შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწინააღმდეგო პოლუსები (თავი II)


22-01-2025, 05:23
ავტორი Nita Archvadze
ნანახია 374

თვალი გავახილე თუ არა, კედლის საათის ციმციმა წითელმა შუქმა თვალები მომჭრა. დილის ხუთი საათი იყო, ოთახში მხოლოდ ჩემი სუნთქვა ისმოდა. აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე, ვახტანგის ნომერი ვიცანი და ვუპასუხე
-გისმენ - ხმადაბლა ვთქვი
-გუშინდელი შეხვედრა რაღაცაზე მიგვანიშნებდა, არა?! ლეა, შენ რას ფიქრობ? - ვახტანგის ხმა აუღელვებელი და მკაცრი იყო, როგორც ყოველთვის.
სიჩუმე ვარჩიე პასუხს, რის შემდეგაც მამაკაცმა ისევ გააგრძელა:
-გაბრიელი ყოველთვის თამაშობს, მაგრამ მისი ნაბიჯების უკან უფრო დიდი რამე დგას - ჩაფიქრებული მესაუბრებოდა - ლეა, ამ საქმეს შენ უნდა მიხედო…მას თვალყური უნდა ადევნო - ცივი გაუხდა ხმა - არანაირი შეცდომა არ მჭირდება ლეა, ამიტომაც გაბარებ ამ საქმეს შენ. არ დამაღალატო. - ესღა თქვა და მისი ხმა ტელეფონში გაჩერებულმა სიჩუმემ ჩაანაცვლა.

რატომ ხდებოდა ყოველთვის ისე, რომ გაბრიელის წინ მე უნდა ვმდგარიყავი. რატომ ვიზიდავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე ძლიერ გავურბივართ.
ამოვიოხრე…
წამოვდექი, რადგან ძილის შესაბრუნებლად დრო არ იყო და არც შანსი.
აბაზანაში შევიკეტე და უკეთ გამოსაფხიზებლად ცივი შხაპი მივიღე. არასდროს მიყვარდა თმის საშრობის გაშრობა. თმიდან ჩამოწვეთილი წ*ლის წვეთები ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო. სამზარეულო შუაგულში მდგარ მაგიდაზე მქონდა ფეხები შემოწყობილი და ისე მივირთმევდი საგულდაგულოდ მომზადებულ ყავას, რომელიც ალბათ დღის განმავლობაში, ყველაზე მეტად მასიამოვნებდა.
სიჩუმეს ვუსმენდი…უკვე შეჩვეულ იმ სიჩუმეს ჩემს სახლში უკვე დიდი ხანი რომ იყო ჯერ ჩასაფრებული, შემდეგ კი ყველა კუთხე-კუნჭულს მოდებული. სიჩუმე რომელიც მხოლოდ ერთ შეგრძნებას მიმეფებდა მთლიანად ჩემში - მარტოსულობას.
სახლი ვახტანგის ნაჩუქარი იყო ჩემი მეოცე დაბადების დღისთვის. ქალაქიდან შორს, მთის ფერდობზე იყო ჩაფლული, ულამაზესი ხედით. ყველაზე მეტად ამ სახლში მაღალი თეთრი ფერის კედლები და ჭერი მომწონდა. ზემოთ თუ აიხედავდით, საკუთარი თავი უზომოდ პატარა მოგეჩვენებოდათ. ალბათ ზუსტად ეგ გრძნობა მიტაცებდა, რომ საკუტარი სახლისთვის მაინც ვიყავი ის პატარა გოგო, რომელიც მუდამ მინდოდა ვყოფილიყავი და ვერ მოვახერხე, ანდაც ამის შანსი არაფერმა და არავინ მომცა.

ტელეფონი მოვიმარჯვე, ნომერი ავკრიფე და იქამდე ველოდი ყურმილის აღებას სანამ მამაკაცის ხმა არ ჩამესმა
-გისმენ - ახალგაღვიძებული ხმა ერთიანად ჩამესმა ყურში
-ერთ საათში მანდ ვიქნები, ყველაფერი მზად გქონდეს! - პასუხს აღარ დავლოდებივარ, ყურმილი გავთიშე.
მუქი ფერის ჯინსზე, საყელოიანი მაისური და მაღალ ყელიანი ჩექმები ჩავიცვი. რა ტქმა უნდა ჩემს საქმიანობას არ ჰქონდა არანაირი სტილი ან მოდა, პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. იარაღი ჯინსის უკან, საყელოში ჩავაცურე და სახლი დავტოვე.

ორმოცი წუთი დამჭირდა დათქმულ ადგილზე მისასვლელად.
ადგილზე მისული არ დავლოდებივარ არაფერს, პირდაპირ საქმეზე გადავედი
-ლამაზი გოგონა მჭირდენა საქმისთვის, უნდა მიპოვო - ავუხსენი წინ მდგომ, ჩემზე ოდნავ მაღალს - უბრალოდ პოვე ვინმე ისეთი ვინც გაბედული იქნება და საქმეს რალატის გარეშე შეასრულებს - ვუთხარი მშვიდი საქმიანი ტონით
-სხვა გზები ვერ ნახე, გაბრიელის სათვალთვალოდ? - ღიმილით მიპასუხა არჩილმა.
არჩილი პირველად მაშინ გავიცანი, როცა თვრამეტი წლის ვიყავი. ვახტანგმა დამავალა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან კაცთან მოლაპარაკება გამემართა. ამ საქმის გამო დღეს მკვდარი ვიქნებოდი რომ არა არჩილი, რომელმაც მაშინ გადამარჩინა და დახმარების ხელი გამომიწია. მაშინ შევიძინე ჩემთვის პირველი და ალბათ ბოლო ახლო მეგობარი. ის იყო ადამიანი რომელსაც სულით ხორცამდე ვენდობოდი ნებისმიერ რამეში. გრძნობა, რომ ის ყოველთვის ჩემთან არის სულ თან დამყვება და ასეც არის, სადაც არ უნდა ვიყო მუდამ თვალს მადევნებს.
-არჩილ - ამოსუნთქვას ამოვაყოლე - მე და გაბრიელი ერთად გავიზარდეთ, ერთი მენტალობით და ერთნაირი გზებით. არ გიფიქრია იმაზე, რომ ყველა ის ხრიკი რისი გამოყენებაც შემიძლია, მასაც ეცოდინება?! - წარბაწეული მივჩერებოდი ერთადერთ ახლო ადამიანს.
ჩემს სახეზე ჩაეცინა და შემომხედა
-და რატომ ხარ დარწმუნებული, ხომ ამ ხრიკზე არ გამოგიჭერს? - ხელები ფართოდ გაშალა და დამაკვირდა.
თვალები გადავატრიალე მობეზრების ნიშნად
-ვიცი რასაც ვაკეთებ. უბრალოდ გთხოვ, გოგო მომიძებნე! - ვუთხარი და გასასვლელისკენ ავიღე გეზი
-ცივ გულიანო! - მომესმა უკნიდან.
გამეცინა და ისე, რომ არ შევბრუნებულვარ მისკენ მეც მივაზახე
-სათუთი შენი გულიც გვეყოფა ბატონო არჩილ! - შენობიდან გასვლისას ღიმილი უკვე გამქროდა სახიდან.
მანქანაში მჯდომმა მანქანა დავქოდე და პარკინგიდან მთავარ გზაზე გავიყვანე.
მანქანის სიჩქარეს ვუმატებდი და თანდათან ქალაქის მიყრუებულ ქუჩებს უკან ვიტოვებდი.
უკვე მეხუთედ თვალში ცუდად მოხვედრილი შავი “ჯიპი” რომ დავლანდე თვალები დავაწვრილე და ჩავიცინე.
“-როგორ გგონია, როდის ამჩნევ, რომ გითვალთვალბენ?” არჩილის სიტყვები გამახსენდა.
სიჩქარეს ნელ-ნელა მოვუკელი და გვერდით ქუჩაზე შევუხვიე. შავი “ჯიპი” კვლავ უკან მომყვებოდა. ტელეფონს ხელი ვტაცე და ვახტანგის ნომერი ავკრიფე
-გისმენ - ყურმილის იქითა მხრიდან ჩვეული, მკაცრი ტონი გავიგე
-ვიღაც მომყვება, გაბრიელის თუ შენი? - თან სარკიდან გავყურებდი დიდ შავ ვირთხას
-ჩემი არ არის. როგორმე უნდა დაუძვრე ან…
-ვიბრძოლო - დავამთავრე მისი წინადადება - კარგი - მტკიცე ხმით ვთქვი და გათიშვას ვაპირებდი
-ლეა… - შემომესმა ბოლო წუტს ვახტანგის ხმა
-გისმენ
-ფრთხილად - გამაფრთხილებელი ტონით მითხრა, რომელშიც აქა იქ გამორეოდა მზრუნველი ბგერები.
ყურმილი გათიშა.

შემდეგი მოსახვევი ვიწრო იყო და თითქმის ბრმა. სიჩქარეს მოვუმატე, მანქანა გვერდულად მოვატრიალე და ისე დავაყენე, რომ ჩემი მძღოლი გამეტარებინა. -ვნახოთ რამდენად ჩემამჩნევ - ირონიულად ოდნავ გავიღიმე და სარკეში დავაკვირდი მოვლენებს.
“ჯიპი” წამის მეასედში გაჩერდა და შუშა ჩამოსწია. შიგნით ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, სერიოზული სახით. შუშა ჩამოვწიე, ნიკაპი ხელის გულზე ჩამოვდე და ღიმილიანი სახით დავუწყე ცქერა.
-გაბრიელს ისე მოვენატრე, უკვე მის ფინიებს მიგზავნის სათვალთვალოდ? - სარკასტული ხმით ვუთხარი ისე, რომ ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან.
ბიჭის სიფათი არ იცვლებოდა, თითქოს მზერით მიღრენდა. ვგრძნობდი როგორ მინდოდა მეხარხარა
-შენნაირ ამპარტავნებს ყოველთვის სჯიან, დღესვე ხომ არ დაგვეწყო მაგით? - იმავე ტონით და სახით დამიბრუნა პასუხი.
-შენთან შეხვედრა უნდა - დაამატა მოკლე პაუზის შემდეგ, აურელვებელი ხმით
-შეუძლია თვითონ მიპოვოს, დარწმუნებული ვარ იცის სადაც შეუძლია ჩემი პოვნა! - პასუხს არ დავლოდებივარ, ტერიტორია დავტოვე.
-იდიოტი, აქეტ უნდა რომ მვაკითხო. საქმეს მის მაგივრადაც ხომ არ მივხედო?! წადი შენი გაბრიელ ნემსაძე - საჭეს მსუბუქად დავარტი ხელი. ღრმად ჩავისუნთქე და სიმშვიდე შენარჩუნებულმა გავაგრძელე გზა.

გაბრიელი მუდამ ასეთი ეგოისტი იყო. ძალაუფლება ყოველთვის ხელში ჰქონდა. მახსოვს ბავშვობაში, საწყობში ბიჭები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და დასისხლიანებამდე ურტყამდნენ ერთმანეთს, მანამ სანამ რომელიმე მატგანი არ დანებდებოდა ან სურვილით ან სურვილის გარეშე - გონების დაკარგვით. გაბრიელი არასდროს ნებდებოდა. დაინახავდი მოკაიფე სისხლს მის სახეზე, გატეხილ ცხვირდა თუ წარბს, მაგრამ თავს ისე იჭერდა თითქოს არაფერი ხდებოდა მის თავს.

მოგონებების გასაფანტად თავი ოდნავ გავაქნიე და ყურადღება გზაზე გადავიტანე.
მანქანა სახლთან გავაჩერე, მთიდან ჩამავალ ქარიან გზაზე სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ შორეული ჩიტების ხმა არღვევდა ამ სიმშვიდეს. სახლის კარები ფრთხლად შევაღე და შიგნით შევედი. პატარა ნათურას დავწვდი და ოტახი ოდნავ გავანათე.
ისევ სიჩუმე, და ამ სიჩუმეს მოყოლებული მარტოსულობის გრძნობა.
სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. წყლის ჭიქა კარადიდან გადმოვიღე და ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე. საძინებელ ოთახში ჩუმი ნაბიჯებით გავიკვლიე გზა.
ტანსაცმლისგან განვთავისუფლდი, შიშველ სხეულს, რომელსაც აქა იქ შრამები დაჰყვებოდა თვალი მოვარიდე. საღამური სწრაფად ჩავიცვი ნაქსოვ მოსაცმელთან ერთად, იარაღი თავის ადგილას შევინახე, და ქვემოთ ცავედი.
დააამშვიდებლად ეკვალიპტის ჩაი მეხმარებოდა. ამ უკანასკნელთან ერთად მაგიდასთან მჯდომს უკნიდან ჩუმი ნაბიჯების ხმა რომ შემომესმა.
მივხვდი გაბრიელი იყო.
აუღელვებელი ვიყავი.

იცით, თამაშის დროს ყველა დიდი ძალაუფლება ხელში ვის უჭირავს?! მოთამაშეს, რომელმაც იცის მსხვერპლი არასდროს იქნება მოწინააღმდეგესთვის, ასე ვიყავი მეც. ჩემდა უნებურად იმდენი ნდობა გამაჩნდა გაბრიელის მიმართ, რომ ვიცოდი მიუხედავად ჩვენი მტრული ურთირთობისა, სიკვდილისთვის არასდროს გამიმეტებდა, ან იქნებ ვერასდროს…ის უფრო საკიტხავი იყო მე რამდენად გავიმეტებდი მას.
-შეგეძლო ნორმალური ადამიანივით კარზე დაგეკაკუნებინა, იქნებ და არ გრთავდი შემოსვლის უფლებას?! - ღიმილით ვესაუბრებოდი ისე რომ მისკენ არ გამხედავს. მახსოვდა როგორ ეზიზრებოდა როცა ადამიანები მას თვალებში არ უყურებდნენ და ისე არ ესაუბრებოდნენ. მშვიდად ვურევდი ჩაის და ვცდილობდი მის ნერვებზე უფრო მეთამაშა. მე გაბრიელს ვეთამაშებოდი. მესმოდა მისი ხშირი, ხმაურიანი სუნთქვა
-და ვინ თქვა, რომ კარიდან არ შემოვსულვარ?! - სარკაზმი უკან დამიბრუნა. ჯანდაბა! ეს ხომ გაბრიელი იყო, ადამიანი რომელმიც ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაოცებას. ჩაის ჭიქა ნელა დავდე და თითქოს ხელში მქონდე სითბო თან გავატანე. მაინც არ გავიხედე მისკენ. ვიცოდი მომიახლოვდებოდა და ვგრძნობდი ამის მომლოდინე როგორ უჩქარებდა ჩემი გული დარტმების ტემპს.
წინ დამიდგა, მაგიდის სკამი უხმაუროდ გამოსწია, მისკენ შეატრიალა სკამი, და ისე დაჯდა, რომ იდაყვები სკამის საყრდენს ჩამოაყრდნო.
მაკვირდებოდა თავისი სულში ჩამძვრომი დამპალი თვალებით, რომელიც ჩემდა უნებურად იწვევდნენ ჩემში რაღაცას, რაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და ისე მაკვირდებოდა გეგონებოდათ პირველად მხედავდა, და ცემი სახის ნაწილებს სწავლობდა. არ ვაშორებდი მზერას, არც მაშინ, როდესაც მარტივი მოძრაობით სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა შარვლის ჯიბიდან და გაუკიდა. თვალს ვერ მოაცილებდი ამ სანაზაობას, ნებისმიერი მოძრაობაც კი მოგხიბლავდათ. გაბრიელი ის გაბრიელი რომ არ ყოფილიყო, რომელიც ჩემს ცხოვრებას ასე ცუდად ახსოვდა, აუცილებლად დავტკბებოდი ამ სურათიტ. საკუტარ ფიქრებზე ჩემს თავს დავცინესავიტ. ველოდებოდი როდის მეტყოდა მიზეზს იმის, რატომაც ჩემს წინ იჯდა ახლა ასე.
-ჩემი ხალხიდან ერთ-ერთი მკვდარია! - ჩუმი, თუმცა გაღიზიანებული ხმიტ წამოიწყო ლაპარაკი. ეტყობოდა რამხელა ბრაზს იკავებდა ახლა. სიგარეტის კვამლი მთელი ოთახის ჰაერს ერეოდა.
-იცი რატომ, ლეა? - განაგრძო. თითქოს ჩემს პასუხს არც დალოდებია - ვახტანგივით ღორ კაცებს მხოლოდ ფული ამოძრავებთ - ჩემთან ახლოს იყო. მკაცრი მზერა სახეზე დამასო. თვალებ ჩაწითლებული თითქოს მის სიღრმეში მყოფი ტკივილი და ბრაზი ერთმანეთში ირეოდა.
მე ისევ ჩუმად ვიჯექი, ცემი გაწვრთნილი სიწყნარით, რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი რამ გადამატანინა.
-ვახტანგი მხოლოდ ფულზე არაა, ის ფულს თავის ზალაუფლების ბილეთად იყენებს - მკაცრად ვუპასუხე ისე, რომ არცერთი ნერვი არ შემტოკებია სახეზე. ჩემს სიტყვებზე თავისებურად ჩაიცინა და თავი გააქნია, თითქოს ჩემს სიტყვებს მხოლოდ სიცრუედ მიიჩნევდა.
-შენც მისი ნაწილი ხარ, ლეა. მისი პატარა პაიკი დიდ საწადრაკო დაფაზე - მის ხმაში იმედგაცრუება და აგრესიაც იგრძნობოდა.
-თუ ასეა, მაშინ შენ თვითონ ვისი ნაწილი ხარ, გაბრიელ? შენი ხალხი სისხლში ლპება, შენ კი აქ ზიხარ და ვახტანგს აბრალებ ყველაფერს - თვალები დავაწვრილე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
გაბრიელის მზერა უფრო ბნელი გაუხდა, სიგარეტი მაგიდაზე ჩააჭ*ლიტა და თვალებში ისე ჩამხედა.
-ჩემი ხალხი არასდროს დაუსვებდა იმას, რაც ვახტანგი, შენ ამის მოწმე ხარ. მისი ცოდვები თავზე დაგაწვება, ლეა. თან ისე, რომ ვეღარ შეძლებ იმ პატარა გოგოსთვის დაბრუნებას, რომელიც ერთ დროს იყავი - სხეული ერთიანად დამეჭიმა, თითქოს მტელი არსებით ვცდილობით გაბრიელის სიტყვების გულტან არ მიტანას. არ უნდა მიმეტანა!
-არც შენ ხარ მასზე რამით უკეთესი! - ვტქვი ისე, რომ თვალი არ მომიცილებია ერთ დროს ყველაზე ახლო თვალებისთვის.
გაბრიელმა სუნთქვა შესამჩნევად შეაჩერა, შემდეგ კი ხარხარი მორთო, იმ მომენტში ის არა ნორმალურს ჰგავდა, რომელიც სიცილით ანტხევდა იმ ყველაფერს ცუდს რაც მასში ასე იყო გამეფებული და ხავსივით მოდებული.
-სწორედ ამიტომ ხარ ყველაზე საინტერესო, რადგან ორივე მხარეს უყურებ და მაინც გგონია, რომ შუაში დგომას მოახერხებ. მაგრამ ერთი რა უნდა იცოდე, ლეა… - მისი ხმა ისევ მშვიდს და თავისებურს დაუბრუნდა, თითქოს ასე ცდილობდა ემს სულიერ სიმსხვილეებს შეხებოდა - ვახტანგი ყოველთვის მოგატყუებს, და როვა ეს მოხდება მე ვიქნები ერთადერთი, ვინც დაგიცავს - მისმა სიტყვებმა ჰაერი დამიმძიმეს. მაბნევდა.
-გახსოვდეს ქალი ყველაზე დიდი იარაღია გაბრიელ - მისი სახელი წინადადებაში გამოკვეტილად ვთქვი. ჩაეცინა და სკამიდან წამოდგა, ჩემსკენ დაიხარა და თვალებში ისე ჩამხედა, თითქოს ჩემს სულში იხედებოდა
-ვახტანგს გადაეცი თამაში არც კი დაუწყია, და როცა მზად იქნება, იცოდეს, რომ გამარჯვებულის სახით ფინიშიც ჩემი იქნება - თითქმის ჩურჩულით მიტხრა ძალიან, ზალიან ახლოს მყოფმა. თვალებში მიყურებდა კიდევ რამოდენიმე წამი, შემდეგ გასწორდა. დავინახე ტკივილშერეული მზერით რომ შემომხედა. შემდეგ ისე გაუჩინარდა როგორც მოვიდა, ჩრდილივით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent