შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (1 თავი)


24-09-2019, 22:50
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 3 446

‘’ყოველთვის ასეთი სიყვარული ვიცოდი, გავნადგურდებოდი და იმ ადამიანთან ყოფნა მაინც მენდომებოდა, მეტკინებოდა და მალევე დამავიწყდებოდა, ეს იყო ჩემი სიყვარული, ხშირად, საკუთარი თავის ‘’მსხვერპლად შეწირვა’’, მე არ შემეძლო მის გარეშე ყოფნა ყველაფრის მიუხედავად და ახლა თქვენ განმსაჯეთ ძლიერი ვარ თუ სუსტი.

22 ნოემბერს დაიწყო ყველაფერი, დილით გაღვიძებული ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს დღე დიდ ბედნიერებად მექცეოდა, ვერ ვიფიქრებდი, რომ იმ ადამიანს შევხვდებოდი ვინც ცხოვრების ბოლომდე მეყვარებოდა.
დროთა განმავლობაში ორივე ერთმანეთთან ძალიან თავისუფლები გავხდით, დროთა განმავლობაში ჩემი მისდამი გრძნობა იმდენად გაიზარდა, რომ ხანდახან წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ხანდახან თავი ზღაპარში მეგონა, იმ ზღაპარში სადაც სხვა ყველაფერთან ერთად უდიდესი ბედნიერება იგრძნობოდა, რომელიც არ მთავრდებოდა, იქამდე სანამ, არ ვიგრძენი სიცივე, ტკივილი, იმედგაცრუება, აღარ მინდოდა თუნდაც კარგი მოგონებების გახსენება, მთლიანად შევიცვალე,სახლში ავეჯს სულ სხვა ავეჯით, რომ ცვლი, მასეთი ‘’გამოცვლილი’’ ვიყავი მეც, მტკიოდა ოღონდ მარტო ჩემთვის, ხანდახან ტირილი მინდოდა და ვერ ვბედავდი, რადგან მერე დაუსრულებლობის მეშინოდა,ხანდახან სიჩუმე მინდოდა და ყველას ცოტახნით გაქრობა, მაგრამ არაფერი შემეძლო, ვერაფერს გავხდი ვერც სხვებისა დაა ვერც ჩემი თავის მიმართ, ძალიან მინდოდა ისევ ისეთი მხიარული,ლაღი და წვრილმანებით ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, რომ გეკითხათ ყველა გეტყოდათ: ‘’უფ, ეს გოგო სულ მხიარულია, თავისებურია და ბლა ბლა’’,მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო, მეც მინდოდა, მართლა მინდოდა ისევ ყველას სიყვარული შემძლებოდა, მაგრამ ჩავიკეტე, სრული ბრუნი გავაკეთე და გავხდი მატყუარა, თავს ვიტყუებდი, რომ კარგად ვიყავი, ძალიან ცუდიც გავხდი,რადგან ძალიან ბევრს ვტკენდი გულს და ვერავის გრძნობას ვითვალისწინებდი, ვეღარავის ვენდობოდი, ვარსებობდი, ვცოცხლობდი, რაღაცას ვაკეთებდი ჩემი თავისთვის, თუმცა რადიკალური განსხვავებებით.

ცხოვრებაში ბევრი რამ არსებობს,რამდენი ხანიც არ უნდა იცხოვრო თავისებურად მაინც ყველაფერს ასწრებ, ვფიქრობ, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი გულის სიღრმეში მაინც გააჩნია სიყვარულის ნატამალი, უბრალოდ, ზოგში ისედაც გაღვივებულია, ზოგს მცირედი ბიძგი სჭირდება, ზოგს კი მთელი ცხოვრება. სიყვარულის ნიჭი ძალიან ცოტა ადამიანს აქვსო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ერთადერთი რამაა, რაც ყველა ადამიანს შეუძლია.

თინეიჯერობისას დარწმუნებული ვარ ყველას მოგვწონებია ვიღაც, ის ვინც ჩვენი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული გვგონებია, რომელიც მალე დაგვიწყებია.
ზოგის ცხოვრებაში ‘’ის ერთადერთი’’ ხან ადრე ჩნდება, ხან გვიან, ხან საერთოდ არა, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანი იმსახურებდა სიყვარულს, სითბოსა და მზრუნველობას,მეცოდებოდა ყველა ბავშვი, რომელიც მშობლების სიყვარულს ვერ გრძნობდა, მეცოდებოდა ყველა, რომელიც იმ ერთადერთმა დატოვა ნებით თუ უნებლიედ, ჩემი თავიც მეცოდებოდა იმის გამო, რომ ასეთი გავხდი, ხშირად ვფიქრობდი, რომ ასეთად ყოფნაც კარგი იყო, რადგან ნაკლებად მატკენდნენ, თუმცა დამიჯერეთ სხვა ისე ვერ მოგაყენებთ ტკივილს, როგორც საკუთარი თავი, სხვა ისე არ გაგწირავთ, როგორც საკუთარი თავი და სხვა ისე ვერ დაგიკარგავთ რწმენას, როგორც თქვენ დაუკარგავთ საკუთარ თავს. ზნედცემული ადამიანი არ იქნება ჩემთვის ისეთი არარაობა, როგორიც რწმენა დაკარგული.
მეც ასეთი ვიყავი ერთ დროს და ამოვედი მაგ ჭაობიდან, შევძელი და დავბრუნდი იქ სადაც ყოფნა ერთ დროს გულს მიკლავდა, ძლიერი გავხდი, ყველა ის შიში დავამარცხე, რომელიც ოდნავ მაინც მიშლიდა ხელს ცხოვრებაში, მე ეს შევძელი და მე ვამაყობ ჩემი თავით ‘’ - დავასრულე გამოსვლა და აბლოდისმენტების ფონზე სცენა დავტოვე.

აღარ გავჩერებულვარ ისე დავტოვე შენობა, სახლში მივედი, მოვწესრიგდი და მუშაობას შევუდექი. აღარ ვჩერდებოდი, ერთ ადგილზე დიდხანს არ ვიდექი, წინ და წინ მივდიოდი, მუდამ სიახლეებს ვეძებდი, არაფერს ვიშურებდი წარმატებისთვის, ასე გავხდი 24 წლის ასაკში უდიდესი ბიზნესმენი ქალი, რომლითაც ჩემი თავი ამაყობდა, ხშირად მიტირია, რადგან ჩემი თავის გარდა არავის შეეძლო ჩემი დაცვა, ხშირად მტკიოდა შინაგანად ასეთი მარტოსულობა და გარეგნულად ასეთი სიძლიერე, მაგრამ მე ასე გავხდი წარმატებული, ჩემი წარმატება უდიდესს ტკივილსა და ცრემლებზე დგას, რომლის დანგრევის საშუალებას არავის და არაფერს მივცემ, რადგან ჩემით გავიზარდე, ჩემით შევძელი და ჩემით მივაღწიე.


მას შემდეგ, რაც ფეხზე წამოვდექი, 2 წლის შემდეგ, ის ადამიანი ისევ შემხვდა, რომელმაც ბედნიერ მომენტებთან ერთად, ბევრი ცუდიც დამიტოვა, მასზე ბევრს არ ვფიქრობ, მაგრამ როცა ფიქრს ვიწყებ ჩემი თავი ორ ნაწილად იყოფა, პირველს, ძალიან სტკივა და დღემდე ვერ დაუვიწყებია, მეორე ნაწილი კი, ძალიან დიდ მადლობას უხდის, რადგან ის, რომ არა, დღეს მე ასეთი ვერ ვიქნებოდი და სინამდვილეში, ვერ გავიგებდი იმას თუ რა შემიძლია მე. ვიცი, რომ ძალიან ბევრს გსმენიათ ადამიანებზე, რომლებსაც ჩემი მსგავსი ისტორია ჰქონიათ, მათ შორის მეც და იყო დრო, როცა ასეთი რაღაცის არ მჯეროდა, რადგან ვფიქრობდი, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ სიტვაციაში შეგვეძლო, თუმცა მართალი არ აღმოვჩნდი, ყველაფერთან ერთად ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი ვისწავლე, ბევრი რამ გავიგე და ბევრი რამ გავიაზრე. წუთისოფელი ისეთი რამაა, სადაც შენ მხოლოდ უნდა იბრძოლო ყველგან და ყოველთვის, ასე თუ არ იქნება და უბრალოდ ბედს შეეგუები, ჩათვალე, რომ დაკარგული ხარ, ბრძოლა მხოლოდ წარმატებას არ სჭირდება, ბრძოლა სიყვარულს, სითბოს, პატივისცემას და საერთოდ ყველაფერს სჭირდება, ისე უნდა იცხოვრო, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურო, ცხოვრების მიზანი არის ის, რომ გამოუვალ მდგომარეობაშიც კი არ უნდა ასცდე სწორ გზას, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ, მთავარია სად და როგორი გზით მიდიხარ. არ დავბადებულვარ მდიდარ ოჯახში, არ მქონია ფუფუნება, რომ დასასვენებლად საზღვარგარეთ წავსულიყავი, ხშირად, მიწევდა უარის თქმა, ისეთ რაღაცეებზე, რაც იმ დროს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ‘’არა’’ იყო. არასოდეს მიფიქრია, რომ მდიდარი ვყოფილიყავი, მერჩივნა უბრალო ადამიანი ვყოფილიყავი, რომელსაც პატივს სცემდნენ. თუმცა, ჩემი ეს დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც საყვარელმა ადამიანმა წარუმატებელი ადამიანი მიწოდა, ბოლომდე არასოდეს სჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი, პარადოქსიაა, მაგრამ ამ ადამიანს მაინც ვუყვარდი, უბრალოდ ხანდახან იყო მომენტები, როდესაც ხშირად იკვეთებოდა ჩემი და მისი წარმომავლობა და არა ‘’ჩვენი’’, მართლა არ ვიცი ასე რატომ იქცეოდა ხოლმე, უცნაური იყო, ყველანაირ ხასიათზე შეეძლო ყოფნა, მე მასში ყოველთვის პატარა ბავშვს ვხედავდი, რომელსაც უზომო სითბო სჭირდებოდა, ხანდახან კი ზედმეტად დამოუკიდებელი იყო, ხანდახან ძალიან ცივი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მიყვარდა და ვუყვარდი, მე ხომ გითხარით, რომ ხანდახან მარტო სიყვარული არც არაფერს ამტკიცებს და არც არაფერს საზღვრავსთქო, ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით და არაფერს ვიტყუები.

როგორც გითხარით მას შევხვდი, სულ სხვა ვიყავი მის წინაშე, არ შეცვლილა მის მოზრდილ თმასა და წვერს თუ არ ჩავთვლით, ზუსტად ისევ ისე მიყურებდნენ მისი თვალები, როგორც წლების უკან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს თვალებში უდიდესი იმედგაცრუება დაინახა. მტკიოდა ორივეს გამო, მტკიოდა იმის გამო, რომ თავის დროზე ვერ დაინახა ჩემში ის ადამიანი, რომელიც ახლა ვარ, ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებდი. - ჩემი დაწერილი წიგნი, რომელსაც გამოქვეყნების შემდეგ, პირველად ვკითხულობდი, დავხურე და დასაძინებლად დავწექი.



№1  offline წევრი Rania

Zalian kargiaaa. Yochaggg. Inedia mondevnosac male dadebb
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

Rania
Zalian kargiaaa. Yochaggg. Inedia mondevnosac male dadebb

ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონათ და აუცილებლად დავდებ, თანაც ძალიან მალე ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent