შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 წესი: გახდი საყვარელი მამაკაცისთვის იდეალური ქალი!


23-11-2015, 21:30
ავტორი flightless bird
ნანახია 3 122

ურთიერთობების უმეტესობა სპონტანურად იწყება. მამაკაცის მოხიბლვა შესაძლოა არ იყოს რთული, მაგრამ მისი შენარჩუნება ნამდვილად არ არის მარტივი. გთავაზობთ 10 რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემდეგ, პარტნიორისთვის იდეალურ ქალად იქცევით.

1. თუ გსურს, რომ შენზე დამოკიდებული გახდეს, შენ არ გახდე მასზე დამოკიდებული

მამაკაცებს უყვართ იმაზე საუბარი, თუ როგორ უხდება ქალს სინაზე. როგორი მზრუნველი უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელი, მაგრამ სულის სიღრმეში ისინი ასეთ ქალებს პატივს არ სცემენ. რაც უფრო მეტად გადაუსვამ თავზე ხელს და გაანებივრებ, მით უფრო ნაკლებად დაგაფასებს. დაიჭირე ოქროს შუალედი.

2. მოიქეცი ისე, თითქოს მისი დაკარგვის არ გეშინია

არ შეიცვალო მის გამო! თუ ის ამბობს, რომ მოსწონს ქერათმიანები, ნუ გაიქცევი სალონში და ნუ შეიღებავ თმას ქერად. თუ დაინახავს რომ მის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი, დაინახავს იმასაც, თუ როგორ არ გაღელვებს საკუთარი ცხოვრება.

3. არ შეგეშინდეს კონკურენტების

ამერიკელი ფსიქოლოგი შერი არგოვი წიგნში აღნიშნავს: „თუ ოტახში შემოდის ლამაზი ქალი და თქვენ ეს განევრიულებთ, მამაკაცი აუცილებლად შეამჩვენს განსხვავებას თქვენს ნერვიულ და დაძაბულ მდგომარეობასა და მის სილამაზეს შორის. ის მიხვდება, რომ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. თუ ეცდებით არაფერი შეიმჩნიოთ, მამაკაცი დააფასებს თქვენს თავდაჯერებულობას და არ მიაქცევს კონკურენტს ყურადღებას.

4. აკონტროლე ემოციები

ხშირად ლამაზი და ჭკვიანი ქალები მარტონი არიან. ამის მიზეზი როგორც წესი მათი ზედმეტად მგრძნობიარე ხასიათია. როდესაც ქალი მამაკაცის საქციელზე ემოციურად რეაგირებს, ამით თავის დაუცველობას აჩენს. როგორც წესი ასეთი ქალების მიმართ, მამაკაცები პატივისცემის გრძნობას კარგავენ.

5. გინდა, რომ შენთან დარჩეს? მაშინ გაუშვი

მიეცი სრული თავისუფლება. ენდე. თუ მეგობრებთან ერთად საღამოს ბარში წავიდა და დიდი ხნის განმავლობაში არ შეგეხმიანა, ეცადე ზარებით არ აიკლო. დაარწმუნე შენი თავი, რომ მის გარეშე არ დაიკარგები. არ გამოკითხო დეტალურად სად იყო და რას აკეთებდა. იყავი თავაზიანი და ყურაღებიანი და ის თავად მოგიყვება ყველაფერს.

6. შეიყვარე შენი თავი

ყოველდღე უმეორე შენს თავს, რომ მიმზიდველი ხარ. წამითაც არ დაუშვა, რომ შეიძლება ცუდად გამოიყურები. წარმოიდგინე, რომ პრიზი ხარ და მას აუცილებლად მოუნდება შენი მოპოვება. იმისათვის, რომ გაგიადვილდეს საკუთარი თავის შეყვარება, მოუარე მას. დაკავდი სპორტით, იცხოვრე ჯანსაღად.

7. ეცადე ყოველთვის ჰქონდეს უკმარისობის შეგრძნება

არ მისწერო გრძელი ესემესები. არ დაურეკო ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე და არ დათანხმდე ყველაფერზე. გახსოვდეს ყველა მამაკაცი მონადირეა. მას უნდა ჰქონდეს შენი მონადირების სურვილი. ნანადირევი, რომელიც ხელში ადვილად გივარდება, სიამოვნებას ვერ განიჭებს.

8. იხუმრე

იუმორით მიუდექი, როგორც საკუთარ თავს, ისე საყვარელ ადამიანს. მთავარია ზღვარს არ გადასცდე და სარკაზმში არ გადახვიდე. ისწავლე ისეთ რამეზე სიცილი, რაც სხვა ქალებს ანერვიულებს. გახსოვდეს იუმორი სექსუალური გრძნობაა

9. არ იქცე მის დედად

მართალია – ყველა კაცს სურს ცოლი, რომელიც დედამისს გავს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოსაბეზრებელია ისეთ ქალთან ცხოვრება, რომელიც ყველაფერს დაგეგმილად აკეთებს და რომლის ქცევები მარტივი გამოსაცნობია. გარდა ამისა მამაკაცს არ სურს, რომ ბავშვივით ექცეოდეთ.

10. ნუ ეცდები მასში მამის დანახვას

ამ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს. ქალი მთლიანად ანდობს თავს მამაკაცს და თავად „პატარა ჭირვეულ გოგონად“ დარჩენას ამჯობინებს, რომელიც მხოლოდ ყურადღებასა და საჩუქრებს ელოდება. არ გაგიკვირდეთ, თუ ასეთ ურთიერთობაში ვნება მალე გაქრება.



№1  offline წევრი maridb

საინტერესო რჩევებიააა<3:)
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი flightless bird

maridb
საინტერესო რჩევებიააა<3:)

ნუ მე თუ მკითხავ ბუნებრივობა ყოველთვის უფრო კარგია, მაგრამ ხანდახან მაინც გვჭირდება რჩევები :DD
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline წევრი maridb

flightless bird
maridb
საინტერესო რჩევებიააა<3:)

ნუ მე თუ მკითხავ ბუნებრივობა ყოველთვის უფრო კარგია, მაგრამ ხანდახან მაინც გვჭირდება რჩევები :DD

ხო რათქმაუნდა :)<3:დ
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline მოდერი ^paradise^

Eseigi satntlit unda medzebon bichebma :D saertod ar var echviani da tu ar dareka an ar mnaxa arc imaze maq problema mara mainc ragacnairad vizidav :D ravici ravici gamixarda bevri ragac ro daemtxva chems xasiattan :D

 


№5  offline წევრი flightless bird

:D :D :D :D მმ, გაუმართლა შენს მეორე ნახევარს...
--------------------
თ.ნ.

 


№6 სტუმარი mari

ჰო ეგ მართლაც სასარგებლო რჩეევაა და სამაგალითო feel winked

ამას რა ჯობია მაგარია fellow

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent