წარსულიდან (მე)
ეს რჩევა საკუთარ თავს დავუწერე რაღაც დროის უკან და დღეს დამიბრუნდა, ახლა კი მინდა სხვებსაც გავუზიარო იგი. .............. გწერ 2019 წლის 23 თებერვლიდან. მოგესალმები წარსულიდან :) როგორი საინტერესო და ამაღელვებელია მიწერო საკუთარ თავს წერილი იმ იმედით, რომ შენთვის სასურველ დროს მოგივა იგი და წაიკითხავ, მაშინ როდესაც რეალურად არც კი იცი იქნები თუ არა ცოცხალი, ან რამდენად შესაძლებელი იქნება შენთვის ამ ყველაფრის წაკითხვა. ( ეს პატარა შესავლად ჩავთვალოთ :დ) ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს, დღეს ხომ 20 წლის გახდი. შენი ცხოვრების ოცი წელი განვლე, ამჯერად 18 წელია განვლილი და შეგახსენებ როგორი იყო იგი, რათა უფრო მრავალფეროვანი გახადო იგი და მეტნაკლებად შეეცადო აღარ დაუშვა ისეთი ტიპის შეცდომები, რაც აქამდე ნებით თუ უნებლიედ დაგიშვია. ეს თვრამეტი წელი არ იყო ერთფეროვანი, მუდმივად განიცდიდი სიახლეებს, იყო ცუდიც და იყო კარგიც. ძალიან ცვალებადი ადამიანი ხარ და ხშირად უმიზეზოდაც კი ტირი, ეს კი იმის ბრალია, რომ საკუთარ თავთან ხარ ჩაკეტილი თითქოს ვერ ხედავ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნები და დაანახებს რა გაწუხებს და რა გიხარია, არ ვიცი კარგია თუ ცუდი მაგრამ ყოველთვის ცდილობ სხვებს არ დაანახო შენი პრობლემები და შენი ცუდ ხასიათზე ყოფნით სხვასაც არ გაუფუჭო ხასიათი. ასევე ვერ იტან, როდესაც შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს რაიმე აწუხებს და ცდილობ ყველანაირად დაეხმარო და გამოასწორო ყველაფერი რათა მის სახეზე ღიმილი დაინახო.მიუხედავად ყველაფრისა ხარ მხიარული გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან ურთიერთობით მუდმივად სწავლობ რაღაცას თუნდაც იმას როგორი უნდა იყო და როგორი არა. აბა რას იტყვი ახლაც ასეთი ხარ? ისევ იკეტები საკუთარ თავთან და ბოლომდე არავის უშვებენ გულთან? იმედი მაქვს რომ არა. დამიჯერე არ არის ეგ კარგი, ადამიანს სულიერად ანგრევს და თუ შენთან ამ მხრივ არაფერი შეცვლილა ეხლავე დაიწყე ფიქრი როგორ გამოასწორო ეს ყველაფერი წინააღმდეგ შემთხვევაში შენგან უბრალოდ ფიტული, მოსიარულე გვამი, პესიმისტი, უიმედო, უყველაფრო, მარტოსული და სრულიად ნეგატიური ადამიანი დარჩება.კიდევ ერთი რჩევა რაც მინდა გითხრა არის ის, რომ როდესაც რაიმეს გაკეთება გინდა ნუ გადადებ ხვალინდელი დღისთვის, რადგან ხვალინდელი დღე შეიძლება აღარ იყოს და სურვილი აუხდენელი დარჩეს, ნუ დაკმაყოფილდები მცირედით და მუდმივად იბრძოლე მაქსიმუმისთვის, რადგან სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ და მუდმივად უკმარისობის გრძნობა არ მოგასვენებს. ყოველთვის ეცადე იცხოვრო დღევანდელი დღით ისე თითქოს ხვალინდელი აღარ იქნება, გაეცი უფრო მეტი სიყვარული და სითბო, დამიჯერე ამით შენც ბედნიერი იქნები და სხვებსაც გააბედნიერებ.ცხოვრება მშვენიერია მთავარია სწორად მართო იგი. ნურასოდეს შეგეშინდება ნაბიჯის წინ გადადგმის. გიყვარს ვინმე? უთხარი თუ აქამდე არ გითქვამს, ნუ დაიხევ უკან იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი და ტკივილი არ აგცდება და თუ კი ადამიანი, რომელიც გიყვარს შენს გვერდითაა, ეცადე ხშირად უთხრა თუ რაოდენ გიყვარს იგი და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, შეიძლება იკამათოდ. არცერთი ურთიერთობა არ არსებობს კამათის გარეშე, ნუ შეგაშინებს ეს კამათი და დასასრულად ნუ მიიჩნევ, რადგან ყველაფერი გამოსწორებადია. უბრალოდ გაუგე შენს საყვარელ ადამიანს მოუსმინე მას და დაფიქრდი იქნებ ცდები იქნებ არ ხარ მართალი და თუ სწორი ხარ მშვიდად აუხსენი მას. კამათის შემდეგ, მიდი მასთან და უთხარი რომ ძალიან გიყვარს და რომ ვერაფერი გაიძულებს მასზე უარი თქვა, ბოლოს ერთსღა გეტყვი ნუ გექნება მორგებული ვარდისფერი სათვალე და ნურც ნაცრისფერი. აირჩიე უფრო რაღაც ფერადი ისეთი, რაც რეალობას შეესაბამება, ნუ შეგეშინდება სირთულეების, თამამად გადადგი ნაბიჯი, ეცადე ადვილად მიიღო სიახლეები და გამოიყენო ის, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება, მინდა დავამთავრო სათქმელი მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტის თქმა მინდა, ყველაზე მნიშვნელოვანს გეტყვი ნურასოდეს დაგავიწყდება პირველ რიგში უფალი და შემდეგ მშობლები განსაკუთრებით დედა( რა თქმა უნდა არც სხვები არ უნდა დაგავიწყდეს) ეცადე უფლის გზაზე იარო და მოუსმინო მას, უფალი ყოველთვის გამოგიწვდის დახმარების ხელს და შენთან იქნება ყველგან და ყოველთვის… არასდროს დაივიწყო დედა, როგორი მოუცლელიც არ უნდა იყო. თუ მასთან არ იქნები დაურეკე ხშირად და უთხარი რომ სიცოცხლეზე მეტად გიყვარს. ნუ მოგერიდება შენს პრობლემებზე მასთან ლაპარაკი, რადგან იგი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის მოგისმენს და დაგეხმარება, ეყვარები ისეთი როგორიც ხარ და ვერაფერი გაანელებს ამ სიყვარულს, გაუფრთხილდი სანამ გვერდით გყავს და შეგიძლია ჩაეხუტო , რადგან დადგება დრო როცა ის შენთან აღარ იქნება და ძალიან ინანებ, რომ ვერ შეძელი ჩახუტებოდი, გელაპარაკა, გეთქვა თუ როგორ ძალიან გიყვარს და გჭირდება. ვეღარ შეძლებ ჩაეხუტო და მისი ტკბილი სურნელი შეიგრძნო, გახსოვდეს ეს ყველაფერი და იცოდე შენც გახდები დედა და შენც ისევე გეტკინება, როგორც შენ ტკენ დედას. დრო უკან არ დაბრუნდება ამიტომ დაფიქრდი სანამ რაიმეს იტყვი ან გააკეთებ…ვსო მოვრჩი ისედაც ძალიან ბევრი ვთქვი, ალბათ გაგეღიმება და იტყვი რად მინდოდა ამ ყველაფერს საკუთარ თავს რომ ვეუბნებოდით თუ მაშინ ვიცოდი განა ეხლა არ მეცოდინებაოო, არა ჩემო თავო, შენ შეიძლება ეს 2. 3 და 4 წლის მერეც კარგად იცოდე და გახსოვდეს მაგრამ მაინც საჭიროა ამის შეხსენება რათა გონებამ და გულმა კიდევ უფრო გაიაზროს და გაითავისოს. სიყვარულით შენ წარსულიდან <3 ---------------- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.