"კუბიდონი ციხის კართან" თავი 2
ყოველთვის მჯეროდა, რომ სიმართლეს ვერსად გავექცეოდი. ყველაფერი ისე მიკლავდა გულს, როგორც ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია. მამა მხოლოდ ფოტოებიდან მახსოვს. ძველ ალბომებში, სადაც ჩარჩოებში ჩასმული მომღიმარი კაცის სახე დღემდე სანთელივით ანათებს. ის ფოტოები ერთადერთი რამაა, რაც იმ წარსულს მახსენებს, რომელში არც კი მიცხოვრია. მამა ჩემთვის ისტორიად იქცა – ისტორიად, რომელსაც არასოდეს ჰქონია დასასრული.ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ დედა რაღაცას მალავდა მისი თვალები ყოველთვის რაღაც სევდიანს ამბობდნენ, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემდა. მე, ბავშვური სიჯიუტით, ვცდილობდი, მის აჩრდილებს მივწვდომოდი, მაგრამ, რაც უფრო ვცდილობდი მით უფრო ჩუმდებოდა.ამიტომ გადავწყვიტე ცოტახნით დამევიწყებია ეს ისტორია მქონდა იმედი იმისა რომ ერთ დღეს დედა ყველაფერს იტყოდა. დრო გადიოდა მარიამი იზრდებოდა და იხვეწებოდა შავი გრძელი თმა მიდამ მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი, ლამაზი წითელი ტუჩები და დიდი თვალები ყველაფერს ამბობდა მასზე. დილა ჩვეულებრივ დაიწყო. ცარიელი კარადა. ისევ დედაჩემი ცდილობდა პატარა სასწაულის მოხდენას: – მარიამ, პური დავაცხვე. ცხელი ჩაი მოგიტანო? – კარგი, დედა, მაგრამ ეგ ჩაი დღესაც უშაქრო იქნება, არა? – ნახევრად გაღიმებული შევხედე. დედას წარბები შეეკრა, მაგრამ ჩაი შემოიტანა. – იცი რა, უშაქრო ჩაი ჯანმრთელობისთვის კარგია. ყოველ დილას მსგავსად იწყებდა დღევანდელობაზე უკეთესი ხვალინდელი დღის დაპირებით. მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობდი, რას მისცემდა უშაქრო ჩაი იმ ოცნებებს, რომლებსაც პირქუშ კედლებს შორის ვატარებდი. ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ გზაში ჩემი ძველი მეგობარი, ნატა, შემხვდა. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, მაგრამ ბოლო წლებში ისე დავშორდით, თითქოს არც არასდროს ვყოფილვართ ახლობლები. – მარიამ! სად ხარ დაკარგული? – სიცილით მომვარდა და გამიკვირდა, როცა მოულოდნელად ჩამეხუტა. – სად ვიქნები დაკარგული? – ვუპასუხე ირონიულად. – გინდა თუ არა, დღეს ჩემთან მოდიხარ. რაღაცნაირად გულმა მითხრა, რომ უარი არ უნდა მეთქვა. დღის ბოლოს ნატასთან წავედი. მისი სახლი იმდენად განსხვავდებოდა ჩვენი პატარა ბინიდან, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. სუფთა, თბილი, ფერადი ოთახები, კედლებზე დიდი სურათები... და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა – მამამისი, რომელიც სტუმრებით სავსე სახლში დადიოდა და ყველა ბედნიერი ჩანდა. – იცი, მარიამ, რა კარგია, როცა საყვარელი ადამიანებუ შენს გვერდით არიან... ნატა ჩუმად მიყურებდა, თითქოს ჩემს რეაქციას აკვირდებოდა. – მე და დედა სულ ვამბობთ, რომ ერთმანეთი გვყავს და ესეც საკმარისია, – ვცადე გამეღიმა, მაგრამ გული გამიწყალდა იმ სურათზე, რაც მათ ოჯახში დავინახე.იმ ღამეს სახლში დაბრუნებულმა ვერ მოვისვენე. ვერ ვხვდებოდი, რატომ იმოქმედა ამ უბრალო საღამომ ასე ძლიერად. სიბნელეში გავედი, აივანზე დავჯექი და საკუთარ თავს ხმამაღლა ვკითხე:ნეტავ, როგორია, როცა ყველა თავს გევლება და გგონია, რომ ყველაფერი რიგზეა? რამდენიმე დღის შემდეგ, ნატას კიდევ ერთხელ შევხვდი. ამჯერად სკოლის ბუფეტში ვსხდებოდით, როცა მოულოდნელად დამისვა კითხვა, რომელსაც არც ველოდი: – მარიამ, რატომ არასდროს ამბობ, რა გინდა სინამდვილეში? – რას გულისხმობ? – ყველაფერს მალავ. თითქოს გეშინია, რომ თუ საკუთარ ფიქრებზე ხმამაღლა იტყვი რამეს, ყველაფერი ცუდად დასრულდება. მისმა სიტყვებმა გამყინა. თითქოს ვიღაცამ ჩემი სული შიგნიდან ამოატრიალა. – იქნებ იმიტომ, რომ ზოგჯერ ჯობია, საკუთარ თავს ჩუმად ელაპარაკო, – ვუპასუხე მოღუშულად. ნატამ მხარზე ხელი დამადო. – ხანდახან, როცა საკუთარ თავს ძალიან ბევრს ელაპარაკები, სიმართლე შეიძლება დამალო მაგრამ მე კარგად გიცნობ. აივანზე ვიჯექი, ზამთრის ცივი ჰაერი სახეზე მსუბუქად მელამუნებოდა. სიჩუმე თითქოს უფრო მძიმე ხდებოდა, როცა ფიქრებში ვიძირებოდი. ნატას სიტყვები გამუდმებით მედგა გონებაში. „ყველაფერს მალავ... თითქოს გეშინია“. ჩემს თავს დავუსვი კითხვა: მართლა მეშინია? მეშინოდა იმის, რომ ხმამაღლა თქმა გულს მატკენდა? თუ მეშინოდა, რომ სიმართლე არავის გაეგო? დედა ოთახიდან გამოვიდა და ჩუმად დაიძრა ჩემსკენ. არც კი დამიწყია მისი ნაბიჯების გამო სირცხვილის დაფარვა. ალბათ მიხვდა, რომ ფიქრებს შორს ვყავდი წაყვანილი – ისევ ნატაზე ფიქრობ? – მკითხა მშვიდი, მაგრამ ოდნავ გაბრაზებული ტონით. – ნატა არაფერ შუაშია, დედა, – ჩავიჩურჩულე. – აბა, რა გაწუხებს? – გვერდით მომიჯდა და წვრილი ლამაზი თითებით სახეზე მომეფერა – არაფერი. სიჩუმე ჩამოვარდა. იმ წუთას დედა არაფერს მეკითხებოდა. მაგრამ ვიგრძენი, რომ მას უნდოდა ჩემი დახმარება, და ამავდროულად იცოდა, რომ ახლა არაფერს ვეტყოდი. – მარიამ, – თქვა, როცა ჩუმად ვიყავი, – იცი, ზოგჯერ ადამიანები ფიქრებს თავიანთი სურვილით არ მალავენ. ეს დაცვაა. მაგრამ სიჩუმე არ უნდა იყოს შენი ჯავშანი. მხარზე ხელი დამადო. იმ ჩუმ სიტყვებს უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე შეიძლებოდა წარმომედგინა. ერთ საღამოს სახლში დაბრუნებული ფოსტალიონმა წერილი მოიტანა. ჩვეულებრივად ხელში ავიღე, მაგრამ მისმა წარწერამ შემაკრთო. ჩემს სახელზე იყო. მაგრამ ხელწერა უცნობი იყო. გავხსენი და პირველი სიტყვები, რაც წავიკითხე, მეხის გავარდნას ჰგავდა: „შენ არ გიცნობ, მაგრამ მამაშენის შესახებ ვიცი“. წერილი ერთ წინადადებას არ გასცდენია. გულისცემა გამიხშირდა ვინ იყო ავტორი? რა იცოდა მამაჩემზე? და რატომ ახლა? ვცდილობდი, დედას არ დამენახვებინა ეს წერილი. მხოლოდ ბალიშის ქვეშ დავმალე და მთელი ღამე ვფიქრობდი, ვისშეიძლებოდა მოეწერა წერილი. მეგობრებო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ღირს მაინც გაგრძელება?მადლობა ყურადღებისთვის ყველას???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.