რა მოვიმოქმედო?
არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა ის პრობლემა, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ შევეჭიდე, მინდა გავიგო რას ფიქრობთ... ერთი ბიჭია, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ, წელიწადზე მეტია. კარგი ურთიერთობა გვაქვს, დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო, უბრალოდ მეგობრები, რომლებიც ერთმანეთთან თავს კარგად გრძნობენ... მაგრამ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა, არ ვუმხელდი, რადგან მეგონა ეს ჩვენს მეგობრობას გააფუჭებდა და წარსულს ჩააბარებდა. თითქმის ერთი თვის წინ მითხრა რომ ერთი გოგო მოწონდა, სიტყვებით აღუწერელია ის ტკივილი რაც იმ წუთას ვიგრძენი, თითქოს გული დამეფერფლა, დამეწვა... არ მეგონა ამ ტკივილის ფონზე თუ დღემდე მეგობრები ვიქნებოდით, თავიდან ისიც ვიფიქრე წავალ, უბრალოდ წავალ და ყველაფერი მორჩება თქო... თუმცა ის ბიჭი ცუდად იყო, საგრძნობლად ეტყობოდა რაღაცაზე ღელავდა, გადავწყვიტე ამ რთულ სიტუაციაში გვერდით დავდგომოდი, არ მიმეტოვებინა, მეგობრებიც ხომ ასე იქცევიან... ვუთხარი რომ ჩვენ ერთად გადავლახავდით ამასაც, ყველანაირად ვცდილობდი დავხმარებოდი. რამოდენიმე დღის წინ კი, მითხრა რომ მისთვის საუკეთესო მეგობარი ვიყავი, ჩემთვისაც, ჩემთვისაც საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ამავდროულად მეგობრობაზე მეტს ვგრძნობ. მართლა არ ვიცი რა მოვიმოქმედო, რა ვქნა, იქნებ თავიდანვე უბრალოდ წასვლა ჯობდა? იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.