შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტივად „დასაკერი“ ქალების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


31-01-2016, 21:33
ავტორი Nude
ნანახია 2 946

არ არსებობს ქალი, რომლის გულის მოგებაც შეუძლებელია, უბრალოდ არსებობენ მამაკაცები, რომელთაც შესაბამისი გზის პოვნა არ შეუძლიათ მისი გულისკენ. დიახ, დღეს ყველაზე მარტივად “დასაკერი” ქალების შესახებ ვისაუბრებთ. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა სასურველია არ მიიღონ როგორც კანონი.

იმიტომ რომ, ნებისმიერი ქალი, ინდივიდუალური პირადი რუკის მაჩვენებლებით იბადება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის ქვემოთ ჩამოთვლილი სამეულიდან რომელიმე ჭეშმარიტად “კერკეტი კაკალი” აღმოჩნდეს, რომელიც სამომავლოდ თქვენს ნერვებს და ფინანსებს საგრძნობლად შეარყევს… თუმცა, მოდით, მაინც გადავხედოთ ზოგად სტატისტიკას.

როგორც ასტროლოგები თვლიან, ქალი, რომელსაც მარტივად შეუძლია მოიხიბლოს მამაკაცით ძირითადად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს შორის მოიძებნება. თუმცა არის ერთი გამონაკლისიც…

1. ტყუპი – მისი სისუსტე ის არის, რომ როგორც ამბობენ “ყურებით უყვარს”, ამიტომ თუკი თქვენ ინტელექტის დონე გიწყობთ ხელს ან უბრალოდ ლამაზად საუბარი შეგიძლიათ, ქალი ტყუპი თქვენთვის მარტივი ნადავლი გახდება. ის ბევრს არასოდეს ფიქრობს დაიწყოს თუ არა ურთიერთობა მამაკაცთან, თუმცა არც იმაზე ფიქრით აიტკივებს თავს ამ უკანასკნელის მოტოვება უღირს თუ არა. თქვენთან თუ თავს მოწყენილად იგრძნობს, აუცილებლად მიაშურებს რომელიმე “სათადარიგო” თაყვანისმცემელს.

2. სასწორი – შეიძლება ითქვას, რომ მას “სიყვარული უყვარს” უფრო ვიდრე მამაკაცები და მათთან ურთიერთობა. გარდა ამისა, სასწორი პარტნიორობაზე ორიენტირებული ნიშანია და შესაბამისად, ქალი სასწორები თავს მარტოდ ძალზე უბედურად გრძნობენ. მათთვის რთულია დაკმაყოფილდნენ სხვა ცხოვრებისეულ წარმატებებს – ფულს, კარიერას, საყვარელ საქმეს თუკი გვერდით არ ჰყავთ პარტნიორი, ვისაც თავიანთ აზრს და შეხედულებებს ყოველ საღამოს გაუზიარებენ. ამიტომ ასეთი ქალის მოხიბვლა მარტივია, იმ უბრალო მიზეზით, რომ მას აუცილებლად სჭირდება გვერდით პარტნიორი.

3. მშვილდოსანი – პარტნიორების ცვლა მის შემთხვევაში თავგადასავლების სიყვარულს და ხეტიალის მუდმივ სურვილს უკავშირდება. მშვილდოსანი ბუნებით დიდი იდეალისტია, ამიტომ მამაკაცებსაც აიდეალებს და როცა აღმოაჩენს, რომ ინტერესის ობიექტი მაინცდამაინც არ შეესაბამება მის წარმოსახვაში არსებულ “იდეალური პარტნიორის” მოდელს, სინდისის ქენჯნის გარეშე აბამს რომანს პარალელურად. ზოგადად მისი მოხიბვლა მხიარული ხასიათით, იუმორის ჭარბი დოზით და თავგადასავლების სიყვარულის დემონსტრირებით შეუძლია მამაკაცს. თუკი ასეთი ხართ, აუცილებელი არ არის მსხვილი საბანკო ანგარიშით და უკანასკნელი მოდელის ავტომანქანით იწონებდეთ თავს. მშვილდოსანს მაინც მოეწონებით.



№1  offline წევრი Firefly

ოჰ,მშვილდოსანი ვარ მაგრამ არც ისეთი მარტივია ჩემი მოხიბლვა. :
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Ninsi

ტყუპებიო? პირიქით :დ ტყუპები ყველაზე ძნელად დასაკერი ხალხი ვართ

 


№3  offline წევრი LoNdA DM

ოჰოჰ არ ვეთანხმები მშვილდოსანი ვარ საერთოდ არ მომწონს ცანცარა ბიჭები, სერიოზული და დასტოინები მომწონს და პირველივე შემხვედრით არ ვიხიბლები, ძალიან წუნია ვარ ამ საკითხში

 


№4  offline წევრი maridb

ogond saswori araaa. ae arsebobs chven advilad veravin "dagvkeravs". am statistikas ar vetanxmebii:D:D
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline წევრი muns1

მშვილდოსანი ვარ და ესე მარტივად რომ შეიძლებოდეს ჩემი მოხიბვლა რაღა მიჭირს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent