქონდა, მუქი ფერის ჯინსის შორტი ეცვა, თეთრი პერანგი და გარჯულ სახეზე მისი მწვანე თვალებიც უფრო გამოკვეთილი იყო...მატარებელს თვალი შეავლო და გოგოების შურიან მზერას მოკრა თვალი, აშკარად სანდრა ნიკას შეყვარებული გონიათ და მისი გაგლეჯვა უნდათ - სანდრას ამაზე გაეღიმა.
ნიკა ყოველთვის აწვალებდა სანდრას და ამაზე სულ ხალისობდა.
-სანდრა ეხლა იქ გოგოები უნდა დავკერო და ეჭვიანობის სცენები არ გამიმართო კაი? -სერიოზული სახით უთხრა ნიკამ და სანდრას მზერას რომ მოკრა თვალი სიცილით ლამის მოკვდა...
-აი იცი რო შენ სიცილზე ვგიჟდები და მაგის ხარჯზე გინდა რო არ მოგკლა ხო?
-გოგო შენ რამდნეი წლის ხარ? -თემა შეცვალა ნიკამ
-ცხრამეტის შე ბებრო - ენა გამოუყო
-მაგ ენას მოგაჭრი! ერთი სამი წელი და მერე ცოლად მოგიყვან.
-სამი წელი რა ამბავია ნიკა? სამ წელიწადში მე მინდა რო სამი შვილი გვყავდეს უკვე...-სერიოზულად უთხრა სანდრამ
-ოო რა წუნკალი გოგ ხარ რა -გაიცინა ნიკამ. სანდრას კალთაში თავი ჩადო და დაიძინა.
ერთად როცა იყვნენ წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებნენ, თავიდან ერთმანეთიც სწორედ იმიტომ გაიცნეს რომ უნდა "დაჯახებოდნენ" როგორც გიორგი ამბობდა, მაგრამ მიხვნენ არაფერი გამოუვიდოდათ და ასე ყოფნა ამჯობინეს, მაშინ სანდრა თექვსმეტის იყო ნიკა ოცდაორის...იმ დღიდან ორი წელი იყო გასული.
ამ თემაზე დღემდე ბევრს ხუმრობენ ხოლმე და ორივეს გიორგის მოკვლა უნდათ ხოლმე, რომელმაც იფიქრა რომ ეს ორი "მაგარი" წყვილი იქნებოდა.
წყვილი ვერა მაგრამ მაგარი მეგობრობა გამოუვიდათ, ხშირად აღნიშნავადა ნიკა რომ არა სნადრა და მისი დარიგებები ღმერთმა იცის ახლა სად ვიქნებოდიო.
რაღაცნაირ პასუხისმგებლობას გრძნობდა სანდრას მიმართ...
სანდრა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, მშობლები დიდიხნის უკან დაკარგა, ერთადერთი ძმა ყავდა რომლეიც ახლა საზღვარგარეთ იყო და რომლეიც სიგიჟედმე ენატრებოდა.
შეიძლება სწორედ ამის გამოც გრძნობდა ნიკა რაღაც პასუხისმგებლობას, ბოლოს სერიოზულად სწორედ ამის გამო იჩხუბეს.
სანდრა ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელში კონსულტანტად მუშაობდა და ნიკა ამაზე გაბრაზდა -აუ წამოდი რა მაქედან აი ამიხსენი სწავლა და თან მუშაობა როგორ უნდა მოახერხო პროსტა ტო?
-ჩვეულებრივად ნიკა, როგორც სხვა უამრავი სტუდენტი ახერხებს.
-ხო მარა მანდ იმენა დაიღლები წამოდი და მამაჩემთან დაგაწყებინებ რა... რამე ადვილს გაგიჩითავ და ხელფასიც საკაიფოდ გექნება.
-შენი აზრით ისეტი სუსტი ვარ რომ ვერ გავართმევ თავს?! სხვები ხო ასე ცხოვრობენ არაა?
-ხო მარა შენთვის აუცილებელი ხო არაა არა?
-რატომ იმიტომ რომ ნიკა გეგჩკორია ჩემი მეგობარი?
-აუ არაფერი არ გესმის შენ რაა
-ხოდა დამანებე მაშინ თავი. ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევნებია, ის რომ ჩემი მეგობარი ხარ არგაძელვს უფლებას ჩემს პირადში ასე ღრმად შემოიჭრე, შენც ხომ ხვდები უკვე ბევრ რამეზე დავხუჭე თვალი მაგრამ ეხლა ეს ძალიან ზედმეტია ნიკა.. -სანდრა მიხვდა რომ ატკინა.
-კარგი მივხვდი, რაც გინდა ის ქენი.
ამ დიალოგის შემდეგ თითქმის სამითვე არ ულაპარაკიათ ბოლოს ნიას დაბადების დღეზე შერიგდნენ წინა კვირას.
სანდრა ბართან იყო და ბარმენს ანანასის წვენს სთხოვდა, მთელი საღამოს განმავლობაში ნიკას არსებობას აიგნორებდა.
ნიკა გვერძე მიუდგადდადა ლააპრაკი დაიწყო -ერთი გოგო გავიცანი იცი? -სიცილით უთხრა
-გამიკვირდა - წაკბინასავით და წვენი მოსვა
-კიდე არ მელაპარაკები?
-მე არც არასდოს გაგბუტივარ შენ წახვედი გაბუტული
-შენ გამაბრაზე და მაგიტო
-კარგი გოგოა? -თემა განძრახ შეცვალა იცოდა სიტყვებზე გამოკიდება კარგი არ იქნებოდა.
-ძალიან... მგონი მიყვარს
-მართლა? -ხმაში ეჭვი შეეპარა სანდრას
-მართლა -თავი დაუქნია ნიკამ
-მაშინ შენებურად არ მოიქცე და გაუფრთხილდი. -გაუცინა სანდრამ
ნიკამ თავი ისევ დაუქნია -სან მაკლიხარ
-მეც ნიკა. -გაუღიმა სანდრამ და მონატრებულ მეგობარს ლოყაზე აკოცა.

მატარებელი ბაქანზე გაჩერდა. წამებში გამოფხიზლდნენ და კოტეჯში წავიდნენ, რომელიც უკვე დაჯავშნილი ქონდათ -აუ გიო მანქანით შემახსენე რატო არ წამოვედით რაა -ბარგის თრევისგან ქანცგაწყვეტილმა ნიკამ კითხვა დასვა
-გოგოებმა ამხელა გზაზე ვერ გენდობითოოო
-მერე ესენი მარტო ვერ წამოვიდოდნენ? -იკითხა გაბრაზებულმა და გოგოებს შეუბღვირა
-გიოს ჩვენთან ერთად უნდოდა მგზავრობა -დაეჯღანა ნია
-სანდრა შენ დაქალს უთხარი სახეს დავუწვავ და მერე ჩემი ბიძაშვილი ცოლად აღარ მოიყვანს და დარჩება შინაბერა.
ყველას გაეცინა...
ოთახში შევიდნენ მოწესრიგდნენ, მერე გოგებმა სენდვიჩები გააკეთეს ივახშმეს და ზღავზე გავიდნენ...-აუ ნიკა დამსვი არ ჩამაგდო მეიშინია წყლის -ყვიროდა ნია - შორს ნუ მიგყავარ -ისევ უყვიროდა და თან ბეჭებში ურტყამდა...
გიორგი სიმინდს ჭამდა და თან ნიას და ნიკას უყურებდა და იცინოდა.
სანდრა ყველაზე ბედნიერი იყო... იმ სამ ადამიანთან ერთად ატარებდა დასვენების დროს რომელებთანც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა, თან მზე და ზღვა ფანტასტიურ განწყობას უქმნიდა.
საღამოს სახლში გვიან დაბრუნდნე, მგზავრობისგან, სიცილისგან და ცურვისგან დარლილებს აღარსად წასვლის თავი აღარ ქონდათ ამიტომ პივრელი დღისთვის სახლში დარჩენა და დაძინება ამჯობინეს.

მეორე დილით სანდრას ყველაზე გვიან გაეღვიძა და ეზოში ჩავიდა
-სანდრუშ ხინკალი გინდა?
-შე საქონელო ჯერ ერთი სანდრუშას ნუ მეძახი თავი ბიჭი მგონია და მეორეც რა დროს ხინკალია ხაშია? -ჩვეული სერიოზულობით იიკითხა სანდრამ
ნიკამ, გიორგიმ და ნიამ ერთმანეთს შეხედეს და სამივე ჩაბჟირდა, თავიდან სანდრა გაოცებული უყურებდა მაგრამ მერე როცა გაიაზრა რაც თქვა თვითონაც ისტერიული სიცილი ატეხა...
-აუ კაით გვეყო წავედით ხინკალი ვჭამოთ რა აი მართლა ძაან მინდა, რამდნეი ხანაი არ მიჭამია -მუცელზე ხელი დაიდო ნიკამ.

მიმტანს შეკვეთა მისცეს...
ცოტახანში გიორგის მობილურმა დარეკა...
"კი აქ ვართ ჩვენც" "აუ ძაან გამისწორდა" "კი შე*ემა ნიკაც აქაა" "აუ მიდი რაა" "კაი გელოდებით"
-ბიჭო ერეკლეა აქ - სიცილით უთხრა გიორგიმ ნიკას
-მართლა ტო? რამაგარია ეე
-კი პროსტა დამირეკა მომიკითხა და რო თქვა ზღვაზე გავდივარო მოვწვი ეგრევე
-აუ როგორ გამისწორდა! პროსტა როგორ მომენატრა
-ერეკლე ვინააა? -სიტყვით გამოვიდა ნიცა
-გოგო რა გჭირს ჩვენი ბიძაშვილია. სულ ვახსენბდი შენთან, ერთად გავიზარდეთ პროსტა ეკე ჩვენზე ერთი წლით უფროსია მარა მაინც ჩვენზე ცანცარაა -გაიცინა გიორგიმ და მის თვალებში ნიამ დაინახა რომ ერეკლე მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო...
-ოჰ რა გაუძლებს მესამე გეგეჩკორს -ვითომ გაბრაზებულმა ამოილაპარაკა სანდრამ და საპასუხოდ ნიკას წკლიპურტი მიიღო ცხვირზე.

საპირპარეშოს სარკეში ჩაიხედა სანდრამ და კმაყოფილმა გაიღიმა მზე აშკარად უკვე მოეკიდა ისე არა როგორც საჭიროა მაგრამ ასეც ძალიან კარგ ფერზეა, თმა რომელიც წელამდე ქონდა ხელში დაიხვია და მაღლა კოსად შეიკრა. საპირპარეშო კარი გამოაღო და თავისი მაგიდისკენ გამერთა ვიღაც უცო ბიჭი დაინახა მაგიდასთან და მიხვდა ერეკლე უნდა ყოფილიყო, რომელზეც ნიკა და გიორგი ამდენს ლაპარაკობდნენ.

რაც უფრო ახლოს მიდოდა მით უფრო მეტად უჩქარდებოდა გული "ავიჯერო ისაა?!" ფიქრობდა გულში და როცა მათთან მივიდა უკვე ზუსტი პასუხი იცოდა. "ნეტავ თუ მიცნობს?!"
-ეკე გაიცანი ჩემი საუაკეთესო ადამიანი სანდრა
-სანდრა ეს ერეკლეა ჩემი ბიძაშვილი
"სასიამოვნოა" ხელი გაუწოდა ერეკლემ და სანდრას ხელი გაუწოდა "ნეტავ ჩემი გულის ცემა ვერ გაიგონ" -გულში ლოცულობდა სანდრა და ათრთოლებულ ხელს ერეკლეს უწოდებდა რომელიც თვალის მოუშორებლად უყურებდა და ელოდებოდა გოგონა თვალებში როდის შეხედავდა...

პ.ს მიუხედავად იმისა რომ პირველი თავია და ჯერ ვერ მიხვდებით ალბათ ისტორია რაზეა მაინც მინდა აზრის დაფიქსირება გთხოვოთ
პ.ს.ს თუ საერთოდ ვინმე წაიკითხავთ.



№1 სტუმარი ani

Wylis saidumlo? :// wignis saxeli rapontia?

 


№2  offline წევრი nica:)

ani
Wylis saidumlo? :// wignis saxeli rapontia?

რა წიგნის? O.o?

 


№3  offline მოდერი Amalthea

nica:)
ani
Wylis saidumlo? :// wignis saxeli rapontia?

რა წიგნის? O.o?

"წყლის საიდუმლო" ემი იტერანტას წიგნის სათაურია
მდაჰ, სანამ დაარქმევ იქნებ დაგუგლო ხოლმე :)
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4 სტუმარი Nino

Zalian saintereso da kargi istoriaa

 


№5  offline წევრი Nate

სახელი?! მოპარულია ;)

 


№6  offline წევრი nica:)

Yvavi.
nica:)
ani
Wylis saidumlo? :// wignis saxeli rapontia?

რა წიგნის? O.o?

"წყლის საიდუმლო" ემი იტერანტას წიგნის სათაურია
მდაჰ, სანამ დაარქმევ იქნებ დაგუგლო ხოლმე :)

რაღაზ ცინიზმის სუნია შენს კომენტარშიი.
ამის მერე დავგუგლავ ხოლმთ კაი ;)
Nate
სახელი?! მოპარულია ;)

წარმოდგენა არმქონდა იმ წიგნის შესახებ...როცა ისტორიის ჩონჩხს ვაწყობდი მაშინ ვფიქრობდი რომ ზღვის საიდუმლო უნდა დამერქმია იმიტომ რომ ისტორია "საიდუმლოზე იყო აწყობილი მაგრამ ზღვა ყურს პრ სიამოვნებდა და უცებ მომივიდა იდეა ზღვა წყლით შემეცვალა და როცა წიგნზე გავიგთ იმდენად გამიტყდა გადავწყვიიე აღარ გავგრველო და როცა ქურდობაში მადანაწაულებ, შენ ჩემთვის სრულიად უცხო დარწმუნებული მაინც უნდა იყო.

 


№7 სტუმარი Diana

როდის დაიდება მეორე ნაწილი?

 


№8 სტუმარი Guest მარიამი

მოპარული სახელი;))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent