შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Secret/საიდუმლო (თავი 13,14,15,16)


1-03-2017, 14:45
ნანახია 2 177

-ეს ვინ გაგიკეთა? - ასევე შეშფოთებულმა მკითხა და ხელით კისრისკენ მიმანიშნა. ო არა! წამსვე თმით დავიფარე ის ადგილი.
-არავინ! - მაშნვე ვიუარე.
-ანაბელ რა მოგივიდა?! - არ მეშვებოდა ლილი.
-რაღაცას მივარტყი ქუჩაში რომ მოვდიოდი, არაფერია ლილი.
-ანაბელ ნუ მატყუებ! დროზე მითხარი ვინ გაგიკეთა.
-ღმერთო! - ამოვიხვნეშე, საწოლში ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-ნაილი იყო? - დაეჭვებულმა მკითხა ეველინმა.
-ღმერთო არა! - წამოვიყვირე მაშნვე.
-აბა ვინ იყო?
-ზეინი..
-რაა? –თვალები გაუფართოვდა. დარცხვენილი ჩამოვჯექი საწოლის კიდეზე და ამოვიოხრე.
–ეს რატომ გაგიკეთა? რამე დაუშავე? –კითხვები მომაყარა და ჩემკენ მოიწია, რომ კარგად ენახა. ლილის თითქმის ყველაფერი მოვუყევი, თუ როგორ გადამარჩინა ნამუსის ახდას ლიამის დაბადების დღეზე, შემდეგ ღამით როგორ მომაცილა და ტუჩის კუთხეში როგორც მაკოცა. ჩემი და ზეინის პირველ კოცნაზეც ვუთხარი, ოღონდ ისინი არ მითქვამს, როგორ მომიჭირა საჯდომზე ხელი და როგორ ცდილობს სულ რომ ხელი ჩემს საცვლამდე მიიტანოს. თავი ჩავხარე, ცოტახანი ასე ვიყავი შემდეგ კი ამოვიხედე და დავინახე გაშტერებული ლილი, როგორ მიყურებდა პირდაღებული, შემედეგ კი ეჭვის თვალით შემომხედა.
–ეს ყველაფერი მოიგონე ხომ? –როგორც ჩანს მას ჩემი არ სჯეროდა, მაგრამ რა დასაჯერებელი იყო. მე ხომ ანაბელი ვარ, ის კი ზეინი. ყველაზე არასასურველი გოგო და ყველაზე მიმზიდველი ბიჭი. მე და ზეინი როგორც ცა და დედამიწა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან.
–ხო კარგი მოგატყუე –ამოვიოხრე –აბა ისე არ მიჯერებ რომ უბრალოდ რაღაცას მივარტყი.
–ხო, კარგი –ხელი ჩაიქნია – უკვე მჯერა, ეს ბევრად უფრო დამაჯერებელია. –მითხრა და საწოლზე გადაწვა. ოჰ ღმერთო, ლილიც კი ფიქრობს რომ მახინჯი ვარ და ზეინი არასდროს შემომხედავს. რატომ დავიჯერე ზეინის კომპლიმენტები? თვალებზე ცრემლები მომადგა, სასწრაფოდ ავდექი და სააბაზანოში შევედი, რომ ლილის არ დაენახა როგორ ვტიროდი. სარკეში ვიყურებოდი და ჩემი თავის მიმართ ზიზღს ვგრძნობდი, ზიზღს იმიტომ რომ ესეთი ბავშური და მიამიტი ვარ. ამ ქვეყანაზე ყველას და ყველაფრის მჯერა. ზუსტად იმიტოა რომ ბოლოს ერთადერთი ვინც გულნატკენი რჩება ეს მე ვარ. ონკანი მოვუშვი და სახეზე ცივი წყალი შევისხი ცრემლების მოსაშორებლად, სახე პირსახოცით მოვიწმინდე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
–რატომ იტირე? –მკითხა ლილიმ, როცა ჩემი დაწითლებული თვალები დაინახა.
–არაფერია, დედა გამახსენდა–მოვიტყუე და მაგიდას მივუჯექი.
ფიზიკის წიგნი ავიღე და უაზროდ ჩავაშტერდი, აღარ მინდოდა ლილის კიდევ რამე ეკითხა.
–ეს მართლა ზეინმა გიქნა, არა? –უკნიდან ლილის ხმა მომესმა. თავი ამოვწიე და მას შევხედე. პასუხი არ გამიცია, უბრალოდ თავი დავუქნიე.
–დედაჩემმა ან მამაჩემმა რომ დაგინახოს ხომ იცი რა მოხდება? –თავი ისევ უხმოდ დავუქნიე.
–ესეიგი თავის ნაფერებ მოტოციკლზე დაგსვა? –ტუჩებზე ღიმილი შეეპარა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. მხოლოდ წარბები ავუწიე და ჩავიცინე
- ზიეინმა თავის მოტოციკლზე სხვა დასვა და ეს ადამიანი ჩემი დეიდაშვილია, ლიამს უნდა ვუთხრა.–წამოიძახა ბედნიერმა.
-რა?! არა გთხოვ არაფერი არ უთხრა! - სახეზე სულ ავხურდი.
-ყველაფერს კი არ ვეტვი, იმას რომ მოსწონხარ.
-ღმერთო ლილი არაფერი თქვა! ზეინს არც კი უთქვამს რომ მოვწონვარ, სულ მამცირებს, როგორ შეიძლება მე მოვწონდე.
-გამცირებს? - გაკვირვებული მომაშტერდა, - როგორ თუ გამცირებს?
–ხო, სულ ცდილობს რომ მიკბინოს და გული მატკინოს –მხრები ავიჩეჩე.
–და შენ მაინც აძლევ უფლებას რომ შეგეხოს და გაკოცოს? –ლილი გაოგნებული იყო ჩემი საქციელით.
მისმა რეაქციამ მიმახვერდა რომ ქუჩის ქალივით ვიქცეოდი, როცა ზეინს ვაძლევდი უფლებას რომ ჩემთვის ეკოცნა, მიუხედავად იმისა რომ არც კი მოვწონდი. შემრცხვა ჩემი საქციელის და სახეზე მთლიანად წამოვწითლდი.
–მე ვერ ვაკონტროლებ ამას, მინდა წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ ვერ ვახერხებ, არ შემიძლია –ვცდილობდი თავი დამეცვა.
–მესმის, ის ხომ ზეინია,–ამოიოხრა. –ვფიქრობ მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო.
–ხო, ვცდილობ, მაგრამ ის ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, სადაც არ უნდა წავიდე ყველგანაა.
ლილი ცოტახანს დაფიქრდა.
–მან ხომ გადაგარჩინა გაუპატიურებას?
–კი.
–ხომ დაგსვა თავის მოტოციკლეტზე? –თავი დავუქნიე.
–ხომ გკოცნის?
–ხოო...
–და იქნებ მართლა მოსწონხარ?
–კარგი რა, შენ მართლა ფიქრობ მაგას? –ხელი ჩავიქნიე.
–აბა რატომ გააკეთებდა ამ ყველაფერს?
მხრები ავიჩეჩე
–მას რას გაუგებ.– ამოვიოხრე და ისევ წიგნს მივუბრუნდი. ვცდილობდი დავალებები გამეკეთებინა, მაგრამ ლილი არ მაცდიდა, უამრავ კითხვას მისვამდა და გეგმევს აწყობდა როგორ უნდა გაგვერკვია ზეინს მართლა ვაინტერესებდი თუ არა.
მეორე დღეს სკოლაში სიხარულით წავედი, თან ერთი სული მქონდა როდის წამიყვანდა ნაილი თავის სახლში რომ ლილის ერთ–ერთი გეგმა განმერხოციელებინა რითიც შეიძლებოდა გაგვეგო მოვწონდი თუ არა ზეინს.

საწოლზე ვიწექი წამოწოლილი და ვფიქრობდი ჩემ გეგმაზე რომელიც ჩაიშალა, ნაილმა გამომიცხადა რომ ბიბლიოთეკაში უნდა გვემეცადინა .ახლა ვხვდები ეს რატომ გააკეთა, ალბათ მიხვდა რა მოხდა ჩემს და ზეინს შორის და არ სურდა ეს კიდევ ერთხელ განმეორებულიყო. თავს ძალიან შერცხვენილად ვგრძნობ. კიდევ უფრო დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი, მე კიდე მის სახლში მისვლას და ისევ მის ვკლავებში ჩავარდნას ვაპირებდი. ღმერთო რა სულელი ვარ!
ხუთშაბათს სკოლის შემდეგ ლილის ბევრი ხვეწნის შემდეგ
რბოლაზე წავედი და ვუყურებდი როგორ ელაპარაკებოდა ზეინი ლუის. არ ვიცი რატომ დავთანხმდი ლილის ისევ აქ გამოყოლაზე, ბოლოს აქ რომ ვიყავი პოლიციამ რამის დამიჭირა. სად მაქ საერთოდ ჭკუა. ჩემს თავზე ვბრაზობდი, მაგრამ მაინც მიხაროდა რომ ზეინს ვხედავდი.
–რამდენიმე წუთში რბოლა დაიწყება, ყველა მოემზადეთ. – გაისმა გამაყრუებელი ხმა და და რამდენიმე წამში მწკრივში რვა მოტოციკლეტი ჩამწკრივდა. ზეინი მარჯვნიდან მესამე იყო. იქვე გავარჩიე ჰარის მოტოციკლიც, ზეინისგან ორის დაშორებით იდგა.
–სამი.. ყველა მოემზადა. – ზეინმა ეშმაკურად გამომხედა, თვალი ჩამიკრა და ჩაფხუტი მოირგო. –ორი.. გაზს დააჭირეს ფეხი და ბუღი დააყენეს მოტოციკლეტებს. ჰარისკენ გავიხედე და დავინახე როგორ გაიხედა ზეინისკენ, ჩაიცინა და ჩაფხუტი მოირგო, ეს სავარაუდოდ ზეინსაც უდნა დაენახა, რადგან მისკენ იყურებოდა. –ერთი!! –გაისხმა ხმა და შვიდი მოტოციკლი ადგილს მოსწყდა ერთის გარდა, რადგან ამ უკანასკნელს რაღაც დეტალი გაუსკდა და ვერ დაიძრა.
-ამის დედაც! - გამძვინცვარებულმა იყვირა ზეინმა და ჰარისკენ გაიქცა, მაგრამ ვეღარ დაეწია, უკნიდან კი ბიჭები ეცნენ გასაკავებლად. ღრიალებდა და უწმაწურ სიტყვებს გამწარებული ისვრიდა, ლილის ანერვიულებული ავეკარი, ისიც შეშფოთებული სახით იხედებოდა იქითკენ სადაც ზეინს ლიამი და ლუი აკავებდნენ. ბიჭებმა ზეინი იმ ადგილს გამოარიდეს და ჩვენთან მოიყვანეს.
ჩაფხუტი მოიხსნა და კიდევ ერთხელ შეიკურთა.
–მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს –ცოფებს ყრიდა. სიგარეტი ამოიღო და სასწრაფოდ მოუკიდა. ეწეოდა თან რაღაცეებს ბუტბუტება, ესეთი გამწარებული მაშინაც კი არ იყო, როცა ჰარის სცემდა. ნეტა რა ხდება მათ შორის? რატომ სძულთ ესე ერთმანეთი და რატომ ცდილობენ სულ ერთმანეთისთვის რაიმის დაშავებას?
–და აი გამარჯვებულიც –გაისმა ისევ ის გამაყრუებელი ხმა. –მიესამლეთ დღევანდელ ჩვენს ჩემპიონს ჰარის სტაილსს.
ჰარი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და ჩაფხუტი მოიხსნა, სახეზე გამარჯვებულის იერი გადაჰკვროდა. ამის დანახვაზე მაშინვე ზეინს გავხედე, ვიცოდი ამაზე საშინელი რეაქცია ექნებოდა. ავისმომასწავლებლად ჩაიცინა და მისკენ გაიწია. არ ვიცი რა დამემართა ან ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ ჩემდა უნებურად ზეინს ხელზე ხელი წავავლე და მოვექაჩე.
–არ წახვიდე– უეცრად მოსწყდა ჩემს ბაგეებს, არ მინდოდა რომ მასთან ეჩხუბა და რაიმე დაშავებოდა, მაგრამ რატომ გავაკეთე ეს, ახლა ყველა მე მომშტერებია გაკვირვებული სახეებით.
–იქნებ მისი ბრალი არ იყო –სიტუაციის გამოსწორება ვცადე.
–რა მეამიტი ხარ –თვალები გადაატრიალა–არსად წახვიდე აქ იდექი, მალე დავბრუნდები. –ახლა ყველას გაკვირვებული მზერა ზეინისკენ იყო მიმართული. დავიბენი და ხელი ნელ–ნელა ჩამოვუშვი.
ზეინი ჰარისკენ წავიდა, მის შეჩერებას როგორც ჩანს არავინ აპირებდა, ალბათ იმიტომ რომ იცოდნენ მაინც არ ექნებოდა აზრი.
–მოდი აქ შე –დაუღრიალა ზეინმა და საყელოში ძლიერად მოკიდა ხელი. ის ის იყო მუშტი სახეში უნდა დაერტყა ჰარისთვის, როცა თითონ მიიღო ძლიერი დარწყმა მუცლის არეში.
-შენი დედაც ნაბოზვარო –ისევ დაიღრიალა ზეინმა და ორმაგად გამწარებული ისევ ეცა ჰარის. შეშინებულმა ლიამს გავხედე
–გთხოვ გააშველე, მოკლავს –შევევედრე და ისევ მათ გავხედე. ჰარი უკვე ძირს ეგდო ზეინი კი მის ზემოდან იყო მოქცეული.
–აზრი არ აქ, უბრალოდ დატკბილი სანახაობით –მიპასუხა ლიამმა ისე რომ მათთვის თვალი არ მოუშორებია.
ლილის ხელი ჩავკიდე და თვალები დავხუჭე, აღარ მინდოდა ამ სისასტიკისთვის კიდევ მეყურებინა.
–ოუუუჰ– წამოიძახა ლილიმ და მაშინვე თვალი გავახილე რომ მენახა რა ხდებოდა. ჰარის პირიდან სისხლი გადმოსდიოდა და წვეთები ძირს, მიწაზე ეცემოდა, სავარაუდოდ ეს ზეინის ძლიერმა დარტყმამ გამოიწვია.
ჰარი უკვე თვალებიდან ვეღარ იხედებოდა, ცდილობდა გაეხილა მაგრამ არ გამოსიოდა.
–გთხოვთ ჰარის უშველეთ –ხმა გაბზარულმა ამოვისლუკუნე და თვალებიდან გადმოგორებული ცრემლები მოვიწმინდე. მინდოდა მივსულიყავი და მე გამომეყვანა მეხსნა ჰარი ზეინისგან, მაგრამ გამახსენდა ბოლოს ეს რომ გავაკეთე რა დამემართა, ამიტომ ჩემმა სიმხდალემ და უსუსურობენ გაიმარჯვა და ადგილზე დამტოვა.
ჰარიც ზეინზე არანაკლებ ძლიერი იყო, მაგრამ ამჯერად ზეინს მისი სიბრაზე უფრო ეხმარებოდა და უფრო აძლიერებდა, გამწარებული ურტყავდა ჰარის, საპასუხოდ კი არაფერს იღებდა..
***
ტირილს ვერ ვწყვეტდი,როდესაც ვხედავდი როგორ უმოწყალოდ ურტყამდა ზეინი ჰარის,არ ვიცი რა ხდება მათ შორის ასეთი, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ასე საცემრად როგორ გაიმეტა?! როდესაც ვიფიქრე,რომ ჰარი უკვე მკვდარი იყო ამდენი ცემისგან,ზუსტად ამ დროს ხელი ზემოთ ამოსწია და ზეინს მუშტი სახეში უთავაზა, წამოვიყვირე და პირზე ხელი ავიფარე, არ შემეძლო იმის ყურება როგორ იღებდნენ ისინი ერთმანეთის დარტმებს. მე და ლილი ვკანკალებდით შიშისგან,დანარჩენები კი ამ სცენას კმაყოფილი ღიმილით უყურებდნენ, თითქოს წინ რაიმე სასიამოვნო სცენა ყოფილიყოს.ზეინმა ცხვირზე ხელი მოისვა,მომენტით ისარგბლა ჰარიმ და ზეინს რამდენჯერმე დაარტყა,გული საოცრად მქონდა აჩქარებული და თვალებიც მეწვოდა ამდენი ტირილისგან. ლილის ვეხუტებოდი და ვლოცულობდი, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრებულიყო! ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა, როდესაც ლუი მათკენ წავიდა და ისინი გააშველა. ჰარი ფეხზე ვერ დგებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც წამოიწია, ბორძიკობდა, ზეინის ჩაშავებული თვალები მაშინებდნენ
-სშვილი -შეიკურთხა ზეინმა,გადააფურთხა და ჩვენსკენ წამოვიდა,ლიამი ლილის მოეხვია და აწყნარებდა, მე კი მარტო ვიდექი და ვკანკალებდი,როდესაც ზეინი მომიახლოვდა ხელი მკლავზე მომკიდა
-სისხლი გდის ცხვირიდან -ამოვილუღლუღე და ცრემლები მოვიწმინდე.
-არაუშავს,მას უფრო მეტი მოხვდა -კმაყოფილმა ჩაიცინა.
-მაგრამ არც შენ დარჩენილხარ აუღებელი ციხე-სიმაგრე -უკმაყოფილოდ ამოვიოხრე,რაზეც ზეინს ჩაეცინა. კურტკა მხრებზე კარგად შემოვიჭირე და თავი დავხარე. ლილისკენ მივტრიალდი
-ლილი არ წავიდეთ? -ვკითხე.
-შენ ჩემთან ერთად წამოხვალ -ბოხი ხმით თქვა ზეინმა, გაკვირვებული მისკენ შევტრიალდი -არ მიყვარს მარტო, ფეხით სიარული -დაამატა,არ ვიცი რატომ,მაგრამ თავი დავუქნიე, ლილის გავხედე,თავი დამიქნია და ტუჩის მოძრაობით მანიშნა რომ ფრთხილად ვყოფილიყავი.ლილის ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ზეინთან ერთად წავედი. გვერდი-გვერდ მივდიოდით, ცოტახნით ხმას არ ვიღებდი,ზეინი კი შიგადაშიგ იგინებოდა.
-მოტოციკლს არაფერ აღარ ეშველება? -ვკითხე ჩუმად, ზეინმა შემომხედა
-ეშველება -თავი დამიქნია -ცოტა პრობლემატური ადგილია გაფუჭებული და ჩალიჩი დასჭირდება -მიპასუხა
-აჰჰ მე საერთოდ ვერ ვერკვევი ეგეთებში -მსუბუქად გავიცინე,ზეინს ავხედე და ისიც იცინოდა.მასთან ასე ახლოს ყოფნა გონებას მირევდა,თანაც ის არ ცდილობდა,რომ დავემცირებინე ან ჩემთვის რაიმე ცუდად ეთქვა და ამიტომ უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
-შენსა და ჰარის შორის რა ხდება?რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს? -დაუფიქრებლად ვიკითხე,ვიცი სულელი ვარ ამ კითხვის გამო, მაგრამ მაინტერესებს.ზეინის სახეს შევხედე,მთლიანად გასწითლებოდა,ყბას ყბაზე აჭერდა,ხელები მომუშტა. ვიფიქრე რომ დამარტყამდა და ჩემი თავი გავკიცხე ამ კითხვის გამო,ზეინმა ღრმად ამოისუნთქა და მე გამომხედა
-აგრილდა,ხომ არ გცივა? -საუბარი გადაიტანა და მივხვდი რომ იმ თემას მეორედ არ უნდა შევხებოდი.
-ცოტა -ღიმილით ვუთხარი,ზეინმა თავისი გრძელი ტორები მხრებზე მომხვია და გულში ჩამიკრა. მისგან ეს ქცევა ყველაზე მეტად გამიკვირდა, გული ამიჩქარდა და თვალები ცრემლებით ამევსო,არ ვიცი რატომ. ალბათ გადამეტებული ემოციების ბრალია. როცა ვიფიქრე,რომ ასე მშვიდად მივაღწევდით სახლამდე,ზუსტად ამ დროს ჩვენს წინ 3 ბიჭი გამოჩნდა,ზეინმა ამოიოხრა,ხელები წელზე უფრო ძლიერად მომიჭირა და მის ტანს ამაკრო. გავჩერდით, გული შიშისგან ამიჩქარდა.
-გვერდით შესასვლელია,იქ შედი და არ გამოხვიდე -ყურში ჩამჩურჩულა.
-მალიკ -დამცინავად დაიწყო ლაპარაკი შუაში ყველაზე დიდმა. მას არამეგობრული ღიმილი გადაკვროდა სახეზე, რაც გულს უარესად მიჩქარებდა.
-ანაბელ სწრაფად -კბილებში გამოსცრა, შემდეგ კი შესახვევისკენ მიბიძგა,მის ნებას დავყევი და შესახვევში შევუხვიე,თუმცა არ შემიძლია მისი მარტო დატოვება. იქვე დავდექი და ჩუმად თვალს ვადევნებდი მათ. სამწუხაროდ არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ. ბოლოს იმ შუაში მდგომმა კაცმა ზეინს სახეში მუშტი დაარტყა, ის ზეინზე ბევრად დიდი იყო,ზეინი ინერციით უკან წაბორძიკდა,პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეყვირა, ცრემლები ლოყებზე გზას მიიკვლევდნენ. თითოეული მათი მუშტი,რომელიც ზეინისკენ იყო მიმართული,მე მტკიოდა. ვგრძნობდი,როგორ იტანჯებოდა ის ამ დარტყმებისგან, წინააღმდეგობა სუწევდა მათ, მაგრამ ერთ ერთმა ხელი დაუჭირა უკნიდან და საშუალება აღარ მისცა რომ დარტყვები მოეგერიებინა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთე, ვიცოდი რომ ზეინს ვერაფრით დავეხმარებოდი, მაგრამ მაინც არ შემეძლო გაუნძრევლად დგომა და იმის ყურება, როგორ ურტყავდა სამი უცნობი მას გამეტებით.
–თავი დაანებეთ –დავიყვირე რაც შემეძლო ხმამაღლა და მათკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით. ვეცადე ზეინი მათი ხელიდან გამომეგლიჯა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
–მიხედეთ ამას –გასცა ერთ–ერთმა ბრანება. მათგან ყველაზე პატარა ტანის ჩემკენ წამოვიდა, ხელი მკლავში მომკიდა და უკან გამათრია.
ერთი მე მაკავებდა ხელით, მეორე ზეინს, მესამე კი მას გამეტებით ურტყავდა ხან მუცელში, ხანაც სახეში.
ვტიროდი და ვევედრებოდი რომ თავი დაენებებინათ, მაგრამ მე ყურადღებას არავინ მაქცევდა. როცა ზეინის ცემით გული იჯერეს ხელი გაუშვეს, მან თავი ვეღარ შეიკავა და ინერციით უკან წავიდა და ძირს ჩაიკეცა.
–წავედით –გასცა ბრძანება იმ ტიპმა, რომელიც ზეინს ურტყავდა და უკან დაიხია. მეც როგორც კი ხელი გამიშვეს მაშინვე ზეინს მივვარდი .საშინელი შესახედი იყო, ჰარისავით ახლა მასაც პირიდან სისხლი გადმოსდიოდა და ტკივილისკან იკლაკნებოდა.
-ზეინ -ამოვიჩურჩულე და მის წინ მუხლებზე დავემხე. ვოცნებობდი ვინმეს გამოევლო და დამხმარებოდა, თუმცა სულ ტყუილად. ზეინის სახე მთლიანად დასიებული იყო,ტუჩი გახეთქილი ჰქონდა,ასევე წარბიც, მთელი სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. იმდენად ძლიერად იყო ნაცემი,რომ ხმასაც კი ვერ იღებდა,ვხვდებოდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა,თუმცა ვერ ამბობდა. აქდან მის სახლამდე არც ისე შორი გზაა, ამიტომ ვეცდები,რომ ჩემით მივიყვანო იქამდე. ცრემლები შევიშრე,ვეცადე დავწყნარებულიყავი, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ზეინის ხელი მხარზე გადავიდე და ფეხზე წამოვაყენე,ფეხებს ძლივს მოათრევდა, მე კი ყოველ 10 წუთში ერთხელ ვისვენებდი.
–კეთილი ხარ –მითხრა ძლივ ძლიობით და ასევე ძლივ ძლიობით ჩაიღიმა.
მის ნათქვამზე ჩამეღიმა, ხელი უფრო მჭიდროდ მოვახვევინე და გზა გავაგრძელეთ.
დიდი წვალების შემდეგ ზეინის ეზომდეც მოვაღწიეთ,ხელი წელზე კარგად მოვხვიე და კიბეებზე ავიყვანე, შემდეგ კი ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გააღებდა ნაილი კარს, მაგრამ არ გამოდიოდა, ზარი კიდევ ერთხელ დავრეკე.
–გასაღები ჩემს ჯიბეშია, შეძლებ ამოიღო? –მკითხა ზეინმა და კურტკის მარჯვენა ჯიბისკენ მანიშნა.
–ხელი მაგრად მომხვიე –გავაფრთხილე და ხელი გავუშვი რომ მის ჯიბეში ჩამეყო. რაც ხელში მომყვა ყველაფერი ამოვიღე და ხელზე დავიხედე. გასაღები, სანთებელა და რაღაც პატარა ოთხკუთედი პაკეტი მეჭირა ხელში.
–ეს უკან ჩააბრუნდე, დაგვჭირდება მერე –საჩვენებელი თითი იმ პაკეტს დაადო და გააიცინა, შემდეგ კი ამოიკვნესა, ალბათ სიცილის დროს სცეული დაეჭიმა. სახეზე მაშინვე წამოვწითლდი, როცა გავაანალიზე რა მეჭირა ხელში.
ამოვიოხრე და გასაღები კარები მოვარგე. ცოტახნიანი წვალების მერე კარებიც გავაღე და ზეინი შიგნით შევიყვანე.
დივანზე ჩამოვსვი და ნაილის ოთახში შევედი რომ გამეღვიძებინა.
–ნაილ –დავუძახე და სინათლე ავანთე.
ნაილმა თვალები ძლივს ძლიობით გაახილა და ჩემ დანახვაზე შეკრთა, ალბათ არ მელოდა. თვალები მოიფშვნიტა და კიდევ ერთხელ შემომხედა.
–აქ რას აკეთებ? –გაკვირვებულმა მკითხა.
–შეგიძლია ჩამოხვიდე? ზეინი საშინლადაა ნაცემი. –როგორც კი ნაილს ეს ვუთხარი მაშინვე საწოლიდან წამოხტა და დაბლა ჩაირბინა, მეც მას მივყევი.
-ჯანდაბა მალიკ,ეს რა გჭირს -წამოიყვირა გაკვირვებულმა
–ანაბელ შეგიძლია დამეხმარო მის კიბეებზე აყვანაში? –მკითხა ნაილმა და ზეინი სავარძლიდან წამოაყენა.
–კი– ვუთხარი და ზეინს მეორე მხარეს ამოვუდექი. ნაილის ოთახიდან ორი ოთახის დაშორებით კარები შევხსენით,როგორც ჩანს ეს ზეინის ოთახია.ფრთხილად მივიყვანეთ და საწოლზე დავაწვინეთ
-სპირტს და წყალს მოვიტან რომ სახე გავუსუფთავოთ -თქმა ნაილმა,თავი დავუქნიე,იქამდე მასთან ახლოს მივედი,ფეხზე გავხადე,მინდოდა მაისურიც გამეხადა,რადგან მუცელშიც არანაკები დარტყმები მიიღო,თუმცა ვერ გავბედე. არ მინდა რომ უფრო ვატკინო
-ოდნავ წამოიწევი,რომ მაისური გაგხადო? -ხმადაბლა ვკითხე,უძლურად თავი დამიქნია,მასთან ახლოს მივედი,დავეხმარე რომ წამომჯდარიყო,შემდეგ მისი თეთრი მაისურის ბოლოებს შევეხე,თეთრის გარდა ეს მაისური ყველანაირი ფერის იყო, ძირითადად კი შავი და წითელი ირეოდა.ფრთხილად ავწიე,ხელები გამოვაწვინე,შემდეგ კი თავზეც გავხადე. მისი მუცელი და ზურგი საშინელ დღეში იყო,თვალებიდან ისევ ცრემლები წამომივიდა და მის მკერდს დაეცა.
-ბელს -ამოიჩურჩულა,გული შემეკუმშა იმ ხმის გაგონებისას,რა ხმითაც ჩემი სახელი წარმოსთქვა,ამ დროს ნაილი შემოვიდა,ხელში დიდი ჯამით წყალი ეჭირა მეორე ხელში კი სპირტით სავსე ბოთლი,ნაილი ზეინთან მივუშვი, თვალს ვადევნებდი როგორ უსუფთავებდა სისხლისგან სხეულს,ზეინს კი სახე შეეჭმუხნა,რადგან დარწმუნებული ვარ ეს ძალიან არასასიამოვნო გრძნობაა,ნაილი საყვედურებს აძლევდა,ამბობდა რომ შარიანია,თან მასზე გული შესტკიოდა
-შეგიძლია სპირტით შენ დაუმუშავო? მე არ შემიძლია -ამოიხრა ნაილმა.სასწრაფოდ დავუქნიე თავი,მასთან მივედი,ნაილის ადგილას დავჯექი,ბამბა ავიღე და სპირტში დავასველე,შემდეგ კი ფრთხილად მუცლის ჭრილობებზე გადავუსვი.თან სულს ვუბერავდი,რაზეც რამდენჯერმე ჩაიცინა კიდეც. ვხვდებოდი რომ ძალიან ეწვოდა,ამიტომ მინდოდა მისთვის ტკივილი ოდნავ შემემსუბუქებინა.
-ნაილ,თუ გინდა დაწექი შენ -კედელთან იდგა და აშკარა იყო რომ ეძინებოდა
-არა,ვერ დავტოვებ მას -ჩუმად თქვა
-ზეინთან მე ვიქნები -ჩურჩულით წარმოვთქვი
-მართლა? -გაუკვირდა,თავი დავუქნიე და ზეინის ჭრილობებს მივუბრუნდი.როდესაც მუცელი დავუმუშავე მის ხელებზე გადვედი.
როცა სახვევები გათავდა დაბლა ჩავედი ამოსატანად ოთახში შესვლისას კი გავიგე, როგორ ეუბნებოდა ზეინი ნაილს რომ ეს ჰარის ბანდის წევრებმა გააკეთეს. ოთახში გაოგნებული შევედი, მაგრამ არ შევიმჩნიე რომ მათი საუბარი მოვისმინე. ნაილი ოთახიდან გავიდა,თან მითხრა რომ ხშირად შემოგვაკითხავდა და ზეინს დახედავდა.როდესაც მის დახეთქილ ტუჩებს მივუახლოვდი ხელი ამიკანკალდა და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა თვალებიდან. წინ დამიდგა ის სცენა როგორ ურტყამდნენ ზეინს. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე,შემდეგ კი ტუჩზე მოვუსვი სპირტიანი ბამბა,ზეინს სახე დაემანჭა,შემდეგ ხელი მომკიდა და თავი დამახრევინა,ოდნავ ამოიწია,სახიდან თმა გადამიწია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა,თავი ბალიშზე დავადებინე,თავი დავხარე და მთელი გრძნობით ვაკოცე,ზეინმა ხელი წელზე მომხვია,ოდავ დამქაჩა და მის მკერდზე მომათავსა
-ოუ -წამოვიძახე უცებ,არ მინდოდა მისთვის რაიმე მეტკინა.ზეინმა ხელი წელზე მომხვია,ფრთხილად მაკოცა,შემდეგ კი მის გვერდით მომათავსა,ხელები მუცელზე დავაწყვე, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ჩემს თავზე.
***
მეღვიძა, მარამ იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თვალები არც კი გამიხელია. ჩემს ქვემოთ რაღაც რიტმულად ზევით-ქვევით მოდიოდა. ხელები ავამოძრავე რომ ბალიში გამესწორებინა. თვალები დიდზე ვჭყიტე როდეაც გავიაზრე რომ ეს ბალიში არ იყო. სამაგიეროდ წინ დაკუნთული სხეული დავინახე. თავიდან დაზაფრული მივჩერებოდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა გუშინ რაც მოხდა. სხეულზე თითები ნაზად გადავუსვი, რადგან არ მინდოდა სტკენოდა იმდენი ჩალურჯება ჰქონდა. თავი ნელა წამოვსწიე და ზეინის დალურჯებული და დასიებული სახე რომ დავინახე გული შემეკუმშა. ხელი ავწიე და მის სახეს შევეხე,ნატკენ ადგილებზე ვეფერებოდი და გული მტკიოდა ასეთ მშვენიერ ნაკვთებს ახლა სილურჯეები რომ ფარავდა. ის ისე იყო ნაცემი მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია და ერთხელაც არ დაუწუწუნია,სწორედ ამიტომ მის მიმართ პატივისცემის გრძნობით აღვივსე.
საათს შევხედე, ათის ნახევარი სრულდებოდა. ღმერთო სკოლაში დავაგვიანე! საწოლზე წამოვჯექი და თმებში ხელები სავარცხელივით შევიცურე. ღმერთო,არც წიგნები მაქვს,არც ფორმა! პლუს ამას გუშინ სახლში არ დამიძინია და ჩემები ამას შეამჩნევდნენ! ღმერთო! ახლა რაღავქნა?! აფორიაქებული წამოვდექი და ნაილის ოთახისკენ დავიძარი, კარზე მსუბუქად დავაკაკუნე,მაგრამ ხმა არ გამცა,ოდნავ შევხსენი და ოთახი სრულიად ცარიელი დამხვდა. რათქმაუნდა სკოლაში წავიდა და მე არ გამაღვიძა! ღრმად ამოვიოხრე და სააბაზანოში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი რამაც ცოტა არ იყოს გამომაფხიზლა და დამამშვიდა კიდეც. იმედი მაქვს ლილიმ რამე მოიფიქრა და მამაიდას და ბიძიას უთხრა. ნიჟარასთან ჭიქაში ზეინის თუ ნაილის კბილის ჯაგრისი იდო. არ მსურდა მათი გამოყენება, ზედმეტად ჰიგიენური ვარ ამისთვის, ამიტომ თაროებში ძებნა დავიწყე. სარკის კარადა გამოვაღე და წამლების, მგონი ტკივილგამაყუჩებლებია, მათ უკან რამდენიმე ახალი კბილის ჯაგრისი ვიპოვნე და ასე გავსუფთავდი. ხელპირი რომ დავიბანე ზეინის ოთახში დავბრუნდი, ისევ ეძინა. საწოლზე დავჯექი და თავი მოვიქექე.რა უნდა გავაკეთო ახლა? ან მამიდას რა უნდა ვუთხრა დღეს როდესაც მივალ სახლში? თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე. მუცელში საშინელი შეგრძნება მქონდა. ამოვიოხრე და აქეთ-იქით მიმოვიხედდე. ფეხზე წამოვდექი და მის კარადასთან მივედი,ფრთხილად გამოვაღე და მის ნივთებში ქექვა დავიწყე. თავს ცუდად ვგრძნობდი ამას რომ ვაკეთებდი, მაგრამ ის მაქეზებდა რომ თვითონაც გამიკეთა იგივე ერთხელ. შარვლები და მაისურები ცალცალკე დალაგებულად ელაგა, მე კი მეგონა რომ ყველაფერი აბურდული ექნებოდა. ის ხომ ცუდი ბიჭია. ერთი უჯრა ვნახე,შემდეგ კი მეორე უჯრას მივადექი,როდესაც ეს უჯრა გამოვხსენი სახეზე ავწითლდი და თავი დავხარე. მთელს უჯრაში პრეზერვატივების შეკვრა იდო.სასწრაფოდ მივხურე ეს უჯრა,შემდეგ კი კარადისკენ წავედი,ფრთხილად გამოვაღე, მისი ნივთები ეკიდა, ქვევით კი რამდენიმე ყუთი ელაგა. დამაინტერესა რა იყო და გავხსენი, თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც შიგნით უამრავი სათამაშო დავინახე. ერთს ხელი მოვკიდე და გამოვიღე, ყავისფერი საყვარელი დათუნია იყო, ნაზი ბეწვით.ამდაგვარი კიდევ უამრავი იდო შიგნით. ზოგიერთს ეტყობა რომ ძველია,ალბათ ზეინის ბავშვობის დროინდელია.უცებ უკნიდან ჩახველების ხმა გავიგე, შევხტი და აწითლებული მისკენ მივტრიალი. ზეინს ხელები გულმკერდზე დაელაგებინა და წარბაწეული მიყურებდა. თავი დავხარე ძალიან,ძალიან შემრცხვა.
ნაბიჯების ხმაზე გავიგე რომ ჩემსკენ წამოვიდა, ჩემს სიმაღლეზე ჩაიცუცქა. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა ისე რომ ჩემი პულსის ცემაც კი მესმოდა. თითები ნიკაპქვეშ ამომიდო და სახე ნაზად ამაწევინა.
-რას ეძებდი ჩემს უჯრებში? -ახალგაღვიძებული ბოხი ხმით მითხრა. დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე. ის კი ღიმილიანი სახით მომჩერებოდა.
-მე..მე უბრალოდ .. -სათქმელი არ მათქმევინა,ფრთხილად შეეხო მისი ბაგე ჩემსას,გული ამიჩქარდა, პირი გავაღე თუ არა მისი თბილი ენა ჩემს პირში შემოსრიალდა, რაც საოცარ გრძნობებს იწვევდა ჩემში. ხელები შიშველ მკერდზე დავალაგე და კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე. ხელები წელიდან უკანალზე ჩაასრიალა და მაგრად მომიჭირა. შევხტი და კოცნა გამიწყდა მაგრამ ზეინმა თავისი ტუჩები მაგრად დამაწაფა და ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა. ხელი კიდევ ერთხელ მომიჭირა და ამჯერად თავი ვერ შევიკავე და მის პირში ამოვიკვნესე. ხელში ფრთხილად ამიყვანა,ფეხები წელზე მოვხვიე,თან ვცდილობდი მისი ნაიარევს უხეშად არ შევხებოდი,საწოლისკენ წავიდა,ფრთხილად დამაწვინა,თავი მომაშორა და ლავიწის ძვალზე მაკოცა,შემდეგ ჩემს ზემოდან მოექცა,ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა,გონს მალევე მოვეგე და ხელი ფრთხილად ვკარი,რომ გაწეულიყო
-ზეინ.გთხოვ -ამოვიხავლე
-შშშ -ჩუმად ჩამჩურჩულა -მინდა გუშინდელის გამო მადლობა გადაგიხადო .
ყურს უკან მაკოცა და ხელი მკერდამდე ამაცურა. თვალები დავხუჭე.არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,მისი სველი კოცნები გონებას მირევდა და გულს მიჩქარებდა. მეშინოდა,არ ვიცი რისი,მაგრამ მეშინოდა. მაისური ოდნავ ამიწია,დაიხარა და ჭიპთან ახლოს მაკოცა,ამოვიოხრე და თითები თმებზე შევუცურე,როგორც ჩანს ჩემმა ქმედებამ მას სამოვნება მიანიჭა,რადგან ხმამაღლა ამოიოხრა
-ღმერთო ბელ.. -ჩუმად ამოილუღლუღა. სხეულზე სველ კოცნებს მიტოვებდა და ენას ზედ ასრიალებდა, რის გამოც მუცელში ქარიშხალი მიტრიალებდა.ხმამაღლა ვსუნთქავდი და საკუთარ თავს ვაიძულებდი,რომ ის გამეჩერებინა,თუმცა ამის ძალა არ შემწევდა.
-ზეინ -ამოვიოხრე როდესაც ხელი მკერდზე მომიჭირა და ახლა უკვე მივხვდი რომ თუ არ გავაჩერებდი აუცილებლად ისეთ რამეს გავაკეთებდი,რასაც ვინანებდი, -გთხოვ გაჩერდი, -ამოვილუღლუღე და დარცხვენილმა ხელით გავწიე გვერდზე, ფრთხილად მეამბორა ტუჩებზე შემდეგ კი გვერდით მომიწვა,ხელები ფრთხილად შემომხვია და გულში ჩამიკრა. ზეინმა მისკენ მიმატრიალა და აწითლებულ ლოყებზე თავისი უხეში და კან-აყვლეფილი თითებით მომეფერა. თვალები დავახამხამე,რაზეც გაეცინა, ხელი ზევით ავწიე და ტუჩზე,ნაცემ ადგილას მოვუსვი, თვალები დახუჭა. ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა, ეტკინა თუ ესიამოვნა,ამიტომ ხელი მის ბაგეს მოვაცილე და ნახად დავუწყე ფერება ჩაულურჯებელ ადგილებში.
-შენს კარადაში უამრავი სათამაშო ვნახე. .- ხითხითით ვუთხარი. ახლა ვხვდები რომ ის კარგი ადამიანია როდესაც ნელ-ნელა ვიცნობ მას. არ ვიცი წარსულში რა გადახდა რამაც ასე შეცვალა და ბოროტი ადამიანის ნიღაბი მოარგებინა სახეზე, მაგრამ ახლა ვხედავ მის ნამდვილ მეს და მზად ვარ მივიღო ის და ვაპატიო წარსულის წყენები რომლებიც მის მიმართ მქონდა დაგროვილი, თავისი უხეში ქცევების გამო. დაბნეულმა შემომხედა და თავი მოიქექა, რაზეც კიდევ უფრო ავხითითდი. ის ისეთი კარგი და ბავშვური არის.
-ამ.. ჩ-ჩემი ბავშვობის სათამაშოებია, - დაბნეულმა მითხრა ზეინმა. პირველად მოვისმინე როგორ დაება ენა რაზეც დიდზე გამეღიმა. დაბნეული წარბებაწეული მიყურებდა, დაკარგულ ლეკვს გავდა. ალბათ რცხვენოდა ცუდი ბიჭი სათამაშოებით სავსე ყუთით რომ გამოვიჭირე. - ჩვენს სკოლაში, ნუ თქვენს სკოლაში, მე დიდი ხანია დავამთავრე. წელიწადის ამ დროს, ზამთრის წინ, ყოველთვის იმართებოდა საქველმოქმედო აქცია, უპატრონო ბავშვების დასახმარებდლად და ამიტომ ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშოები გადმოვიეღე რომ ნაილს წაეღო, თუმცა უარზეა, ბიჭს არ შეეფერება სათამაშოების ტარება – თვალები გადაატრიალა და ბოლო წინადადებაში ნაილი გააჯავრა რაზეც სიცილი ამტყდა.
-მე შემიძლია წავიღო -შევთავაზე და ღიმილით მივაჩერდი, რაზეთ თვალები გაუბრწყინდა.
-ძალიან კარგს იზამ -თავი დამიქნია -იქ ერთი ბიჭი იქნება, სკოლის უკანა მხარეს, ის იბარებს ასეთ რაღაცეებს და შენც უბრალოდ ჩააბარებ და ეტყვი რომ ჩემგანაა, კარგი? - ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კარგი, - ამოვილუღლუღე და თავი დავუქნიე.
-არ გშია? -რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა ზეინმა,თავი გავაქნიე და საწოლზე გადავბრუნდი.უკნიდან მისი შეხება ვიგრძენი და გული ამიჩქარდა,ხელი ფრთხილად ჩაასრიალა წელიდან ბარძაყზე და ოდნავ მომიჭირა,თვალები მაგრად დავხუჭე,ხელი ქვევით ჩავაცურე და მის ხელს შევეხე.
-გთხოვ.. -ხმადაბლა ვუთხარი, დღეს მეორედ ეს უკვე ზედმეტი იქნება ჩემთვის,ალბათ ხელებში ჩავადნები. გული აჩქარებული მქონდა. გავიგე როგორ ჩაიცინა, ხვდება რასაც მმართებს და შემდეგ ამაზე იცინის! მხარზე მაკოცა,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა, აფთიაქი გამოხსნა და რაღაც წამალი აიღო, ტაბლეტი პირში ჩაიდო დატუმბოზე შემოდებული წყალი დააყოლა.
-რა წამალია? -ვკითხე
-ტკივილგამაყუჩებელი -მიპასუხა. როგორც ჩანს ჯერ კიდევ სტკივა,საწოლზე წამოწვა,ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოძრაობას,დავინახე როგორ აუთამაშდა კანქვეშ კუნთები როდესაც ხელები თავქვეშ ამოიდო,ფეხებიც ერთმანეთზე გადაჯვარედინა.
ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი გავისწორე.
-ჰეი საით? -მკითხა
-სახლში უნდა დავბრუნდე -ვუპასუხე
-არა ჯერ ისაუზმე.
-ზეინ, სახლში რომ შეამჩნიონ რომ არ ვარ..
-ნუ ღელავ, - ჩაიცინა საათს დახედა და შემდეგ ისევ მე შემომხედა, - ჯერ სკოლა არ დამთავრებულა, საუზმე გამიმზადე და მერე წადი.
-ოუჰ, - დოინჯი შემოვირტყი და წარბაწეული მივაჩერდი.
-გთხოვ. შენ არ იცი რამდენი ხანია ქალს ჩემთვის საუზმე არ მოუმზადებია და წესიერად არ წამიხემსებია, - წუწუნით მოვიდა ჩემთან და ხელები წელზე მომხვია.
სიტყვა “ქალის” გაგონებაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და თითქოს უფრო თავდაჯერებული გავხდიო. ზეინს რომ ავხედე გაღიმებული მიყურებდა. ხელით თმა ყურზე გადამიწია შემდეგ კი ტუჩებზე მეამბორა.
-ანუ საუზმეს მომიმზადებ? - სიცილით მკითხა, შედეგ კი თამაშით ყურის ბიბილოზე მიკბინა, რაზეც ბეწვი ამეშალა და სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
-კარგი, - ამოვიოხრე და მოვცილდი, თორემ თავისი ქმედებები რომ გაეგრძელებინა გული წამივიდოდა.
ჩაიცინა, ხელი ჩამკიდა და პირველ სართულზე ჩამიყვანა.
-აი სამზარეულო, ახლა კი შენ იცი. მანამ მე გამოვიცლი, - ღიმილით მითხრა, მაკოცა და გატრიალდა.
რამდენიმე წუთი ასე ვიდექი, შემდეგ კი მოვტრიალდი და ღრმად ამოვიოხრე. დოინჯი წელზე შმომოვირტყი და ჩემ თავზევე გამეცინა. თავს მართლა ქალად ვგრძნობდი და არა 17 წლის მოზარდად, რაც მაბედნიერებდა და თავდაჯერებულად დავიწყე ზეინისთვის საუზმის მომზადება. ღმერთო რას არ მივცემ რომ ამის შანსი ყოველ დილას მქონდეს, ყოველ დილას ვიღვიძებდე მის მკლავებში და თავს დაცულად ვგრძნობდე ისე როგორც არასდროს.
***

გადავწყვიტე ომლეტი მომემზადებინა. კეთების პროცესში ვიყავი, როდესაც წელზე ორი დიდი ხელის შეხება ვიგრძენი და გამეღიმა. ზეინმა თავი კისერში ჩამიდო და ნაზად მეამბორა.
-მმ.. გემრიელი სუნი დგას.. რას აკეთებ?
-ომლეტს.
-მჰჰმ.. - დაიზმუილა, ხელები მჭიდროდ მომხვია და მაგრად ამაკრო მის ზურგს. შევკრთი, როდესაც გავიაზრე რა იყო ის ამობურცულობა, რომელიც უკანაზე მომაჭირა. სახეზე სულ მთლიანად წამოვწითლდი და მისი მარწუხებიდან დახსნა ვცადე, მაგრამ ამაოდ. კიდევ უფრო ძლიერად ამეკრო.
გულისცემა ამიჩქარდა და თავში ათასი აზრი მომაწვა ერთდროულად. ზეინი ჩემს კისერში სველი კოცნების დატოვებას აგრძელებდა, რაზეც სიამოვნებისგან მბურძგლავდა.
-მოვედი, - შემოსასვლელი კარის მოჯახუნების ხმა გავიგეთ და ორივენი დამფრთხლები შევხტით. ზეინი როგორც იქნა მომშორდა და მეც საუზმის კეთება გავაგრძელე.
-ზეინ არ მითხრა რომ სადილს აკ.. - შემოსასვლელიდან ნაილის ხმა ისმოდა და სამზარეულოში რომ შემოვიდა გაჩერდა, - აჰ! როგორ ვერ მივხვდი, - ჩაიხითხითა, - გამარჯობა ანაბელ.
-გაგიმარჯოს ნაილ, - ღიმილით ვუთხარი.
-მმ.. რას აკეთებ? - თვალებდახუჭულმა მკითხა.
-ომლეტს.
-ასეც ვიცოდი, სუნზე მივხვდი, - ზეინს ჩაეცინა, - გამოვიცვლი და ახლავე ჩამოვალ. –ნაილმა გაგვაბრთხილა და სამზარეულოდან გავიდა. წამის მეასედებში ისევ ვიგრძენი ზეინის ხელები თეძოებზე.
-ზოგჯერ როგორი გამაღიზიანებელია.. - ჩაიდუდუნა და ისევ ჩემს სხეულს დააცხრა საკოცნელად.
-რატომ?
-კარგი მომენტების ჩაშლა ძალიან კარგად გამოსდის..
თვალები გადავატრიალე, მაგრამ მაინც გამეცინა. ზეინი ისევ მომშორდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგო. მეც ამასობაში საუზმე, უფრო სწორად სადილი, მოვამზადე და თეფშებზე გადავანაწილე, რომლებიც ზეინს უკვე მრგვალ მაგიდაზე დაელაგებინა. სუფრის თავში ნაილი დაჯდა, მე მის გვერდით ,ზეინი კი ჩემს გვერდით.
სადილობას რომ შევუდექით ნაილი სკოლის ამბებს ყვებოდა და მეც ვუსმენდი, მაგრამ აზრები სრულიად ამერია, როდესაც ბარძაყზე ზეინის თბილი ხელის შეხება ვიგრძენი, თვალებგაფართოებულმა მას გავხედე, მაგრამ მე არ მიყურებდა, საუზმეს მისჩერებოდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, რითიც მივხვდი რომ ჩემს რეაქციაზე ეღიმებოდა. კიდევ კარგი ნაილი ვერ მიხვდა რა ხდებოდა იმდენად იყო საუბარში გართული. ხელი ზინის ხელს დავადე რომ დაეწია, მაგრამ უფრო გაჯიუტდა და უფრო ზევით ააცურა ხელი.
ყურებამდე ავწითლდი და თვალებგაფართოებული ნაილს მივაჩერდი იმის იმედით რომ არაფერს შეამჩნევდა და ასეც იყო, ჩანგას საკვებში ასობდა და თან საუბრობდა. ახლა ზეინს გავხედე ვედრებით რომ გაჩერებულიყო, მაგრამ სპეციალურად არ მიყურევდა. ხელი კიდევ უფრო რომ აახურა ჩემს საცველბთან დაპანიკებულმა ხელში ბრჩხილები ჩავასე და მაგრად ვუბწკინე.
-ააჰ!! სსს.. - წამოიძახა ზინმა და ნატკენი ადგილი ტუცებსშუა მოიქცია. თავი ვერ შევიკავე და ავხითხითდი მის რეაქციაზე, თვითნ კი მკვლელი თავლებით შემომხედა, მაგრამ ვამჩნევდი რომ ტუჩის კუთხეებში მაინც ეღიმებოდა.
-რა მოხდა? - ზეინის წამოყვირებამ ნაილი გამოაფხიზლა თავისი საუბრის ტრანსიდან და თავი წამოყო.
-არაფერი. თითში ხიჭვი შემერჭო, - ამოიუზღუნა ზეინმა.
-მერე სწრაფად ამოიღე, შეიძლება ინფექცია შეგეჭრას. სხვათაშორის ჩვენი ბიოლოგიის წიგნში მაგალითად იყო ერთ-ერთი ინფექციის სახეობა მოყვანილი, რომელიც კაცს ხიჭვისგან შეეჩრა თითში და შემდეგ ექიმები იძულებულები გახსნენ თითი მოეჭრათ.
მეც მქონდა წანაკითხი ეს გაკვეთილი და თავს სიცილით ვუქნევდი ნაილს. ზეინმა კი თვალები გადაატრიალა.
-მოკეტე ნაილ.
-არა, მართლა ასე ეწერა ანაბელი დამეთანხმება.
-მართალს ამბობს, - სიცილით ვუტხარი ზეინს რაზეც ისევ თვალები გადაატრიალა.
-ჰოომ.. თუ მასეა იმ ხიჭვს კარგი დღე არ ელის, - ჩაიცინა და ჩუმად წარბაწეულმა ამომხედა. ამის შემხედვარემ წამსვე შევწყვიტე სიცილი და ჩემს საჭმელს მივუბრუნდი.
-ძალიან გემრიელი იყო ანაბელ, - ხელსახოცით პირი მოიწმინდა, როდესაც სადილს მორჩა და თავაზიანად გამიღიმა.
-მადლობა, - გავიცინე და სახეზე სიევ ავხურდი, რაც იმას ნიშნავდა რომ ჩემი ფერმკრთალი სახე ახლა სულ ღაჟღაჟა წითელი იყო.
-ჩემი წასვლის დროა, - ღიმილით ვთქვი და მაგიდიდან წამოვდექი.
-ხვალამდე ანაბელ, - ნაილმა სამზარეულოდან გამომძახა.
-ხვალამდე, - მეც მივაზახე, ზეინი კი უკან მომყვებოდა. გავედით თუ არა სამზარეულოდან ზეინმა ხელი დამავლო და კედელს ამაყუდა.
-ძალიან გემრიელი იყო საუზმე,მაგრამ შენს ტუჩებს ვერ შეედრება -ჩემს ყურთან ჩუმად ამოილუღლუღა. მუცელში მწველი სითხე ჩამეღვარა და გახარებული ავფორიაქდი მის სიტყვებზე. შემდეგ კი სახე გამოსწია და ბაგეზე, უდაბნოში მოსიარულე წალმოწყურებული ადამიანივით დამაცხრა.
როდესაც მოვრჩით სათამაშოებით სავსე ყუთი ავიღე და კარებისკენ წავედი.
- ნახვამდის. –დამემშვიდობა ზეინი, როცა კარიდან გავედი.
-ნახვამდის, - მეც ჩუმად დავიჩურჩულე და გამოვბრუნდი.
-ხვალ 8 საათისთვის გაემზადე,გამოგივლი -ბოხი ხმით მითხრა,
–ისა..ხო.. არ – არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მან კი საუბარი აღარც დამამთავრებონა.
–საღამომდე– მითხრა და გამიღიმა. თავი დავუქნიე, კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. გზაში ვფიქრობდი რა მეთქვა მამიდასთვის.
შინ სანამ მივედი უამრავ რამეზე ვიფიქრე,ნერვიულობისგან გული ამიჩქარდა,როდესაც სახლამდე მივაღწიე კარზე დავაკაკუნე,ცოტახანში მამიდამ გამიხსნა
-ოჰ,ძვირფასო,როგორ ხარ? -გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა
-ლილიმ მითხრა რომ შენს კლასელთან დარჩი და იქ ამზადებდით პრეზენტაციას -მადლობა ლილის!
-კი,იქ ვაკეთებდით,ღამე კი ძალინ დამიბნელდა და იქ დავრჩი -ლილის ტყუილი გავაგრძელე,თან სახლში შევედი,სათამაშოებით სავსე ყუთი დივანზე დავდე და მეც იქვე დავჯექი
-ეს რა ყუთია? -მკითხა მამიდამ
-უპატრონო ბავშვებისთვის სათამაშოები გამომატანა ჩემმა კლასელმა, დღეს დილით ვერ მივიტანეთ სკოლაში და ხვალ უნდა წავიღო -ღმერთო რა ურცხვად ვატყუებ მამიდას
-ლილი სადაა? -თემა გადავიტანე
-ოთახშია,სწავლობს -მამიდას თავი დავუქნიე და ჩემს ყუთს ხელი დავავლე,კიბეზე უნდა ავსულიყავი,რომ მამიდამ გამაჩერა.
-სკოლაში ფორმის გარეშე იყავი? -მკითხა და მაშინვე ავხურდი სახეზე,რა ვუთხრა?!
-ამ..კი..ჩემი ფორმა ვახშმობისას დალაქავდა და სხვა გზა არ მქონდა -ვთქვი უცებ,მამიდამ რაღაც თქვა, მაგრამ არ გამიგია მაშინვე ოთახში შევვარდი,ყუთი იქვე დავდე,ლილი საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა,როგორც კი მე დამინახა საწოლიდან წამოხტა და ჩემთან მოირბინა და გადამეხვია.
-ღმერთო როგორ ვინერვიულე შენზე! სად იყავი,-წამოიყვირა, მე კი პირზე ხელი ავაფარე რომ დაბლა ხმა არ ჩასულიყო.
-ზეინთან დავრჩი,ძალიან იყო ნაცემი,მერე დამიბნელდა და ვეღარ წამოვედი -მოკლედ ავუხსენი
-ეს რა არის? -ყუთზე მიმანიშნა
-სკოლაში უნდა მივიტანო,ზეინმა გამომატანა,უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებიან თურმე -ლილიმ მხრები აიჩეჩა და საწოლზე დაჯდა. ყუთთან ჩავიმუხლე და გავხსენი. აქ ზეინის იმდენი ბავშვობის სათამაშო იდო, მიკვირს როგორ აკეთებს ამას, მე ვერ შევძელბდი ჩემი ნივთების გაჩუქებას, მითუმეტეს ამდენი ამბის შემდეგ ძალიან სენტიმენტალური გავხდი და თითოეული ნივთი ძვირფასია ჩემთვის, რადგან ტკბილ მოგონებებტან მაკავშირებს რომლებიც აღარასოდეს განმეორდება.
ერთ-ერთი სათამაშო ამოვიღე და გულში ჩავიხუტე, გადავწყვიტე რომ ეს სათამაშო ჩემთან დარჩებოდა. შემდეგ წამოვდექი და საწოლთან მივედი.
-ლილი.. - მისკენ გადავტრიალდი და კითხვით სავსე სახით მივაჩერდი.
-ჰო.
-უმმ.. შენ და ლიამი.. მარტო კოცნით ერთმანეთს?
–რაა? –ლილიმ ჩაიცინა, ვერ მიხვდა რას ვგულისმობდი.
–ანუ მხოლოდ კოცნით ერთმანეთს თუ სხვა რაღაცეებსაც გიკეთებს?
-ოჰ.. ხო..რავი, მხოლოდ ვკოცნით - წიგნიდან ტავი წამოყო ლილიმ.
-მეტი არაფერი?
-გინდა მკითხო ერთად ვიყავით თუ არა? –ლილიმ ჩაიცინა.
–არა ეგ არ მიგულისხმია –თავი გავაქნიე.
–ჰო..ლიამი მხოლოდ მკოცნის,მეტი არაფერი –პასუხი გამცა და ისევ წიგნში ჩაყო თავი. ლიამი და ლილი შეყვარებულები არიან და ერთმანეთს მხოლოდ კოცნიან. მე და ზეინი კი შეყვარებულებიც კი არ ვართ,მაგრამ მისი ხელები ჩემი სხეულის თითოეულ კუთხე კუნჭულშია უკვე ნამყოფი. სახეზე წამოვწითლდი და მეორე მხარეს გადავტრიადი.
–ისე ლიამმა ერთხელ სცადა უკანალზე შემხებოდა, მაგრამ გავაფრთხილე რომ ეს აღარ გაეკეთებინა და ეს მეტჯერ აღარ მომხდარა. –ლილის ნათქვამმა უფრო გამიჩინა სირცხვილის გრძნობა. როგორ შეუძლია მას ლიამს წინააღმდეგობა გაუწიოს და რატომ არ შემიძლია მეც იგივე გავაკეთო ზეინთან? ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი. ვიმეცადინე და როდესაც ყველაფერს მოვრჩი ლოგინშ შევწექი. საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი და მაშნვე ჩამეძინა.
დილით მამიდამ გაგვაღვიძა,საწოლიდან წამოვდექით, გავემზადეთ,ხელ-პირი დავიბანეთ,ვისაუზმეთ და სახლიდან გავედით.უცებ მივხვდი რომ ის ყუთი მავიწყდებოდა,სახლში შევირბინე,ყუთი ავიღე და ლილისთან მივედი.
-მე და ლიამი მგონი ვერ ვართ ისე კარგად -მითხრა ლილიმ დაღვრემილმა.
-რატომ? -ვკითხე,მხრები აიჩეჩა
-ამასწინ შევკამათდით და უკვე ორი დღეა არ მინახავს..
–და რატომ იკამათეთ? -ვკითხე გაკვირვებულმა და გზაზე უცებ გადავირბინეთ ლილიმ კი ისევ მხრები აიჩეჩა.
-ღმერთო ჩემო არ ვიცი ანაბელ, - თავი ხელებში მოიქცია, - არ ვიცი, მაგრამ უკვე საშნალდ მენატრება.
-და იმის მერე არ გამოჩენილა? -გაკვირვებულმა ვკითხე, ლილიმ თავი გააქნია და დავინახე შეუმჩნევლად როგორ მოიწმინდა ცრემლები.
-არ ღირს ნერვიულობად,ალბათ არაა ქალაქში-დავაიმედე ის და გავუღიმე.
-ალბათ.. - ამოიოხრა და თავი გააქნია.
ამ საუბარში სკოლამდეც მივაღწიეთ, ლილის ვუთხარი რომ სათამაშოებს ჩავაბარებდი და მალე დავბრუნდებოდი, როცა ის ბიჭი დავინახე რომელზეც ზეინმა მითხრა რომ მისთვის მიმეცა ესენი, ჩვენ ერთ კლასში ვიყავით.
–ესენი შენ უნდა მოგცე ხომ? –ვკითხე და პარკებზე ვანიშნე.
–რა ესენი? –გაიკვირვა და პარს შეხედა.
–ზეინმა გამომატანა, სათამაშოებია. –ავუხსენით.
–აჰჰჰ კარგი, მომეცი. –მითხრა და ხელი გამომიწოდა. –მადლობა –მადლობა გადამიხადა როცა პარკი მივაწოდე.
–მადლობა ზეინს უნდა გადაუხადო –გავუღიმე და სკოლის შესასვლელისკენ წავედი. კიბეებზე უნდა ავსულიყავი როცა ნაცნობი ხმა გავიგე,უკან გავიხედე და ჩალურჯებული ჰარის სილუეტი დავინახე ჩემსკენ მომავალი.ხელი დამიქნია და ცალი ხელით დაგადამეხვია, რადგან მეორეში შავი ჩაფხუტი ეჭირა.
-ანაბელ - სერიოზული სახით შემომხედა.
-ხო - მთელი სხეულით დავიძაბე
- შენ და ზეინი ერთად რატომ წახვედი?! - გამჭოლი მზერით მომაჩერდა, რაზეც უხერხულად შევიშმუშნე.
-უმ.. მე..
-მისგან თავი შორს დაიჭირე! –ისეთი სახით მითხრა ჰარიმ რომ დამზაფრა და ბეწვი ამეშალა.
–რატომ? –მაინტერესებდა რა მიზეზს მეტყოდა.
–შეგიძლია გაკვეთილზე ცოტა დააგვიანო? და მოგიყვები ყველაფერს. –მითხრა როცა ზარის ხმა გაიგო. არ მინდოდა გაკვეთილზე დაგვიანებით შესვლა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა ზეინსა და ჰარის შორის.
–კარგი – თავი დავუქნიე.
–წამოდი ჩამოვჯდეთ –მითხრა და ეზოში დადგმულ სკამებზე მიმითითა. უხმოდ გავყევი და სკამზე ჩამოვჯექი. ველოდებოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.
–პირველივე დღესვე, როცა შეგხვდი, მაშინვე კარგი წარმოდგენა დამიტოვე. მომწონხარ ანაბელ და არ მინდა რაიმე საფთხეში ჩავარდე, ეს კი ადვილი შესაძლებელი იქნება თუ ზეინისგან თავს შორს არ დაიჭერ.
–მას არ იცნობ კარგად და ამას იმიტომ ამბობ. – ბორძიკით, ძლივს ამოვილუღლუღე. ჰარიმ ჩემს ნათქვამზე ირონიულად ჩაიცინა.
-ჩემზე უკეთ მას არ იცნობ დამიჯერე.
-შენ მას არ იცნობ, შენ მხოლოდ მისი ცუდი მხარე იცი! - კბილებში გამოვსცერი. ჰარიმ არაფერი იცის ზეინზე, არ იცის თუ რამდენად კეთილი გული აქვს, არც ის იცის რომ ქველმოქმედია და სწორედ ამიტომ არ აქვს მასზე ასე საუბრის უფლება.
-ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, ერთად ყველას წინააღმდეგ. –თქვა ზეინმა და სავარძელ მიეყრდნო.
თვალები გამოფართოვდა და პირდაღებული მივაშტერდი.
–შენ და ზეინი მეგობრობდით?
–კი, – თავი დამიქნია –მე, ზეინი, ლუი, ლიამი–ყველა ერთად ვიყავით იქამდე სანამ ზეინი ჩემს დას არ შეაცდენდა და გამოიყენებდა. –თავი გაიქნია. მე ისევ გაოგნებული ვიყავი მისი ნათქვამით და ხმას ვერ ვიღებდი. –დაფიქრდი ანაბელ და დამიჯერე რასაც გეუნბები თუ არ გინდა რომ ცუდად დაასრულო, - ცალყბად გამიღიმა.
–ზეინი არ არის კარგი ადამიანი. ის ყველას იყენებს და მერე სანაგვეში ისვრის, შენც იგივე გიწერია –გამაფრთხილა და წამოდგა. ეტყობოდა რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, მან ზეინის გამო ხომ ყველა სხვა მეგობარიც დაკარგა.
–იფიქრე –ბოლოჯერ გამაფრთხილა და სკოლისკენ წავიდა. სკამზე მივეყინე, ჩემი ტვინი ვერ აანალიზებდა ამ ახალ ინფორმაციას. ჰარი და ზეინი მეგობრები იყვნენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას ორ მოსისხლე მტერზე. შევკრთი როდესაც გამახსენდა რომ გაკვეთილზე უკვე ძალიან მაგვიანდებოდა, სასწრაფოდ წამოვდექი და საკლასო ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით დავიძარი. ნაილი ფანჯარაში იყურებოდა,როდესაც კლასში შევედი, მასწავლებელს მოვუბოდიშე და ჩემი ადგილი დავიკავე. ნაილს მივესალმე და მათემატიკის წიგნი და რვეული გადავშალე.
-რას გელაპრაკებოდა ჰარი? -მკითხა და ადგილზე გასწორდა
-არაფერი ისეთი -მოვიტყუე და წიგნს ჩავაჩერდი რომ მეტი აღარაფერი ეკითხა. ვცდილობდი,რომ გაკვეთილისთვის ყურადრებით მესმინა,მაგრამ ჰარის საუბარს გონებიდან ვერ ვშლიდი. ზეინმა ჰარის დასთან ურთიერთობა დაიჭირა,ხოლო როდესაც ის მიიღო რაც უნდოდა მიატოვა. თავი ხელებში ჩავრგე,ყველაფერი ისეთ არეული იყო. არ მინდა მეც მისი მსხვერპლი ვიყო.
მთელი დღის განმავლობაში ამ ყველაფერზე ვფიქრობდი. სახლში ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა გავყოლოდი თუ არა ზეინს,ბოლოს როდესაც ქვევიდან დაძახება გავიგე აივანზე გავედი,ზეინი იქ იდგა,მე კი ჯერაც არ ვიაყვი მზად.

ძალიან მიხარია რომ უმეტესობას მოგწონთ აიი ძალიან ძალიან გახარებული ვარ მართლა. კომენტარებში დაწერეთ კიდევ რას ფიქრობ ამ მოთხრობის შესახებ. მადლობა ძალიან ძალიან დიდი
ს.მ



№1  offline წევრი qetiqetiA3

ვგრძნობ დიდი ამბები გველის წინ,ძალიან მაინტერესებს ძალიან,არ შეწყვიტო დადება გთხოვ smile ძალიან საინტერეო და კარგი ისტორიააა ველიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი Ani

მომწონს თან დიდ თავებს დებ, იმედი ახალი თავის დადებას არ დააგვიანებ <3

 


№3  offline წევრი jinjeri

Am satamashoebshi shemtxvevit narkotikebi xom araa!!! :)

 


№4  offline წევრი veroo

Vici es fanfici sauketesoa rac wamikitxavs atjer maqvs wakitxuli tavidan bolomde

 


№5 სტუმარი mari

Ratomgac mgonia rom zeini narkotiks yidis da am satamashoebshic narkotikia.

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

კიდევ ერთხელ მიხარია რომ დაბრუნდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent