შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუიციდი


14-05-2020, 00:27
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 431

მესამე წელი დაიწყო რაც ჩემი სხეულის რაღაცა ორგანოები იმ ადამიანთან ერთად ჩაწვნენ მიწაში, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სუიციდით დაასრულა.
სიტყვები საკმაოდ ზედმეტია იმის გადმოსაცემად თუ ამ დროს ადამიანი რას გრძნობს... ნეტავ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლის წაკიდების იმიტაციას ტოვებდეს... უიმისობა ყველაზე მწარე აღმოჩნდა.
ვინ თქვა, რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო?
დრომ ვერ შეახორცა ის სულის ჭრილობები, რომელიც უიმისობით იქნა გაჩენილი...
ახლაც... ყოველღამე ლოგინთან ჩამომიჯდება. მიყვება თავის ამბებს. როგორ მინდა მის მკლავებს შევეხიზნო, ეს ხომ ჩემი ერთადერთი თავშესაფარი იყო.
ზოგჯერ ვეღარ ვუძლებ ტკივილს და როგორ მინდა მალევე დასრულდეს ეს ყველაფერი... როგორ მინდა მეც მასთან ერთად ჩავწვე მიწაში, თუმცა რატომღაც ჩემი მეგობარი თავისთან არ მიშვებს. საავადმყოფოში თვითდაზიანებების გამო ხშირად მოვხვდი, თუმცა მაინც გადავრჩი. არადა როგორ არ მინდოდა...
ალბათ ჩემი არავის არ ესმის ახლა... თქვენც ვინც ამას კითხულობთ, მაგრამ მერწმუნეთ იმ სამყაროში არსებობა უბრალოდ შემაწუხებელია სადაც თავს უსულოდ გრძნობ. ჩემი სული დაიკარგა. ყველაფრის ხალისიც დამეკარგა. მეგობრებსაც ვეღარ ვესაუბრები და უაზრო ნიღაბს ვურგებ. მინდა მათ ჩემი რეალური სახე ამოიკითხონ, თუმცა არ შვებიან. არადა ყველაზე მეტად მათი გვერდშ დგომა მჭირდება.
ყველაზე მეტად იცი რა მაწუხებდა? როდესაც ბოლოს სანამ საავადმყოფოში მოვხვდებოდი მეგობრებს გადაჭრიტ ვუთხარი, რომ თავს ვიკლავდი. მათ თითქოს აქ არაფერიო, ალბათ ვერ დაიჯერეს ასეთი სიცოცხლითსავსე, ერთ დროს ყველაზე ბედნიერი გოგო თუ შეპყრობილი იქნებოდა სიკვდილზე ფიქრით...

საკუთარი თავი გამირბის ან ბედი სასტიკად მეთამაშება.
თვალის დახუჭვა და იმ გარდაცვლილი მეგობრიის თვალწინ დადგომა ერთია... როგორ არ მინდა ოდესმე გაქრეეს ჩემი გონებიდან და როგორ მინდა კვლავ მასთან ვიყო...

არ ვიცი რა გავაკეთო.
რა მოვიმოქმედო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent