შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რჩევა მჭირდება...


11-11-2020, 13:02
ავტორი მერედიტი
ნანახია 1 247

მეგობრებო, ერთი თვის ამბავია, თუმცა მინდა, თქვენგან რჩევები მივიღო... ერთი ბიჭია, უკვე თითქმის წელიწადია რაც ვიცნობ და მიყვარს ამასთან ერთად. ერთი თვის წინ გავიგე, რომ ყავდა შეყვარებული, თუმცა ამას თავად არ მიმხელდა, როცა ვკითხე კი დამიდასტურა... მე და ის ბიჭი მიუხედავად იმისა, რომ მე სულ სხვა თვალით ვუყურებ, მეგობრები ვართ, თანაც კარგი მეგობრები. ერთმანეთს ხშირად ვხვდებით და ერთად დიდ დროს ვატარებთ, ყველა და ამთ შორის მეც ვხედავთ, რომ ჩემზე ზრუნავს, ღელავს, მენდობა, როგორც მეგობარი ვუყვარვარ და მისთვის მნიშვნელოვანი ვარ... იმის მერე რაც გავიგე, რომ შეყვარებული ყავდა მივულოცე და მეგობრობა გავაგრძელეთ, თუმცა დავფიქრდი და ყოველთვის, როცა მათზე ვფიქრობ გული საშინლად მტკივა, ვფიქრობ ეს ტკივილი არ მომცემს იმის საშვალებას, ძველი ურთიერთობა რაიმეს შეცვლის გარეშე გავაგრძელო, თუმცა არც ის მინდა დავკარგო. არ მინდა საუკეთესო მეგობარი დავკარგო მისი სახით, ბევრ ბიჭთან მაქვს ურთიერთობა და ვმეგობრობ ბევრთან, თუმცა ის სულ სხვანაირია, თითქოს სხვებს არ გავს, თავიდან მეგონა როგორც სხვა ბიჭებთან, მასთანაც ისე ვიმეგობრებდი, თუმცა როგორც ჩანს ვერ შევძელი. ერთ ბიჭთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ასევე იმ ვიჭსაც იცნობს, რამოდენიმე დღის წინ მითხრა, რომ თითქოს მის მეგობარს ეტყობოდა, ჩემს მიმართ გრძნობები და იმის გამო, რომ სიყვარულს გაურბის სხვა გოგოსთან დაიწყო ურთიერთობა. ეს სასტიკად ვუარყავი, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის რომ იმ გოგოს გრძნობებზე თამაშობს, იმისთვის ვიცოდე, რომ არასოდეს ითამაშებს გოგოების გრძნობებზე საკმაოდ კარგად ვიცნობ...მიუხედავად ამისა, იმ გოგოსთან ვინც ახლა მაგისი შეყვარებულია, მქონდა ცოტა ხანი ურთიერთობა და ისეთი რამეები არ იცოდა იმ ბიჭზე, რაც ყველამ იცოდა და წესით შეყვარებულსაც უნდა ცოდნოდა, ძალიან ეტყობოდა, რომ ერთი პროცენტითაც კი არ იცნობდა იმ ბიჭს, თვითონ მითხრა არ მიყვება ბევრ რამეს თუ არ ვკითხეო, მაგრამ ვისაც ენდობა ყველას ზედმეტი კითხვების გარეშე უყვება ყველაფერს, იმ ბიჭს ისიც დაეტყო, რიმ ამ გოგოს არ ენდობა იმდენად რომ ყველა გრძნობა გაუზიაროს, რასაც მე ან თუნდაც სხვა დანარჩენებს გვიზიარებს, ზოგჯერ ვიჯერებ, რონ მართლა ჩემ ან თუნდაც რაიმე სხვა მიზეზის გამოა მასთან ერთად. თუმცა არეული ვარ, არ ვიცი რა ვიფიქრო, მეგობრობა გავწყვიტო თუ ისეგავაგრძელო თითქოს არც არაფერი არ მომხდარა, მოკლედ არ ვიცი, თქვენ რას მირჩევდით?



№1  offline მოდერი Mary Drey

მე საკუთარი გამოცდილებით გიხემძღვანელებ, რადგან 3 წლის წინ ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი. 5 წლიანი მეგობრობა გვქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მიყვარდა. იცი რა არის ჩემო საყვარელო? როდესაც ნამდვილ, საუკეთესო მეგობარს პოულობ თანაც ბიჭს მასთან ყველანაირად დამოკიდებული ხდები. მესაკუთრეც კი და ძალიან რთული ხდება შენთვის გაარკვიო ამ ეჭვიანობის ნიადაგზე რეალურად რა სახის გრძნობები გაკავშირებს მის მიმართ. არადა დიდი ალბათობით ეს მესაკუთრეობის ბრალია. შეყვარებული გაიჩინა? გული ჩაგეწვა? ნაცნობი სიტუაციაა. მთელი 1 წელი მეგონა, რომ მიყვარდა. გავუმხილე კიდევაც და ძალიან გაუკვირდა. გადაფსკვნილი მეგობრები ვიყავით და ახლა უფს ჰოპ უცბათ ვუთხარი იცი რა? მე შენ მიყვარხარ. მე ძალიან ეგოისტი და მესაკუთრე ვარ.
შენში იგივე თვისებები დავიჭირე.
უბრალოდ მე ერთს გირჩევ.
გაარკვიე შენში რეალურად რა გრძნობაა მეგობრული, რომელიც მისაკუთრების ნიადაგზე გაწვება ასეთი შეგრძნებები თუ?!....
თუ საუკეთესო მეგობარია გირჩევ ურთიერთობა არ არიო.
ასე ადვილი არაა საუკეთესო მეგობრის პოვნა, დამერწმუნე.
ჩემმა საუკეთესო ძმაკაცმა თავი მოიკლა და შესანიშნავად ვიცი რა დანაკლისის მატარებელია ეს შეგრძნება. ბედნიერი ვარ, რომ სიცოცხლის ბოლო წამამდე მისი საუეთესო მეგობარი ვიყავი და არა შეყვარებული.
პირადად მე საკუთარ თავს არასოდეს არ ვაძლებ იმის უფლებას, რომ მეგობარს სხვა თვალით შევხედო. შეიძლება მე ვარ მხოლოდ ასე, მაგრამ ადამიანს თუ თავიდანმეგობრობის წოდება მივანიჭე ვერასოდეს ვერ შევხედავ სხვა თვალით.
პირველ რიგში საკუთარ თავში დალაგი.
გაარკვიე იმ გოგოსთან რა ურთიერთობა აქვს.
უყვარს საერთოდ კი?
ჯერ არაფერი უთხრა, რომ გიყვარს.
პირველ რიგში შენში ეძიე იმ კითხვებზე პასუხი რაც საჭიროა თორემ იცოდე გაიჭედები.
საკუთარი თავი უნდა შეიცნო ჯერ, რომ სხვა გაიცნო.

წარმატეებებს გისურვებ და ულევ ბედნიერებას!
გამიხარდება რაიმეთი თუ დაგეხმარები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent