შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიტერატურული კონკურსი - საშობაო ზღაპარი ტური II


12-12-2016, 21:42
ავტორი goga27
ნანახია 3 295

მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია!
გაცნობებთ, რომ ჩვენი და ახალბედა მწერლების საერთო გადაწყვეტილებით საიტის წევრებისთვის ვიწყებთ ახალ კონკურსს. ამჯერად თემა იქნება ახალი წელი. ჩვენი თხოვნაა, დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნოთ ყურადღებით!

I ტურის 10 რჩეული ავტორი.

sopiko, Alaska., Yvavi., ენ ჯეინი, იგი, HeeChul-ah, qetiqetiA3, MoonLady, Violeta_ia, crybaby.


II ტურის თემა - „საშობაო ზღაპარი“

მეორე ტურის დავალება საშობაო თემატიკის ისტორიაა, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ 1500 სიტყვისგან. მეორე ტურში გადასული ათი მონაწილედან, გამარჯვებულად გამოვლინდება მხოლოდ ერთი.

კონკურსის წესები:

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ვებგვერდზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს, გარდა ახალბედა მწერლებისა და ადმინებისა.
2. თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთი ნიკით. ერთი მომხმარებლის მიერ, კონკურსში ორი ან მეტი ნიკით მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს დისკვალიფიკაციას და ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
3. საკონკურსო სიახლის დამატებისას უნდა იყოს მითითებული კატეგორია "საკონკურსო სიახლეები"
4. საკონკურსო სიახლე დაწერილი უნდა იყოს, სპეციალურად ამ კონკურსისთვის
5. საკონკურსო სიახლეში უნდა იყოს დაცული ცენზურა.
6. საკონკურსო სიახლე უნდა იყოს გრამატიკულად გამართული. (შეძლებისდაგვარად)

საკონკურსო ვადები

II ტური - 13 დეკემბრიდან - 24 დეკემბრის ჩათვლით ( გამარჯვებული გამოვლინდება 25 დეკემბერს)

საკონკურსო პრიზები

კონკურსში გამრჯვებულ, საუკეთესო სიახლის ავტორს, გადაეცემა საიტის პარტნიორი წიგნების გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" -სგან 3 წიგნი დენიელ კიზი - ყვავილები ელჯერნონისთვის , რობერტ ჰაინლაინი - კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა და ლორი ჰორც ანდერსონი - ილაპარაკე ასევე მიენიჭება საიტზე ახალბედა მწერალი-ის სტატუსი

კონკურსის ჟიური

საუკეთესო საკონკურსო ნაშრომებს გამოავლენს საიტის ახალბედა მწერლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

ჟიურის და ადმინისტრაციის საერთო გადაწყვეტილებით, საკონკურსო სიახლეებში ჟიურის არც ერთი წევრი არ გამოხატავს ჩანახატის მიმართ დამოკიდებულებას კომენტარის სახით.

საიტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!



№1  offline წევრი Shokoladi :D

იმდენი ხანი ველოდებოდი რომ სოფიკოებისთვის მიმელოცა :D <3 <3 ხოდა გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ <3 <3

 


№2  offline წევრი პიკალი

რომ გითხრათ გული არ ჩამწყდა თქო მოგატყუებთ თუმცა ყველა ვინც გადავიდა ყველა ღირსეულია.... წარმატებები ყველას<3 <3

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

ვაი •.• მადლობა.

გილოცავთ ყველას და წარმატებები
--------------------
Nico nico nii

 


№4 სტუმარი Guest nawka

აუ ძაან მინდა საიტზე დარეგისტრირება მაგრამ ვერ ვრეგისრირდები მრავალი ცდის მიუხედავად. ვიცი რომ ეს არ არის სათანადო თემა და ბოდიში აქ დაკომენტარებისთვის, მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად დავწერო და იქნებ დამეხმაროთ რამენაიად?

 


№5  offline წევრი nini5

გილოცავთ ბავშვებოოო,,,წარმატებები ყველას :* :* :* :*

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გილოცავთ გამარჯვებულებს, გისურვებთ წარმატებებს მეორე ტურში, იმედია ახალი წლის თემასთან დაკავშირებით შესაბამის სახალისო, გასართობ, დადებით ჟანრის ისტორიებს შემოგვთავაზებთ heart_eyes

 


№7  offline წევრი crybaby

ეეე.. მოიცა, მეც ვარ?? open_mouth რა მაგარია ♥
გილოცავთ ყველას ^_^

 


№8  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

გილოცავთ ბავშვებო <3

 


№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Gilocaaavt❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№10  offline წევრი პიკალი

murachashvili
გილოცავთ გამარჯვებულებს, გისურვებთ წარმატებებს მეორე ტურში, იმედია ახალი წლის თემასთან დაკავშირებით შესაბამის სახალისო, გასართობ, დადებით ჟანრის ისტორიებს შემოგვთავაზებთ heart_eyes

არ ვიცი ბევრმა რატომ აირჩია ახალი წელი ტკივილთან გაეიგივებინათ თუმცა ჩემი რეალური ამბავზე იყო დაწერილი რომელიც მე მეხებოდა....

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

როგორც იქნა შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი :დდ
პირველ რიგში მეორე ტურში გადასულებს გილოცავთ ყველას... <3
რაც შეეხება პირველ ტურს:
1. არ მომეწონა, რომ ზოგიერთმა მონაწილემ სათაური შეცვალა. (თემის სათაური მითითებულია და გაითვალისწონეთ ეს).
2. იყო ნაჩქარევი ნაწერები. (თუმცა იმასაც ვითვალისწინებ, რომ არც ისე დიდი დრო გქონდათ).
3. განწყობა - მესმის, პიკალი-მ დაწერა, ნამდვილი ამბავი იყოვო, მაგრამ დანარჩენები? ბავშვებო, ახალი წელია, სულ რომ არაფერი, კონკურსია და როგორც არ უნდა მელანქოლიური იყოს თქვენთვის, წერის უნარი გაქვთ, ფანტაზია გაქვთ და ეს უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ მითითებული თემები შესაბამისი განწყობით დაწეროთ. ჩემი გული ნამდვილად ვერ მოიგო სევდიანმა ნაწერებმა, მაპატიეთ..
ხოლო, მათ, ვინც განწყობა სწორად განსაზღვრეს, უღრმესი მადლობა და ასე განაგრძეთ <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რადგან ახლა კომენტარის დაწერა შესაძლებელია მიმდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურში გადასვლა და მოუთმენლად ველი თქვენს ახალ ნამუშევრებს... "საშობაო ზღაპარი" ძალიან დადებით ემოციებს ბადებს ჩემში და იმედი მაქვს თქვენი იატორიები უფრო ამიმაღლებს განწყობას...

 


№13 სტუმარი გვანცა))

ყველას გილოცავთ,ვინც მეორე ტურში ვერ გადავიდა გული არ დაიწყვიტოთ,ახლა თუ არაა შემდეგში,უკეთეს შედეგს აჩვენებთ

იმედია საინტერესო ისტორიებს შემოგვთავაზებთ❤წარმატებებიი...

 


№14  offline მოდერი sopiko

უჰ, ამოვისუნთქე!!
დიდი მადლობა ჟიურის წევრებს heart_eyes ნამდვილად ღირსეული კონკურენტები მყავს!

 


№15  offline წევრი Ignifex

გილოცავთ ყველას! ❤❤ წარმატებები❤

 


№16  offline წევრი qetiqetiA3

მეეეც ვარ? open_mouth open_mouth open_mouth არ მჯერა flushed მეც ვარ open_mouth ვაიმეეეე open_mouth open_mouth დიდი მადლობა <3 <3 <3 მეორე ტურში გადასვლაზე მეტად ის მიხარია რომ მოგეწონათ და გადაყვანის ღირსად ჩათვალეB ,მადლობა გამიხარდა უზომოდ heart_eyes heart_eyes heart_eyes
გილოცავთ ბავშვებო ♥

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

იგი
კაცო გადავხედე ეხაა კომენტარებს და რადგან მე და იკიდევ ამ ხალხს ვინც გადაიყვანეთ შემდეგ ტურში , გადაგვიყვანეთ და რამე
მოდიი მაგას ჩვენ გადავწვიტავთ რაღათქმაუნდა "თემას" ს თან დაკავშირებით
ტრაგიზმში გადავრდებით თუ *რაკში

პ.ს ძან ლოგიკურ რამეს ვამბობ ეხაა :))
გმადოლობბთ ""


ჩემო კარგო, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ რჩევა მოგცეთ მონაწილეებს, რადგან თქვენთვის კარგის მეტი არაფერი გვინდა... "ეხა" რამდენად გაითვალისწინებთ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა... თორემ "სევდიანი ახალი წლის" ავტორებიც მოხვდნენ ათეულში.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებტ.
რაც შეეხება სიახლეებს, ასეტი სევდიანი და დრამატული ახალი წრლი ყვრლას გვქონია. ბნელი 90იანები, რომ ავიღოთ მაგალითად. მაგრამ ასეც არ შეიძლება, ძაან ხელოვნური დრამატიზმი იყო, ეტყობა ნაწერს. ნუ, ყველას არ ვგულისხმობ. ზომიერების ფარგლებში ეგეც კარგია და ამარტლებს კონკურსებზეც, მაგრამ აი, ცრემლად დავიღვარე. მეორე ტურში დასაწერი გაქვთ "სასობაო ზღაპარი" და გთხოვთ, როგორც ახალ წელს და შობას, ახალი სიცოცხლის, ყველაფრის ახლიდან დაწყებას შეეფერება ისეთი რამეები დაწერეთ. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი კეტილი რჩევაა, თქვენ გადაწყვიტეთ გაითვალისწინებთ, თუ არა.
მატ კი ბინც ვერ გადახვედით მეორე ტურში, ნუ დაყრით ფარ-ხმალს, ნუ ჩაიქნევთ ხელს. მეორე შანსი კიდევ გექნებათ.

 


№19  offline წევრი ლამაზი_

გილოცავთ ყველას ......))

 


№20  offline ადმინი უნდა ვწერო

გილოცავთ გამარჯვებულებს ! ნამდვილად დაიმსახურეთ. მიხარია, რომ ასეთი ავტორები გამოდიან დღეს წერის ასპარეზზე.
მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მათ, ვინც სწორად მოიტანა ჩვენამდე ახალი წლის შესაბამისი განწყობა, ემოცია...
თუმცა იმასაც ვერ დავმალავ, რომ ბევრი ჩანახატი ზედმეტად სევდიანი იყო.. არ ვიცი თითოეულს მსგავსი გაბწყობა გაკავშირებთ ამ დღესასწაულთან, თუმცა გინდ ასე იყოს, არ იქნებოდა გამართლება-აესებობს ფანტაზია, რომლის გარეშეც მწერალი 0-ია. ლიტერატურა კი არ აღწერს იმას, რაც იყო არამედ ასახავს იმას როგორ შეიძლება ყოფილიყო.. ასე რომ, გაითვალისწინეთ მომავალში..

მე პირადად პირველ იანვარს 2011 წელს გარდამეცვალა ოჯახის წევრი, თუმცა ამის მიუხედავად ამ დღეს არავის ვაშხამებ და ახალ წელს როცა ვეხები, მუქი ფერებით არ ვამკობ..

პ.ს წარმატებები მომდევნო ტურში!
მოუთმენლად ველი ისტორიებს. დიდი იმედი მაქვს, სწორად შეარჩევთ განწყობას.

 


№21  offline წევრი nawka

Guest nawka
აუ ძაან მინდა საიტზე დარეგისტრირება მაგრამ ვერ ვრეგისრირდები მრავალი ცდის მიუხედავად. ვიცი რომ ეს არ არის სათანადო თემა და ბოდიში აქ დაკომენტარებისთვის, მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად დავწერო და იქნებ დამეხმაროთ რამენაიად?

მაგ ნიკით ვერ დარეგისტრირდები და სხვა მოიფიქრე რამე))თუ სხვისი ნიკი ჯობს? )))

 


№22 სტუმარი ana

უკვე ორი დღეა ველოდები გამარჯვებულ კონკურსანტს და სამწუხაროდ ვერ ვიგებ ვინ გაიმარჯვა კონკურსში_ "საშობაო ზღაპარი". როგორც წესი 25ში უნდა გამოვლენილიყო და ხომ ვერ მეტყვით აირჩიეს ახალბედა მწერლებმა? relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent