შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების წყურვილი

3-08-2021, 19:48
ავტორი Ni♥♥
ნანახია 2 980

ვერასდროა წარმოვიდგენდი ჩემი ცხოვრება ასე თუ აირეოდა და ასეთი სტრესის გადატანა თუ მომიწევდა. საყვარელმა ადამიანმა ისე მიმატოვა უკან არ მოუხედავს, ძალიან ცუდად ვიყავი თუმცა დროთა განმავლობაში შევძელი საკუთარი თავის ხელში აყვანა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება, როცა ყველაფერი კარგად იყო ისევ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა ათი თვის განმავლობაში თავს არ მანებებდა ცდილობდა შევრიგებოდი და ამისთვია ყველაფერს აკეთებდა არ ნებდებოდა ბოლოს კი როცა დამიყოლია სულ ცოტახნით იყო ჩემთან ადამიანური. ცოტახანში ჩემი ცხოვრების განადგურება დაიწყო ცდილობდა ჩამოვეშორებინე ჩემთვის საუკეთესო ადამიანებს. ყოველ დღეს ჯოჯოხეთად მიქცევდა მუდმივი სტრესისგან სიკვდილის ზღვარზეც კი მივედი ძალიან მეშინოდა მისი მუქარის და ვერავის ველაპარაკებოდი სახლში გამოვიკეტე და როდესაც შევძელი მასთან დაშორება მაინც არ მომეშვა სიყვარულს მეფიცებოდა მეუბნებოდა რომ ასე არ მოიქცეოდა რომ ის ყველაფერი ჩემი ბრალი იყო ტიროდა იმის გამო რომ ჩემთან განშორება არ უნდოდა მე კი მასთან წამით გაჩერებაც აღარ მინდოდა. ბოლოს როცა მთხოვა შერიგებად და უარი ვუთხარი იქიდან ზუსტად სამ დღეში ცოლი მოიყვანა. ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე და ძალიან გავბრაზდი შურისძიების წყურვილი გამიჩნდა. მინდა მეც ისევე გავამწარო როგორც მან მე გამამწარა. არ მესმის რა უნდოდა რატომ მინგრევდა ცხოვრებას თუ კი სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა და ცოლადაც კი მოიყვანა. ვერ ვხვდები რა გავაკეთო უბრალოდ დავივიწყო ეს ყველაფერი თუ ისევე ვატკინო როგორც მე მატკინა. გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო. როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას.

№1  offline წევრი სესილია

როგორი დიდი სტრესი გადაგიტანიათ! კარგია, რომ თქვენი ცხოვრებიდან წავიდა, ვფიქრობ ცოლი არ უყვარს, ასეთ ტიპებს რომლებიც ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ და ტკივილს აყენებენ ადამიანებს, სიყვარული არ შეუძლიათ !!!
შურისძიება? ჰმ, მესმის რომ გინდათ შურისძიება, მისი გამწარება, თუმცა მასაც ეს უნდა ელოდება როდის დაიწყებთ მის გამწარებას, რომ ისევ დაგიბრუნოს და ითამაშოს თქვენი გრძნობებით. ამიტომ შეეშვი, დაიკიდე და შორიდან დააკვირდი თუ როგორ ჩამოენგრევა "აწყობილი" ცხოვრება. შენ კი მოძლიერდი, ქალი ხარ! და დაანახე თუ როგორი ძლიერები ვართ ქალები !!! მიუხედავად დიდი ტკივილისა, როგორ შეგვიძლია ფეხზე მყარად დგომა heart_eyes

№2  offline წევრი Ni♥♥

სესილია

ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები

№3 სტუმარი მე❤

ახლა ცუდად ხართ,მაგრამ დამიჯერე დადგება ცხოვრებაში დრო,მადლობას ეტყვი იმისთვის რომ შენს გვერდით არ დარჩა და ის ტკივილი,რასაც ახლა გრძნობ მთელი ცხოვრების ტრამვად არ გექცა.თვითონ გადავიტანე და ვიცი რასაც ვამბობ,უბრალოდ შეეცადე წარსულზე ნაკლები იფიქრო და დაიჯერო რომ ასე უკეთესია❤❤❤

№4  offline წევრი Ni♥♥

მე❤

მადლობა ❤️

№5 სტუმარი nia

მადლობა გადაუხადეთ ღმერთს, რომ მოხდა ასე და თავი დააღწიეთ მისგან. აი ამ დასკვნამდე თქვენც რომ მიხვალთ, მერე გადაგივლით დეპრესია. ეხლა ვერ თრგუნავთ იმედგაცრუების და შურისძიების გრძნობებს ერთად, ძალიან ძნელია და დრო სჭირდება. ეხლა საუკეთესო თერაპია იქნება რაღაცაზე გადაიტანოთ ყურადღება და ენერგია, იმის მიხედვით რა მოგწონთ და რა არის თქვენი ჰობი. მე ახალი ენის სწავლა დავიწყე თავის დროზე. შველის მართლა. არავისზე შურისსაძიებლად არ უნდა დაკარგოთ დრო, ნერვები... კარგად იყავით და თვითონ გადაირევა ისედაც. დამიჯერეთ, წლების მერე მართლაც "თქვენს" ადამიანს რომ შეხვდებით, ისეთი მადლობელი იქნებით ცხოვრების, ისეთი ბედნიერი. რა შურისძიება, სულ წარმატებული და კარგი განწყობით უნდა იყოთ <3

№6 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი რამდენი წლის ხართ. და ძალიან ვწუხვარ რომ მოძალადესთან მოგიწიათ ურთიერ4ობა. ჰო არსებობს ფსიქოლოგიური მოთამაშეები. რომლებსაც ჭირდებათ ვიღაც. ვისზეც ექნებათ გავლენა. კარგია რომ დაშორდით. შურისძიება იქნება ყველაზე მაგარი ის რომ იყავი წარმატებული და ბედნიერი.ამაზემეტად მას ვერაფერი გაამწარებს. მის დონემდე არღირს დასვლა. მეცოდებამისი ცოლი

№7  offline წევრი Ni♥♥

nia

ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის ❤️

Qeti qimucadze
არვიცი რამდენი წლის ხართ. და ძალიან ვწუხვარ რომ მოძალადესთან მოგიწიათ ურთიერ4ობა. ჰო არსებობს ფსიქოლოგიური მოთამაშეები. რომლებსაც ჭირდებათ ვიღაც. ვისზეც ექნებათ გავლენა. კარგია რომ დაშორდით. შურისძიება იქნება ყველაზე მაგარი ის რომ იყავი წარმატებული და ბედნიერი.ამაზემეტად მას ვერაფერი გაამწარებს. მის დონემდე არღირს დასვლა. მეცოდებამისი ცოლი

დიდი მადლობა რჩევისთვის❤️ მეც ძალიან მეცოდება რომ ვიცი რაც ელოდება ????‍♀️

№8  offline წევრი Life is beautiful

სიმართლე გითხრა, იმ ადამიანის მესმის...
მაგრამ ახსნით რთულია გაგაგებიო რას ვგულისხმობ.
ერთი იმას ვერ ჩავწვდი.. "სამ დღეში ცოლის შერთვა" რა უბედურებაა..
თურქული სერიალია, თუ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი.
ან არ მეამის, რატომ მოიყვანა თუ შენთან ურთიერთობდა და უფრო ის რომ ის გოგო რატომ გაყვა და თუ არ უცოდა არაფერი, საერთოდ ვერ ეჭვობდა რომ სხვას ეკურკურდბოდა?!
მოკლედ, რავიცი აბა?!
ყველაფრის გაგება შემიძლია რაღაც დონეზე მაგრამ ასე უცებ ცოლის მოყვანა?..
არ ვიცი, რას არ გაიგებ..
შენ კიდევ ძვირფასო...
რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ფიქრობს...
მთავარია რას ფიქრობ შენ! კითხვის პასუხს სხვაში კიარა თავში უნდა ეძებდე..
თუ შურისძიებით ხარ "შებყრობილი", თვითონ გადაწყვიტე, გამოგადგება თუ არა, რა ზიანს მოგიტანს, თუ ამას გააკეთებ! და უმთავრესი, მოგეშვება თუ არა..
მე თუ გაბრაზებული ვარ, ვერაფერი გადამარწმუნებს რომ ის რაღაც არ ჩავიდინო რაც გადავწყვიტე! უბრალოდ ვფიქრობ! რა შედეგი ექმება.. მაგრამ თუ აფექტში ვარ.. მაშინ ჭკუა არ მომეკითხება.. მაშინ ალბათ მხეცი იღვიძებს და.. ვერ ვიტან საკუთარ თავს ასეთს..
აი ამიტომ არ გააკეთო რამე ცუდი..
საკუთარი თავის გამო.. თორე გააკეთებ და მერე მიხვდე რომ იდიოტურად მოიქეცი?! - არა! ასე არ ქნა.
და "იმას" თავისი სულმდაბლობაც ეყოფა..
იფიქრე იმაზე, რა გინდა შენ! რა არის სწორი და არასწორი შენთვის და აირჩიე! ის რაც შენთვისაა სწორი და არა ჩემთვის ან სხვისთვის.
შეიძლება შენთვის სწორი შურისძიება იყოს, რომ ის ამის ღირსია, მაგრამ შეიძლება იმასაც ფიქრობდე რომ შურისძიება ყოველგვარ სიტუაციაში ზედმეტია..
მოკლედ გააკეთე ის რაც გინდა და სწორია შენთვის. იფიქრე რა შედეგებს გამოიღებს შენი გაკეთებული და გიღირს თუ არა იმ შედეგებად.
მეტს ვერაფერა გეტყვი..)))
და "მის " გამო ერთ ნერვულ უჯრედსაც ნუ შეაქანებ.. არ ღირს ამად!

№9  offline წევრი Ni♥♥

Life is beautiful

ძალიან დიდი მადლობა ❤️ ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავში მოვძებნო გამოსავალი და ის თუ რა მინდა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მჭირდება მოვისმინო სხვების აზრი რომლის მეშვეობითაც შევძლებ უფრო მეტად დავფიქრდე და სწორი გადაწყვეტილება მივიღო. შენს ყოველ სიტყვას კარგად დავიმახსოვრებ რადგან ძალიან გამომადგება რომ საკუთარ თავში ძალა ვიპოვო ❤️❤️

№10 სტუმარი სტუმარი კესანე

ანუ ტოქსიკურ ურთიერთობაში რომ იყავი ნათელია და კარგია რომ დამთავრდა. ისე ძან გამეცინა და წინა წელს შეყვარებულს რო დავშორდი,რომელიც ასევე უტოქსიკურესი იყო,რამდენიმე დღეში მომახარა ერთი გოგო მყავს შენზე პატარაა ბათ ისეთი ჭკვიანია ღმერთმანიოოოო...ენივეი დასტოპებული მქონდა ეგ ურთიერთობა და ახლა გადავწყვიტე განმეხლებინაო laughing laughing რამდენიც არ უნდა დაგიწეროთ აქ რომ დაივიწყო და ცხოვრება გააგრძელო ხო ყველამ ვიცით რო აზრი არ აქვს. უბრალოდ გამოიგვლოვე და დატოვე წარსულში. გლოუუუ აფ გოგოოოო!! <3 ყველაფერი კარგად გექნება.

№11 სტუმარი Eassy

რა ნაცნობი სიტუაციაა.მეც სწორედ რამდენიმე თვის შემდეგ მომწერა და შერიგება მთხოვა,მაგრამ უარი ვუთხარი.ისე მელაპარაკებოდა,ისეთი ხმით რაღაცნაირად შემეცოდა.რადაც არუნდა დაგიჯდეს უარი უნდა თქვა ,როცა იცი რომ ადრე ასეთი რაღაც იყო.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent