შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი ზულეიხან! გაიქეცი!


26-01-2023, 02:59
ავტორი ბელზებული
ნანახია 869

როცა მზემ გაახურა კარავი, ზულეიხანამ, მოულოდნელად წამოიყვირა, ვიწვიო. თავი ისევ ირანში მგონია, ამის ო და ზერმიდესაც გაეღვიძა.
გარეთ ბიბი კინგი უკრავდა, თავის გიტარას საერთოდ აღარ ხმარობდა და სახე ცისკენ ქონდა მიმართული, თითქოს ბაპტისტივით გალობდა. ისე იყო გამოწყობილი, თავისი ლურჯი პიჯაკითა და ჰალსტუხით ამდენ ჰიპსტერში და ბიტნიკში, რომ ნამდვილად მქადაგებელი ეგონებოდა კაცს.
დილის თერთმეტი სააათის სიო ქროდა, მზე ყველას ეფერებოდა და სამოცდაათიანები ყველა თავისუფალ ადამიანს გულში იკრავდა.
ამ სამყაროთი ინსპირირებული ზულეიხანა, ტყის პირას წავიდა, ფეხები ნაკადულში ჩატია და გამოფხიზლებას მიეცა, მანამ კი, სანამ გონებაში ყველაფერი დაულაგდებოდა, მასთან მისვლა ერთმა სოკომ გადაწყვიტა ლექსით:
როცა მზე სახეზე მეფერება,
ჩემო ირანელო მეგობარო,
სიგარეტს სახლში ვტოვებ.
გამარჯობაო, ზულეიხანამ
როცა ყვავილების ლაპარაკი მესმის,
შევდივარ გუმბათის ქვეშ,
ველაპარაკები ტარაკნებს,
ვასმენინებ მუსიკებს.

- შენ იცი ჩემო ირანელო მეგობარო, როლინგ სთოუნი?!

ვიციო...
არ იციო...

ჩემი მკვდარი ტარაკნები აღარ არიან..

როლინგ სთოუნი, ეს ხომ უბრალოდ ჯგუფი არაა, ეს გზაა, რომლის ბოლოშიც, აუცილებლად მზე ჩადის... შენ კი სიჩქარე არ უნდა დააგდო, ისე მაგრად უნდა გადახსნა აქსელერატორი, რომ მზემ ჩასვლა ვერ მოასწროს...
მიყვარს ათი წუთით გუმბათის ქვეშ ყოფნა,
ბალახის სუნი და მზის სითბო.
- ბოდიში ჩემო სამოცდაათიანების მეგობარო, ირანიდან ვარ, აქაური ენა კარგად არ მესმის... არც ის ვიცი რას ლაპარაკობს როლინგ სთოუნი, უბრალოდ მომწონს, ესაა და ეს.
მიყვარს ათი წუთით გუმბათის ქვეშ ყოფნა,
ბალახის სუნი და მზის სითბო.

- მეც მაგას ვამბობ, ენა აქ რა მოსატანია... ენით შეგიძლია გამოხატო, რომ ჭამე, მოტყანი, ან მოჯვი... მაგრამ როლინგ სთოუნი, ეს მდგომარეობაა, სადაც მზეს მისდევ და არ გცალია არც საჭმელად, არც მოსაჯმელად და არც სატყნაუროდ.

ის ჩემგან ყველაზე შორსაა, მაგრამ
მაინც მათბობს.
- გზად უამრავი რამ გხვდება, რაც ხელს გიშლის, მაგრამ შენ მაინც სიკვდილ მიახლოებული ძრავივით მუშაობ, სწორად ამიტომ, ყველაზე ცოცხალი რამე ხარ ამ სამყაროში. შეიძლება საბურავი გაგიფუჭდეს, ან, საერთოდ, ძრავი მოგიკვდეს, მაგრამ გზას ფეხით განაგრძობ - ასეთი რამ არის როლინგ სთოუნი

როცა ის სხვას იპოვის,
ანტარქტიდაზე წავალ
და სიმშვიდეს ვიპოვნი.

- რა აზრი აქვს ისეთი კაცის ცხოვრებას, რომელიც თავს ახალშობილად გრძნობს?! შეხედე იმ ბუტისტ სტუმრებს, სახე აქვთ დაკარგული, სულ მთლად განადგურდნენ საკუთარ თავში ყურებით. ეს დაუსრულებელი იოგაც რა ტყუილად დროის კარგვაა... ამას მირჩევნია ქუჩაში გავიდე და ნებისმიერ შემხვედრს თავში დავაჭედო.. ასე უფრო ვიგრძნობ რომ ცოცხალი ვარ, რომ რაღაცის გაკეთება შემიძლია... შემიძლია სიცოცხლე მოვსპო, ან ის შევქმნა, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ... თუ იოგაზე ვივარჯიშებ, მაშინ რა იქნება ჩემი სიცოცხლის ნიშანი?! როლინგ სთოუნიც ასეა, როცა მუსიკა იწყება, მის ხანგრძლივობაში უნდა შეძვრე და მოასწრო მოსასწრები.
უილიამ უილსონია სადღაც აქ, რჩეულებს დასდევს თურმე, ჟურნალში წავიკითხე იმ დღეს. ზუსტად ისეთი სიჩქარით მოგდევს, როგორადაც შენ გაურბიხარ მაგას. მაგრამ სხვაობა ისაა, რომ როცა ჩერდები, ის არ ჩერდება, მას არ აქვს ფეხები, რომ მუხლები გადაუტყდეს, ან არ აქვს ფილტვები, რომ ზედმეტი ჰაერი შეისუნთქოს და ისინი გასკდეს. ხო გეუბნები, მაგარი გადარეული ვიღაცაა. თუ სადმე ჩამოჯდები დასასვენებლად, მოდის და ვენებს გიხსნის, იმიტო რომ პოლიციასთან ყველაფერი ისე ჩააწყოს, ვითომ თავი მოიკალი.. ამიტომ, სუ მოძრაობაში უნდა იყო რომ ეგ გადარეული არ დაგეწიოს და არ მოგკლას... სულ გადარბენაზე უნდა იყო, 15 წუთზე მეტი, არსად არ უნდა ჩამოჯდე. ძნელია, მაგრამ უილიამ უილსონი რო დაგეწევა, მერე ნახე შენ სიძნელეების გავლა... ამგვარად, ჩვენი, რჩეულების ლოგინი კუბოა, ან კრემატორიუმი, ძილი კიდევ, სიკვდილი გამოდის... ასეთია როლინგ სთოუნი... სანამ მუსიკა დამთავრდება, მზისკენ უნდა იარო.
ზულეიხანამ კარგად შეათვალიერა ეს ცისფერთვალება, ხუჭუჭთმიანი სოკო და ბოლოს ასეთნაირი კითხვა მისცა:
- და რა მელოდება მზის გზაზე?!
- სამი დის ხეობა, სამი კანიონი. უდაბნოში დაკარგული ზაფხულის წვიმას დაელოდები. ირანის ტკივილი იქაც კი გამოგყვება. ყველა ქალაქს აუარე და მეფის გზატკეცილით იარე. როცა გველი შემოგხვდება, ის მიგიყვანს პატარა ტბასთან.
როცა ზულეიხა ზერმიდესკენ გზას გაუდგა, სოკომ სუფთა ამერიკული აქცენტით შესძახა:
- LAND HO!!! გაცურე ყველაზე დიდ ზღვაში და შენაირი ხალხი იპოვე.
თრობაში მყოფ ხალხს ძლივს აუარა გვერდი და კარავთან მისულმა, ყველა ნივთი რაც სჭირდებოდა, 30 წუთში შემოდო მოტოციკლეტზე, რომელსაც ერქვა კავასაკი, ზედმეტსახელად ეძახდნენ ვულკანს და ქონდა ყველა ცხენის ძალა, რომელ ცხენსაც კი უარსებია დედამიწის ზურგზე. ზერმიდეც მოიკიდა უკანა სკამზე და 169 გზატკეცილით გავარდნენ სამი დის ხეობისკენ. დიდი ხანი ესმოდათ ბიბიკინგის ხმაური, მაგრამ მალევე მოტოციკლეტის ხმაურმა ყველაფერი გადაფარა.
- შეხედე ზერმიდე! დამპალ ირანში რაიმე მსგავსი მაინც გიგრძვნია?! ეს ქარი, რომელიც სახეში შემაწუხებლად გხვდება, თავისუფლებაა. ის არც ცივია და არც ცხელი, იმიტომ, რომ სამოთხეში არც ცივა და არც ცხელა.
ზულეიხანა ნამდვილი მხედარივით იჯდა მოტოციკლზე, ნამდვილი ამერიკელივით, თან პოეტურად შეიგრძნობდა გარემოს, როგორც უძველესი სპარსეთის მკვიდრს სჩვევია. ისეთი ენერგია დაყვებოდათ, გარშემო უდაბნოს ყვავილები ჭკნებოდნენ, იმიტომ კი არა რომ სიკვდილი იყო ან ზულეიხანი ან ზერმიდე, უბრალოდ ორივე მზესავით წვავდა.
გადამფრენი არწივები ზულეიხანაში ინდიელების ატმოსფეროს აღვიძებდა.
My wild love went ridin'
She rode all the day
She wrote to the devil
And asked him to pay
The devil was wiser
It's time to repent
He asked her to give back
The money she spent

My wild love went ridin'
She rode to the sea
She gathered together
Some shells for her head
She rode and she rode on
She rode for a while
Then stopped for an evenin'
And lay her head down

She rode on to Christmas
She rode to the farm
She rode to Japan
And we entered a town
By this time the river
Had changed one degree
She asked for the people
To let her go free

My wild love is crazy
She screams like a bird
She moans like a cat
When she wants to be heard
My wild love went ridin'
She rode for an hour
She rode and she rested
And then she rode on
Ride, c'mon



ათ საათიანი მოგზარობის შემდეგ, უკაცრიელ უდაბნოში შევიდნენ და ჩამობნელდა. ერთი ორჯერ ლამის კაკტუსებს შეეჯახნენ, ამიტომაც ზერმიდემ აიჩემა, რომ უნდა გაჩერებულიყვნენ, ზულეიხას კი გულში შიში გაკრა, ვაითუ უილიამ უილსონმა დაგვხოცოსო?! მაგრამ მაინც გაჩერდნენ. კარავი გაშალეს და როცა ჭამას მორჩნენ, ირმის ნახტომს ყურება დაუწყეს. ზერმიდეს ცაზე არაფერი ესმოდა, ზულეიხანასავით, მაგრამ თითქოს ცხოვრების მთავარ გაცხადებულ საიდუმლოებას შეჰყურებდნენ.
შემდეგ ზულეიხანამ ჯეკ კერუაკის მუსიკა ააწყო თავისი მტვრიანი გიტარით და ძალიან ხმადაბლა, შიგადაშიგ, მუსიკას ტექსტსაც აყოლებდა... თუმცა ირანული აქცენტით, იქამდე, სანამ ზერმიდემ არ კითხა, სად არიან უცხოპლანეტელებიო. რატომ არ მოდიანო. ზულეიხანამ კი, არც კი დააყოვნა, ჭიანჭველამ რამდენიც არ უნდა იფიქროს, აზრი არ აქვსო.
- ისიც ხომ შეიძლება, რომ ისინი არარსებობდნენ, არა?!
აზრი არ აქვსო, ზულეიხანამ.
- ბევრი მიზეზი არსებობს რატომაც შეიძლება ისინი ან არარსებობდნენ, ან არ გვსტუმრობდნენ... - ზერმიდეს ძალიან უნდოდა ზულეიხანაში ფილოსოფოსი გაეღვიძებინა, მას ხომ სწორად ამ მიზეზით შეუყვარდა ის. - მაგალითად... თვითონ ეს იდეაც ჩვენი ილუზია იყოს. ილუზია, რომელიც უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის ჩვენ ცხოვრებას. ასეთი ილუზიებით სავსე გვაქვს თავი. მარა აღიარე, უცხო პლანეტელების იდეა ხო მაგარია.

- მე მჯერა, რო ღმერთების, ეშმაკების და ადამიანების გარდა კიდევ არსებობენ ვიღაცეები, ოღონდ ამის შესახებ, არანაირი წარმოდგენა არც ღმერთებს აქვთ, არც ადამიანებს და არც ეშმაკებს. შეიძლება ისინი ახლა ჩვენს გვერდზე ზიან, ან დაფრინავენ, ან საერთოდ ეს ორი ცნება არც არსებობს მათ ლექსიკონში, ან და თვითონ ლექსიკონიც არ აქვთ. შეიძლება ეს არსებები ღრუბლები არიან, უბრალოდ, რახან მათ საუბარი არ შეუძლიათ, ან კიდევ კონტაკტი, ვფიქრობთ რო ისინი უბრალოდ ღრუბლები არიან. ეს ციცინათელებიც ვერ აგვღვიქვავენ ისეთებათ, როგორებიც რეალურად ვართ. როცა მათ ვუახლოვდებით იმიტო კი არ ფრთხებიან რო გიგანტებს ხედავენ და ეშინიათ, უბრალოდ, ვიბრაციას გრძნობენ და ეს ვიბრაცია საფრთხეს აგრძნობინებთ. როგორც ჩვენ შემთხვევაში მიწისძვრაა. როცა მიწისძვრა იწყება ვფრთხებით და აქეთ იქით სირბილს ვიწყებთ, არადა ამ დროს შეიძლება ვიღაც გიგანტი გვიახლოვდება, მეტი არაფერი. - თქვა ეს ზულეიხანამ და საძილე ტომარაში ჩაწვა დასაძინებლად.

- და ეს შენ ვინ გითხრა?!

- მოლაია ხანისმა.
დილით, უილიამ უილსონის იდეით შეპყრობილი ზულეიხანა წამოხტა და ამჯერად 30 წუთზე ნაკლებ დროში მიაბა მოტოციკლეტს ის ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და ზერმიდეც შემოიკიდა.
წავიდა მზისკენ, 40 კილომეტრში კი ავტობანს მიადგა. წინა დღესთან შედარებით, მზე საშინლად აცხუნებდა და ვერც ერთი ვეღარ ახერხებდა მოგზაურობით ტკბობას. ისე იყო ორივე, როგორც ირანის მზეზე დახურკლული მთვრალი მაწანწალები. ზერმიდე კი შიგადაშიგ გოდებას ეძლეოდა, არ იცოდა რა უნდოდა, თუმცა იცოდა, რომ აქ, ამ ბაიკზე ჯდომა და უდაბნოში მოგზარობა საშინლად არ მოსწონდა. რაც დრო გადიოდა, მით მეტად ზრდიდა სიტყვებს მწუხარებაზე და უკმაყოფილებაზე. განა ზულეიხა არ გრძნობდა იგივეს?! თუმცა მას მიზანი ქონდა, ის გარბოდა.
შუა დღის მიწურულს ჰორიზონტზე ზერმიდესთვის თითქოს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა, რომ მიუახლოვდნენ ამ ნაპერწკალს, აღმოაჩინეს, რომ მასში ჩამალული სასტუმრო იყო რესტორნით. ნამდვილი ამერიკული ადგილი იყო, თავისი ორი მოხუცებული პერსონალით და საშინელი კერძებით. როცა შიგნით შევიდნენ, რესტორანში, მთვრალი, მსხვილძვლიანი ბაიკერები დახვდნენ, ლუდს სვამდნენ, მაგრამ არ ღრიალებდნენ. ზულეიხანას გახედეს, ბაიკერული სალამი მიართვეს და თავიანთ საქმეს მიუბრუნდნენ, ესენი კი, მათგან მოშორებით, კუთხეში დაჯდნენ, დიდ მინასთან, საიდანაც კარგად თვალიერდებოდა მთელი 169 ე გზატკეცილის გზა კვალი. სალათი შეუკვეთეს და ერთმანეთის პირისპირ დაიწყეს ჭამა. ნელა ჭამდნენ, რადგან გაეხანგრძლივებინათ ეს მძიმე მომენტი, ზულეიხანას თვალებში ხომ ყველაფერი ნათლად იკითხებოდა.
- ზერმიდე, როცა ორი სხვადასხვა მასის ვარსკვლავი ერთმანეთს მოიზიდავს, წრიულ ცეკვას იწყებენ, არ იციან სხვა რისი გაკეთება შეიძლება, რადგან ერთი სხვა არის და მეორე სხვა. ის ვარსკვლავები კი, რომლებიც ერთი წონისანი და ერთი სახისანი არიან, მაშინვე ერთმანეთში იწყებენ შეზილვას რომ უფრო ძლევამოსილ გიგანტებად იქცნენ. ისინი კი, უბრალოდ წრიულად დადიან და როცა ფიზიკა იღლება, ერთ ერთს, მთელი ძალით და ღონით მოისვრის ხოლმე სადღაც მოუსვლელში, სამყაროს მეორე მხარეს. ერთი ეულად რჩება, მეორე კი გზათ ყველაფრის განადგურებას იწყებს. შეიძლება, ძალიან შორს ახლა იმ გასროლილმა ვარსკვლავმა ჩაიფრინოს, დედამიწის ბალანსზე გავლენა მოახდინოს მისმა გრავიტაციამ და ჩვენ უბრალოდ კურსი შეგვიცვალოს, ჩამოგვაშოროს ჩვენს ვარსკვლავს და დედამიწაზე გაიყინოს ყველა თბილი სხეული. ასეთი ტრაგედიის დატრიალება შეუძლია ორი სხვა წონისა და ზომის მქონდე ვარსკვლავს, რომლებიც ერთმანეთს ვერ ეწყობიან. პირველი ერთ ადგილას რჩება, ხოლო მეორე ვარსკვლავთშორის გადის და გზათ ყველაფერს ანადგურებს.
როცა ზულეიხანა წამოდგა, ზერმიდემ თვალები ცრემლებით აივსო, თუმცა, უილიამ უილსონის გამო, ის ვეღარ გაჩერდებოდა რამდენადაც არ უნდა სდომოდა ეს.
- არაფერია ზერმიდე, საპირფარეშოში შევდივარ. დროზე მოვცილდებით აქაურობას.
როცა ჩოპერს მოახტა, ბოლოჯერ შეხედა ვიტრინიდან ზერმიდეს თვალებს და გულდამძიმებული გაუდგა გზას.
მთელი დარჩენილი გზა ზერმიდეზე ფიქრში გაატარა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს ცხოვრება, ასეც და ისეც, ზერმიდესთანაც და უზერმიდეოდაც, ტკივილია.
ბოლოს, როცა მზე შეეხო უდაბნოს ზედაპირს, ჰორიზონტზე, ზულეიხანამ, სამი დის კანიონი შეამჩნია. ისე აღმართულან სამივე ცისკენ, თითქოს რომელიმე ასტრონომიული მოვლენისკენ მიგანიშნებდნენ. მოტოციკლეტი იქვე მიაგდო, რა წამსაც გველი გამოჩნდა და მას გაყვა. გველმა აქემენს კანიონები მოატარა, შემდეგ კი მის ქვეშ, ტბასთან ჩაიყვანა გამოქვაბულის გავლით. ტბის წინ კი, მედუზებით განათებულ ნაპირას, ზულეიხანას სულიერი მამა, მოლაია ხანისი შეიმჩნეოდა.
აქემენი ძლიერ დაღლილი იყო ამდენი გიჟური დღით, ვეღარ აცნობიერებდა რა იყო ნამდვილი და რა იყო სიზმარი, ამიტომაც, მთელი გულმხრუვალებით, მოლაია ხანისთან მუხლი მოიდრეკა და შეევედრა, რომ მისთვის საიდუმლოება გაემხილა, თუ რატომ იყო მისი დღეები ასეთი უცნაური, რატომ იღვიძებდა ყოველ დღე სხვადასხვა რეალობაში და რატომ იტვირთებოდა მხოლოდ ის სივრცე, რა სივრცესაც უყურებდა.
- დაბნეული ვარ მოლაია ხანის, მითხარი ვინ ვარ და რის საკეთებლად ვარ?!
მოლაია მასთან მივიდა, ხელები ჩასჭიდა და ტბისსკენ ჩაიყვანა.
- იქნებ, ჩემო ყველაზე კარგო მეგობარო, აქემენო, არ ხარ სიმართლისთვის მზად?! თუმცა, თუ ასე გინდა, არ ვაპირებ ვუყურო შენ გულისტკივილს. ჩამომყევი ტბაში და ყველაფერს გაიგებ.
როცა ისინი ყელამდე წყალში იყვნენ, მოლაიამ სპარსეთის გულიდან პოეზია ამოიღო და ასეთი სიტყვები წარმოითქვა:

არც მე ვარ მე და არც შენ ხარ შენ, არცა ხარ შენ მე,
თან მე ვარ მე და თან შენ ხარ შენ, თანაც ხარ შენ მე.

და როცა ტბის ფსკერზე სეირნობდნენ, მოლაიამ ანახა მას, რომ ტბის შიგნით, არაფერია, არც წყალია, არც ცეცხლია, არც ამ ქვეყნის რაიმე ნიშანი, მაგრამ ზულეიხანამ ეს ყველაფერი ვერ გაიგო და ამის გამო ტბაშივე ჩაიხრჩო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent