შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდა და ბურუსი


15-01-2018, 02:12
ავტორი Iliana23
ნანახია 1 414

ვიყოთ გურწრფელები და არ დავმალოთ ის,რაშიც ბნელ ღამეში,მარტოდმარტო დარჩენილები ვიკარგებით.საიდან მოდის ადამიანური საწყისები და სად მთავრდება?ან საერთოდ რა არის ადამიანობა?ბოდიშის მოხდით,მინდა გითხრათ რომ ერთი დიდი მძღნერობის კითხვას იწყებთ,რომლის არც თავი და არც ბოლო არ არის ცნობილი,თავად მისი შემოქმედისთვისაც კი.მე მარტო ვარ,ყველა მარტოა,მაგრამ მე იმ მარტოდ მყოფებში ყველაზე მარტო ვარ.ვწუხვარ ადამიანებო,ვწუხვარ,გისამძიმრებთ და ვიზიარებ თქვენს არსებობას, რამეთუ თქვენ ღმერთის ყველაზე უბედური ქმნილებები ხართ.ჩემთვის არავის უკითხავს მინდოდა თუ არა საერთოდ დაბადება,არც ის არ უკითხავთ მენდომებოდა თუ არა სიკვდილი ან ეს დედამოტყნული ცხოვრება.უკვე გვიანაა,შეთანხმება დადებულია რომ ვიქნებით გურწრფელები.დედამიწა ლამაზია,ბუნება,სიმწვანე,მუსიკა და ოცნებები,მაგრამ იცით რა მაინტერესებს?მე რატომ მაქვს ამ ისტორიაში ს როლი?დავიწყოთ თავიდან:
*ვიღაცის დაბადება*
ის ვიღაცა რომ გაჩნდა,რომელიც ახლა ჩემს სხეულშია ჩასახლებული,ყველას უხაროდა.უხაროდა დედას,უხაროდა მამას და რადგან ყველას უხაროდა ეგონათ რომ ამ ყველაში მეც შევდიოდი,მაგრამ იცით რა მაინტერესებს?რატომ მაქვს ს როლი ამ ისტორიაში?მე ვტიროდი,მაგრამ ყველას უხაროდა.ასეთია ადამიანი - შეუძლია სხვის უბედურებაზე ბედნიერების კოშკები ააგოს.დრო გადიოდა,მე ვიზრდებოდი და უფრო და უფრო ვემსგავსებოდი სამოთხიდან გაძევებულ ევას,უფრო და უფრო მტკიცდებოდა ჩემი საკუთარი სახელი - „ევას ასული“.გიფიქრიათ ოდესმე საიდან სად მოხვედით?თითოეული დღე რაღაც ახალი სიბინძურის დასაბამია.ჭუჭყი წურბელასავით ეწებება თქვენს სუფთა და სპეტაკ სულს,მერე შრება და ისე გახმებათ რომ მისი ჩამოფხეკა შეუძლებელი გახდეს.როგორც ჩემმა ერთმა სულიერმა მეგობარმა თქვა „ედემში ვერ დავბრუნდებით“...
მერე იყო სტანდარტული აღმზრდელობითი ფორმების მცდელობები,ერთი წარუმატებელი ფორმა მეორეს ცვლიდა და საბოლოოდ მე თოჯინად მაქციეს თავად საკუთარმა მშობლებმა,რადგან ვერ გადაწყვიტეს როგორი მიდგომა იყო საუკეთესო პოზა საუკეთესოთა შორის ჩემს უკეთესად ჩამოსაყალიბებლად.მე კიდევ შოკოლადი მიყვარდა,მუსიკა და დრამა.რატომღაც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი დრამის შავბნელი ფარდის შემოხვევაზე,მკრთალ ცრემლებსა და სევდაზე,რომელიც ასევე მუდამ ჩემი თანმზდევნი იყო.მახსოვს ოთხეულის პირველი კედელი დედამ ამიგო.მტკიცე,საყრდენი და სქელი იყო.დედაჩემმა ამ კედლის აშენებას ბევრი შრომა და ოფლი დაახარჯა,რამაც ჩემს სულში პირველ უჩინარ ნალექს დაუდო ბინა თბილი კერითურთ.ბოლომდე სავსე არ ვიყავი,ჯერ გადავსებამდე რა ჰქონდათ გაკეთებული.უკვე გაქრა რიდის გარეშე მოფარფატე პატარა,ლაღი გოგონა,მისი ადგილი კი მორცხვმა,კომპლექსებიანმა მოზარდმა დაიკავა.ცოდვაა ადამიანი ამ სამყაროსთვის,ცოდვაა იმთავითვე განწირული რომ არის ამ ჭუჭყიანი ტრილოგიისთვის: დაბადება,ცხოვრება და სიკვდილი.მაგრამ თქვენ იკითხავთ:აბა როგორ უნდა იყოს?ნუთუ საერთოდ აღარ უნდა ვიარსებოთ?იარსებეთ,არსებობით თქვენ ახლაც არსებობთ,იარსებეთ მაგ მძღნერში და ნაგავში,მაგრამ დაიმახსოვრეთ ამ ყოფაში ვერასოდეს იცოცხლებთ,მხოლოდ იარსებებთ,არსებობა კი დიდი ვერაფერი განძია ჩემო უბედურებო.მერე იყო რელიგიის დაბადება.დაიბადა რელიგია და დაიბადა შიშიც.საშინელებაა ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან დაგდევდეს შიში,რომ რაღაცას არასწორად აკეთებ,რომ ეს საქციელი ვიღაცისთვის მიუღებელი,ვიღაცისთვის,ვინც თეთრ ღრუბლებზე ზის და თეთრ წვერზე ისვამს სუფთა მარჯვენას.რა არის შიშის საფუძველი?რატომ შეიძლება გვეშინოდეს ისე რომ უკან დასახევ გზას თავადვე ვიკვეთავდეთ?ადამიანები,რომლებიც გიყვარს,ყოველ ცისმარე დილით მოგიქსოვენ, ახალ,შიშის ტანისამოსს.სიყვარული ბარიკადია,მითუმეტეს თუ ეს სიყვარული ოჯახის მიმართულებით ვლინდება.მეზიზღება დედაჩემი,მეზიზღება ყველა ჩემი ნათესავი,ჩემი ზიზღი განუსაზღვრელი და უსაშველოა.მეზიზღებით,გაიგეთ?მეზიზღებით ჩემი გაჩენისთვის,მეზიზრებით თქვენეული განათლებისთვის,მეზიზღებით აღზრდისა და სიყვარულისთვის.მეზიზღებით,მეზიზღებით,მეზიზღებით.
გამოუხატავი გრძნობები და ჩაყლაპული სიტყვები უკვალოდ არ ქრებიან,ერთ დღესაც ამოხეთქავენ,ამოიფრქვევიან,როგორც ფეიქრვერკი,როგორც ორგაზმი,როგორც აფეთქება.მნიშვნელობა არ აქვს სად მოხდება ეს,ცარიელ სივრცეში,სავსე სოციუმში თუ თეთრ,ქათქათა ფურცლებზე,მთავარი ის არის,რომ სიცარიელე და სიმშვიდე გყლაპავს ყოველივე ამის შემდეგ.როგორც კვნესად ამოხეთქილი ორგაზმის შემდეგ ეძლევი სიმშვიდეს და იცლები იმ მწებვარე,მოთეთრო სითხისგან,ასეთივე გრძნობა გეუფლება ნაგროვები სიტყვებისა და გრძნობების გადმოფრქვევის შემდეგ.მახსოვს დღეები,ბედნიერებით სავსე დღეები,რომლებიც სულაც არ ჰგავდნენ ცრუსა და ბინძურს,თუმცა ეს დღეები ვერ აქრობდნენ,ვერ ანგრევდნენ იმ კედლებს,რომლებშიც ვიყავი გამომწყვდეული.მეორე კედელი სოციუმმა ამიგო.ერთიანი ძალები არ დაიშურეს და მზე დამიბნელეს,ყოვლისმომცველი დოგმებით,მორალებითა და მოვალეობებით.ამ კედელმა დედაჩემის ნაგებობაც გაამყარა.რას ხედავდნენ ასეთ გასაოცარს ამ მძღნერში დღემდე ვერ ვხვდები.მხოლოდ ისინი იგრძნობენ იმ რეალობის შხამიან ნესტარს,ვისაც გამოუცდია თუ როგორი საშინელებაა დადიოდე ქუჩაში და თითოეულ ადამიანში ხედავდე მტერს.მე ვხედავდი ჩემსკენ მომართულ ათიათასობით იარაღის ლულას,ვხედავდი როგორ მელოდებოდნენ რომ თავი დამეკრა და გაესროლათ. იცით რა?ადამიანები მიმხედრდებოდნენ და ხვებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ.არ ვიცი რა სიამოვნება იმალება ადამიანის განკითხვასა და გაჭორვაში.ჩემი ერთი არასწორი ნაბიჯი,საბაბს იძლეოდა რომ ჩემი ოჯახი ჩემს მტრებად ქცეულიყვნენ.თქვენ იკითხავთ: რატომ არ გეკიდა?საერთოდ რატომ აქცევდი ყურადღებას?რა ვქნა რომ მიყვარს ჩემი უზნეო და ჭუჭყიანი ოჯახის წევრები,რა ვქნა რომ მათი წყენით სავსე თვალები გულს მიკლავს და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს...ჩავები,საბოლოოდ მომიწია მეც ჩავბმულიყავი ამ საცოდაობის ფერხულში.მერე იყო გათვლილი და თითის წვერებზე გადადგმული ნაბიჯები,რომელიც იდეაში ფრთებშესხმული ნარნარი უნდა ყოფილიყო ნირვანაში,ათასი ფერითა და გრძნობით გადავსებული,ავსებული სიცოცხლე უნდა ყოფილიყო,ისეთი სიცოცხლე ადამიანი რომ ვერ დაიტევდა და წყლით სავსე ჭურჭელივით გადმოღვრას რომ დაიწყებდა.ყველაფერი ამყაყებული ფერის იყო,ყველაფერი ნაცრისფერი და მკვდარი იყო.ვიყავი მე,იყო მტრის ბანაკი და იყო ღმერთი,რომელმაც დაბადებით,ედემიდან გამოგვაძევა.რატომ ვისჯები ერთი საცოდავი ვაშლის გამო,რატომ ვისჯები ორი ცოდვილი ადამიანის გამო,მითხარით ადამიანებო რატომ ვტკენთ ერთმანეთს ისე,თითქო ეს ჟანგბადის წყარო იყოს და ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყოს,მითხარით რატომ ვართ უბედურებისა და სიბინძურისთვის განწირულნი,მითხარით თუკი მაინც უნდა მოვკვდეთ რაღატომ ვიბადებით,რად უნდა ღმერთს მისი დამძრახავის დაბადება,რაში სჭირდება ადამიანი თუკი იგი მაინც მიცვალებულს უნდა ჰგავდეს,რაში იყენებს ჩემს ყოველ ღამით დაღვრილ ცრემლებს,საერთოდ რაში ვჭირდები ან მე და ან ეს უბადრუკი არსებები,რაში? თუკი ჩემი შიშით ვინმე საზრდოობს მინდა რომ ყელში გაეჩხიროს დამუშავებული ლუკმა და ისე გაგუდოს რომ ვერც ვერაფერს მიხვდეს,ვერ მიხვდეს რომ ამდენი წელი მძღნერში ცურვაში გაატარა,ვერ მიხვდეს რამდენ ადამიანს ატკინა გული,ვერ მიხვდეს რატომ დაახრჩო და სასიკვდილოდ გაიმეტა ღმერთის მიერ ბოძებულმა ეულმა ლუკმამ,ვერც ჭეშმარიტებას და ვერც თავისუფლებას ვერ მიხვდეს ისე დალიოს ის გაშავებული სული.მესამე კედელი შენია ღმერთო!ვიცი რომ შენთან თამაში საშიშია,უძღები შვილის იგავიც წაკითხული მაქვს,მაგრამ ბოდიში უნდა მოგიხადო, მე უკვე დავდე ფიცი რომ ვიქნებოდი გურწრფელი.შენ ყველაზე მეტად გიყვარვარ,ვიცი მე ეს,ამიტომაც ყველაზე დიდი ზომის სწორედ შენი იარაღია.სულისშემაშფოთებელი შიში შენი განრისხებისა,ჯოჯოხეთში მოხვედრისა,ჩემი ცოდვის გამო ჩემი საყვარელი ადამიანების დასჯისა და მომავლის ბუნდოვანებისა.შიში შენი მასალაა,რომლითაც რკინის კედელი ამიგე,რომლითაც ყველანაირი გზა მომიჭერი უდარდელობისა და ცხოვრებისა შფოთის გარეშე.მე არ ვწუწუნებ,მე არ გძრახავთ,უბრალოდ ფიცი მაქვს დადებული რომ ვიქნები გურწრფელი.მე თქვენ გამხილებთ,ყველას გამხილებთ,მაგრამ ვისთან გამხილოთ,ვისთან რომ თავად ღმერთიც კი სამხილებელი გამიხდა.ღმერთო ს განსახიერება ვარ ახლა რომ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ შენს არარსებობაში და მაინც ამ დასაწვავი შიშის გამო გებოდიშები,გებოდიშები სიმართლისათვის.ვინ დამინგრევს კედლებს?ვინ დამიბრუნებს დაბნელებულ მზის სხივს და ვინ დამაბრუნებს ედემში საიდანაც სხვისი ცოდვის გამო გამომაძევეს?ღმერთო მე რომ ახლა ამას ვამბობ,თუკი არსებობ გეცოდინება რა შიშის ფასად მიჯდება.გვერდით ბებო მიწევს,ბებო,რომელმაც გამზარდა,ბებო,რომელსაც საკუთარ ჟანგბადს გავუნაწილებ მე კი თავს დავიხრჩობ,იმდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის და იცი რა?ყოველ წამს ვჩერდები და ვამოწმებ ისევ თუ სუნთქავს.ეს გსიამოვნებს ღმერთო? გიამოვნებს ჩემი ტანჯვა?მითხარი,გსიამოვნებს ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყურება?რა შეიძლება იყოს ყველაზე უარესი ამ ისტორიაში?მეოთხე კედელი თავად მე ავუგე საკუთარ თავს.შიში იმდენად ძლიერი იყო,რომ ამ შიშის გადალახვისა და დაძლევის მცდელობაც კი საშინელ შიშს მგვრიდა.ხედავთ?ნამდვილი,ჭეშმარიტი ტავტოლოგია ეს არის,დატკბით უბადრუკო არსებებო,დატკბი ღმერთო,განა შენი შექმნილი არ არის?გადმოხედე შენს ქმნილებებს და პასუხიც შეჰქმენი შენივე შექმნილ კითხვებზე.ჰო,ეს მართალია,მზის სხივი საკუთრივ მე წავართვი საკუთარ თავს,მეოთხე კედელი ჩემით მივაშენე იმ სამს და საკუთარი სისხლიც ბლომად დავახარჯე გასამყარებლად.როდესაც დიდებულმა მწერლებმა დარაზული კარებების გასაღებები მაპოვნინეს,როდესაც კარებს იქეთ ახალ-ახალი კითხვები დამახვედრეს და ასე თუ ისე ამ კითხვებზე პასუხები თავად მოვიგონე,მე ვიგრძენი ვაკუუმი და ვიგრძენი სურვილი,რომ კიდევ ერთხელ დამენახა მზის სხივი,ის სუფთა და სპეტაკი სვეტი,რომელსაც ვერასოდეს ვუსწორებდი თვალს,რომელიც მუდამ მაბრმავებდა თუკი გავუძალიანდებოდი,მაგრამ თავისი სიყვარულით არასოდეს მოუყენებია ზიანი,რადგან არც არასდროს ვყვარებივარ.გვიან იყო,მართალია ციხე შიგნიდან ტყდება,მაგრამ მე ჯერ გაბზარვაც კი ვერ მოვახერხე ხეირიანად.ტბილმწარე სევდა მეღვრებოდა ყოველ ღამით ღაწვებზე,კბილებზე მომდგარი ვერ შეკავებული ქვითინი აღვიძებდა მიძინებულ მოგონებებს და მე ყოველ ღამით ვკვდებოდი და ყოველ დილით ვიბადებოდი,რომ ღამით ხელახლა დამელია სული.მამაჩემი მომიკლეს.იცით,აქ მთავარი ის კი არ არის რომ მამაჩემი მკვდარია,არამედ ის რომ მამაჩემი მოკლეს.მე ხმამაღლა არასდროს არ ვლაპარაკობ მამაჩემზე, მამაჩემი ჩემი ღამის ნაწილია,მამაჩემი ჩემი ცოდვა და სევდაა,რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს.არ ვამბობ რომ ეს შეუძლებელია,უბრალოდ გიცნობთ და ვიცი რომ წიგნის წაკითხვა უბრალოდ სხვისი გრძნობების გასაგებად არ შეგიძლიათ,თუკი რაიმე ხეირს არ მოგცემთ, სხვისი სევდა და სასოწარკვეთილებაში ჩამარხული ძვლები ფეხებზე გკიდიათ.ასეთები ხართ ადამიანები,ეს სიმართლეა.უფლება არ მაქვს რომ გაგება და გაზიარება მოგთხოვოთ,რადგან ამის უფლებას საკუთარი მშობელი დედაც კი არ მიტოვებს.ორიოდ საათის წინ მესაუბრებოდა თუ,როგორ ძლიერ სურს დამაყენოს სწორ გზაზე,როგორ სწყინს რომ მე არ მესმის მისი,როგორ ეშინია ჩემი წაბორძიკებისა და დაცემის და როგორ ვენანები,რამეთუ მან გამაჩინა და გამზარდა იმისთვის,რომ გარდაცვლილი დავასაფლავო,ქელეხი გადავუხადო და სასაფლაოზე ინტენსიურად ვიარო,რათა მისი სული დავიწყებას არ მიეცეს.ის ვერასოდეს გაიგებს,თუ როგორ ძლიერ სურვილს აღუძრავს საკუთარ შვილს,რომ ბასრი სამართებლით გადაიხსნას ვენები,როდესაც ამას უხნის და თან ისეთი სახე აქვს,თითქოს სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდეს.მას არ სურს გაიგოს ის,რაც ნორმალურობის ფარგლებს სცდება, მას არ სურს მხილება,მას არ სურს სიმართლე.ვიცი,ჩაიხრჩობა თავის არსებობაში,ვიცი ჩამყაყდება იმ ჭაობში,იმ სიბინძურეში და ვინ იცის რამდენ ადამიანს ჩაიყოლებს თან,იმ იდეის ბრწყინვალებით რომ მისი მოსაზრება სრული და შეუმცდარი ჭეშმარიტებაა.გული მერევა,გული მერევა ამდენი გრძნობების გადამკიდე,აღარ მინდა,არ ვიცი რა მინდა და არც ის ვიცი რა არ მინდა.რაღაც მაკლია,თითქოს რაღაც ისეთი,რასაც ვერასოდეს ვერ მივიღებ,ის მინდა,რაც არ არსებობს,რაც არც არაოდეს არ იარსებებს,რადგან ისევე,როგორც ილუზიაში ვერ გადასახლდები სტანდარტული ცხოვრებით,ასევე ვერ ამოვა ის ამ მიწაზე,რაც ასე ძალიან მჭირდება.მინდა რომ კედლები დავანგრიო,მინდა რომ სწავლა მივატოვო,მინდა რომ საკუთარი ციხიდან გამოვძვრე და განვთავისუფლდე.არ მჭირდება,გესმით?უბრალოდ არ მჭირდება ყოველივე ეს,სტანდარტული არსებობა და ჟანგბადის გამოანგარიშებული ულუფა. აღარ მინდა ადამიანებში მოჩვენებასავით ფარფატი,აღარ მინდა სიცილი ისე,თითქოს არაფერი მადარდებდეს ქვეყანაზე,აღარ მინდა ცოდვით დამძიმებული სულის ტარება,აღარ მინდა ვიგრძნო საკუთარი თავის მიმართ ზიზღი,აღარ მინდა კიდევ ერთხელ დავნებდე, კიდევ ერთხელ დავინახო უმოქმედობის ცინიკური ღიმილი,აღარ მინდა ბედის დაცინვა,აღარაფერი აღარ მინდა,საერთოდ აღარაფერი,აღარც სიცოცხლე,აღარც ადამიანობა და აღარც ხსნად მონათლული სიკვდილი.ღმერთო რატომ არ მოხვალ და არ გადამარჩენ?რატომ არ მოხვალ და არ მიხსნი ამ ტანჯვისგან?გინდა რომ მეც ისევე ვეწამო, როგორც შენ ეწამე?გინდა რომ შენც ისევე მაწამო როგორც შენ გაწამეს?მაწამე,მაგრამ ასე ხომ შენც მათნაირი იქნები,რაღა განსხვავება იქნება თქვენს შორის ღმერთო?მითხარი, ამიხსენი, მიპასუხე,თორემ მე უკვე აღარაფერი აღარ მესმის,დანებებით არ დავნებდები,უბრალოდ ჩემდაუნებურად ამ ბრძოლას იმდენი ძალა ეწირება,რომ სხვა არაფრისთვის აღარ მრჩება,ხვა ყველაფრის დოზაც ამ ბრძოლას მიაქვს,ჭამს მაგრამ მაინც ვერ ნაყრდება,სკდება,იბერება და მაინც შია.ვერაფერს იტყვი,ადამიანის სრული ასლია...ასეთია იმ ვიღაცის დაბადება,ვინც ჩემს სხეულშია შემოსახლებული,ასეთია მისი არსებობა,ზიზღით,სიყვარულითა და შიშით აღსავსე.ასეთია მისი სევდა და უმოქმედობა,იძულებითი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,სულში შავად დალექილი ცოდვა,ძრახვა და მდუმარება.გესმით ადამიანებო?არ ვიცი მინდა თუ არა რომ გესმოდეთ ჩემი,არ ვიცი ეს კარგი იქნება თქვენთვის თუ ცუდი,თუმცა ის კი ვიცი,რომ თქვენი გაგება არ გაგებით ჩემთვის მაინც არაფერი არ შეიცვლება,თქვენი ცრემლები ვერ დაალბობს წლობით აგურაგურ აშენებულ კედლებს,სიცრუეში გატარებულ წუთებსა და წამებს.თქვენი ცრემლები და სამძიმარი მზის სხივს ვერ მაჩუქებს,შეიძლება მაჩუქოს კიდეც,მაგრამ ეს ხელოვნური და უსიცოცხლო ნათურის სხივი უფრო იქნება ვიდრე მზისა. ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ გაოგნება გამოგეხატებათ სახეზე და გაგიჩნდებათ სტანდარტულ ყოფაში დაბადებული ლოგიკური კითხვა:მაშინ რას ითხოვ ჩვენგან?არაფერს, სრულიად არაფერს არ ვითხოვ თქვენსგან,უბრალოდ მომისმინეთ და მორჩა,ყველანაირი ღრმადფილოსოფიური ფიქრისა და მსჯელობების გარეშე იგრძენით,მიგრძენით მეც და ჩემი სევდაც,რამეთუ,როგორც ჩემი სულიერი მეგობარი იტყოდა:“ედემში ვეღარასოდეს ვეღარ დავბრუნდებით“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent