შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავშესაფარი (თავი 2)


23-01-2025, 23:10
ავტორი ადელაინ ენ
ნანახია 295

ბნელოდა, ფართო ქუჩებში მარტო იდგა , ცას მიშტერებოდა და საკუთარი თავი ებრაელებოდა როცა იაზრებდა რამდენად პატარა და უმნიშვნელო იყო ამხელა სამყაროში, რამდენად უსუსური... გრილი სიო ქროდა, ნელნელა ეპარებოდა ღამის ბურუსს დღის სინათლე, მაგრამ ქუჩაში ისევ არავინ ჩანდა.

„სამყარო ჩაგყლაპავს სანამ შენ იმოქმედოდ იქნები მართა“ უკვე მეათედ უმეორებდა საკუთარ თავს და თვალს ცას არ აშორებდა .

უცნაური ეჩვენებოდა ყველაფერი, ცაც, ქუჩებიც საკუთარი განცდებით. უჩვეულო განცდამ შეიპყრო.

ფრთხილად ჩააცურა ხელი ჯიბეში და სიგარეტის კოლოფი თლილ თითებში ისე მოიქცია, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს უფრთხილდებაო.

არ გაუკიდა, უბრალოდ ხელში შეათამაშა ფრთხილად და ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას სახლისკენ. უცებ მანქანა გაჩნდა თითქოს არსაიდან და მის წინ ზუსტად ხეხებთან სწრაფად გაჩერდა, შეკრთა მაგრამ სიმშვიდე არ დაუკარგავს.

-        ფრთხილად იარე! - დაიყვირა მანქანიდან უცნობმა და როგორც კი ორი ნაბიჯით უკან დაიხია გოგონამ მანქანაც ადგილს მოწყდა.

 

·        * *

ფანჯარასთან მოკალათდა ყავა და სიგარეტი მაგიდაზე დადო, ნეტარებას უნდა მიცემოდა არ უნდოდა დაერღვია დილის არაჯანსაღი რუტინა, კარზე კაკუნის ხმა რომ მოესმა, შეწუხებული წამოოზლაზნა და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ

-გამარჯობა ქალბატონო მართა - ღიმილი შეეპარა ხმაში გოგონას შემხედვარეს, მართას არეული თმა უწესრიგოდ ჩამოჰყროდა სახეზე.

- თქვენ აქ რას აკეთებთ? - გაოცებას ვერ მალავდა

- სალაპარაკოდ მოვედი, შეიძლება შემოვიდე? - თითით ანიშნა ოთახის შუა გულისკენ.

ფრთხილად დაუქნია თავი მასპინძელმა და გვერდზე გადგა, დაუპატიჟებელ სტუმარს გზა დაუთმო

-დაბრძანდით- ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მიუხმო- მშვიდობაა?- დაბნეულობას ვერ მალავდა და ათრთოლებული ხელებით ნერვიულად თმის გადაწევას ცდილობდა უკან

-კი მშვიდობაა, ყავას დამალევინებ? - უშმაკური ღიმილი არ შორდებოდა კაცს

- რა თქმა უნდა, ახლავე

- დავითმა ყველაფერი მითხრა... - უცებ შეცბა მართა, ყავით სავსე ქილა ხელიდან გაუვარდა, ამღვრეული თვალებით შეხედა სტუმარს

-მაინც რა გითხრათ?

- მითხრა რომ იმ სახლში გაიზარდე, რომ შენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც იყავი იქ და რომ ეს არ არის ჩვენთვის ხელის შემშლელი ფაქტორი - მშვიდად ლაპარაკობდა კაცი, ძალიან ნელა და გარკვევით თან თვალს არ აშორებდა გოგონას რომელიც ცდილობდა ქალის ნამსხვრევები შეეგროვებინა და აეხიკა იატაკიდან

- ის არ უთქვამს, რომ დედაჩემი მე მოვკალი?- სწრაფად გასწორდა წელში, მრისხანე მზერა ესროლა დაუპატიჟებელ სტუმარს და ირონიულად მიაჩერდა

- ეგ არ უთქვამს - დაბნეულად უპასუხა და კუპრივით შავი თვალები უფრო ჩაუშავდა

- აქ რატომ მოხვედით ბატონო ... - სახელის მოლოდინში მოურიდებლად მიაჩერდა

- ალექსანდრე, ჩემი სახელია ალექსანდრე

-კარგით, მაშინ აქ რას აკეთებთ ბატონო ალექსანდრე? - ირონია არ დაიშურა- ან საიდან გაიგეთ ჩემი მისამართი

- ჩემთვის ეს სახლი არაფერს ნიშნავს, შენ კი შეგატყვე რომ ძალიან დასევდიანდი, ჩემი ჰობი კი პატარა გოგონების ტანჯვა კარგა ხანია არ არის - ცალყბად გაუღიმა გოგონას და პიჟამოში გამოწყობილი ქვემოდან ზემოთ ნელა აათვალიერა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს აკვირდებოდა და ეშინოდა რაიმე თუნდაჩ უმნიშვნელო დეტალი არ გამორჩენოდა.

- ანუ? ვერ გავიგე სახლს აღარ იყიდით? - გაოცდა, მადუღარა გაზზე შემოდგა, მაგიდას მიუჯდა და სიგარეტს გაუკიდა.

- მაგრამ მე ის უკვე ვიყიდე

- არაუშავს, სხვა მაინც იყიდდა ასე რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ - ირონიულად ათვალიერებდა კაცის ნაკვთებს, დიდ შავ თვალებს, მამაკაცურ მკაცრ ნაკვთებს რომელსაც შიგადაშიგ ღიმილისას ბავშვურობა გადაკვროდა სახეზე.

- შენთან შემოთავაზება მაქვს - ფეხზე წამოდგა ალექსანდრე - მე ეს სახლი არაფერში მჭირდება, შეგიძლია დაიტოვო - სიმშვიდეს არ კარგავდა

- მე ფული არ მაქვს

- შეგატყვე - გაუღიმა

-ეს რა უტაქტობაა- თვალები გადაატრიალა გოგონამ - არ მჭირდება ეს სახლი! - მრისხანება გაუკრთა თვალებში

სტუმარმა პიჯაკის ჯიბეში ხელი ჩაიცურა, სავიზიტო ბარათი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო გოგონას

-        ფული როცა გექნება გამოსყიდვაზე მერე ვისაუბროთ, სახლი შენია, მართალია უკვე გადმოვიფორმე , მაგრამ ახლა უფრო არის შენი ვიდრე აქამდე- გაუღიმა, ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ წამით შეჩერდა

-        გაზს ცეცხლს თუ არ გაუკიდებ ეს ყავა მზერით არ ადუღდება- ხელით გაზქურაზე მდგარი ყავისკენ მიანიშნა, ფართოდ გაუღიმა და სადარბაზოში გაუჩინარდა.

- ჯანდაბა - შეყვირა მართამ და საწოლზე მთელი ძალით დაეხეთქა

 

·        * *

-        მოდი დღეს ბავშვთა თავშესაფარში წავიდეთ- ჩუმად გადაუჩურჩულა ნიცამ მართას და შემობრუნებული ლექტორის დანახვაზე სწრაფად გასწორდა მხრებში

-        დღეს? რაღაცები არ მოგვემზადებინა?

-        ყველაფერი გააამზადა ნელიმ, ჩემი აუტანელი ძმის ძველი სათამაშოები, ტანსაცმელი ნამცხვრებიც კი დააცხო- სიკეთის მარცვალი განათდა ნიცას თვალებში

-        როგორ მიყვარს დეიდა ნელი - სითბო ჩაეღვარა სხეულში მართას - თავის დროზე მას რომ არ ეტარებინე თავშესაფარში ერთმანეთს ვერასდროს გავიცნობდით

-        - ცდები, სადმე მაინც გადავიკვეთებოდით, დარწმუნებული ვარ - მხრები აიჩეჩა

    - წავიდეთ, და ნიკუშა სად დაკარგე- თემა სხვა რამეზე გადაიტანა გოგონამ, უჭირდა წარსულზე ლაპარაკი

-        სამსახურშია, ბიძა მუშაობას აიძულებს - ღიმილით უპასუხა, ნიკუშას ხსენებაზე თვალები უციმციმებდა

-        -მეც მინდა კარგი სამსახური- მოწყენილმა, ბავშვივით დაბრიცა ტუჩები მართამ და მრისხანედ მომზირალ ლექტორს უხერხული ღიმილი ესროლა.

 * * *
როცა დიდი ხარ სამყაროს სულ სხვანაირად ხედავ, და როცა არასასურველი, დაუცველი და შეშინებული ბავშვი ხარ სამყარო გხედავს სხვანაირად.
ყოველთვის თვლიდა რომ სამყარო მას ძალიან მკაცრად მოექცა, იმაზე მკაცრად ვიდრე დედა.
თვლიდა რომ ყველა მისი უცნაურობა ხასიათში იმ დიდი ტრავმების ბრალი დამსახურება იყო რაც ცხოვრებამ და ოჯახის წევრებმა მიაყენეს.
ამიტომ გადაწყვიტა ფსიქოლოგობა, უნდოდა საკუთარი თავის შემდეგ იმ ბავშვებს სახმარებოდა რომლებსაც ისეთივე რთული გზის გავლა უწევდათ როგორც მას.
ბევრი მიზანი ქონდა, და ბევრი მიზეზიც, მაგრამ იცოდა სანამ სხვას გაუწვდიდა დახმარების ხელს ჯერ საკუთარი ჭრილობები უნდა მოეშუშებინა.

* * *

- ძალიან მოგვენატრეთ მა - ბავშვები გარს შემოხვეოდნენ გოგონებს და ბავშვურ რწფელ სიხარულს ვერ მალავდნენ
- ჩვენც ძალიან მომენატრეთ ჩვენო პატარებო - სევდანარევი ღიმილით უყურებდნენ პატარებს და გული ეწერებოდათ
- მართა იცი? ნინის დედამ მიაკითხა და სახლში წაიყვანა - ხუთიოდე წლის ქერა ხუჭუჭა ბიჭი ახლოს მიიწია მართასკენ და გაბრაზებულმა ხმადაბლა, თითქოს ჩურჩულით უთხრა - წავიდა...
- უნდა გიხაროდეს იო, მართა დედასთან არის- ღიმილი შეეპარა ხმაში, მაგრამ შეეცოდა პატარა ბიჭი
- მოვიდა და წაიყვანა...მე მარტო დავრჩი.. შენ როდის უნდა წამიყვანო აქედან? - ხმა აუკანკალდა ბავშვს, გულში რაღაც ჩაწყდა მართას
- აქ ხომ არიან ბავშვები, მარტო როგორ ხარ? - ეცადა გაენეიტრალებინა სიტუაცია, კითხვას თავი აარიდა და ბავშვს ცხვირზე ჩამოკრა თითი
- ნინის ჩვენზე მეტად დედა ყვარებია- უფრო გაიბუსხა იოანე - როდის წამიყვან? - მომლოდინედ იმედით სავსე ფართო ლურჯი თვალებით მიაჩერდა მართას.
მართამ იცოდა რომ აქ ყველა ბავშვს იმედი აძლებინებდა, იმედი იყო ის რაც მასაც ძალიან სჭირდებოდა ეს წლები. იმედს ვერ გაუცრუებდა პატარა ობოლ ბიჭუნას რომელიც თანდაყოლილი გულის მანკით იტანჯებოდა, და რომელსაც აქ გაჩერება აღარ უნდოდა.
- ძალიან მალე! - მტკიცედ უთხრა პატარა მეგობარს და გულზე ძლიერად მიიკრო.
-მჭირდება?- ბავშვური აღტაცება გაკრთა იოს სახეზე, თვალები აუბრჭყვიალდა და ლოყაზე ძლიერად აკოცა პოტენციურ მხსნელს
მართამ იცოდა ძნელი იქნებოდა ეს ყოველივე , მაგრამ რადაც არ უნდა დაჯდომოდა პირობას მაინც შეასრულებდა, ვერ დააღალატებდა პატარა მეგობარს.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

ღმერთო რა გულისამაჩუყებელი და ჰრძნობებით აღსავსე ისტორიაა. პირველი თავის წაკითხბისთანავე დამსინტერესა. გთხოვთ გასგრძელეთ და მალე დადეთ ახალი ყავი. ჩემი პატივოსცემა თქვენ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიაკო

საინტეტესო ისტორიაა. გააგრძელეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent