შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუთმენელი (თავი 1) *18


7-12-2016, 14:29
ნანახია 2 464

ცარიელ ქუჩაში უაზროდ დავხეტიალებ. შემოდგომის ყვითელი ფოთლები ისევ ყრია ძირს . შაბათია და როგორც ყოველთვის უსაქმურად ვარ. მიყვირს, ქუჩაში მხოლოდ და მხოლოდ ორიოდე ადამიანი თუ შემხვდება და ისიც შეწუხებული "რა არის რა უაზრო ქარია" ვერ აფასებენ ბუნებას ალბათ. ჩემთვის ეს ამინდი სრულყოფილია იმისთვის რომ გართ იარო. პარკში შევედი და სკამზე დავჯექი. ფეხებს ვაბაკუნებდი. თვალები დავხუჭე. დამიჯერეთ თვალებდახუჭული უფრო მეტს დაინახავ ვიდრე თვალგახელილი უყურო ამ ბინძურ სამყაროს. ჩავფიქრდი. მალევე მომბეზრდა ეს ყველაფერი და სახლისაკენ ავიღე გეზი. მალევე სახლის კარი გავაღე და დაცარიელებულ ბინაში შევედი. ფეხსაცმელები გავიხადე, ლოგინზე დავწექი და ნოუთბუქი "გავშალე". "-ჯანდაბა გიგი ორჯერ მირეკავდა სკაიპში" ჩემთვის ჩავილაპარაკე და "გიგის" დატოვებული ესემესები გავხსენი. გიგი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთად ვიზრდებოდით და ერთმანეთთან ისე ვართ თითქოს ღვიძლი და-ძმა ვიყოთ ის უბრალოდ 9 ლონდონშია წასული. სასწავლებლად გაუშვეს.
ესემესები გავხსენი.
"ანი როგორ ხარ"
"ანიიი"
"მე ვარ გოგოო აიღე რო გირეკავ"
"აქ ხარ?"
"კაი რა "
"აუუჰ ანი"
"რაღაც უნდა გითხრა გველო აიღე"
"რო შემოხვალ დამირეკე"
"ვერ გიტან"
მის ესემესებზე გამეცინა და მასთან დავრეკე.
-გამარჯობა
თქვა გაბრაზებულმა და კამერა ჩართო
-გამარჯობა
მის უკვე გაწითლებულ სახეზე სიცილი ამიტყდა

-ეხლა უნდა იცინო არა?
-კაი კაი მაპატიე
ვთქვი და სიცილისგან მხოლოდ ღიმილი დამრჩა სახეზე.
-მისმინე
დაიწყო მან
-ჰო
-შეიძლება... კაი დაიკიდე არაფერი ზუსტად რო გავიგებ მერე გეტყვი.
-აბა რაღაც იწყებ ხოლმე ეხლა უნდა ვიტეხო თავი იმის გასარკვევად რა ჯანდაბა უნდა გეთქვა შენ
ყვირილით ვუთხარი და გაეცინა.
-კაი კაი წავედი მეძახიან
მომაყარა უცებ და სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი გათიშა.
"-იდიოტი"
ჩავილაპარაკე და ავდექი.
-დეე მოვედი
მახარა დედაჩემმა. მეც დაბლა ჩავედი.
-საჭმელი მოვიტანე და მამას დღეს დააგვიანდება.
თქვა, შუბლზე მაკოცა და ოთახში ავიდა. ყავა გავაკეთე და დავლიე. ძალიან მაინტერესებდა გიგის ჩემთვის რისი თქმა უნდოდა. ტელეფონზე ზარის ხმა გავიგე. ვუპასიხე
-ანი რა უნდა მოგიყვე არ იცი
მომაყარა ჩემმა ეგრეწოფებულმა დაქალმა სალომ და გაიცინა.
-გაგიმარჯოს
მივუგე და მეც გამეცინა
-გცალია?
-კი
-შენ გამოხვალ თუ
-ჰოო
-კაი მალე გელოფები.
ტელეფონი გათიშა და ჩემს ოთახში ავედუ. ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი. საერთოდ არ მიყვარს სამარშუტო ტაქსით მგზავრობა რადგან ქართველებმა ვერ შეიგნეს რა და როგორ უნდა გააკეთონ ხალხში. ზოგი მობილურზე საუბრობს ბოლო ხმაზე თავის რძალმა თურმე პური არ იყიდა. ზოგი თავის ბავშვობია ამბებს ყ ება. ზოგი კითხულობს ეს რაადგილიაო. ამიტომ გადავწყვიტე ტაქსი გამეჩერებინა მაგრამ არც ეს გამოდგა კარგ იდეათ.
-არა, ეს ხალხი გამაგიჟებს რა
დაიწყო და ხელების ქნევით შუბლი მოისრისა.
-იმ დღეს ახალგაზრდა გოგო ჩამიჯდა და მეკითხება რუსთაველი სად არისო
და ბლა ბლა ბლაა
მეც როგორც ყოველთვის არ მოუსმინე და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე. მალევე მიველი სალოსთან. ტაქსის მძღოლს სახეში ფული შევაჩეჩე და გადავედი. სალოს კარზე მივუკაკუნე.
-მოდი გოგო
მითხრა და სახლში შემათრია.
ძალიან ბევრი მესაუბრა იმაზე თუ როგორ ჩაიარა მისმა კონცერტმა ფორტეპიანოში. როგორ გაიცნო ბიჭი და იმ ბიჭმა პაემანზე წაყვანა სთხოვა. დრო უსაშველოდ გაიწელა. იმ დღეს სალოსთან დარჩენა მომიხდა. მალევე დავწექით და არც დაგვიძინია ღამე გავათენეთ. სალო ისევე როგორც გიგი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ერთად დიიდ დროს ვატარებთ მაგრამ. ვერ გეტყვით რომ გიგიზე მეტად მიყვარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent