შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევაფასოთ 2016 წელი


31-12-2016, 00:31
ავტორი goga27
ნანახია 2 691

ძვირფასო მომხმარებლებო, მიიწურა 2016 წელი და მოდი ერთად შევაფასოთ ამ წელს საიტის მუშაობა და ჩვენი მოღვაწეობა. წელს საიტმა ბევრი საინტერესო მწერალი და ისტორია შეიძინა, ჩავატარეთ სამი ლიტერატურული კონკურსი, გამარჯვებულები კი დავაჯილდოვეთ ახალბედა მწერლის სტატუსითა და წიგნებით.

ლორელაი

2016 წელი ჩემთვის საიტზე მოღვაწეობის "აღზევების ხანა" იყო, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მძიმე და დასამახსოვრებელი მოთხრობა " ლურჯი მთვარე" დავწერე, ამას მოჰყვა გაგრძელება:" სმს" და "თბილისი-სტამბული". შემოქმედებითად ყველაზე ნაყოფიერი და კარგი წელი მქონდა.
რაც შეეხება საიტს, გავიცანი და უფრო მეტად დავუახლოვდი ჩვენს მარგალიტებს: lullaby, მარიამ ზაქარაშვილს, თეოს, ნათიას, მარრიამს და კიდევ ბევრ სასიამოვნო და კარგ ადამიანს. აღმოვაჩინე ბიბო, ჩვენი საიტის თაფლის გროვა და ჩემი მეზობელი, ელენე ჩემი შოკოლადი, მირანდა, შორე, თეონა კუდუხაშვილი, დარინკა, მაშო-ქალი აბობოქრებული ზღვა, ანი-ბავშვი პოზიტივი.
ამ წელს საიტზე ძალიან ბევრი კარგი ისტორია დაიდო, ბევრი კარგი მწერალი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, გვქონდა რაღაც პრობლემები, იყო კამათი და გულიც ბევრჯერ გვტკენია, მაგრამ ვაღიარებ, რომ თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ეს პირველ რიგში ბოსის-გოგას დამსახურებაა და მისი მადლობელი ვიქნები ყოველთვის.
ჩემო საყვარლებო, ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით.

MoonLady

ამ საიტზე მოვხვდი 2016-ის აპრილ-მაისში. თავიდანვე, როდესაც საიტზე შემოდიხარ ეგრევე მყუდროების განცდა გეუფლება და ვფიქრობ ეს დიზაინის დამსახურებაა. აურაცხელი რაოდენობით სიახლე და კომენტარები, რაც მთავარია გულწრფელი. აი თითქოს თვითონ საიტი იზიდავს გულწრფელობას და გატყვევებს. ნარკომანივით დამოკიდებულს გხდის როგორც კი რამდენიმე ისტორიის გემოს იგებ. ბევრი განყოფილებაა და ეს დასაფასებელია. განსაკუთრებით PDF-წიგნები, თან უფასოდ, თითზე ჩამოსათვლელია საიტები სადაც ასე თავისუფლადაა შესაძლებელი კითხვა ონლაინ რეჟიმში. სასურველია მეტი წიგნები. კონკურსები მომწონს ძალიან და ვფიქრობ მეტი რომ ჩატარდეს არ გვაწყენდა. თუმცა ხანდახან გულში მწარედ გამკრავს, იმათ ვინც ლექსებს წერს იშვიათად ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება კონკურსებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩანახატების წერა არ გამოსდით. სასურველია „ახალბედა პოეტი“ ან რაიმე მსგავსი წოდების ქონა საიტზე.

მარიამ ზაქარაშვილი.

ავიწყებ იმით, რომ მხოლოდ ერთი წელია რაც ამ საიტზე ვარ, აქედან გამომდინარე ყველაფერი დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. გავიცანი და დავუმეგობრდი "ფორლაველებს" შევიძინე რამდენიმე მეგობარი და ამით უბედნიერესი ვარ. რას შევცვლიდი? გავაკეთებდი "მწერლის" სტატუსს. და რამდენიმე ახალბედას სიამოვნების "ავაღზევებდი" :) ნუ, რადგან ეს 2016 წელს არ მოხდა, იგივე სურვილი 2017 წელსაც გადამყვება:დ ყველაფერი დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის, აბსოლიტურად ყველაფერი. ყოველი სასიამოვნოდ წასაკითხი სიახლე, ყოველი ღიმილი და ცრემლი, რომელიც ავტორის ნიჭიერებამ მომგვარა. საიტი ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს. ძალიან დიდ სითბოს ვიღებ თქვენგან და მიხარია თუ ჩემი სითბოთი სხვებსაც ვახარებ. მიყვარხართ და სასიამოვნო შობა-ახალ წელს გისურვებთ.

okay

ფორლავი დამსახურებულად არის საქართველოში ნომერ პირველი სასიყვარულო საიტი. აქ არის ყველა ფერი, რომელიც რეალურად ძალიან ბევრს გვ'აკლია. მეგობრები, დადებითი ემოციები, კარგი გარემო ჩვენი მოთხრობების განსათავსებლად. წელს, 18 აპრილს, 8-9 საათზე შემოვუერთდი ამ უზარმაზარ და თბილ ოჯახს. განსაკუთრებული ის იყო ამ წელს, რომ კონკურსში გავიმარჯვე და ახალბედა მწერლის სტატუსი მივიღე. მაგრამ ყველაზე კარგი ამბავი, მაინც ის არის რომ უარავი მეგობარი შევიძინე. არ გამოვყოფ, იმიტომ რომ თითოეული წევრი ძვირფასია ჩემთვის და არ მინდა ვინმე გამომრჩეს. აქ არიან ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა უბრალოდ სიამოვნებაა. აქ არიან მწერლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მალე კიდევ უფრო მეტ რამეს შეძლებენ და მიაღწევენ. და აქ არის გოგა, საიტის ფუძემდებელი, რომლის გარეშეც ეს ფერადი ადგილი არ იარსებებდა. მოკლედ და კონკრეტულად, აქაურობა და აქაურები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან. ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ფორლაველი ვარ. წელს ჩემი პირველი ახალი წელია საიტზე და იმედია კიდევ ბევრი იქნება. საიტსა და მომხმარებლებს ბევრი ყვითელი და ნარინჯისფერი ადამიანები და ამბები! მიყვარხართ.

Mware

ჩემთვის ეს საიტი იმ დღიდანა მნიშვნელოვანი და ძვირფასი რაც აღმოვაჩინე ! ბევრი მეგობარი შევიძინე არაფრის შეცვლას არ ვისურვებდი იმიტომ რომ ისეთი მომწონს როგორიც არის თბილი და მყუდრო ადგილია საიდანაც გასვლა არასდროს არ მოგბეზრდება და ისტორიების კითხვაც უფრო საინტერესო ხდება რას ვისურვებდი და ალბათ იმას რომ ბევრი მკითხველი ყავდეს და ბევრი საინტერესო მწერალი იყოს უფრო მეტიი ახალი ისტორია იყოს ! ბევრი საინტერესო კონკურსი იყოს და უფრო მეტი სიახლე იყოს . ჩემია ეს საიტი ჩემებურია თბილია ტკბილია და ბედნიერების მომტანია მინდა სულ იყოს

მარრიამი

საიტზე 2014 წლიდან ვარ, უკვე 2016 იწურება და დღეს, როცა „ვუყურებ“ საიტს, ვხვდები, რომ ბევრი რამ შეიცვალა. უნდა დავიწყო ახალბედა მწერლების კატეგორიით, რომელიც 2016 წელს საკმაოდ მრავალფეროვანი გახლდათ. აღსანიშნავია კონკურსები, რომლებიც ჩვენს საიტზე ჩატარდა. ამ კონკურსების საშუალებით, ჟიურიმ გამოავლინა ისეთი გამარჯვებულები, რომლებიც იმსახურებდნენ ახალბედას სტატუსს. წელს საიტს საკმაო რაოდენობის ახალბედები შეემატნენ, რაც დამეთანხმებით, როგორც მათთვის, ისე საიტისთვის დიდი წარმატებაა. ჩემი აზრით, წლის ყველაზე დასამახსოვრებელი სიახლე ჩვენი ახალბედას, ლორელაის „ლურჯი მთვარე“ იყო. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა მისი „sms” და lullaby-ს „იავნანა“. საიტმა წელსაც შეიძინა მომხმარებელი, ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური და თბილი. 2014 წლიდან ეს საიტი გახდა ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმოვიდგენდი. ეს არის ერთი დიდი, თბილი ოჯახი. ადგილი სადაც ვუზიარებთ ერთმანეთს არა მარტო შექმნილ ნაწარმოებებს, არამედ სიხარულს, წუხილს, ბედნიერებას, დარდს.. ვისურვებდი საიტი მომავალ წელსაც ასეთივე თბილი ყოფილიყოს, შემომატებული წევრებით, აქტიური მომხმარებლებით, აქტიური მწერლებით და კარგი, საუკეთესო ნაშრომებით.

Bibo

საიტი ეს საიტი არა ჩემთვის ეს ოჯახია როემლსაც ვქმნი მე შენ ჩვენ ,ყველანი ეს ის დიდი ოჯახია რომელსაც პატარა პატარა გულები ქმნიან საიტი რომელმა გამაცნო უთვალავი ადამიანები .რომლებიც გულთან და სულთან მოვიდნენ ,საიტი რომელმაც გამიმრავლა მეგობრებთა სია საიტი რომელმაც მაოცნება საიტი რომელმაც სიყვარული მასწავლა უბრალოდ საიტს ვერ უწოდებ ეს ერთი დიდი ოჯახია რომელიც ჩემია ჩემი მარწყვები ხართ თქვენ თქვენ ხართ ადამიანები ვიზეც ვგიჟდები და ვინც ამ საიტს ქმნით ხო საიტზე მოსვლიდანვე მაქ წინსვლა ასეთი კაობა რო დაიბაედბი მაგპონტში ხო ეხა ადმინი ვარ ქალობა და სუ თავ აწეული დავდივარ თავს არ უხრი არავის ხო შეცვლით მარტო დიზაინს შევცვლიდი მეტ არაფერს რადგან ყველაფერია ჩემთვის საკმარისი საიტზე სულის ძგიდეებო და გულის ჟანგბადრბო მადლობა რო არსებობს საიტი და თქვენი თავი მაჩუქა, მაჩუქა თქვენაირი ოჯახი რომლის პაწო ნაწილი ვარ მეც ბუშტებო მრავალ ახალწელს დაგასწროთ უფალმა. ბედნიერად და ჯამრთელად ღიპჩო კაცურ კაცს ვთხოვ იმ სურვილების ასრულებას რაც მარტო თქვენ იცით და გულით დაგაგვთ მადლობა საიტს კიდევ ერთხელ და ეარსებოს ათასი წელი ჩვენ გასახარებლად და გასაბედნიერებლად მაბედნიერებთ,მავსებთ ალუბლის ,ჯემებო და ატმის ბუსუსებო მე თქვწნ მადლობა უფალს რო მერგო ეს ბედნიერება წილად ამ გადარეულ და ოდნავ სულელ ბიბოიეს უყვარხართ ყველანი გულით და სულით მინდა იღიმოდეთ და ღიმილი გღლიდეთ ბუშტებო გყვარობთ მე თქვენ სასტიკად და საიტი ჩემი ცზოვრების ნაწილიაა .ბიბო

Imagination

4love.ge ოჯახი სადაც არასდროს მოიწყენ.ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავებული ადამიანები იმდენად კარგ და დიდ შთაბეჭდილებას გიტოვებენ რომ ერთხელ რომ მოხვალ წასვლა აღარ მოგინდება.თითქმის ერთი წელია რაც აქ ვარ და ვფიქრობ რომ არ მოვსულიყავი არ მეყოლებოდა ამდენი კარგი, არა კარგია არა, ძალიან კარგი მეგობარი და ალბათ არც ვიქნებოდი ისეთი როგორიც ახლა ვარ.ბევრი კარგი რამ შემძინა, ბევრი კარგი მეგობარი და ბერვი კარგი ადამიანი. და კიდევ ერთ-ერთი მთავარი ალბათ ის, რომ მომცა საშუალება მეც განმეცადა ის, თუ როგორია როცა ელოდები შენი ნაწერის შეფასებას.უმადურობაში ჩამეთვლება მადლობა რომ არ გადავუხადო გოგას.ბოსს მადლობა.რომ არა შენ არ იქნებოდა საიტი. ბევრს აღარ ვილაპარაკებ და საიტს ვუსურვებ დიდ წარმატებას,კიდევ უამრავი კარგი ადამიანი შემატებოდეს,კიდევ ბერვი კარგი ისტორია,ლექსი,ჩანახატი დამატებოდეს.ყველა ძალიან მიყვარხართ და მადლობა რომ მეც თქვენი ოჯახის წევრი ვარ.

მალენა

ვულოცავ საიტს, საიტის წევრებს და მომხმარებლებს დამდეგ 2017 წელს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. საიტს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას, მომხმარებელს ბევრ ლამაზ და მისთვის საინტერესო ისტორიას, ავტორებს - მუზებს, მუზებს და კიდევ ერთხელ, მუზებს. გასული წელი, ახალი ავტორების საიტზე მოსვლის და ძველი ავტორების დაბრუნების წელია. ვფიქრობ, რომ საიტი თავის დანიშნულებას 100%-ით ამართლებს და შესაბამისად - რეიტინგულიცაა. 4love ჩემთვის პირადად, ერთადერთი და განუმეორებელია ქართულ ინტერნეტ სივრცეში, მსგავსი ოჯახური ატმოსფერო არ მგონია, სხვა რომელიმე ანალოგიურ საიტზე იყოს. უარყოფითზე პირადად სათქმელი არაფერი მაქვს, თუ არ ჩავთვლი ჩემს პასიურობას. (იმედი მაქვს, გამოვასწორებ ამ ხარვეზს). 2016 კონკურსებით და მსგავსი ინოვაციებით დატვირთული იყო საიტისთვის, ასე რომ, ასე განაგრძეთ მესვეურნო საიტისა და გაამრავალდეროვნეთ საიტი.
მიყვარხართ, გეფერებით და მენატრებით, მუდამ თქვენი მალენა.

მორი-ელი.

პირველ რიგში ვიტყვი,რომ საკმაოდ კარგი წელი იყო 2016 საიტისთვის,რადგან ბევრი კარგი ბინადარი შეემატა ჩვენს თბილ ოჯახს და იმედი მაქვს,რომ 2017 წელსაც ასე მოხდება.
ცუდი პერიოდებიც იყო,გონება რომ ითხოვს და გული არ ემორჩილება,დატოვება რომ გიწევს და ვერ თმობ.საბოლოოდ ყველაფერი იდეალურადაა.
აქ,უმეტესად კარგი გარემოა და იშვიათად რომ რამე გაუგებრობა მოხდეს,ძალიან თბილი საიტელები არიან ჩემს გარშემო შემოკრებილი და ყველა ერთად ვქმნით განსაკუთრებულ წელს,თუნდაც კონკურსებით,რომლებმაც რამდენიმე ადამიანი წიგნებით შეამკო და მეტად შეაყვარა ჩვენი სახლი.
4.love.ge ფერადია.
ტონალობებში.
მე იისფერი ვარ
ევა ლურჯი
ზაქარაშვილი წითელი
ლალაბაი ჟოლოსფერი
და ასე შემდეგ...უსასრულოდ.
მინდა,რომ დიდხანს სიბერემდე გასტანოს ამ ფერადმა,ნათელმა,თბილმა სახლმა,უკან მოვიტოვოთ წყენა და 2017 წელს ბედნიერად შევეგებოთ.დავაფასოთ,უფრო მეტად ერთმანეთი,ვიდრე ვაფასებდით.
მინდა ყველას გისურვოთ,ძალიან ძალიან წარმატებული 2017წელი,სიხარულით და ბედნიერებით სავსე.
ყოველი დღე,წინა დღეზე უკეთესი გაგითენოთ უფალმა და წინსვლის გზაზე გატაროთ.
მრავალ,მრავალ,მრავალ ახალ წელს დავესწროთ,ჩემო ტკბილო და თბილო 4love.ge_ლებო.
მიყვარხართ!

უნდა ვწერო

უკვე მეორე ახალი წელია, რომელსაც თქვენთან ერთად ვატარებ და ძალიან მიხარია, რომ არსებობთ <3
რაც მთავარია, ამ საიტის საშუალებით ჩემი ნაწერები აღარაა მხოლოდ ჩემი საკუთრება და სხვამდეც აღწევს. სიმართლე ვთქვა, ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს საიტი და რა თქმა უნდა თქვენც, თქვენ რომ არა ალბათ საკუთარ სივრცეში ჩავკეტავდი ამ პატარა "შემოქმედებას" და ერთად დავიკარგებოდით. ჰოდა, ბედნიერი ვარ, რომ არსებობს და ბედნიერი ვარ, რომ ეს წელიც აქ გავატარე. შესაბამისად ვერ ავუვლი იმას გვერდს, რომ ამ ხნის განმავლობაში საკმაო წინსვლა განიცადა საიტმა. დღითიდღე იმატებს მომხმარებელთა ინტერესი, გვემატებიან ავტორები, მკითხველები, ვატარებთ კონკურსებს და ახალ ნიჭს ვხდით ფარდას. ეს ბევრს ნიშნავს და ამაყი ვარ, რომ ჩვენს თაობას ასე უყვარს ლიტერატურა, წერა, კითხვა საყვარელი წიგნების, უყვარს ხელოვნება, აქვს მისი შეგრძნება...ვფიქრობ, ეს უდიდესი საჩუქარია, რომლოს რეალიზებაშიც გვეხმარება ეს საიტი...
საიტს შეემატა ბევრი სიახლე. მათ შორისაა კომენტარების შეტყობინების ფუნქცია და შეფასების, რაც მისასალმებელი. ასევე, ვფიქრობ, საინტერესო იქნება სხვა ფუნქციების დამატება და უფრო მრავალმხრივ აპლუაში ხილვა ჩვენი 4ლავის. მაგალითად, კარგი იქნებოდა ფსიქოლოგის კატეგორიია და რჩევების საერთოდ გაუქმება. აღნიშნული კატეგორია სამასხარაოდაა ქცეული და ვერც ვერავის ეხმარება. ბევრი ვერც იგებს მის ფუნქციას. ასევე, ვფიქრობ, უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს საიტზე რეგისტრაციის პროცესი. ერთი და იმავე პირი აღარ უნდა ახერხებდეს 100-ჯერ და 200-ჯერ რეგისტრირებას ( ერთმა ტიპმა შეგვაწუხა ბევრნი )...
პირად ჩემთვის ეს წელი არ იყო შემოქმედებითად აქტიური, ვინაიდან რთული და დატვირთუი გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი ,მეტ ფიქრს და მეტ წერას, თუმცა იმედი მაქვს მომდევნო წელი უკეთესობისკენ მიატრიალებს ამ ყველაფერს და უფრო დაახლოვდებით მითხველი და ავტორები, მკითხველები და მითხველები, ავტორები და ავტორები....
ნუუ...რა გითხრათ ? გილოცავთ დამდეგს, მჯიყვარხართ და ყველაფერ იმას გისურვებთ, რაც ასოცირდება ბედნიერებასთან, სიყვარულთან, სიხარულთან, წარმატებასთან....
მეტი გაღიმებული სახე და მეტი ხალისი...მეტი იმედი და ყველაფერი კარგად იქნება!!

Shokoladi :D

2016 წელი საინტერესო და ტკბილი მოგონებებით დაიწყო, ისევე როგორც, დასრულდა. როდესაც საიტი აღმოვაჩინე , წარმოდგენაც არ მქონდა თუ , საიტის წევრებს ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი . სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი როდესაც მეც მათ ოჯახში აღმოვჩნდი . ალბათ საუკეთესო მოგონებები 2016 -ში , ამ საიტის წყალობით დამიგროვდა. შევიძინე უდიდესი ოჯახი . სადაც არ არის შუღლი , ბოროტება . ასეთი ადგილები დედამიწაზე იმდენად იშვიათია ,რომ თითებიც გვეყოფა მათ დასათვლელად. ყველაზე ტკბილად მათი თბილი დამოკიდებულება დამამახსოვრდა. უბრალოდ აქ 4love.ge-ზე ყველას ყველა უანგაროდ უყვარს. მათ შეუძლიათ წაქცეული წამოგაყენონ და ნატკენი გული გაგვიმთელონ.
ალბათ მომავალში არაფერს შევცვლიდი . საერთოდ არაფერს . რადგან მე ასეთი საიტი ძალიან მომწონს. მომწონს კი არა მიყვარს. ის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არ მინდა რამე შეიცვალოს . ჩემი საახალწლო ნატვრაც სწორედ ეს იქნება : არასდროს ჩამოვშორდე ამ დიდ, თბილ ოჯახს და არც არასდროს დატოვოს ვინმემ ის. სიყვარული და ბედნიერება გადამდებია სწორედ ეს ვისწავლე 2016 წელს "ჩემს" ოჯახში ...

nicol

ყველაზე დასამახსოვრებელი წელი 4love.ge-ზე...
ჯერ კიდევ წინა წელს მოკრალებულად შემოვაბიჯე ამ საიტზე და ვერც კი ვიფიქრებდი თუ ამდენ ხანს დავრჩებოდი, ამდენ ისტორიას დავწერდი და ამხელა სითბოს მივიღებდი ამ ოჯახის თითოეული წევრისგან.
უკვე მეორე ახალი წელია, რომელსაც ვიცი მე და საიტი 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე ერთმანეთს მივულოცავთ. მე საიტს დღეგრძელობას ვუსურვებ, ის ბევრ მუზას და გავაგრძელებთ თანაცხოვრებას უკვე 2017 წლის თარიღით.
ერთი წლის წინაც ზუსტად ასე იყო...
ასე დაიწყო 2016 წელიც...
ამ წელს დაიდო ჩემი ინტერვიუ საიტზე.
ამ წელს ვიყავი კონკურსის ჟიურის წევრი.
უამრავი თბილი ადამიანი მაჩუქა ამ წელს საიტმა. დიახ, მაჩუქა...
უამრავი თბილი კომენტარით გამანებივრა...
სატის ოჯახის წევრებმა „მაიძულეს“ კვლავ შემექმნა ფეისბუქ-აქაუნთი.
უკვე თხუთმეტ ისტორიას ითვლის ჩემი და საიტის განვლილი გზა... (ვინ დაიჯერებს?!)
რას შეცვლიდიო საიტზე...
არც არაფერს...
ისეთი მიყვარს, როგორიც არის. თავისი წესებით, თავისი წევრებით...
ასეთმა მიმიღო საიტმა და ვიცი, როგორიც არ უნდა იყოს, მე ისევ სიამაყით შევაბიჯებ 4love.ge-ს მისაღებ ოთახში და ისევ მოვიკალათებ ბუხრის წინ ჩემთვის განკუთვნილ სავარძელში.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

aanamaria

ამ საიტის შესახებ 2015 წელს შევიტყვე.შევედი თუ არა საიტზე მისით მოხიბლული დავრჩი.დიზაინმა შესვლისთანავე მიიქცია ცემი ყურადღება, თითქოს მშვიდ და ხალიასიან შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ასევე არის მკაცრი იერის მქონე...ისტორიებმა,ლექქსებმა და ჩანახატებმა ისე მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ გულგრილი ნამდვილად ვერ დავჩი, თითოეული მათგანიდან, რომელიც წავიკითხე მთელი ორი წლის განმავლობაში.რომ არა 4love.ge ალბათ ძალიან ბევრ რამეს დავაკლდებოდი, ვერ გავიცნობდი იმ შესანიშნავ, თბილ, ტკბილ და უთბილეს ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდრე გულს მიხარებენ და მაბედნიერებენ და რაც მტავარია ვერ გავიცნობდი საიტის ყველაზე მაგარ ბოსს.2016 წელი 4love.ge -ზე ყველაზე განსაკუთრებული, ამაღელვებელი და გასაოცარი იყო...ყოველი ახალი ისტორიის წაკითხვისას რაღაც ახალს ვიგებდი, ვმოგზაორობდი მათ სამყაროში და ისეთივე ბედნიერი ვიყავი, როგორც ისინი იყვნენ.ყველზე მეტად მაოცებს საიტზე ხალხის აქტიურობა, მწერლები რომლებიც,თავდაუზოგავად შრომობენ თითოეული დეტალის გათვალისწინებით....უყურადღებოდ ვერ დავტოვებ ასევე PDF წიგნებს, სადაც უამრავი საინტერესო მწერლის წიგნი აღმოვაჩინე,ეს წიგნები იხილო და გვერდი აუარო შესაძლოა ცოდავადაც ჩაგეთვალოს.სამომავლოდ ვისურვებდი რომ მწერლებმა იმაზე მეტი საინტერესო და აღმაშფოთებელი ისტორიები დაწერონ ვიდრე დღესდღეობით წერენ...

kata-nia

2016 წელი საიტზე კარგი იყო.
კარგი იყო,შემოგვემატა ბევრი ნიჭიერი მწერალი,
წელს უფრო კარგი იყო საიტი
უფრო ფერადი
უფრო ტკბილი
უფრო საკნატუნო იყო
ამ წელს მართლაც ძალიან კარგი კონკურსებით ვნებივრობდით.
2016 წელი საიტზე ჩემთვის საუკეთესო იყო, იმიტომ რომ გავიცანი ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც სასტიკად თბილად ასხივებენ ნათელ ფერებს საიტზე ^^
ალბათ 2017 წელი უფრო ნაყოფიერი და უკეთესი იქნება.
რაც შეეხება სურვილს, მინდა კომენტარებზე პასუხების შეტყობინება მოგვივიდეს, როგორც წერილები და კომენტარები ისე.
ასევე კარგი იქნებოდა რედაქტირება დავაჩქაროთ ხოლმე წევრებისათვის^__^
დანარჩენი ?
საერთოდ არაფერი, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი კარგია და მომწონს.
გილოცავთ, დამდეგ 2017 წელს, საუკეთესო სურვილებით ^^
თქვენი კატა-ნია...

ერკე

ვაცილებთ 2016 წელს, შესანიშნავად ვაცილებთ რაღა თქმა უნდა. იმას თუ გავითვალისწინებთ რა იყო ორი წლის წინ, მასთან შედარებით საიტიც ძალიან გაუმჯობესდა, ბევრი ადამიანი შემოგვემატა როგორც ახალბედა მწერლების კატეგორიაში, ისე ვფიქრობ მომხმარებლის სტატუსითაც. მომწონს კონკურსები რომ ტარდება აქტიურად და ყველას ეძლევა შანსი გახდეს ახალბედა მწერალი. ძალიან მომწონს საჩუქრების სისტემა, მართალია ვირტუალური საჩუქარია მაგრამ ესეც გაგიხარდება უცნობი ადამიანისგან კაცს, როცა ხედავ რომ ამით გაფასებს, ასე უყვარხარ და მაინც ცდილობს რაღაცით გაგახაროს, მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობს.
მოკლედ, ვერაფერს ვიტყვი დასაწუნს ამ წელთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო გოგას, ასეთი კარგი ხალხის ერთად შეკრება და ასეთი საიტის ქონა! ხელოვანი ხალხი, ან მკითხველები კარგი და საინტერესო ხალხია, ამიტომ თქვენ მეგობრებო, ვინც ახლა შემოდგით ფეხი, მინდა გითხრათ რომ სწორ ადგილას მოხვდით, იქ სადაც თქვენი ხმა ფასდება!
2017 წლისთვის კი ვფიქრობ კიდევ უკეთესი უნდა გახდეს საიტი. წინასწარ უნდა დაიგეგმოს სამი კონკურსი, რომელიც ჩატარდება პირველი სადღაც თებერვალი-მარტში, მეორე აუცილებლად ზაფხულის პერიოდში და ბოლო ისევ ახალ წელს. თუ შესაძლებელი იქნება მომხმარებლებისთვის გაკეთდეს ისეთი რამ, როგორიც გაკეთდა საქართველოს ბანკის მიერ, პროექტი „სეკრეტ სანტა“. აქაც მოვიფიქროთ ასეთი რამ და ვისაც სურვილი ექნება ჩაერთოს ამაში. პრინციპი ასეთი იყოს. დაწყვილდნენ ორ-ორი. ჩვენ დავეხმაროთ ამაში, შემთხვევის პრინციპით თუ იქნება ასეთი პროგრამა თავისით რომ აწყვილებდეს ხომ კარგი თუ არადა მსურველები ჩვენ დავაწყვილოთ. ისე, რომ თვითონ არ იცოდნენ ერთმანეთის ვინაობა (უმეტესობას ისეთი ნიკი აწერია, არც ეცოდინებათ მაინცდამაინც). დავთქვათ საბოლოოდ ერთი ადგილი დრო და გავაცვლევინოთ საჩუქრები.. ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება და ეს გაკეთდეს ახალი წლისკენ. 20 დეკემბერს მაგალითად.
დანარჩენი რაც გვჭირდება, უფრო მეტი მობილიზება. რაც გამოიხატება ახალი პოსტი რომ დაიდება, შეფასების ველი სავალდებულო იყოს! ვინც ჩაიკითხავს მან აუცილებლად რომ შეაფასოს, თუნდაც ორი სიტყვით. ეს არ ვიცი როგორი გაკეთებადი იქნება, მაგრამ თუ ის არ გამოვა, რომ შეფასების გარეშე არ გამოუშვას ხალხი სიახლიდან, მაშინ ქვეშ ეწეროს რომ სავალდებულოა და აუცილებლად შეაფასონ. მე ვფიქრობ, რაც მწერალს, თუ შემოქმედს აძლევს სტიმულს, ეს გინდ კრიტიკა, გინდ შექება, უბრალოდ აზრის დაფიქსირებაა. რომ გაიგოს თურმე წაიკითხეს.. სულ ეს იყო. გილოცავთ 2017 წელს!

sopiko

2016 წელი ჩემთვის ამ საიტზე გამორჩეულია. სწორედ წელს გავიცანი საიტელები უკეთესად და აქაურობაც უფრო თბილი და საყვარელი გახდა ჩემთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ამ წელს უამრავი შესანიშნავი ისტორია დაიდო საიტზე, რომელთა კითხვის დროსაც ძალიან ვისიამოვნე. საიტის ახალი წევრების უმეტესობა ძალიან ნიჭიერი და საყვარელია. რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახის წევრთა რიცხვიც გაიზარდა, რაც მახარებს. ამ წელს საიტზე ჩატარდა სამი კონკურსი და სამივე გამოირჩეოდა ორიგინალურობით, აქტიურობით და სამართლიანობით. მომავალში ამ რიცხვის გაზრდას ვისურვებდი და ასევე იმას, რომ მკითხველების გააქტიურების მიზნით მათ მიეცეთ სტიმული სხვადასხვა სახით. დღესდღეობით ამას ხელს უწყობს ქულები და სტატუსი 'აქტიური მკითხველი'', ამასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. წელს რამდენიმე წევრმა მიიღო ახალბედა მწერლის სტატუსი და მათგან რამდენიმემ ჩემი დიდი სიყვარული დაიმსახურა. გააქტიურდა იმის ფუნქციაც, რომ თუ ჩვენს სიახლეზე კომენტარი დაიდება, შეტყობინება მოგვდის. ეს ძალიან ბევრისთვის იყო პრობლემა და ამიტომ წინ გადადგმული ნაბიჯია მსგავსი ფუნქციის შემოღება საიტზე. კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია. საიტი განვითარების გზაზე დგას და მჯერა, რომ შემდეგ წელს უფრო კმაყოფილი ვიქნები. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს <3

tgvinianidze29

08/06/2016 - ამ დღეს გარკვეული პაუზის შემდეგ (რომელიც მგონი 7-8 თვე გაგარძელდა და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, რადგან უსიამოვნო მოგონებაა) დავბრუნდი ჩემს მშობლიურ ბუდეში. ამ ადგილას განვვითარდი, მივხვდი რომ წერა ჩემი ცხოვრების აზრია... არა, მივხვდი რომ წერა თავად ვარ. მე და სიტყვა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები ვართ. ქუჩაში სიარულისას, მგზავრობისას, ლიფტში ან სუპერმარკეტში/აფთიაქში ყოფნისას, აბაზანაში, უნივერსიტეტში, სამსახურში - მოკლე ყველგან სიუჟეტები მიტრიალებს თავში და მინდა ეს სიუჟეტები გავაცოცხლო. მწერლები ცოტა უცნაური ხალხია, ამართლებენ აზრს, რომ თითქოს ყველა ადამიანში ღმერთის ნაწილია. ღმერთი ხომ შემოქმედეია: შექმნა კაცობრიობა და სამყარო; მწერალიც ქმნის გმირებს, რომელიც თავიანთი ცხოვრებით სხვებისთვის მაგალითი ხდებიან (როგორ არ უნდა ვიცხოვროთ ან როგორ უნდა ვიცხოვროთ.); ანუ მწერალიც შემოქმედია... ის მკითხველს ცვლის, უკეთესს ხდის... თუ ამ იდეას არ ემსახურება მისი შემოქმედება, ავტორი ეგოისტი ან გამოუცდელია.
საიტზე ხელახლა დავიწყე ,,სამუმის" დადება. ,,სამუმის" საშუალებით შევიძინე ჩემთვის საყვარელი ადამიანები. ადამიანები, რომელიც სიღრმისეულად აღიქვამენ სამყაროს, ვინაიდან თავადაც ძალიან მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო აქვთ. მადლიერი ვარ, რომ ამ ადამიანებს შევხვდი!
ძალიან გამიხარდა, რომ კეკეს წიგნის პრეზენტაცია დაიგეგმა (ვფიქრობ ვინაიდან ჯერ საიტზე იდებოდა ,,ბედნიერება გაზიარებით" 4love.ge-სთან პირდაპირ კავშირშია) და მას დავესწარი სიტყვით გამომსვლელის როლში. ცოტა არ იყოს გული დამწყდა კეკეს მკითხველზე. მეგონა იმდენი ხალხი მოვიდოდა, რომ ბიბლიოთეკა ვერ დაიტევდა. ამ გონივრულ ეჭვს მისი ნაწარმოებების კითხვადობა მიჩენდა. იმედი მაქვს, მომდევნო წიგნის პრეზენტაციაზე ყველას ვიხილავ და არა უახლოეს წრეს <3 ამ პრეზენტაციის საშუალებით ,,ლაივში" ვიხილე ადამიანები, რომლებიც საიტზე გავიცანი. უნდა აღვნიშნო, რომ მათთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნო იყო.

ასევე ძალიან გამიხარდა, რომ მოვაწყვეთ კონკურსები და გამარჯვებულები როგორც საჩუქრებით, ასევე ახალბედა მწერლის სტატუსით დავასაჩუქრეთ. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა თქვენი შეფასება და თქვენგან საუკეთესოს ამორჩევა. (მოგეხსენებათ კონკურსის ჟიურის წევრები ახალბედა მწერლები არიან.) მიმაჩნია, რომ საიტზე ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, რომლებსაც კარგ მწერლებად ჩამოყალიბების პერსპექტივა ნამდვილად აქვთ.

ვისურვებდი მომავალ წელს მეტი კონკურსი ჩავატაროთ და გამარჯვებულს წიგნი დავუბეჭდოთ <3 ასევე შევქმნათ საიტის კლუბი, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება, იმსჯელებს ლიტერატურასთან და პოეზიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გამართავს საღამოებს, მოიწვევს მწერლებს და ა.შ.
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! მუზებს, საინტერესო იდეებს და მკითხველს გისურვებთ! <3

lullaby

საიტს აქტიური 2016 წელი ჰქონდა... ჩემთვის განსაკუთრებით და ვუსურვებ, ასევე გაგრძელებას.
კარგი, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა იყო ის, რომ საიტს შეემატნენ ის ახალბედა მწერლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ადმინისტრაციას იმედებს გაუმართლებენ... ასევე კეკე კუჭავას წიგნის "ბედნიერება გაზიარებით" დაბეჭდვა. ასევე "აქტიურ მკითხველთა" გრაფა. და რც მთავარია ძალიან მაგარი ადამიანების გაცნობა.
ცუდის გახსენება არც ისე ადვილია. ერთადერთი, რამაც გული დამცწყვიტა, თეონა მჭედლიძის წასვლა იყო, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ისევ ტრიალებს ჩვენთან.
ვისურვებდი 2017 წლიდან კონკურსების ჩატარების რაოდენობრივ შემცირებას. ან სერიოზული სახის მინიჭებას. ანდაც საერთოდ გაუქმებას და "ახალბედა მწერლების" ასარჩევად გარკვეული კრიტერიუმების დადგენას. ეს ალბათ აქ განსახილველი არაა, მაგრამ მაინც... ვისურვებდი ახალი სტატუსის "მწერლების" შექმნას. არც ახალ დიზაინზე და ბლოკის ფუნქციაზე ვიტყოდი უარს.
ურიგო არ იქნებოდა ყოველთვიურად ჩაგვეტარებინა გამოკითხვა ახალბედა მწერლების ისტორიებს შორის და ყველაზე მეტი ხმის პატრონი ისტორიისთვის pdf ვერსია გაგვეკეთებინა.
სხვა რისი თქმა შემიძლია. საიტს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ წარმატებას, რეიტინგს და ბევრს ნიჭიერ მომხმარებელს <3

პოეტის ცოლი

პირველ რიგში , დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის.
აქტიური მოღვაწეობს საიტზე წელს დავიწყე, ამიტომ პირველ რიგში , რაც მომწონს არის ის რომ ძალიან, ძალიან მეგობრული ადამიანები ხართ. ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქა 4love.ge-მ ბავშვობიდან და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ ბედნიერ მომენტებს დამამახსოვრებს.
სიმართლე გითხრათ, არაფერს შევცვლიდი ამ საიტზე იმდენად მიყვარს და იმდენად გავითავისე უკვე.
დიდი მადლობა რომ არსებობთ.

MariamG

2016 წელი საიტზე, როგორც ყოველი წელი, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო.
პირველ რიგში, საიტმა ამ წელს ბევრი ადამიანი მაპოვნინა. ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან შენს გვერდით დადგნენ. ერთი შეხედვით, რთულია ერთი წლის განმავლობაში ამდენი იპოვო, მაგრამ საიტზე იმ ლამაზი, კეთილი ისტორიების გარდა, ბევრად უფრო ლამაზ ადამიანებს და კეთილ ურთიერთობებს შეხვდებით. ერთი სიტყვით, საიტი ყველაფერია! მეგობრობა, თანადგომა, სიყვარული და ნდობა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მადლობას ჩვენს ყველაზე მზრუნველ და მომთმენ ბოსს, გოგას ვუხდი. ის რომ არ იყოს, არც საიტი იქნებოდა და ყოველ წელს, ამდენი კარგი არ გაგვახსენდებოდა, მეგობრებს ვერ შევიძენით.
2016 წელს სხვა მხრივ, მე პირადად, ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი დავაგროვე. ვწერდი, ვაქვეყნებდი და ვუახლოვდებოდი ჩემს მკითხველს. მათ ვუმეგობრდებოდი, ვაბიჯებდით ერთმანეთის ყოველდღიურობაში.
ყველაფერი, რაც ამ წლისგან მახსოვს, მხოლოდ კარგი და ფერადი დღეებია!
იმედი მაქვს, 2017 წელი ბევრად უკეთესი იქნება და ჩვენი დიდი ოჯახი ისევ ერთად, თბილად შეხვდება მას!

Teddy))

საიტი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გახდა ერთ წელზე მეტია... ამ საიტმა შემძინა უამრავი ნაცნობი და ახლო მეგობრები... ბევრი საერთო ნაცნობიც აღმოვაჩინე ეს საიტი არის ჩემთვის ოჯახი, მიუხედავად რომ მრავალფეროვანი ხალხისა... ყველანაირი ადამიანი ჭარბობს საიტზე ბრაზიანი, თბილი, გიჟი, განსხვავებული, უცნაური, მაგრამ ერთია ყველა ისეთი ტკბილია... ვერ ვიტყვი რომ ვინმე არ მიყვარს შეიძლებ მოხდეს კამათი, ჩხუბი, მაგრამ მალევე ვრიგდებით, რაც ძალიან სასიამოვნოა! ფორლავმა სხვანაირი გამხადა: ლაღი, კომუნიკაბელური, ასევე ბევრ რაღაცაზეც დამაფიქრა... ერთი უნდა გამოვარჩიო... მასწავლა რას ნიშნავს მეგობრობა, როდესაც არ შეხვედრიხარ და ერთი სული გაქვს როდის ნახავ... იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოჯახი ხომ თავისთავად იდეალურია...
ჩემთვის ერთ-ერთი საოცარი ფაქტი იცით რა არის? როდესაც ემიგრანტები გკითხულობენ, გაფასებენ, შენზე ბევრად უფროსი ადამიანები... საოცარია, როდესაც 14 წლის შემიძლია ძალიან თავისუფლად ვემოგობრო ოცდა აათი და უფრო მეტი წლის ადამიანს...
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მაინც უფროსამდე მივალთ, გოგასთან... ეს ადამიანი რომ არა ეს საიტიც არ იარსებებდა და ამდენ კარგ ადამიანსაც არ შემძენდა... იყო პატარ-პატარა წყენები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს...
სიამოვნებით ვისურვებდი ერთ დღეს, ახალ წელს თუ ვერა, ყველა, უკლებრივ შევხვედროდით სადმე და ერთმანეთისთვის გვეჩუქებინა ლამაზი დღეები...
მინდა სულ ამ საიტზე ვიყო, ვწერო, ვიმეგობრო, ვიოცნებო მათთან ერთად...
ძალიან მიყვარხართ და გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერი წლები ჩვენთან ერთად, ტკბილებო!

murachashvili

საიტზე 2015 წლის ოქტომბრიდან გავრეგისტრირდი. რატომ? თავიდან ვერთობოდი, მაინტერესებდა საკუთარი შესაძლებლობები, მხიბლავდა ის, რომ სრულიად უცნობ ადამიანებთან მქონდა კონტაქტი. ალბათ, ეს ყველაზე მარტივი გზა იყო საკუთარი სახის რეალურად დასანახად. შემდეგ? მომეწონა, ის სითბო, ურთიერთობები, ერთი შეხედვით სრულიად უცნობი, ვირტუალურად არსებული ადამიანები იმაზე ახლობლები და რეალურები აღმოჩნდნენ ვიდრე წარმოვიდგენდი.
რა მოხდა 2016 წელს? მოულოდნელად მივიღე სტატუსი: „ახალბედა მწერალი“. თავს ამპარტავან ადამიანად არ ვთვლი, არც კი მეგონა ამ სტატუსით ჩემს ცხოვრებაში რამე თუ შეიცვლებოდა, ვაღიარებ თავიდან შემეშინდა, თითქოს ამ სახელის გარეშე წერა იოლი იყო, თითქოს ასე უხეშად არ მაკრიტიკებდნენ, ან იქნებ უბრალოდ მე მეჩვენებოდა ასე? თითქოს მოთხოვნები გაიზარდა, ის მცირედი შეცდომებიც კი, რომელიც ასე ნიშად ახლდა (და ალბათ დღემდე ახლავს) ჩემს ისტორიებს აღარ მეპატიებოდა. სტატუსმა თითქოს „ახალბედა“ ჩამოიშორა და მხოლოდ „მწერალი“ დარჩა, იმაზე დიდი დატვირთვა მიიღო ვიდრე წარმოვიდგენდი.
იმიტომ კი არა, რომ მე ვწერდი განსაკუთრებით, ვნახე დანარჩენი „ახალბედა მწერლების“ ნაშრომები და კარგად დავინახე, თუ რამხელა შესაძლებლობები, წერის ნიჭი იმალებოდა მათ ისოტიებში. შემრცხვა და შემეშინდა, რომ ცხოვრებაში პირველად ვიღაცას ნდობას ვერ გავუმართლებდი.
ისევ მათივე დახმარებით დავმშვიდდი, საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე და დავინახე, როგორ გაცოცხლა ჩემში სადღაც დაკარგული, ისევ ბავშვივით ფანტაზიორი და მეოცნებე ანა.
ფრთხილად შეპარებულ შენიშვნებსა და კრიტიკაში იმხელა სითბო და სიყვარული იყო, რომ თავიდან ვერც კი დავიჯერე, წარმოუდგენელია უცნობი ადამიანებისგან ამხელა დადებითი ემოციების მიღება. შემდეგ დავაკვირდი და აღმოვაჩინე, 4Love.ge ერთი დიდი ოჯახია, მოსიყვარულე, თბილი და ხალისიანი ხალხით, რომელიც ფრთხილად, ნელ-ნელა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მიმიღო როგორც საკუთარი წევრი და ახლა, ასე ნარკომანივით დამოკიდებული, უკვე მისით ვცხოვრობ.
გამიჩინა იმედი, დამანახა, რომ სადღაც უანგაროდ უყვართ, გეფერებიან და გრძნობების ფეირვერკს აფრქვევენ.
გილოცავთ, 4Love.ge-ს დამდეგ ახალ წელსა და შობას, დაესწარით მრავალს! გისურვებთ, ოცნებების ასრულებას, თქვენთვის იდეალური „პრინცებისა“ და „პრინცესების“ შეხვედრას, იმ სითბოსა და სიყვარულს, ასე რომ აკლია ყველას.
ჩვენს საიტს კი უფრო გაფართოვებას, ბერვ რეკლამას და დამატებითი ფინანსების მოძიებას ვუსურვებდი, ასე ძალიან რომ გვჭირდება გოგას ბრწყინვალე ჩანაფიქრების შესასრულებლად.

ano23

გოგამ რომ მითხრა წლის შეჯამების სახით რამე უნდა დავწეროთ საიტზეო, უცებ ვერაფრით ვერ მოვიფიქრე რა შეიძლებოდა დამეწერა, მერე გადავხედე 2016 წელს საიტზე მომხდარ ჩემთვის განსაკუთრებულ და დასამახოვრებელ ფაქტებს და აღმოჩნდა,რომ ჩამოსათვლელი საკმაოდ მქონია...
სულ პირველი რაც მახსენდება ის არის,რომ გავიცანი ჩემთვის უსაყვარლესი და უთბილესი ,თანაუნივერსიტეტელი ანა ბლიაძე, სულ ერთი ნახვით იმდენად კარგად გავუგეთ ერთმანეთს, მეგონა უკვე კარგა ხნის ნაცნობები ვიყავით ( ბანალურად ჟღერს,მაგრამ ასეა და რა ვქნა?)....კიდევ კეკეს წიგნის პრეზენტაცია, საშინლად დამწყდა გული, დასწრება რომ ვერ შევძელი, თუმცა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო , ტერომ თბილისიდან ერთ-ერთი ეგზემპლარი რომ ჩამომიტანა, ეს დღე საოცრად ტკბილად მახსოვს.
ჰო, კიდევ იმას რა დამავიწყებს, ლიჩელმა მთელი ზაფხული რომ მატყუა ,ცამოვალ და გნახავო და ბოლოს ხახამშრალი დამტოვა :დ
წელს გავიცანი საიტის არაერთი წევრი, ერთმანეთზე უფრო საყვარლები და ტკბილები.. უნიჭიერესი ანა მურაჩაშვილი, მეგი კოკაშვილი, ჩემი ტკბილი და თბილი სეხნია ანი ბადალაშვილი .. საიტის პანდა -2 სალომე :დ და ბოლოს 4-LOVE-ს მარწყვის ჯემი, სიკეთის, სიყვარულის, ხალისი ფორმულა ბიბო.. საოცარი პოზიტივი შემოიტანა ამ ბავშვმა საიტზე და ძალიან შეგვაყვარა ყველას თავიი.. მოკლედ 2016 წელი ჩემთვის საიტზე იყო საოცრად დადებითი და პოზიტივით სავსე და უკეთესს ველი 2017-ში, ყველა მართლა ძალიან მიყვარხართ მე თქვენ და უკვე მერამდენედ ვამბობ მაგრამ მაინც, უღმესი მადლობა ,,მთლად უფროსს'' ყველაზე მაგარ ბოსს-ს თავად გოგა თორიას,რომ არა ის , ჩვენი საიტი არ იარსებებდა და ამდენ ჩემთვის საყვარელ ადამიანსაც ვერ გავიცნობდი...
P.S იმედი მაქვს 2017 წელს მეღირსება და პირადად ვნახავ ჩემ მერცხალ მარრიამ-ს და საიტის სხვა წევრებსაც :დ

თუკა

2016 წელი... სულ რამოდენიმე საათში დასრულდება....
რა დამამახსოვრა საიტმა?– უამრავი რამ. პიველ რიგში საუკეთესო ადამიანები გამაცნო...ისეთი თბლი და ტკბილი ადამიანები შემძინა დამპოვნინა ბევრს რომ შეშურდება.. მიუხედავად იმისა რომ ამ წელს დიდი აქტიურობით არ გამოვირჩეოდი, ყველა ტკბილი და ერთგული მკითხველი მისახსოვრა ჩვენმა საყვარელმა საიტმა...ყველაზე მეტად პირველი დიდი და საპასუხისმგელბო კონკურსი დამამახსოვრდა, საოცარი განცდით ვიყავი აღსავსე..
გილოცავთ ყველას ახალ წელს, უფალი იყოს თქვენი მფარველი, გისურვებთ ყველას ეს წელიწადი ბედნერების მომტანი ყოფილიყოს, ჩვენს საიტს კი უამრავ საინტერესო სიახლეს და ბევრ , ბევრ ახალ მწერალს ვუსურვებ..

Nina))

პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ.
ულევი სიხარული,სიყვარული,ბედნიერება,წარმატება და ჯანმრთელობა.
მინდა,რომ ყველამ ვიპოვნოთ საკუთარი თავი იქ,სადაც საჭიროა და იქვე დასამკვიდრებლად ყველაფერი გავაკეთოთ.
უკვე მესამე ახალი წელია თქვენთან ერთად და ძალიან მიხარია რომ გიცნობთ..
ყველანი ძალიან თბილები და ტკბილები ხართ.
ყველაფერი ცუდი ერთად დავუტოვოთ 2016 წელს და ღიმილითა და ბედნიერების მოლოდინით მივეგებოთ ახალ 2017 წელს,ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ბედნიერებას.
ჰო,მგონია რომ ეს წელი ძალიან ფერადი იქნება.
ჰო,რაც შეეხება საიტს...
დღითიდღე უფრო იზრდება საიტზე მომხმარებლების რაოდენობა და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს,რეიტინგიც ამ ყველაფერთან ერთად წინ მიიწევს,არის ძალიან ბევრი აქტივობა საიტზე,რაც ძალიან მომწონს და ხართ თქვენ,ასეთი თბილი და კრეატიული ადმინები და კიდევ უფრო თბილი მომხმარებლები,რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მახარებს.
საიტი ჩემს მეორე სახლად გადაიქცა,ხოლო თქვენ-ჩემს მეორე ოჯახად,მიხარია,რომ ყველაფრის მოყოლა შემიძლია თქვენთვის და ასევე ის,რომ თქვენგან შემიძლია ბევრი რჩევის მიღებაც.
ძალიან მომწონს ასე ერთ მუშტად შეკრულნი რომ ვართ.
სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს ვიტყვი წლევანდელ საიტზე,ვინაიდან აბიტურიენტობა ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს,თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო,რომ ყველაზე კარგი მომხმარებლები და ყველაზე კარგი ადმინები 4love.ge_ს ჰყავს.
ყველანაირად,როგორც გარეგნულად,ასევე შინაგანადაც,რაც ყველაზე დიდი სილამაზეა ამქვეყნად!
ძალიან,ძალიან მიყვარხართ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერებას!

meggipp

დაახლოებით 3წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ეს საიტი, ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი ჯვრისწერა სევასტოპოლზე იყო ის ისტორია რომელიც პირველად წავიკითხე, შემდეგ დამეკარგა, არც მე გამხსენებია და აღარც მომდომებია ისტორიების კითხვა... რამოდენიმე თვის წინ ისევ გავიხსენე და შეუწყვეტლივ ვკითხულობდი სხვადასხვა ისტორიებს, შემდეგ გამიჩნდა სურვილი მეც დამეწერა, ძალიან შევიყვარე საიტი, ბევრი რამ გავიგე, ვისწავლე და დიდი სიამოვნება მივიღე... გავიცანი ბევრი ნიჭიერი მწერალი, რომლის ისტორიებმაც უსაზღვრო, სასიამოვნო შეგრძნებები დამიტოვა, ბევრი ემოცია, სიხარული და ცრემლიც კი გამოიწვია ზოგმა მადგანმა... ძალიან გამიხარდა რომ ვიპოვე ისევ 4love.ge და გავხდი ამ უზარმაზარი, თბილი, ნიჭიერი, ყურადღებიანი და უსაყვარლესი ოჯახის ერთ-ერთი წევრი...

terooo

ჰაი, პირველ რიგში გილოცავთ დამდეგს, მრავალს დაესწარით.. ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ, ბევრი ლამაზი და ახდენილი წამი, ყველა ლამაზი ოცნების ასრულება და ბედნიერება ულევი...
მე მიხარია რომ ვარ თქვენი დიდი ოჯახის წევრი, ბედნიერება მომანიჭა ამ საიტმა და ყველა თქვენგანმა, რამდენიმე ხომ პირადად გაგიცანით კიდეც, მიხარია რომ არსებობთ და ცხოვრებას მიფერადებთ. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი მამხნევებთ თქვენდა უნებურად.
ძალიან მინდა რომ კეკეს მსგავსად ჩვენმა მწერლებმა შეუძლებელი შეძლონ და წიგნები მკითხველს აჩვენონ, სხვა მრავალი მკითხველი გაიჩინონ. წიგნის მაღაზიებში ვნახო მათთი შედევრები
იცი რა მინდა? ეს სურვილი მაქვს ალბათ უფრო...
,,საიტის დღე რომ დავაწესოთ, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ, კოცონის პირას, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ლამაზი მიმართულება მივცეთ და ბოლოს დავლიოთ რა თქმა უნდა“
პ.ს. იმდენი რამ მინდა გითხრათ მაგრამ საერთოდ არ მომდის აზრად ყველაზე ბოლოს მე მითხრა თქვენმა ბოსმა რომელსაც ამ წელს მაინც ჩამოვაგდებ ,,ტახტიდან“
მიყვახართ მე თქვენ და კიდდევ გილოცავთ...

zia-maria

ყოველი ახალი წლის მოცვლის დადგომასთან ერთად ახალ-ახალი ფიქრები და მიზნებია.უკვე წლებია 4love.ge-ს ერთგული მკითხველი ვარ და უკვ ე 1 წელზე მეტია სრულფასოვანი წევრიც ვარ.მადლობა მინდა ვუთხრა ამ საიტის გენერალურ დირექტორს ბატონ გოგა ტოპიას და ორგანიზატორებს ამ სითბოსა და სიყვარულისათვის,რასაც ამ დროის მანძიზე ვღებულობ..უნიჭიერესი მწერები ყავს ამ საიტს და მინდა ყველას ჩემს გოგო-ბიჭებს ვუსურვო პროფესიული ზრდა და წარმატებები.არაფერს არ შევცვლი,მინდა ასეთი სიყვარულით,სიხარულით და მეგობრობით სავსე იყოს მუდამ ეს საიტი.გისურვებთ პირად ცხოვრებაში გამართლებას და ყველას სიყვარულის მარადიულობას.გილოცავთ დამდეგ 2017 წელს.

ნიკო დანგაძე

2016 წელს შევაჯამებდი ამგვაარად,ბევრი ნიჭიიერიმწერალი ,,დამწყები მწერალი " აღმოვაჩინე,განსაკუთრებბით თავი შემაყვარა თავისი ნამუშევრებით Maria La-მ,მას მე უკვე ჩამოყალიბებულ მწერლაად ვთვლი,ასევეე თავი დამამახსოვრა ადმინისსტრატორობის დროს შემოაულმა ბევრმა სასაცილო შეტყობინებებბმა და ისსტორიებმა,საიტს ვუსურვებბ განვითარებას აასევე მის მწერლებსაც,მეტად უნდდა დაიხვეწოთ,მეტად გამოკყენეთ ლიტერატურა და ნაკლებად ,,პორნოგრაფია" თორემ არასდროს გეყოლებათ დიდი მკითხველი,გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2017 წელს

Elizabeth

ეს წელი ჩემთვის იყო ძალიან არეული, მხიარული სევდიანიც, ნუ ძალიან მრავალფეროვანი. ამ წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის რომ ნახევარი ატესტატი "ხელში მეჭირა" მახსოვს გამოცდების დაძაბული მომენტი, ყველა ძალიან ვღელავდით, სიმართლე რომ ვთქვა ძალიან დაგვაახლოვა კლასელები ერთმანეთთან გამოცდის შიშმა. ნუ მოკლეთ ყველაფერმა კარგად ჩაიარა საბედნიეროდ, ჰოდა წინ მელოდა ყველაზე მაგარი ზაფხული გართობა, მეგობრები და მთელი ამბები.....გამოცდის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ მშობლებმა "საჩუქარი გამიკეთეს" და მეგობართან ერთად ჩემს უსაყვარლეს ადგილას ზღვაზე გამიშვეს რადგან მომეხსნა ყველანაირი სტრესი და დაძაბულობა. როგორც კი ჩავედით ბარგი სახლში მივიტანეთ მოვწესრიგდით და ზღვაზე გავედით თითქმის მთელი დღე სანაპიროზე გავატარეთ, ასე გავიდა დაუვიწყარი 1 კვირაც შინ დაბრუნება არც მე მინდოდა და არც ჩემს მეგობარს მაგრამ დრო არითმენდა. შინ დაბრუნების შემდეგ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი სამწუხაროდ არაღმოჩნდა ზაფხული ჩემთვის ისეთი კარგი როგორსაც ველოდი, დავკარგე საუკეთესო მეგობარი რომელიც შეიძლება ითქვას რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ჩემი საშინელი საქციელის გამო და ნება მივეცი წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან, თავიდან არგანვიცდიდი ისე ძალიან მაგრამ რამდენიმე თვე რომ გავიდა ვიგრძენი მარტოობა და მივხვდი თუ როგორი უფერული გახდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე...საშინელება იყო ყოველი წამი, წუთი, დღე, თვე მის გარეშე განატარები. წარმოიდგინეთ 3 წელი ერთად ვიყავით ისე რომ ერთხელაც არგვქონდა ნაჩხუბარი და უეცრად აირია ჩვენი ურთიერთობა, ისე გადიოდა დღეები რომ ერთმანეთს არც კი ვწერდით...და ბოლოს მივხვდი თუ რამხელა რაღაცას ნიშნავდა ის ჩემთვის, მაგრამ საბედნიეროდ წლის ბოლოს ისე მოხდა რომ ჩემს დაბადების დღეზე მომივიდა მისგან სმს თავიდან ვერვიჯერებდი რომ მან მომილოცა მიკვირდა,მიხაროდა და ემოციას ვერვამალვდი, ბოლოს მოხდა ისე რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა...ნუ ეს იყო ამ წლის საუკეთესო დასასრული და ახლის დასაწყისი, ასე რომ დაიჯერეთ ახალს წელს სასწაულები ხდება! გილოცავთ დამდეგს!

FrAgOla

ამ საიტის შექმნის ისტორიაზე ხშირად არ ვსაუბრობთ თუმცა ალბათ თითოეული თქვენგანი ხვდება , რომ თუ ერთხელ მოხვდი ,, 4love.ge ,, ჯგუფში რთულია მერე მარტივად დატოვო ის ადამიანები რომლებსაც გაიცნობ და რომლებიც უხლოეეს მომავალში ძალიან მარტივად შენი მეობრები ხდებიან ... მე ვიცი , რომ ეს საიტი ერთ დროს სიყვარულის გამო შეიქმნა და სწორედ ამიტო ვფიქრობ , რომ დღესაც სიყვარულით და მეგობრობით არსებობს .. მინდა ავღნიშნო , რომ საიტზე ბევრი კარგი ახალბედა მწერალია და მადლობა მათ რომ ასე კარგად გვიზიარებღ იმ ემოციებს რასაც წერის დროს გრძნობთ.. ვიცი რომ ბევრი ახალი სახეც შეემატა საიტს მათ გასაგონად მინდა ვთქვა , რომ იყვნენ აქტიურები მეტი ისტორია , თხზულება და ლექსი შექმნან განავითარონ საკუთარი თავი საიტზე ნამდვილად არის ამის საშუალება მითუმეტეს მაშინ როდესაც ამდენი ობიექტური მკითხველია

D-roni

4 love ge ...
თითქოს ხომ არაფერი ... მესამე წელი იწყება რაც ამ საიტის სახელი მარცხენა მხარეს მდებარე პატარა ორგანოს მიჩქარებს ...
მესამე წელი იწყება რაც ფეხი ასე ძირფესვანად და ღრმად შემოვდგი , რაც საკუთარ თავს წამალი გამოვუწერე ამ საიტის და ხალხის სახით ...
ზოგისთვის შეიძლევა პირფერულად ჟღერდეს თუმცა , ამ საიტის მფლობელი ყველაზე მაგარი ადამიანია!
მე არ ვიცი მასთან რა და როგორ აკავშირებს , თუმცა ის ჩემთან ყოველთვის ისეთი თბილი და კარგი ადამიანია , როგორიც მისი საკუთრება - ანუ ეს საიტი!
უფრო და უფრო იხვეწება დიზაინი და საიტიც თუმცა რასაც ხალხი აკეთებს ამ საიტის მეშვეობით ეს რეალურად იმაზე მეტია ვიდრე ჩანს ... თუ დაუფიქრდებით რა პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა პაწუკა ერი ვართ , რამდენი კითხულობს აქედან თქვენს მიერ შექმნილ კარგს თუ ცუდ ისტორიებს ?
რამდენი იღებს მაგალითს თქვენ მიერ შექმნილო პერსონაჟებისგან ?
ბევრჯერ მიფიქრია და გამჩენია კითხვა ქუჩაში სიარულის დროს , იქნებ ახლა ვისაც ვხედავ , ვინც გვერდით გამიარა ... ვინც გამომელაპარაკა , ჩემი მკითხველია ?
გიფიქრიათ ამაზე ? 10000სზე მეტი ნახვა აქვე რეალურად ნაწერებს და ხვდებით აქედან რამდენს აქვს ავლილი თქვენთვის გვერდი?
საიტი ყველანაირ შანს იძლევა განვითარდე როგორც პიროვნება , როგორც ადამიანი და როგორც მწერალი!
ვვამაყობ , რომ ამ პატარა ოჯახს ვეკუთნი და მინდა ეს მთელი ჩემი სიცოცხლე გაგრძელდეს!
არაფრის შეცვლა არ მინდა , მიყვარს და ვიღებ ისესთს როგორიც არის!
მხიარულს , პოზიტიურს , თბილს , ტკბილს , ოჯახურს და რაც მთავარია ფორლვურს ... როგორიც ამ საიტს შეეფერება ისეთს ვუღებ გულის კარს !
და მაინც , რამდენად შეცვალა ჩვენმა "ბოსმა" ცხოვრება არა ?
გოგა , შენი მეშვეობით იმდენი ვისწავლე , ამას არასდროს დავივიწყებ!
არასდროს დაგივიწყებ და ვერასდროს შევძლებ აქედან ფეხის გადგმას , მე თქვენს უანგარო და ტკბილ საიტზე თქვენი ოჯახია წევრი დავრჩები მარადიულად !
ახალ წელს გილოცავ ფორლავ!

ვიმედოვნებთ, რომ 2017წელი უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენი საიტისთვის. საიტის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორ ვგიჟდები მე თქვენზე ვერ წარმოგიდგენიათ ჩემო საყვარლებო kissing_heart kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კაები ვართ.. შეყვარებული ვააარ

 


№3  offline მოდერი bibo

ჩემო ბუსუნო ჩმუსუნოებო ვაფრენ მე თქვენზე იცოდეთ ყველზე კაობები ხართ მინდა მიმდა თქვენთან ერთად გაბვაცილო ეს წელი და ახალიც თქვენთან ერთად მოვიდეს გული გყვარობთ სული ხარობს ბაჯახლო ბრილიანტები ხართ თქვწნ გულის განძი ხალხი მოძრაობთ აქ ვგიჟდები მე თქვენზე ბოლო ჩასუნთქვა და ბოლო ამოსუნთქვამდე გულში ხართ ჯემებო და ალუჩებო უბრალოდ გულს ავსებთ

 


№4 სტუმარი Guest მაია

გილოცავთ დამდეგს ჩემო ლამაზებო ჯამრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ,თქვენ მე ცხოვრებას მიფერადებთ და მადლოა თვთვეულ თქვენთაგანს.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რას ვისურვებდი იმის დაწერა დამავიწყდა

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

საიტისთვის რასაც ვისურვებდი დამავიწყდა, რა მინდა რომ იყოს საიტზე...
მინდა წელიწადის ყველა დროს შესაბამისად მოირთოს
გაზაფხულზე ყვავილები ცვიოდეს, (აი ისე ფიფქები რომ ცვივა) სიმზვანე იყოს და აფეთქებული ყვავილის მაქერი მოდიოდეს
ზაფხულზე წყლის წვეთები გვგრილებდეს...
შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთოლცვენა რომ იყოს..
და ზამთარში თეთრი ფიფქები ცვიოდეს და ცვიოდეს...
აი რა მინდა...
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს...

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

4love.ge მკითხველისთვის განტვირთვის საუკეთესო საიტია და იმედია ასე გააგრძელებთ საყვარლებო.მე პირადად მართლაც სულიერად ვისვენებ აქ რომ შემოვდივარ და თქვენს არაჩვეულებრივ ისტორიებს რომ ვკითხულობ.მწერლებს არ ჩამოვთვლი ვინმე არ გამომრჩეთ.ასე გააგრძელეთ ტკბილებო და ჩვენც გაგვიხალისეთ ყოველი დღე
--------------------
ლანა

 


№8 სტუმარი გვანცა))

ყველა რა კარგები ხართ ❤

 


№9  offline წევრი შამხათი

გილოცავთ დამდეგს, ბედნიერებას და ბევრ სიყვარულს გისურვებთ. ბევრი სასიამოვნო და ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინე ამ საიტზე და ძალიან მიხარია თქვენი არსებობა!

 


№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

ყველაზე თბილი ოჯახი გვაქვს! მიყვარხართ❤️

 


№11  offline ადმინი მწარე

მიყვარხართ მე თქვეენ
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№12  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Ra kargebi vart^__^

 


№13  offline წევრი nini5

გილოცავთ უკვლებლივ ყველას ახალ 2017წელს.
ჯამრთელობა,ბედნიერება,სიყვარული,სიხარული,ხვავი,ბარაქა დაგბედებოდეთ,,,მიყვარხართ ყველანიი

 


№14  offline წევრი HeeChul-ah

ყველას გილოცავთ •.• ბევრი ბედნიერი და ღიმილიანი დღე მოეტანოს თქვენთვის 2017 წელს.

2016 წელი საიტზე ჩემთვის ბედნიერი აღმოჩნდა. გავიმარჯვე ვალენტინობის კონკურსში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საინტერესო კონკურსებისთვის საიტის ადმინისტრაციას და ლამაზი ისტორიებისათვის ავტორებს ☆☆☆☆☆
--------------------
Nico nico nii

 


№15  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ესრატო არ მქონდა წაკითხული?))
#ყველაფერიფრანგებისბრალია
#როგორგამომაოარეთ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent