შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

30 რამ, რაც აღარ უნდა გააკეთოს 30 წლის ქალმა


15-09-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 396

აღმოჩნდა, რომ 29 წლის შემდეგ ცხოვრება არსებობს და მეტიც – ის მშვენიერია! თუმცა, ზოგიერთ ჩვევას ამ ასაკში აჯობებს, რომ გამოემშვიდობო...
1. იცხოვრო მშობლების კისერზე.
წავიდა ის დრო, როცა მშობლები ზრუნავდნენ შენზე. ახლა თავად უნდა შეიქმნა ღირსეული ცხოვრება.

2. დალიო საეჭვო წარმოშობის სპირტიანი სასმელი
სასმელი შენი შესაფერისი უნდა იყოს.

3. სექსი თავდაცვის გარეშე.
უკვე აღარ ხარ ქარაფშუტა.

4. თანატოლი გოგონების შური.
გავიდა დიდი დრო, ადამიანები შეიცვალნენ. ის, რაც სკოლაში ხდებოდა, იქვე დარჩა.

5. ნოყიერი ვახშმის შემდეგ სინდისის ქენჯნა.
თუ ეს შენი სისუსტეა – ჭამე, შეგერგოს. ოღონდ თავს ნუ დაიტანჯავ.

6. დაკომპლექსდე წონის გამო.
დაკავდი სპორტით და არა კომპლექსებით. ასე კილოგრამების ბევრად სწრაფად წავა.

7. გრცხვენოდეს საკუთარი ჰობის.
არ უნდა გრცხვენოდეს იმის, რაც სიამოვნებას განიჭებს.

8. კომპლიმენტების უარყოფა.
შენ ამას იმსახურებ.

9. მშობლებისთვის ფულის თხოვნა.
უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა გრცხვენოდეს, როცა მშობლებს ფულს სთხოვ.

10. ფუჭი დაპირებების მიცემა.
არ უნდა აწყენინო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდათ ახსნა გაუკეთოთ რაიმეს.

11. კუმირების გაფანატება.
დროა იცოდე, რომ ვერასოდეს შეხვდები ლეონარდო დი კაპრიოს მეტროში.

12. არწმუნებდე თავს და გარშემომყოფებს იმაში, რომ საშინელება ხარ.
შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ. შეიყვარე საკუთარი თავი, შეაქე და წარმოაჩინე შენი ღირსებები.

13. გაირუჯო კანის დამწვრობის მიღებამდე.
რუჯის გადაჭარბება ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს, ასევე აჩენს ნაოჭებს. გინდა ეს?

14. შეიძინო ვიწრო ან დიდი ზომის ტანსაცმელი.
ამ დრომდე დარწმუნებული იყავი, რომ თუკი 2 ზომით პატარა ჯინსს იყიდდი, წონაში დაიკლებდი? დროა, შეიცვალო აზრი.

15. ოჯახის უგულებელყოფა.
იცოდე, რომ მშობლებზე ახლობელი ამქვეყნად არავინ გყავს.

16. დახმარების თხოვნის შიში.
სთხოვო ადამიანს დახმარება, არ ნიშნავს, რომ რაიმე არ შეგიძლია. თუკი შიშობ, რომ რაიმეს ისე ვერ გააკეთებ, ეს მხოლოდ პლუსია. გარშემომყოფები გაგიგებენ და გვერდში დაგიდგებიან.

17. მოეშვი არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას.
არ არის აუცილებელი ყველას მოწონდე ან უყვარდე. იყავი, რაც ხარ და ისიამოვნე ცხოვრებით.

18. ნუ დაელოდები მამაკაცისგან გადადგმულ პირველ ნაბიჯს.
21-ე საუკუნეა, ასე რომ, უკვე შესაძლებელია ქალი იყოს ინიციატორი.

19. აღარ გინდა ამდენი ლაპარაკი.
გადადი საქმეზე, სიტყვები – ქარს მიაქვს.

20. ჭორაობა ნაცნობებზე და მეგობრებზე.
თუკი ისინი შენთვის მართლაც ძვირფასები არიან, არ გინდა მათზე ზურგსუკან საუბარი.

21. 15 წლის გოგოსავით საუბარი.
უკვე დიდი გოგო ხარ და აღარ შეგეფერება სლენგების გამოყენება საუბრისას.

22. თავისმართლება.
უფრო ადვილია აღიარო შეცდომა და მოიხადო ბოდიში, ვიდრე ტყუილად იმართლო თავი.

23. ყოფილებისთვის სმს-ბის გაგზავნა ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ.
ხომ არ გინდა, რომ შენმა ყოფილმა იფიქროს, რომ მარტოხელა ხარ?

24. უხარისცო შიდა თეთრეული
შენ ღირსეული ქალი ხარ, ამიტომაც ძვირფას საცვლებს იმსახურებ.

25. ენერგეტიკული სასმელების ბოროტად გამოყენება.
ნუ დაივიწყებ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. სვი წვენები და კარგად გამოიძინე.

26. არეული სახლი.
შენი სახლი – ეს შენ ხარ. იცხოვრე ჰარმონიასა და წესრიგში.

27. ფულის სესხება და კრედიტების აღება.
ვალი – მძიმე ტვირთია. გინდა ამ ტვირთით ცხოვრება?

28. ცუდი ბიჭებით დაინტერესება.
შენ გვერდში დგომა, დაცვა და სითბო გჭირდება მამაგაცისგან. ცუდი ბიჭები კი ამ ყველაფერს ვერ მოგცემენ.

29. შუადღემდე ძილი.
ასე ხომ მთელ ცხოვრებას გამოიძინებ. ადექი ადრე და დაიპყარი მსოფლიო.

30. უცხო ადამიანის წინაშე დაბნევა, დამორცხვება.
ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებითა და ძლიერი მხარეებით.

არავინ არის შენზე რაიმეთი მეტი ან უკეთესი. იყავი თამამი უცხოებთან.



№2  offline ადმინი უნდა ვწერო

BaRiYfon. ¥¥¥^^
Magaria :)))

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent