ბედნიერია გოგონა?! (13)
გონს მოვდივარ. ვხედავ უცნობ ოთახში ვარ. კარგად რომ გამოვიხედე თვალებში ოთახიც მოვათვალიერე. ჩემი ვარაუდით სასტუმროში უნდა ვყოფილიყავი. - არის აქ ვინმე? - ვთქვი მაგრამ ჩემი ხმა მეც ძლივს გავიგე. სუსტად ვიყავი. ოთახში მარტო ვარ. გადაბრუნება დავაპირე, როცა კარები ველურად გაიღო და ოთახში სებასტიანი შემოვიდა. - როგორ ხარ? - მკითხა უცნაური ხმით. ყველაფერი გამახსენდა. ნინიკო მოკვდა... ადამიანი, რომლის გამოც ამდენი ოცნება ავაწყვე და დავუმეგობრდი, ადგა და - მოკვდა! უნდა გაეძლო! მას ეს შეეძლო! ცრემლები წამოვყარე და ბალიშს მივეყუდე. - ვერ გაუძლო? - ვკითხე სებასტიანს. ვიცოდი, რომ ყველაფერი ეცოდინებოდა. - გულის მანკი ჰქონდა... - მითხრა ყოყმანის შემდეგ. ამ პასუხს არ ველოდი. - რაა? - წამოვიყვირე - გულის მანკი ხომ ბავშვობაში დაამარცხა? - კი ლორა, თქვა, მაგრამ ახლაც განუვითარდა. რახან ყველა ექიმი თვალებს მკურნალობდა, ყურადღება არაფრისთვის მიუქცევიათ ... კარგა ხანი ვფიქრობდი ამაზე. მერე ცოტათი დავმშვოდდი და ვკითხე: - და შენ რაღა გინდა აქ? - მე რა მინდა აქ! ცოლი მყავს აქ თუ ვინმე ახლობელი? - თვალები გადაატრიალა. - შენი მაიმუნობის თავი არ მაქვს ახლა... - ვუთხარი და თვალები დავხუჭე. - სებასტიან შეგიძლია შავი შარვალი და ზედა მიყიდო? არ წამომიღია... მეგონა არ დამჭირდებოდა... - ვთქვი და თვალები ერთ წერტილში გავაშტერე. - ლორა არ გინდა ყველაფერი შავი რაა. - მთხოვა. თვალებში შევხედე. თავი გადაატრიალა და კარი გაიხურა. *** - ნინიკო ისევ საავადმყოფოში ჰყავთ? - ვკითხე სებასტიანს, როცა მანქანით მივდიოდით. - ლორა, ნინიკო უკვე საქართველოშია გადასვენებული, ყველაფერი მოვაგვარე! - მითხრა. უცებ ცუდად გავხდი. - რაა? გადასვენებულია? აქამდე რატომ არ მითხარი? - ვუყვირე. - ნუ მიყვირიხარ! საქართველოში მივფრინავთ ახლა! თავი გადავატრიალე და ქუჩას გავხედე. *** - შენს გვერდით დავჯდე? - მკითხა სებასტიანმა, როცა თვითმფრინავში ავედით. - სხვაგან აპირებდი დაჯდომას? - ვუთხარი და ისიც ჩემს გვერდით დაჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი: - იცი ბოლოს ნინიკომ რა დამიბარა? სებასტიანმა შემომხედა. - შენს... - ტირილი დავიწყე - შენს... გო... გოგონას ნენო დაა .. რქვი.. ო. - ვსლუკუნებდი. სებასტიანი მაგრად მომეხვია. - დავარქმევთ, ნუ გეშინია. *** აეროპორტში მთელი ჩვენი ოჯახობა დაგვხვდა. - ლორა! - ბებე ჩემსკენ გამოიქცა და მაგრად მომეხვია. ბაბუაც ასე მოიქცა. - მამა სადაა? - ვიკითხე ტირილით და თვალებით დავძებნე ნიკა. - ჩემი გოგო! - საიდანღაც გაჩნდა და მაგრად მომეხვია. - მამა , ნინიკო ვერ გადავარჩინე! ვერ ვუშველე! - ვტიროდი და მამას მაგრად ვებღაუჭებოდი, მეშინოდა ისიც არ დამეკარგა. *** - სებასტიან, ნინიკოს სახლში მიმიყვანე რაა... - ვუთხარი, როცა მანქანაში ვიჯექით. - დასვენება გჭირდება შენც და მეც! - მითხრა. - მე მიმიყვანე, შენ კი წადი და დაისვენე! - ვუთხარი და მუდარის თვალებით შევხედე. - ოღონდ დიდხანს არ დარჩები! მეც თავი დავუქნიე. ნინიკოს სახლთან დიდი ალიაქოთი იყო. ძალიან ბევრი ხალხი იყო. სებასტიანი მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა. ოთახში შევედით. კუბოსთან უფრო ახლოს მივედით. - ლორა! - დაიძახა ნინიკოს დედამ. მეც მისკენ გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე. - ლორა, ნინიკოს სძინავს, ადრე მოსულხარ. ახლავე გავაღვიძებ! - მითხრა და მომშორდა. მაია დეიდა თავის ჭკუაზე არ იყო. - ნინი დეე, ადექი ნახე ვინ მოვიდა! შენი ლორა მოვიდა! დეე გეძებს მოდი, არ ალოდინო! - იკივლა... იკივლა გამყონავად... - მაია ნინიკო მოკვდა! - მოაშორა მეუღლე მიცვალებულს ზურამ - გთხოვ დაჯექი. სებასტიანი მე მიყურებდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მანიშნა წავიდეთო. თავი ოდნავ დავუკარი. - ქალბატონო მაია, ლორა გადაიღალა, ფეხმძიმედაა და თუ შეიძლება წავიყვან. - უთხრა სებასტიანმა მაიას. მაია მომეხვია. - ხვალ ხომ მოხვალ? - მკითხა. - კი, მაია დეიდა მოვალ! - ვუთხარი და სებასტიანს გავყევი. *** - ლორა ადექი დროზე უნივერსიტეტში გაგვიანდება! - ყვირის დილაადრიან სებასტიანი. - შენი კუ... - ვერ დავამთავრე წყევა, უცებ გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე და სააბაზანოში გავიქეცი. - ვაა ნახე რა შუსტრი ხარ! - მითხრა სებასტიანმა. - შუსტრი კი არა, ავად ვარ იდიოტო! - დავუყვირე. - რა გჭირს? - მკითხა. - ერთბაშად ძაან არ გაინტერესებდეს! - ვუთხარი, ტანსაცმელები ავიღე და ისევ სააბაზანოში შევედი. თეთრი მაიკა, წითელი კუბოკრული მაიკა და შავი ელასტიკი ჩავიცვი. სებასტიანი მიკრძალავს შავების ჩაცმას. ცოტა ხანში ასეთი ლაპარაკი მესმის: - ხო კარი! - ეუბნება სებასტიანი. (ტელეფონი ხმანაღალზე ჰქონდა ჩართული, რადგან თვითონ იცმევდა და არ ეცალა). - ბასტიი! როგორ ხარ! - იკივლა იმ გაფუჭებულმა კარინამ. - კარგად კარი, შენ? კარი არა ფანჯარა! დებილი! - რავი ვარ რაა... მოვალ დღეს თქვენთან, გეწვევით, ლორას მუცელი მაინტერესებს. - ჩაისისინა. - მუცელი არ გინახავს? - ჰკითხა ამ დებილმა. - აჰაჰაჰაჰააა, სებასტიან, რა სასაცილო ხარ! ფუ, ორი დეგენერატი! სააბაზანოდან გამოვედი. წიგნების ჩალაგება დავიწყე. - ლორა კარინამ მოგიკითხა! - მომაძახა სებასტიანმა. - ამ ჩემს ფეხებს! - ვუთხარი და ტუჩები მოვპრუწე. სებასტიანმა შემომიბღვირა და ოთახიდან გავიდა. – კარინამ მომიკითხა – ტუჩები მოვპრუწე – რაღა მიჭირს! – მესმის! – თავი შემოყო სებასტიანმა – და დროზე გაემზადე! – ფუი რეგვენი! – ჩავიბურტყუნე. – მე ჯერ კიდევ აქ ვარ! – მითხრა სებასტიანმა და როგორღაც გარეთ გაეტია. *** – ბაშტი ბიძია დღეს სასეირნოდ გამიყვან? – ეკითხებოდა მანიკა სებასტიანს. – დღეს ვერა, პატარა, სტუმარი მოგვივა. – უთხრა სებასტიანმა და გაუღიმა. – ვინ სტუმარი? – იკითხა დედამისმა და მეც იქვე დავჯექი. – კარინა მოვა დღეს... – აუფ! რა საქმე აქ? – აწიწმატდა დედამისი. – რა საქმე უნდა ჰქონდეს , ლორას სანახავად მოდის! – სებასტიანიც მობეზრებულად პასუხობდა. – ეს მოუშორებელი ჭირი ! – ჩაიბურტყუნა დედამისმა და ამოიოხრა. *** უნივერსიტეტში ნინიკოს საპატივცემულოდ ღონისძიება ჩატარდა. სესი ჩემთან იყო, მე – მასთან. მაგრამ მაინც მაკლდა ჩემი ნინჩკა... *** – სესი, თავს მართლა ცუდად ვგრძნობ ამ ბოლო ხანებში... – შევჩივლე სესის , როცა უნივერსიტეტიდან გამოვედი და დაცვას ვუთხარი ჯერ არ ვაპირებ წამოსვლას მეთქი. – რა გაწუხებს? – მკითხა შეშფოთებით. – რავი გოგო, თავბრუც მეხვევა, გულიც მერევა... დღეს დილითაც ძაან ცუდად ვიყავი. – რომ არ მცოდნოდა, რომ შენსა და სებასტიანს შორის არაფერი მომხდარა, ვიფიქრებ რომ ორსულად ხარ! – მითხრა. – სესი... სებასტიანთან ვიწექი... – ვუთხარი და გვერდზე გავიხედე, ჩემი აღელვება რომ არ დაენახა. – რაა? და დამიმალე? – მიყვირა. არაფერი მიპასუხია. – დროზე შედი აფთიაქში და ტესტი იყიდე! – უკვე დამშვიდებული იყო. მეც მორჩილი კრავივით შევედი აფთიაქში და ტესტი ვიყიდე. – ახლა დავიშალოთ და როცა გაიკეთებ მაშინვე პასუხი მითხარი! – გადამკოცნა და დავიშალეთ. *** სებასტიანის მანქანა ეზოში იდგა, ესეიგი სახლში იყო. სახლში შევვარდი და სააბაზანოში შევიკეტე. მალევე გამოვედი, პასუხს ველოდებოდი. პასუხმაც არ დააყოვნა. დავხედე და... ფეხმძიმედ ვარ! კიბეები ჩქარა ჩავირბინე და სებასტიანს დავუყვირე: – სებასტიან! სებასტიან! სებასტიანი ზის სასტუმრო ოთახში კარინასთან ერთად ყავას წრუპავს და ტკბილად ეჭუკჭუკება. –––––––––––––––––––– ესეც შემდეგი თავი! ^^ შეაფასეთ ! თქვენი coco girl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.