შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწაზე ერთად, მიწაშიც ერთად ... (1)


13-12-2018, 15:31
ავტორი good girl
ნანახია 1 071

ღამეა.3 საათი. გამომძიებელ უსუპოვის სახლში ტელეფონმა დარეკა.
-დიახ
-უსუპოვი ბრძანდებით?
-დიახ, მიშა ვარ უსუპოვი, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-პროკურატურიდან გირეკავთ, მაიორი ჟირესი ვარ, უბედური შემთხვევა მოხდა, ექიმია მოკლული, ქალი - ვოლგა ანტიანოვა.
-მოიცა, მოიცა, ეხლავე მოვალ, თქვა გამომძიებელმა .ყურმილი აღელვებულმა დადო, ჩაიცვა და პროკურატურისკენ წავიდა.
საოცარი ღამე იყო, გეგონებოდათ ნისლი გადაჰფარვოდა არემარეს, მთვარის სინათლით ალაგ-ალაგ თუ დაინახავდით სახლებს და ისიც შუქჩამქრალს.გეგონებოდათ დედამიწა რაღაცას გლოვობსო. გზაზე კაცის ჭაჭანება არ იყო. თითქოს ადამიანები დამფრთხალან და სიჩუმეს ამჯობინებენო. მალულად იყვნენ და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავსო. მიშას არ გაჰკვირვებია ეს მდგომარეობა, ზამთარში ღამის საათებში ვინ იქნებოდა გარეთ. მაგრამ კაცის ყურადღება რაღაცამ შეიპყრო.მანქანა შეაჩერა და გამუდმებით ერთ წერტილს მისჩერებოდა. შემდეგ მანქანა დაქოქა, ნელი სიჩქარით იწყო სიარული, თითქოს რაღაცას ეპარებოდა.იარაღი ამოიღო,გადატენა, ფანჯრის მინა ჩამოსწია და დაიყვირა:
-ჩქარა შემობრუნდი,გაქცევაზე არც იფიქრო, თუ ფეხს დაძრავ გესვრი, შეიარაღებული ვარ იცოდე.
სიბნელე იყო,მაგრამ მთვარის შუქზე მაინც შეამჩნევდი ადამიანის ლანდს.მიშა დარწმუნებული იყო რომ ის ვირაც ს აპირებდა, ისე დამდგარიყო ხიდთან და ისე ჩაფიქრებულიყო...ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ამ შუაღამეზე ნორმალურს შუა ქუჩაში რა უნდოდა, მითუმეტეს ღამის 4 ის ნახევარზე.
სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ იარეღი მაინც არ დაეწია, უცნობისკენ ჰქონდა გაშვერილი. უცნობმა ამოისუნთქა და ნელი ნაბიჯებით მიშასკენ შემობრუნდა. ჰოი საოცრებავ! მიშას წინ უბრალო ხულიგანის მაგივრად ულამაზესი ქალი დადგა.თვალებით მიწას დასჩერებოდა, ვინ იცის ამ ქალის ირგვლივ რამდენი უბედურება ტრიალებდა. გამომძიებელს მოულოდნელობისაგან ენა ჩაუვარდა, მაგრამ მალე გონზე მოვიდა და ქალს უთხრა:
-უკაცრავად,იცით მე ძალიან გაოგნებული ვარ, ამ დროს, თანაც ასეთ საშიშ ადგილას თქვენნაირ ქალს...მოდით მანქანაში ჩაჯექით და სახლში მიგიყვანთ, ქალს სახლის ხსენებაზე ტურილი აივარდა, მაგრამ უცებ თავი შეიმაგრა. მიშა მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ქალის თავს. მანქანიდან გადმოვიდა, ქალი დააწყნარა და შემდეგ მანქანაში ჩააჯინა.
-სად წაგიყვანოთ?შეეკითხა მიშა
-არ ვიცი მე ხომ წასასვლელი არსად მაქვს,მაგრამ...
-რა მაგრამ? შეაწყვეტინა ქალს გამომძიებელმა.
-არაფერი,ჩემს პრობლემებს თქვენ ხომ არ მოგახვევთ.წამიყვანეთ კლუბ “MAGIC“ -ში.ჰო იქ წამიყვანეთ!
-კი მაგრამ, ამ დროს ხომ იქ არავინ იქნება?!
-იცით, ის სულ ღიაა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისვლა.
-კარგი, როგორც გნებავთ, თქვა მიშამ და მანქანა დაქოქა.
თითქოს არ უნდოდა ხმა ამოეღო ან მისთვის სახეზე კარგად შეეხედა. ქურთუკის საყელო სახეზე აეფარებინა და გატრუნულიყო.გამომძიებელი მხოლოდ გზას გაჰყურებდა.რაღაცაზე ფიქრობდა, მას ხომ საფიქრალი ამ დროისთვის ბევრი ჰქონდა.პირველი ის, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და უბედური შემთხვევა აცნობეს.მეორე ის, რომ გზაში ვიღაც ქალი იპოვა, არ იცის ვინაა, საიდანაა, იქნებ სწორედ ეს არის იმ ქალის მკვლელი. არა, არა მას ამის გაფიქრებაც კი არ უნდოდა. ნუთუ შეეძლო ასეთ ლამაზ ქალს ვინმეს მოკვლა.ამ ფიქრებში იყო მიშა, რომ შეამჩნია კლუბ „MAGIC“- თან მისულიყო.
-ესეც ასე, თქვა გამომძიებელმა და ქალისკენ გაიხედა
-უკვე მოვედით? თქვა განცვიფრებულმა
-ჰო, მოვედით დაეთანხმა მიშა. ქალმა კარები გააღო და გადავიდა. მამაკაცი გონს მოვიდა და უკან მიჰყვა. ხელი სწრაფად მოკიდა მკლავზე
- მოიცა, ისე წახვალ, რომ ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში დამტოვებთ? ის მაინც მითხარით რა გქვიათ სხვას თუ არაფერს მეტყვით...
-იცით, მე უკვე გითხარით, რომ ჩემს პრობლემებს თქვენ ვერ მოგახვევდით.ამიტომ თუ შეიძლება შეკითხვა აღარ დამისვათ.მგზავრობისთვის მადლობელი ვარ, ჩემს თავს ახლა თვითონ მივხედავ. თქვა და ადგილს მოწყდა.
მიშა გაკვირვებული უყურებდა ქალს, არ მოელოდა ასეთ უხეშობას, თავი გააქნია, ამოიხვნეშა და მანქანა დაქოქა.

დღეს, პირველად ვცადე ჩემი შემოქმედების შემოთავაზება,იმედია მოგეწონებათ და არ გამკიცხავთ. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



№1  offline წევრი good girl

ძალიან დიდი მადლობა.მალე ახალ თავს შემოგთავაზებთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent