შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათო გვარამია - ჩემო კარგო ქვეყანავ...?!


18-01-2019, 14:23
ნანახია 1 106

ჩემო კარგო ქვეყანავ...?!

რა კარგია თვალებდახუჭულმა რომ უყურო ამ სამყაროს, რა კარგია როცა არაფერია ამ საშინელი სამყაროდან შენთან, ერთხელ ვცადე თვალების გახელა, გავახილე კიდეც და ვხვდებოდი როგორ მისისხლიანდებოდა ნელ-ნელა თვალის გუგები, როგორ ძლიერდებოდა გულისრევის შეგრძნება და ბრახხ... იცოცხლე, მაინც ამერია გული, ვეღარ გავუძელი ამ საზიზღარი სამყაროსთვილს თვალებში ჩამეხედა, რა ამაზრზენად იყო მორთული და როგორ ამასხარავებდნენ, როგორ დასცინოდნენ და როგორ ტკენდნენ მას ადამიანები, ქვაც დადო მადლიც დაადო ზემოდან, მაგრამ, სად არის ის მადლი ახლა, სად დახვდა ერთი მითხარი ამ ჩვენს გაჭირვებულ პლანეტას, პლანეტა იქეთ იყოს და ამ ჩემს ქვეყანას რაღაჭირს გამაგებინებთ კაცო ? სად გაქრა ის საქართველო ბავშობაში რომ მიყვებოდნენ, თუ ისიც ცხრათავიანი დევის და ასფურცელას მაგვარი ზღაპრები იყო რომლითაც ბავშობა გადაგვატანინეს, იქამდე გვეჯერა სანამ ჩვენით არ მივხვდით, სად იყო დამარხული ძაღლის თავი და დღეს უკვე ძაღლის თავი კიარა თავად ძაღლიც არვიცი სად წავიდა, ყოვლდღე იმედებს ვკარგავ გზადაგზა, ხო ზუსტად ასე როცა ქუჩას მივუყვები გზადაგზა ვკარგავ იმედებს, ზოგი გულის ჯიბიდან მივარდება, ზოგიც ს ჯიბიდან, გულის ჯიბიდან დაკარგულებზე უფრო ვღელავ რადგან მათი არამარტო იმედი არამედ რწმენაც მქონდა, თორე ს ჯიბიდან ამოვარდნილ იმედებზე არც ისე ვნაღვლობ, მაგალითად ს ჯიბიდან ამომივარდა საქართველოს გაერთიანების იმედი ხოლო ჭეშმარიტი სიყვარულის იმედი გულის ჯიბიდან, ს ჯიბიდან ამომივარდა მომავალი ოთხიწელი უკეთეი იქნებას იმედი ხოლო ღმერთის მედი გულის ჯიბიდან და ასე შემდეგ...
მოკლედ 21 საუკუნის შემდეგ შევიცვალეთ, არ შევიცვლებოდით და სხვისი აჯობებდა, შევიცვალეთ და ხასიათიც შეგვეცვალა აგერ უკვე 28 წელია უკვე გვეშინია, გვეშინია რადგან 28 წლის უკან ძალიან ხმამაღლა ვიყვირეთ თავისუფლება და მეზობლებმა გვიყვირეს გვეძინებაო და ნუ ყვირიხართო, მის მერე ხმა არ ამოგვიღია იმიტომ რომ მეზობელს ძინავს, თანაც ჩვენს ჩრთილოეთით ცხოვრობს და მთვარეულია, ძილში იქეთ-აქეთ დადის და ნელ-ნელა ფართოვდება, ჩვენ კიარ გვეშინია კაცო უბრალოდ მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლებაო ასე გვასწავლეს და მმაგიტომაც არ ვაღვიძებთ, სამხრეთში ღვიძავთ, ღვიძავთ კიარადა ფხიზლათაც არიან, თან ჩვენს ბოსტანში თესავენ ყველაფერს აქ მოყავთ, მერე ჩვენ გვეუბნებიან 2 ლარად აიღე თუ გინდაო და ჩვენც იაფად ვყიდულობთ და ვართ, სამხრეთელ მეზობელს არ უყვარს დალევა, ნუ ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით არავის არ უნახავ ეგ ნასვამი ან მთვრალი, ისე კი ამბობენ ჩუმად სვავმსო ისე რო არავინ დაინახოსო, ვერვხვდები მე ეგეთ დალევას რა „მუღამი“ აქვს, აქეთ კიდე სამხრეთ აღმოსავლეთელ მეზობელსაც ღვიძავს,ისიც ფხიზლადაა, ნუ ისე თუ ასე ახლოსაა ეგეც ჩვენთან, თან ისეთი რაღაცები აქვს რაც არ იჭმევა მგრამ, შეუძლია იმ რაღაცებით ბევრი საჭმეილის ყიდვა და იცოცხლე კი დადიან ჩაპუტკუნებულები, შავი ულვაშებუ უმშვენებთ ღიმილს და კი აქვთ გასაღიმებლად საქმე, რა ენაღვლებათ და ჩვენი ბოლო მეზობელი რომელიც მუდმივ კომაში იმყოფება 1991 წლიდან დღესაც გათიშულია, ერთადერთი მეზობელი ვართ რომელიც ვეხმარებით, თორე დანარჩენებმა ჭიშკრებიც კი ჩაუკეტეს და არიან ერთ ამბავში, ჩვენ ხან ბორშს მივუკითხავთ ხან სუპს და ხან უხას, უბრალოდ სხვა საჭმელები კი არსებობს მაგრამ ის სხვას არ ჭამს და ჩვენც მხოლოდ მისთვის ვაკეთებთ ამას და შემდეგ გადაგვაქ.
ახლა რაც შეეხება ჩვენ, ჩვენ რა გვენაღლება, უკვე, მხართეძოზე ვართ წამოწოლილები, ყველაფერი კარგადაა, წინ მივდივართ, აგერ უკვე ევროპაც რაღაცებს გვპირდება, ლარიც დასტაბილურდება მომავალ ათწელიწადში, ნატოც გაგვიღებს კარებს და ხალხი ბედნიერად და ლაღად იცხოვრება, ნუ ყველა შემთხვევაში გვპირდებიან, ჩვენ კი ისეთი ერი ვართ, არც მთავრობებს და არც არავინ სხვას იმედებს არ ვუცრუებთ, იმედებს ჩვენ აქეთ გვიცრუებენ, მაგრამ ჩვენ ბოლოს მაინც გავბრწყინდებით და მოემზადეთ, სავარკის მასკა დაიფარეთ და ისე იარეთ ქუჩებში, რაიცი, სიფრთხილეს თავი არსტკივა, კაიდა მაშინ გაბრწყინდა როცა, ერთ ითვე თავს რო აკლავდი სამუშაოს, რომ, თვის ბოლოს საჭმელი მიგეტანა სახლში და აი სწორედ მაშინ როცა საჭმელი მიგაქვს სახლში კაიდა მაშინ გაბრწყინდეს, სად მიდიხარ მერე? მაგ შენს თვალებს ხო ნაცარტუტად აქცევს საქართველოს ბრწყინვალება, მაგ თვალებში ჩაგადნება ყველაფერი, მისი ბრწყინვალება ბოლოს მოუღებს ყველაფერს, ასე რომ ჩემი რჩევა გაითვაისწინე.
ჩვენთან ადამიანები ტყუილ უბრალოდ არ კვდებიან, ზოგი არასწორად დამონტაჟებუ გაზს ეწირება, ზოგი შახტას, ზოგი არასწორ მშენებლობას და ზოგსაც საერთოდაც სხვა გადაუწყვეტს როდის მოკვდება და ამყველაფერზე არავინ არ ითხოვს პასუხს , თუ რატო ხდება ეს ყველაფერი, იმიტო არ ვითხოვთ რომ კარგები ვართ და არ ვაწუხებთ ჩვენი პრობლემებით სხვებს, იმიტო არვითხოვთ რომ უკვე 28 წელია გვეშინია და ზემოთ როგორც ავღნიშნე 28 წლის უკან გვიყვირესთქო, მის მერე ჩაფსმული გვაქ, იმიტო არ ვითხოვთ რომ თავის დრო აქვს ყველაფერს და გვგონია ჩვენი დროც რომ მოვა, მაგრამ ისე აგიდგა გვერდები შენ, ჩვენი დრო რომ მოვა, ზოგის თვალებში რო ჩავიხედავ სურვილი მიჩნდება, ჩავუძვრე ე მაგ თვალებში და იქ დავრჩე, ზოგის თვალები იმდენად სუფთა და სპეტაკია, მხოლოდ ტკივილს რომ წაიკითხავ თვალებში, ის არ შეიძლება ბინძური იყოს, არ შეიძლება მასში რაიმე არასპეტაკის იპოვო, ერთადერთია რაც დაგვრჩენია, თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და გამოწვდილი ხელი ჩვენ ხელებთან დავაზომოთ, წავიდა მგონი ის დრო როცა, არავის ხელი არ გვჭირდებოდა, წავიდა მგონი 37 მანეთობია. წავიდა 2 კაპეიკობიე და ყველაფერი წავიდა, დავრჩით მარტო ამ გაშლილ მინდორში სადაც არავიცი საით უნდა წავიდეთ, ყველა მხარეს ხელებია გაშლილი, რომ, აქეთ უნდა წავიდეთ, არვიცით რავქნათ და პატარა ბავშვივით კუთხეში აყუდებულები, ჩუმად ვტირივართ,საშველ სახიდებელი არ დაგვადგა, ერთი დიდი ცხვრის ფარავართ, საითაც გაგვრეკავენ იქეთ მივდივართ, საითაც პურს დაგვანახებენ და საითაც გვეტყვიან აქ მოგეწონებათო, ჩვენ არვიცით მოგვეწონება თუ არა მაგრამ მაინც წავალთ იმიტომ რომ, ასე გვითხრეს, ჩვენი ქვეყნის სახელიც მალე დაგვავიწყდება და მერე ამნეზიით შეპყრობილები ხან გურჯისტანს დავუძახებთ, ხან ჯორჯიას და ხანაც გრუზიას, მერე რა ამით ხომ არაფერი დაშავდებაო ვიტყვით და გავივლით, გავივლით ან სამხრეთით ან აღმოსავლეთით ანდაც სადმე და დავტოვებთ, ამ ჩვენს მიწაწყალს ხავსმოკიდებულად, ამობრუნებულ საფლავებად და დაობებულ კერებად, ასე გავბრწყინდებით ჩემო ბატონო...?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent