საწინააღმდეგო პოლუსები (თავი I)
ღამის სიბნელეში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა ისმოდა. უგუნურ გზებს ტყის ბოლომდე მივყავდი, საიდანაც მოციმციმე ყვითელი შუქი გამოჩნდა. სველი ასფალტის სუნი ქაოსურად ერეოდა დაძველებული რკინის ჟანგის სუნს. ღიმილი სახიდან არ მცილდებოდა. წლებია, ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მამაკაცების გაკვირვებული სახეები მმატებს ღიმილს სახეზე, ჩემი დანახვისას. კარი ისე ხმაურიანად გავაღე, რომ გეგონებოდათ საკუთარ სახლში ვაბიჯებდი ფეხს. უზარმაზარ ოთახში მხოლოდ ერთი ნათურა ანათებდა, რომელმაც დანარჩენი სივრცე მუქ ჩრდილებში ჩაძირულიყო. სწრაფად მოვათვალიერე მუქი წყვდიადი, რომელიც იარაღიანი სამი მამაკაცით იყო დაცული. არც კი შემიხედავს მათთვის. კედლის კედელთან მოთავსებულ სკამს ხელი ჩავავლე და ოთახის შუისკენ გავიკვლიე გზა. მომავალი შეხვედრა დაძაბული იყო. 2 მეტრში ვიჯექით. -მგონი, კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს – ვთქვი აუღელვებლად, ვაკვირდებოდი მის მკაცრ სახეს - ბედის ირონიაა, არა? – ვკითხე. მისი სახე მხოლოდ დამცინავი გამომეტყველებით შეიცვალა. სხვა შემთხვევაში კი უძრავი, უემოციო რობოტი ჩანდა. -მოგენატრე? – სახე არ შეცვლია ისე მკითხა, თითქოს აქაოდა და არაფერიო. ღიმილმა უფრო მოიცვა ჩემი სახე -შენი მონატრება არ მიყვარს – ვუპასუხე მშვიდად, თუმცა სიტყვებში აშკარა გამოწვევა იგრძნობოდა - მე შენთან შეხვედრისას უფრო ვხალისობ ვაკვირდებოდი მის არაფრისმთქმელ სახის მიმიკას, მის ლურჯად მოელვარე თვალებს, რომლებიც შუქზე ნაცრისფრად მოჩანდა. მაშინ ვგრძნობდი, რომ ეს სახე წლების წინ შევისწავლე, მაგრამ მაინც უცხო იყო ჩემთვის. სკამიდან წამოიწია, თვალებით უფრო ახლოს გამისწორდა. -ეს ბიზნესი ჩვენია – ვთქვი - იცოდე, შენი უფლებები იქ მთავრდება – სახე ოდნავ მარცხნივ გადავხარე და იქით დავუწყე ცქერა - სადაც ჩვენი იწყება! – ვთქვი. ჩაეცინა. მაშინ მივხვდი, რომ პირველად ვხედავდი მის სახეზე მომღიმარ სახეს, ასე ძალიან რომ უხდებოდა. მაგრამ ორი წამში სახე ისევ სერიოზული გაუხდა. -ამ საქმეში უფლებები და ზღვარი არ არსებობს, ლეა! – მკაცრად თქვა, სახელი გამოკვეთილად წარმოთქვა. -ჰო?! – ტუჩები ოდნავ გავხსენი - ისიც არ არსებობს, რომ ოდესმე ამ საქმიდან სრულიად უმტკივნეულოდ გადარჩე, გაბრიელ. აქ არავინ არ რჩება შეუხებელი! – ვთქვი, სიტყვები თითქოს საფრთხეში ჩაყრილი დარტყმა იყო. -მოგწონს შენი უფროსის ძაღლად რომ ხარ ქცეული! – ტონი დამცინავად იყო, ხმაში ირონია იგრძნობოდა. - ჩათვალე, რომ ჩემი სიკვდილი შენს სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, შენ კი ცოცხალი არ გადარჩები! – დამემუქრა. სხვა სიტუაციაში აუცილებლად გამეცინებოდა მისი მუქარაზე. ახლა კი შინაგადან ცეცხლში ვიწვოდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. გაურკვევლ ფიქრებში წასული, ჯერ ვერ გადავწყვიტე, სისხლის გუბეში დამეტოვებინა ეს ნაძირალა თუ მშვიდად დავრჩენილიყავი. საკუთარ ფიქრებზე დავათვე გამეცინა. წამოვდექი, ერთი ნაბიჯით ახლოს მივიწიე, სადაც მისი მონაცრისფრო თვალები მეგულებოდა. იარაღი, შარვლის უკანა ჯიბოდან ამოვიღე და ყელთან ახლოს ნელა დავადე. ჩემმა მოქმედებამ ღიმილი მოჰგვარა. იცოდა, რომ ამ დროს, ამ მომენტში, არაფერს დავუშავებდი. მოქმედება დასრულებული არ მქონდა, რადგან სამი იარაღიანი კაცი თავზე დამადგა, მაგრამ ხელით ანიშნა, რომ უკან დაეხიათ. -იცი, კაცობრიობის ყველაზე დიდი შეცდომა რა არის? – ჩუმი, აუღელვებელი ტონით ვთქვი. - კაცები ქალის ძალას აგდებულად უყურებენ.“ – სათქმელი დავამთავრე და იარაღიანი ხელი ქვემოთ ჩამოვუშვი. ვუყურებდი მის ლურჯ თვალებს, რომლებიც დამცინავად მიცქერდნენ. უკან დავიხიე ნელი ნაბიჯებით და უკუნითი სიბნელისკენ ავიღე გეზი, მისი მოძახებული სიტყვები თან რომ დამეწია: -წინასწარ მეცოდები, ისევ ისეთი ხარ, როგორც ბავშვობაში, ლეა! – კიდევ ერთხელ გამოკვეთილი ჩემი სახელი და სრული სიჩუმე. წამოვედი. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. შინაგანი მე თითქოს ექოდ ჩამძახოდა თავში “ბავშვობა” “ბავშვობა”. სად წავიდა ჩემი ბავშვობა? როდის გაილია წლები ვერც კი შევამჩნიე. მქონდა კი ოდესმე ბავშვობა? ალბათ, ზუსტად ეჭვის შეტანის შესაძლებლობა რომ მაქვს ჩემს ბავშვობის ქონა არ ქონაში, ამიტომაც გამეპარა დრო ისე, თითქოს ბავშვობის წლები რომელიც ყველაზე კარგი უნდა ყოფილიყო, ისეთი ადამიანები ტკბილად რომ იხსენებენ, არც ყოფილა… ათას მოგონებას ვებრძოდი ბავშვობიდან, მაგრამ ალბათ ვერასდროს დავივიწყებდი იმ მოგონებას რომელმაც მე, მაშინ პატარა ლეას მთელი ცხოვრება შემიცვალა. ვახტანგმა, კაცმა რომელმაც მამობა გამიწია ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გამომწვრთნა ჩემზე ოდნავ წლოვანებით დიდ ოციოდე ბიჭთან ერთად, პატარა ბნელ საწყობში. დღემდე ვერ გეტყვით ვახტანგი მისი დავალებების შესასრულებლად თუ ძლიერ ადამიანებად გვზრდიდა. ახლანდელი გადმოსახედიდან ალბათ პირველ მოსაზრებას დავეყრდნობოდი, რომ არ ვიცოდე რომ ერთადერთი ადამიანია ვინც გამაჩნია ცხოვრებაში და ვისი ნდობაც შემეძლო და შემიძლია. შეიძლება მან არ და ვერ მოირგო მშობლის როლი თუმცა ის ადამიანი ერთადერთია ვინც ყველაზე ახლოს მივიდა ამ ადგილთან ჩემთვის. გაბრიელი ერთ-ერთი მათგანი იყო…იმ ოციოდე ბიჭებთაგან ერთ-ერთი რომლებან ერთადაც ვიწვრთნებოდი. ერთ პოლუსზე მოხვედრილები ბოლოს საწინააღმდეგო პოლუსებზე აღმოვჩნდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.