აბა, დამეხმარე! მთელი გულით გელოდები!
გამარჯობა. მოკლედ, 21 წლის ვარ. და მგონი, აღარ ვარ პატარა...ჩემი აზრით, ერთი ჩვეულებრივი, რთული ხასიათების გოგოს წარმოვადგენ . ამ უკანასკნელში იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩაკეტილი ვარ და ჰაი ჰუი.... მაგრამ!!! დიდი მაგრამ!!! უბრალოდ, არ ვარ მარტივი "საურთიერთობო" ადამიანი. ვისაც ზოდიაქო მოგწონთ - მორიელი ვარ(ბევრს ნიშნავს ალბათ, ეს ფაქტი), ვისაც არა და უბრალოდ თქვენით შექმენით ჩემი სირთულის შესახებ წარმოდგენა ჩემი მონაყოლიდან გამომდინარე. რაშია ახლა საქმე. ამ ჩემი ხასიათის გამო, არასდროს არავინ მყოლია. ბიჭს ვგულისხნობ, რა თქმა უნდა. ყოფილა ბევრი "პაკლონიკი", მაგრამ მათ გვერდზე ჩემი თავის გააზრება, ყოველთვის გულს მირევდა. არავის ვუშვებ ახლოს, უფრო სწორად, ვერავის. არავაინ მოსულა აქამდე გულთან ახლოს... მსგავსი ურთერთობის მეშინია. მეშინია, რომ ვიღაცას სიგიჟემდე შევიყვარებ, და ეს ვიღაც, ანალოგიურად არ იქნება ჩემ მიმართ განწყობილი. არ ვიცი, ან ჩემი მრავალფეროვანი ხასიათი დაღლის, ან ის ან ეს.. რასაც ვუყურებ, რაც უფრო მარტივია გოგო, მით უფრო კარგი ბიჭი ყავს მართლაც რომ გამოჭერილი...მოკლედ, ასე მგონია, რომ თუ შევიყვარებ, რამე ცუდი მოხდება და ეს რამე ცუდი დამამსხვრებს პაწა-პუწა ნაწილაკებად და დიდი დრო დამჭირდება მომენტი წებოთი რომ ვიჩალიჩო. თუმცა... თუმცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში და პირველად ვთქვი, რომ გავბედავდი და ვცდიდი, თუკი ჩემით დაინტერესდებოდა. საქმე ისაა, რომ მომწყინდა მარტო ყოფნა...არა! ძალიან მომწყინდა. ალბათ, რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის განცდა მინდა... მინდა, რომ სახლი ვიპოვო ადამიანში...მინდა, ვიღაცასთან ყოფნისას მეგონოს, რომ სარწეველა სკამში, თბილი საბნითა და ვეებერთელა ჩაის ჭიქით ხელში ვზივარ და ჭექა-ქუხილისა და კოკისპირული წვიმის ხმით ვტკბები.... მოკლედ, მართლა მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე... ხოდაა... ამ ბიჭთან საქმე ცოტა რაღაცნაირადაა, ანუ მეც კი, ვისაც არ უჭირს სხვისი საქციელიდან აზრის გამოტანა, დავიბენი. ჩემი ჯგუფელია. პირველად 1 წლის წინ შევამჩნიე და საერთოდ გავატარე ის ფაქტი, რომ ერთი დანახვით დამაინტერესა ვინ იყო... მერე როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი საერთო მეგობარი(ჩემი საუკეთესო დაქალი) და მე ვხუმრობდით ათას სისულელეს ამ ბიჭზე და ისე მოხდა, კარგად ჩამიჯდა გონებაში და ამ სემესტრში, სამ ლექციაზეც დამემთხვა. და ავხორხოცდით ისევ :დდდდ დავიწყეთ ღადაობა და ჰა და ჰა, კიდევ უფრო დამაინტერესა....კვირაში სამჯერ ვნახულობ... დიდი შემართებით გადავწყვიტე, რომ დამეიგნორებინა ჩემი შიშები და იქნებ რამე გამოგვსვლოდა. ხოდა, დადგა ის დღეც და რაღაც მთხოვა საგანთან დაკავშირებით, სულ შემთხვევით და ასე "გავიცანი"... უბრალოდ, რა ხდება :))))) როცა მწერს, ლექციების თემაას ვერ ვცდებით, უბრალოდ სულ თავად მწერს და სულ ყურით მოთრეული მიზეზით... თაააან, ხალხო... პირველად რომ მომწერა, მეორედ რომ მომწერა ფრენდებში კი არ დამამატა, ისე მწერდა...ხოდა შე წაკლათქო, განამუსებთქო და მესამედაც რომ ასე მომწერა, იქით დავიმატე... ასე დავამშვენე მაგისი ფრენდ ლისთი....ოღონდ არ მჯეროდა რომ ეგ მე ვქენი... მოწერისას, თავად რომ სცადა რაღაც სხვა ეთქვა, სამსახურში ვეგდე და ვერ მივაქციე ყურადღება... ხოდა იმის მერე, რამდენჯერაც მომწერა და პასუხისას, რამდენჯერაც მე ვცადე რომ თემა შემეგდო, უშედეგოდ... ეს სოც.ქსელში, მაგრამ როცა მნახულობს :))) ოოო, როცა მნახულობს...არასდროს ვიწყებ მე საუბარს...სულ თავად არის ინიციატორი...თავიდან, რომ მკითხავდა რამეს და გავხედავდი, დაველაპარაკებოდი, მეჩვენებოდა, რომ 'ტკბილად ეღიმებოდა'...აი, ისე, რომ გიხარია, რომ გელაპარაკება... ნუ კაი, ავუკრძალე ჩემს თავს ფიქრი, გეჩვენებამეთქი, ნუ იდიოტობ ჩემო თავომეთქი...რა ვიცი მოკლედ, მსგავსი საუბრები ჩემს თავთან სულ მაქვს... ხოდა რამდენჯერმე ძაალა დავატანე ჩემს თავს და რაღაც პაწააა დეტალებზე ყურადღება გამოვიჩინე, რომ მიმხვდარიყო ვიღაც რიგითი ჯგუფელი არ არის ჩემთვის და ვფიქრობ, თუ შტერი არაა( და ვიცი, რომ არაა) მიხვდებოდა კიდეც. მოკლედ, ბევრი საყვარლობა და სასაცილო და ყბის ჩამოსაგდები(ჩემთვის) დეტალია ჩვენს "ურთერთობაში", მაგრამ ამის მოყოლად ხომ არ დავიწყებ :)))) უბრალოდ, მთელი ორი თვის მანძილზე მივაღწიეთ იქამდე, რომ როცა მნახულობს, სულ მელაპარაკება, ენას არ აჩერებს. იმ დღეს გაბრაზებული ვიყავი, რომ ფბ-ზე შანსი მივეცი და ისევ დაიკიდა და არ გამიბა საუბარი, ხოდა ვაიგნორებდი გემოზე, შესვენებაზე დამიძახა, რომ მივბრუნებულიყავი და რაღაც ფოტოები დამათვალიერებინა... WTF? სახე მქონდა დამერე რომ დავფიქრდი, ჩვენი ძველი საუბრის გამო მანახა ის ფოტოები...ანუ იმახსოვრებს, რაც მითქვამს ჩემს თავზე მაგასთან. ლაპარაკისას ჩემზე სულ რაღაცას აღნიშნავს, სულ რაღაცაზე ყურადღებას მიმახვილებს. რომ მელაპარაკება, სულ იცინის..არ ვიცი. იმ დღეს, დააგვიანა ლექციაზე და შემოსვლისას რომ დამინახა ისე გადაებადრა სახე ღიმილისგან...არ ვიცი :((( მართლა არ ვიცი....და ასე ხომაა, ხოდა რაღაცა უაზრობაზე მივწერე რამდენიმე დღის წინ, აი მიხვდებოდა, რომ იმიტომ მივწერე რომ მიწერა მინდოდა და არა იმიტომ, რომ ის რაღაც მაინტერესებდა. მითხრა, მადლობათქო და ეგ იყო,დასინა ჩემი მადლობა... ანუ სოც. ქსელში საპირისპიროდ იქცევა, ლაივში საპირისპიროდ. და როგორც საერთო მეგობრიდან ვიცი, დიდი ფრენდმეიქერი და ლაპარაკის მოყვარული ტიპი არაა. წყნარია, მშვიდი, სულ ღადაობს, ძალიან ჭკვიანია გონებრივად და ამ მეგობარის აზრით, სულაც არ მექცევა მე ისე, როგორც რიგით ჯგუფელს...და როცა ვამბობ, რომ წინ არ მიდის, ერთი ადგკლის ტკეპნა მომბეზრდა და არ ვაინტერესებთქო, რომ მოვწონდე, რამით მიმახვედრებდათქო, მეჩხუბება, იმაზე მეტს აკეთებს ეგ მაგ საქციელით, ვიდრე მოსალოდნელია, რადგან საერთოდ არაა სხვებთან ისეთი, როგორიც შენთანო.... მაგრამ მაბნევს, ხან ისე რომ იქცევა და ხან ასე. თავად ისეთი ტიპი ვარ, აქეთ რომ უნდა გამოიჩინონ ინიცატივა, თუნდაც სამეგობროდ და ნებისმიერ რამეში, იქით არავის გავეკიდები და ა.შ...ხოდა ცოტა გული მიცრუვდება, ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმასაც, რომ დიდი კომპლექსა ვინმე ვარ და ვერ ვიჯერებ, ისეთ ბიჭს, როგორიც ესაა, ოდესმე თუ მოვეწონები და ბლა ბლააა ბლააა.... პაწა წონა მაწუხებს და ასე ამიტომ მგონია, ოღონდ პაწა, კატასტროფა არ ვარ, მაგრამ გამხდარიც რომ არ ვარ? :((( ხო კიდე, დიდად რომ არ ეძებს შეყვარებულს, ეგეც გავიგე მაგისი საუბრიდან. რაღაც თემას მოყვა ლექციაზე და ისეთი ფრაზა თქვა ქალებზე, მივხვდი :დდ აა ხო კიდე, მგონი ჩემს მეგობარზე ეგონა რომ ერტად ვიყავით ( უცხოებს გონიათ, რომ მე და ჩემი მეგობარი ერთად ვართ,არა და მსგავს რამეს არცერთიც არ გავივლებთ თავში)....ხოდა თუ ყურმა არ მომატყუა იმ დღეს, კითხა შენ ხო შეყვარებული გყავსო და ამ ჩემმა მეგობარმაც, კიო...ხოდა ანუ იცია და ფბ პოსტებითაც ვცდილობ დავანახო რომ მარტო ვარ და ველქამ. მარა ჰა? რა მინდა ახლა, რამე დასკვნა თუ შეგიძლიათ, დამიდეთ. იმიტომ, რომ დაქალები ჩემი კუთხით აფასებენ, რომ მე ვარ საუკეთესო, რას ქვია არ მოვეწონები, რას ქვია არ შევეფერები და ხო ხვდებით რა... ხოდა მირჩიეთ რამე, ჩემი მხრიდან რა შეიძლება რომ გავაკეთო? საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, ამიტომ ვერ ვხვდები რა ხდება და პლუს მგონია, რამე ინიციატივა თუ წავა ჩემგან, იდიოტი ვეგონები და სულ დამახვევინებს :დდდ ჰელპ მი ფლიზ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.