შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათო გვარამია - ნაცნობი კაცის წერილები (ნაწილი II)


10-01-2019, 18:05
ნანახია 1 063

,ვიცი რომ დამეკარგები და არმინდა ასე მოხდეს,არაფერი მაქვს დასამალი და მითუმეტეს შენთან, ახლა აღსარებას ვწერ და სულის ზიარებას შენგან მოველი, ეს არც პლატონურად ჟღერს და არც ტოტემურად,ეს არის ის რისი თქმაც შენთან და შენი თვალების წინ ვერ მოვახერხე, კიდევ ერთხელ გიმეორებ ეს შიშია და სხვა არაფერი შიში დაკარგვისა და არამარტო დაკარგვის, სიცარიელის რომელიც შენ კარგად მოგეხსენება რომ, ვერასოდეს ვერაფერი ამოავსებს და დარჩება სამარადისოდ ცივი და ამოუვსები,ისეთივე საშინელი როგორც ფსიქიატრიული კლინიკა, იმასაც ვერ ვახერხებ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოხატულება შენს მიმართ, ეს ხომ წარმოუდგენელია, ამ ყველაფრის ახსნა კი გაცილებით წარმოუდგენელი, მგარამ, მჯერა როცა საკუთარ თავთან დარჩები შენ კარგად შეგიძლია, ეს ყველაფერი უკეთესად და გასაგებად აუხსნა საკუთარ თავს, დიდიხანია ამ ყველაფერზე ვფიქრობ და ვიცი საით მიმიყვანს ეს გზა, კარგი ან ცუდი შედეგის შემთხვევაში, ვიცი რომ ყველა ბილიკი მყარი იქნება მაგრამ გააჩნია ეს ბილიკები საით მიდიან, მოგეხსენება გუშინ როგორც გითხარი არ ვაპირებ არსად გადახვევას და თუ შენ შეამჩნიე რომ მე სადმე ვუხვევდი ეს ილუზია იყო და სხვა არაფერი, არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი იმაში თუ რამდენად სწორი ვიყავი საკუთარ თავთან, არცერთხელ არ მიფიქრია იმაზე თუ რამდენა მართალი იყავი შენ და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვწერ, ამყველაფერს და ამდენს რომ ყველაფერი ჩავატიო და აგიხსნა ან ვცადო მაინც ახსნა იმის რომ, მთლად უღმერთო კაცი არავარ და ეს ყველაფერი სიყალბე არ არის, ვცდილობ ჩემს სიწმინდეში და ჩემს რწმენაში ჩაგახედო და დღესაც არვიცი ეს შენ გაინტერესებს თუ არა, შეიძლება ეს სრული აბსურდია შენთვის, შეიძლება არც კი წაიკითხო მაგრამ მე მაინც ვცადე, ცდას ხომ არაფერი არ უდგას წინ, არასოდეს გქონდეს ეჭვი იმისა რომ ჩემს უკან რაღაც ან ვიღაც იმალება, არასოდეს შეგეპაროს ეჭვი იმაში რომ ღმერთს ვხედავ, აქამდე იმიტომ არ გეუბნებოდი ამასთან დაკავშირებით რაღაცებს რომ არ შემეძლო ისევ იმდენად დიდ ტკივილს შევგუებოდი როგორებსაც რამოდენიმე წლის წინ.
ვფიქრობ ეს წერილები შენში იმდენად დიდ ზიზღს გამოიწვევს ჩემს მიმართ რომ, ალბათ მთლი ცხოვრება ვეღარ მაპატიებ ამ ყველაფერს,მაგრამ, მე ეს დიდად არ მაინტერესებს შენ რას მაპატიებ და რას არა, მთავარი ის არის რომ შენ ეს უნდა იცოდე და გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება, უღრუბლო ცასაც დავინახავთ, სავსე მთვარესაც, ვარსკვლავებსაც და ამოფრქვეულ ვულკანსაც, გაცილებით უფრო მსუბუქი და საყვარელი მოგვეჩვენება ეს დაწყევლილი დედამიწა.
ხომ გეუბნებოდი ვიოცნებოთ მეთქი, ხომ გეუბნებოდი შეეშვი ამ წყეულ რეალობას, რომელსაც არმოაქვს სიკეთემეთქი, რატომ არ გამიგონე? რატომ არ დამიჯერე? ახლა ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩვენს თავზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავებში ვიბანავებდით მაგრამ, რადგინდა არ დამიჯერე და აიტეხე ეს წყეული რეალობა, ახლა კი იქ ვართ სადაც რეალობას მივყავართ და ოთახის კუთხეებში ვზივართ და ვიგონებთ ჩვენს საუკეთესო მომენტებს და ცრემლებთან ერთად ვაცილებთ ყველა მოგონებას, ეს ყველაფერი სისულელეა ამ წყეულ სამყაროში, წმინდა სიყვარული ვერ გაიხარებს და ეს შენ არ გესმოდა, არ დამიჯერე და ახლა ორივე კარგად ვხვდებით ამ ყველაფერს, წახვედი ჩემგან და წაიღე ყველა ოცნება, ახლა კი როდესაც ზეცაში ვიყურები ვარსკვლავები აღარ ვარდებიან, მათ მხოლოდ ყურები უწითლდებათ და განიცდიან ამ ყველაფერს მაგრამ, არაფრით არ ვარდებიან, არანაირი მუქარა და არანაირი ყვირილი არ ჭრის მათზე, ისინი მაინც შენსკენ მოდიან და იკეტებიან შენში.



eremar
ადამიანს არავინ შეიზიზღებს სიმართლი თქმის გამო, პირიქით, ტყუილი უფრო გამოიწვევს ზიზღის გრძნობას. რეალოას კი ვერავინ ავცდებით. ქრისტიანის საქმე არაა ოცნება, დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს და არა ილუზიებში. ოცნება კარგია წამიერი, მაგრამ მთელი ცხოვრება კი არ უნდა გაატანო თან. მაპატიე ჩემი გულწრფელობა. არვიცი შენ რას ფიქრობ და საითკენ მიდიხარ, მაგრამ მეტად რაციონალურად თუ შეხედავ ცხოვრებას, უკეთ გამოგივა ყველაფერი, მე ასე ვფიქრობ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

და ახლა როცა ჩემი შვილი ოთახის კარებს,
ძლივსღა აღებსდა სასაუბრდ ჩემსკენ მოიწევს,
მეუბნება რომ სიგიჟემდე შეძულდა გოგო ,
რომელიც მის მერხის უკან ან გვერდით მისგან
უზის და ისე სიძულვილით ლამაზად უმზერს,
რომ ვეღარ უძლებს სიძულვილით სავსე მის თვალებს,
და ყურადღება ეფანტება ყველა კუთხეში,
მასწავლებელი სიყვარულით აღებს დიდ კარებს,
და მიაბრძანებს გარეთ, შორს გარეთ...
იქ სადაც სიყვარულით უყურებს ყველა,
მე ვეუბნები რადროს შენი სიძულვილია,
თუ შეგძულდება იცოდე რომ გულს არვინ გატკენს,
და ასე გულის არტკივილით დაიტანჯები,
შენ ახლა იმდენად პატარახარ ალბათ ვერც ამჩნევ,
ნამდვილად სძულხარ თუ გატყუებს ის შენი გოგო,
კარგად დაფიქრდი...
დღემდე არმჯერა ერთი ნახვით სიძულვილისა,
ერთი ნახვით ან დანახვით ან შეხებით თითქოს,
ვერანაირად ვერ შევიძულებ ვერავის მენდეთ,
კაიდა უკვე შეძულებული ვინმესი იყოს,
კაიდა უცებ შემიყვარდეს ცოდვას ჩავიდენ,
და მერე ღმერთიც შემიყვარებს სამარადისოდ,
და მერე სხვასაც შეიძლება რომ შევუყვარდე ,
და მერე ღმერთი სამოთხის ავიაბილეთს მაჩუქებს
მენდეთ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent