შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?!...ცოტა მოგეშვება


10-02-2017, 23:56
ავტორი SpaceR
ნანახია 1 267

გავისეირნოთ?!..ცოტა მოგეშვება
თავი 1
ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი დილით დაიწყო...ჩემთვის ვიჯექი პიანინოსთან, ძალიან მიყვარდა დაკვრა . მუსიკა ჩემი სიცოცხლის ნაწილი იყო , მის გარეშე უბრალოდ არ ვარსებობდი , თუმცა მოხდა უბედური შემთხვევა რის გამოც ოჯახი დავკარგე, ჩემი საყვარელი მშობლები. პიანინოზე იმ დღის მერე აღარ ვუკრავ , თავს ვიდანაშაულებ იმაში რომ ისინი დაიღუპნენ ..ყველა მეუბნება რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო, შენ იქ არ იყავი , დამნაშავე შენ როგორ ხარო? თუმცა ჩემი რაღაც ნაწილი მთლიანად გაქრა ,აღარ არსებობს ...ფაფუვ...ოდესმე ვიპოვი მათ მკვლელს ან მკვლელებს და აუცილებლად ვიძიებ მათზე ან მასზე შურს მაგრამ ახლა არა...ფსიქიკურად შევიშალე..აღარ ვარსებობ..აქ ვარ თუმცა ფიქრებით სულ სხვა სამყაროში ვარ...მინდა მოვკვდე და მეც მათ შევუერთდე , ზეცაში !
მხოლოდ დეიდაღა დამრჩა..ადამიანი რომელსაც ჩემი მართლა ესმის. ის ჩემი უფროსი და ყოველთვის იყო , საუკეთესო მრჩეველი , საუკეთესო მოსამართლე , ადვოკატი , მზარეული , ფსიქოლოგი და საუკეთესო დაქალიც კი ის იყო....დიახ , მეგობრების რაოდენობით არასდროს გამოვირჩეოდი..არც ახლა გამოვირჩევი, სკოლაში ყველა გიჟს მეძახდა , დამცინოდნენ , მსაყვედურობდნენ მაგრამ არავინ ცდილობდა ჩემთვის გაეგო
იმ უბედური შემთხვევის შემდეგ რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა , 3 წელი გავიდა..3 წელი ! ....ახლა 19 წლის ვარ , ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ბიზნესის ფაკულტეტზე , მაგრამ არაფერი გამოდის , გამუდმებით ჩემს მშობლებზე ვფიქრობ , რამდენჯერმე ვიყავი ფსიქოლოგთან ჩაწერილი მაგრამ ყოველ წუთას ერთი და იგივეს ჩამჩიჩინებს ამ უტვინო თავში''ყველაფერი გაივლის'' ''დრო ყველაფრის მკურნალია'' და ხო მისი საფირმო სიტყვა არ დაგვავიწყდეს... ''დამშვიდდი''...ვერხვდები ასე ერთი თქმით ადამიანი როგორ უნდა დამშვიდდეს?!
ჩემი ფსიქოლოგი , ნანა ძალიან საყვარელი ქალია..35 წლისაა , 2 შვილი ჰყავს. ქმარს გაცილებულია , ლოთი ქმარი ჰყავდა , არაფრის მაქნისი . ნანას ხარჯზე ცხოვრობდა. ბავშვებს სცემდა , საშინელი ადამიანი იყო და კარგიც ქნა რომ გაშორდა ნანა!..ხასიათებით მართლა კარგი ადამიანია ნანა თუმცა მე თუ მკითხავთ ფსიქოლოგად ის საერთოდ არ ვარგა! ვერ მამშვიდებს , უკვე 2 წელია მასთან დავდივარ მაგრამ ვერაფერი მიშველა..იქნებ ჩემშია ეს? და საკუთარ თავში თვითონ უნდა გავერკვე? მაგრამ ამასაც ხომ დრო სჭირდება არა?! მე კი სულ მალე გამოცდები დამეწყება და ოთახში გამოკეტვისთვის დრო ნამდვილად არ მაქვს.
დილით საშინელ მდგომარეობაში გავიღვიძე , ნახევრად მძინარე ავდექი საწოლიდან და სამზარეულოსკენ წავედი ყავის დასალევად . დეიდაჩემი უკვე სამსახურში გასასვლელად ემზადებოდა
დეიდაჩემი ხათუნა პროფესიით ადვოკატია , სხვათაშორის ის ყოველთვის მეხმარებოდა სკოლაში სხვადასხვანაირი პრობლემების დაძლევაში...ძალიან ენერგიული ქალია . კარგი სამსახური აქვს თუმცა ყველაზე ცუდი ის არის რომ მხოლოდ კვირას ისვენებს და ისიც რამდენიმე საათით . ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს . თუმცა ყოველთვის ასწრებს დანარჩენ დღეებში რამდენიმე საათის გამოყოფას ჩემთვის და თავისი სპორტული ცხოვრებისთვის.
-მარიტა , როგორ ენერგიაზე ხარ? -მითხრა ხათუნამ საკმაოდ ენერგიულად , თან აქეთი-იქით დაბოდიალობდა
-5% ენერგიაზე ვარ -ვუთხარი ნახევრად მძინარემ და მაგიდაზე დავდე თავი
-ჩემო პატარა გოგო , ნუ ხარ ასეთი ზარმაცი , აეგდე ახლა მაგ სკამიდან , ცოტა გამოცოცხლდი , ირბინე , ჯერ მხოლოდ დილის 7 საათია და რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია -მითხრა ხათუნამ და თავისი გრძელი შავი კოსტუმი მოიცვა
-კარგი -ვუთხარი და სკამიდან ავდექი , შემდეგ ისევ დავჯექი და შევხედე - საქმე გაკეთებულია , ახლა დავეგდები ისევ ჩემს თბილ საწოლში და დავიძინებ ტკბილად და გემრიელად ..იმედი მაქვს საერთოდ აღარც გამეღვიძება!
-ნუ ბოდიალობ ერთი რა! ხოარ დაგავიწყდა? დღეს 10 საათზე ნანასთან უნდა წახვიდე , შენი ამბავი რომ ვიცი წინანდელივით ჩაგეძინება , ასე რომ ახლა ყავას დალევ , მოწესრიგდები , ჩაიცმევ , ამასობაში მოვა გასვლის დროც და წახვალ , ხედავ რა ადვილია? -მითხრა ხათუნამ და ირონიულად ჩაიცინა
-ვგავარ 2 წლის ბავშვს რომელსაც ფეხის გადადგმა უჭირს და დახმარებას მშობ...დეიდას თხოვს? -დაბღვერილი სახით ვუთხარი თუმცა თვალები ამიცრემლიანდა , მშობლების ხსენებაზე , შემდეგ დავფიქრდი და ვიფიქრე რომ დღეს ნანასთან სტუმრობა მართლაც არ მაწყენდა -კარგი წავალ , ნუ ღელავ არ დავიძინებ ! -ვუთხარი ენერგია შემატულმა და სააბაზანოსკენ წავედი
დეიდაჩემი გათხოვილი არ არის! რაც ძალიან ცუდია.. ვფიქრობ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს თავისი რჩეული , თავისი მეორე ნახევარი , მაგრამ როცა ლაპარაკს ამ თემაზე ჩამოვაგდებ მაშინვე სხვა რამეზე იწყებს ხათუნა ლაპარაკს . ფიზიკურად ნამდვილად არ არის მახინჯი და რაღაც სასწაული , პირიქით ძალიან დახვეწილი , მოწესრიგებული , თავაზიანი (ნუ ხშირ შემთხვევაში არა ) საოცარი ნაკვთებით , სწორი ცხვირით , შოკოლადისფერი თვალებით და ქერა თმებით.. დედაჩემს ძალიან გავს , უბრალოდ დეიდაჩემი მასზე პატარა იყო .
დეიდაჩემი 34 წლისაა და ვფიქრობ დროა ვუშოვო საქმრო თორემ დამრჩა ქალი შინაბერა.
ხათუნა სახლიდან გავიდა , მე კი წასასვლელად მოვემზადე .ტანსაცმელი ჩავიცვი , მსუბუქი მაკიაჟი გავიკეტე , თმები დავისწორე , ამასობაში 9 საათიც მოვიდა , მე კი წასასვლელად მზად ვიყავი.
გარეთ გავედი , აქეთ-იქით მიმოვეხედე ,ისევ იგივე ვითარება როგორც ყოველთვის ! მეზობლების დაჟინებული მზერა ჩემსკენ იყო მომართული , ყველას აინტერესებდა თავს როგორ ვგრძნობდი..მაგრამ იყო ერთი ჭორიკანა ქალი ციალა , ფუვვ როგორ ვერ ვიტანდი..მეზობელია მარა მაინც! ჭორიკანააა იყოოო და თან როგორი?! დარწმუნებული ვარ პირველ ადგილზე გავიდოდა ''წლის ჭორიკანა''-ს ტიტული რომ არსებობდეს . ვერავინ შეედრება ამ საქმეში .
სადარბაზოდან გამოსული არ ვიყავი მაშინვე საუბარი დამიწყო
-მარიტააააა -ხმას არ ვცემდი -მარიიტააააააააა არ გესმის გოგო?? დაყრუვდი?? -გამუდმებით იმეორებდა ჩემს სახელს -მარიტაააააა შემობრუნდიიიიიი -გასკდა ბოლოს ყვირილით -მარიტაააა! -მეც ვეღარ გავუძელი და შემოვბრუნდი
-გისმენთ ქალბატონო ციალა -ვუთხარი ''ქალბატონო ციალა'' ხაზგასმით და დაჟინებით მივაჩერდი
-რათა ხარ შვილო მაგრე აღრენილი? -მკითხა ციალამ და ცალი წარბი აწია
-ისე უბრალოდ....-ვუთხარი საკმაოდ მშვიდად
-მაი ტყუილს მეუბნები ახლა -თან ხელიც აწია -მითხარი , გაგიგებთ -მითხრა და გამიღიმა -შეყვარებულმა ხომ არ გაწყენინა? -მითხრა საკმაოდ ხაზგასმით
-შეყვარებული არ მყავს და როგორ უნდა ეწყენინებინა ?
-რავიცი რავიცი...ღამის 12 საათზე მე კი არ მოვდივარ სახლში -ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა გავიგონე
-მეზობლების ყურების გარდა სხვა საქმე არ გაქვთ? წადით და თქვენს ქალიშვილს მიხედეთ , ყოველდღე კაცებს რომ იცვლის საცვლებივით..ან საერთოდ თუ იცვლის! -მართალია უხეშად გამომივიდა მაგრამ ღირსი იყო! უკვე დიდი ხანია ასე მამწარებს თავისი ''ტკბილი'' და როგორც თვითონ იტყოდა ''კეთილი'' ენით
-ტიტუუ ციალა , აი მართლას ამბობს? -შეუბრუნდა მეორე ჭორიკანა , ქალბატონი ჟუჟუნა
ციალა ხმას არ იღებდა
-რაიყოთ? ენა ჩაიგდეთ? ხმას ვეღარ იღებთ? კარგია ასე მთელი ხალხის წინაშე დამცირება? -ვუთხარი გაბრაზებულმა და იქიდან სასწრაფოდ წამოვედი
ჩემი დილა ყოველთვის ასე იწყება , დილით დადებითად ვიმუხტები დეიდაჩემის რჩევა-დარიგებებით , შემდეგ კი როცა გარეთ გამოვდივარ მშვიდად და ლაღად..ჰოპ...გამოხტება ვიღაც ჭორიკანა და მოგიშლის ნერვებს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent