შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი. მათთან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ურთიერთობა!


13-02-2017, 09:33
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 453

12 ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს ხუთი ყველაზე პრობლემური წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასასიამოვნო ადამიანები არიან – უბრალოდ, ჰოროსკოპის ეს ნიშნები იმდენად სპეციფიკური ბუნებისანი არიან, რომ მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის.
ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშნები

1. ვერძი
ვერძი მოულოდნელი ქმედებებით არის აღსავსე. ის ხშირად ექცევა წამიერი ემოციების ქვეშ. მკვახე სიტყვები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები თქვენი ცხოვრების თანმდევი იქნება, თუკი ვერძთან გაქვთ საქმე.

2. მერწყული
ის, რის გამოც ბევრი ვერ იტანს მერწყულს, არის ამ ნიშნის წარმომადგენლის საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა. მერწყული ამას არასოდეს აღიარებს, მაგრამ ყოველთვის თვლის საკუთარ თავს სხვაზე უკეთესად, ეს კი მათ ქცევებზე განსაკუთრებულ კვალს აჩნევს. კატეგორიულობა და დესპოტიზმი – მერწყულის საშინელი თვისებებია.

3. ტყუპი
ტყუპმა თავადაც კარგად იცის, რაშია მისი პრობლემა: მისთვის რთულია გაჩუმდეს. ტყუპი ყველგან ცდილობს თავის გამოჩენას და ამ მცდელობაში შესაძლოა სისულელეებიც ჩაიდინოს. ყველაზე კრიტიკულ მომენტში მას შეუძლია გამოიჩინოს ენითაუწერელი სისასტიკე. იშვიათ ადამიანს შეუძლია აიტანოს ეს ყოველივე.

4. თხის რქა
კუროებისა და ვერძების სიჯიუტის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ თხის რქებს ამ სიაში იშვიათად ახვედრებენ.
არადა, მათი გამძლეობა შოკისმომგვრელია! ყველაზე სულელურ რამესაც დაიცავს სიცოცხლის ფასად მხოლოდ იმიტომ, რომ დაამტკიცოს: ის მართალია. და ის ყოველთვის მართალი იქნება. თხის რქა ხშირად მარტოხელაა – მისი ხასიათის თავისებურებები ადამიანებს აფრთხობს.

5. მორიელი
ვინც არ უნდა იყო მორიელისთვის, ის მაინც ყოველთვის იმას გაგრძნობინებს, რომ შენი უფროსია. რატომღაც მორიელი ადამიანებთან ისეთ ურთიერთობებს ამყარებს, რომელიც მას მთავარის, წამყვანის როლს აკისრებს. და თუკი მორიელს ვინმე არ დაემორჩილება, ამის ფასი ნამდვილად დიდი იქნება.



№1 სტუმარი Guest ნუცი

მმმმ ვერძი ვარ და :-D:-D ..... ანუ რთული ვაააარ?:-D:-D

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Guest ნუცი
მმმმ ვერძი ვარ და :-D:-D ..... ანუ რთული ვაააარ?:-D:-D

კი, ნამდვილად რთული ხარ.
მეც ვერძი ვარ bowtie

 


№3 სტუმარი Guest ნინო

რა ვართ ეს ვერძები მოკლედ პირველობას არავის ვუთმობთ არაფერში

 


№4  offline წევრი Kukrali

მორიელი ვარ და არც ასე ცუდადაა საქმე. ნუ გეთანხმებით რთული ვარ მაგრამ არა ამ მხრივ

 


№5  offline წევრი davinna

Mec morieli var magram kpveltvis ase ar aris. Adamians gaachnia. sikvarulshi qals dominantoba arukvars.danarchen urtiertobebshi ki ubralod gadarchevas mimartavs vistan gaa**akos da vistan ara. :D kvelaxo arimsaxurebs amas

 


№6  offline წევრი kaxelii

txis rqa var da 99%simartlea

 


№7  offline წევრი qarishxali

მართალია 100%, თხის რქაზე არ ვიცოდი და გუშინ დავრწმუნდი...

 


№8 სტუმარი Guest ნინო

ქოთ მართალ იფრელ მუთ ჭარუ ვერძიშენ:-D:-D( გამგები გაიგებს):-D

უნდა ვწერო
Guest ნუცი
მმმმ ვერძი ვარ და :-D:-D ..... ანუ რთული ვაააარ?:-D:-D

კი, ნამდვილად რთული ხარ.
მეც ვერძი ვარ bowtie

ნუ იქიდან გამომდინარე რო ჰოროსკოპშიც პირველები ვართ და ცხოვრებაშიც ვიქნებით ახლა "პაწა" რთულები :-D:-D:-D:-D

 


№9 სტუმარი salo

ტყუპი ვარ და ნამდვილად არ არის ასე :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent