შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დვალი და დადიანი? არ მჯერა?! (თავი 9)


8-04-2018, 20:42
ავტორი Ana1233
ნანახია 3 616

მეორე დღე გათენდა, გათენდა წვიმიანი დღე. ისეთი წვიმა იყო გეგონებოდათ ცა ჩამოიქცევაო. თითქოს სამყარო რაღაცას გრძნობდა, რაღაცა ისეთს გვაუწყებდა. ელენეს და ალექსანდრეს კი ამ დროს ტკბილად ეძინათ, ერთმანეთზე ჩახუტებულებს. ალექსანდრე გულაღმა იწვა დიდ თეთრ საწოლზე, ელენეს თავი ალექსანდრეს მკერდზე ედო და ორივე მშვიდად ფშვინავდა. წვიმა დიდ ფანჯრებზე ეცემოდა და სიყუდროვეს სასიამოვნოდ არღვევდა. დილით პირველმა ალექსანდრემ გაიღვიძა, წინა საღამო გაახსენდა და ბედნიერმა ჩაიღიმა, ელენეს მხარზე აკოცა ადგა და ქვევით ჩავიდა. დიდი ბუხარი დაანთო და ისევ ელენეს მიუწვა გვერდით. ცოტახანში ელენეს გამოეღვიძა, მაგრამ ნეტავ არ გამოეღვიძა.



ელენემ თვალი რომ გაახილა, გაახსენდა წუხანდელი ღამე და თვალზე ცრემლი მოადგა. გულის სიღრმეში ბედნიერი იყო, რომ უკვე ალექსანდრესი იყო და მას ეკუთვნოდა. მაგრამ ეწყინა რომ ალექსანდრემ თავი ვერ შეიკავა და მთვრალი ელენეს ქცევებს ენდო. ელენე წამოჯდა თავი მუხლებში ჩარგო და მწარედ ატირდა. ყველაფერი ტკიოდა, ალექსანდრემ თვალები გაახილა და ატირეული ელენე რომ დაინახა გულში რაღაც ჩაწყდა.
-ელე, ელე მაპატიე გთხოვ...მაპატიე ჩემო პატარავ-ეხვეოდა ალექსანდრე ელენეს და ცრემლი ალექსანდრესაც ჩამოუგორდა ლოყაზე.
-ალექსანდრე, რაღაცას გკითხავ...-უთხრა ელენემ ალექსანდრეს, საბანი კარგად შემოიხურა, ლამაზ სავსე მკერდზე და ალექსანდრეს ქვევიდან ახედა.
-გისმენ პატარავ.-უთხრა ელენეს და შუბლზე აკოცა.
-თავი დავიცავით?-ეს კითხვა ალექსანდრესთვის მეხის გავარდნასავით იყო. ლოგინიდან წამოფრინდა და საცვლების ამარა დადგა ელენეს წინაშე, განრისხებული სახით.
-არასდროს, გესმის არასდროს თქვა ესეთი რამ მეორედ, შენთან არასდროს...არასდროს გავიკეთებ დამცავს. შენგან მეყოლება შვილები, შენგან და სხვა არავისგან. შენ უნდა იყო ჩემი შვილების დედა შენ, მხოლოდ შენ.-ღრიალებდა ალექსანდრე ბოლო ხმაზე, შემდეგ კი წავიდა და კინაღამ კარიც ჩამოიღო ისე მიიხურა. ელენე კი გაკვირვებული იყურებოდა, უნდოდა და საშინლად ესიამოვნა როდესაც გაიგო რომ ალექსანდრე თავს მასთან არასდროს დაიცავდა... დღეს შაბათი იყო ამიტომ არსად წასასვლელი არ ჰქონდა სახლში იყო, მდივანზე იწვა და ალექსანდრეს მოსვლას ელოდა. ორის ნახევარი იყო როდესაც ალექსანდრემ კარები შემოაღო, მთვრალმა, საერთოდ ვერ აზროვნებდა. ელენე უცებ ადგა და ალექსანდრესთან მივიდა.
-ალექს წამო დაწექი შენს ოთახში.-ალექსანდრემ ერთი შეხედა ცინიკურად ჩაიცინა და ცივად მოიშორა.
-ვაა, ცოლო ნერვიულობდი?!-ისევ ირონიულად ჰკითხა ალექსანდრემ
-ასე რატომ იქცევი?!-სევდიანად ჰკითხა ელენემ და აწყლიანებული თვალებით გახედა.
-თაკოსთან ვიყავი, დავლიეთ, ვიცეკვეთ და რაც მთავარია ვისიამოვნეთ...-ამ დროს კი ელენეს გული დაიწვა, თითქოს დაიფერფლა.
-თაკოს კი არ უთხოვია თავი დავიცვათო, არა მასთანაც არ გამიკეთებია პრე*********-ამის თქმა და ელენემ კიბეები ტირილით აირბინა, თავის ოთახში შევიდა და იქ უფრო მეტად ატირდა. ალექსანდრე კი ისევ ცინიკურად უყურებდა ელენეს, მაგრამ გულის სიღრმეში თავს ილანძღავდა და მასაც ისევე სტკიოდა როგორც ელენეს, ცოტახანი ასე იდგა, შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა.

******************

ელენემ დილით ადრე გაიღვიძა, თვალები დასიებული ჰქონდა, პატარა ჩანთაში ჩაყარა ნივთები და გადაწყვიტა ცოტახნით ბაკურიანში წასულიყო. ალექსანდრეზე არაფერი უთქვამს ადგა და წავიდა....

ალექსანდრემაც გაიღვიძა, გუშინდელი ღამე გაახსენდა, შემდეგ კი გუშინდელი დილა და საშინლად გაბრაზდა. ქვემოთ ჩავიდა, იმის იმედით რომ ელენეს კიდევ ნახავდა და "მოშხამავდა" მაგრამ იქ არ დახვდა. გაუკვირდა ელენე სულ მასზე ადრე იღვიძებდა, ცოტახანი ელოდა, შემდეგ კი ელენეს ოთახში შევიდა. იქაც არავინ დახვდა, ცივმა ოფლმა დაასხა, მთელი სახლი მოიარა და ბოლო ხმაზე ყვიროდა ელენეს სახელს, თავისი თავი ეზიზღებოდა, შემდეგ ის გაახსენდა თუ რატომ დააქორწინეს ამაზე კიდევ უფრო დაიძაბა, შემდეგ ის თუ როგორ აწყენინა თავის პატარას და ამაზე სულ გადაირია...

ხუთი დღე ეძებდა ალექსანდრე თავის პატარას მეგრამ ვერსად იპოვა, არავინ იცოდა სად იყო, ნიკაც გაგიჟებული ეძებდა ელენეს... ალექსანდრე სახლში მოსვლილას, იქვე ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. უცებ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, ალექსანდრეც უცებ წამოდგა ეგონა ელენე იყო, მაგრამ მის წინ თაკო იდგა, როგორ სძულდა ალექსანდრეს თაკო...
-გეყოფა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-კარგი, კარგი მოკლედ ორსულად ვარ და ცოლად უნდა მომიყვანო.-ალექსანდრე ადგილზე გაშეშდა.
-რაა? გოგო სულელი ხომ არ გგონივარ?! პრ********** მეკეთა და მეუბნები რომ ორსულად ხარ?!
-მერე რა 100%-იანი დაცვა კი არ არის ეგ. მოკლედ ბაკურიანში წამიყვანე მინდა რომ სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ მეც და ბავშვმაც!

ამ დროს რა ხდებოდა ელენესთან? ელენე სააბაზანოში ჩკეცილიყო, ხელში ორულობის ტესტი ეჭირა და ტიროდა, თან ხელით მუცელს ეფერებოდა...



№1  offline წევრი blondeangel631

მალე დადე შემდეგი და ეს თაკო მოაშორე დააცადს ბედნიერება ამ უსაყვარლეს წყვილს შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი marikuna18

ვაიმე შოკი პიკი პანიკა ♡♡ ეს რა იყოოო სასწაული ♡♡ აუ გაარდე თავები რა გთხოვ

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაგარი გოგოხარ

 


№4  offline წევრი Ana1233

სტუმარი მარიამი
მაგარი გოგოხარ

შენი კომენტარი დამაკლდა წინა თავზე disappointed heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ანუკი ^^

აუ ძაააან მაგარიააა აიი ძააან გთხოვვ ხვალ დადეეე რააა აი ძააან მაგარიაააა თაკო უეჭველი იტყუებაა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან მაგარია თაკო მოაშორე რაა გთხოოვვ

 


№7 სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგია.. საოცრად წერ, ისყორიაც საინტერესოა, მაგრამ პატარა თავებს დებ :/ იქნებ ცოტა გაზარდო <3 სუპერ გოგო ხარ <3

 


№8 სტუმარი სტუმარი bubu

saertod ar momwons aleqsandre, takoze mets arc imsaxurebs

 


№9  offline მოდერი Mathew

I tavis moloinshi varr )) magari iko,imedia male dadeb ❤ momwons,ROM bevri lodini ar miwevs )) kargi xarr ❤

 


№10 სტუმარი ანუკა ♡

როდის დადებ ?

 


№11 სტუმარი მია

მალე დადე რა თაკო შემზიზღდა უკვე

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

სადხარ ამდეხანს?

 


№13  offline წევრი Ana1233

სტუმარი მარიამი
სადხარ ამდეხანს?

მია
მალე დადე რა თაკო შემზიზღდა უკვე

ანუკა ♡
როდის დადებ ?

დღეს საღამოსკენ დავდებ heart_eyes

 


№14 სტუმარი ანუკა ♡

Ana1233
სტუმარი მარიამი
სადხარ ამდეხანს?

მია
მალე დადე რა თაკო შემზიზღდა უკვე

ანუკა ♡
როდის დადებ ?

დღეს საღამოსკენ დავდებ heart_eyes

კარგია ველოდები იცოდე დღეს ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent