სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში.
2016წლის 15 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება.ღამის საათებში დაახლოებით 12სთვის ტერორისტებმა რომლებიც იყვნენ 19-20 წლისახალგაზრდები,რათქმაუნდა სხვა ასაკის ხალხის იყო მაგრამ მე იმას ვწერ უმეტესად რაც კადრებში ვნახე,მათ ჩაკეტეს ბოსფორის ზღვის თავზე მდებარე მთავარი ხიდი რომელიც მდებარეობს სტანბულში,ეს ხიდი კი ჩემი სახლიდან 15წუთის სავალშია ძალიან ახლოსა,მთელი ღამე ყველაფერი მესმოდა,ყველა გასროლა,კადრებს კი ტელევიზორში უყურებდი.ხიდის ჩაკეტვის შემდეგ ხალხში პანიკა და შიში ატყდა,ვერ იძვროდნენ სახლებში ვერ მიდიოდნენ,თან ამდენი შეიარაღებული ჯარისკაცი დადიოდა ტანკებით..შეიძლება მათ შორის ქართველებიც ყოფილიყვნენ.ტერორისტები აკავებდნენ ანკარისკენ მიმავალ გზას სადაც მიდიოდა თვითფრინავი დატვირთული ბომბით, პარლამენტის ასაფეთქებლად მიიწევდა ეს თვითფრინავი,იქ ეგულებოდათ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი,მიზეზიც ეს იყო ამ ყველაფრისა ერდოღანის გადაყენება...ამ შემთხვევაში კი მოკვლა რადგან პარლამენტს აფეთქებდნენ..ააფეთქეს კიდეც იმხელა ხმა ქონდა მეც გავიგონე,ცალკე ტელევიზორშიც გააშუქეს,მერე აჩვენეს კადრები დილას რა მდგომარეობაში იყო პარლამენტი,ფანჯრები სულ ჩალეწილი,კედლების არსებობა უკვე აღარ ეტყობოდა,ფერფლად იყო ქცეული რამოდენიმე კადრში ვნახე.ჩაიკეტა თურქთ-საქართველოს საზღვარი,ბევრი ქართველი დარჩა გზაში გაჭედილი..აქეთ მხარეს დარჩა ანსამბლი ალილო..პანიკაში იყვნენ როგორც ვიცი ვერ უკავშირდებოდნენ მშობლები ბავშვებს..ხალხი უკვე მართლა პანიკაში იყო ერდოღანი მოუწოდებდა ყველას გარეთ გამოსვლას...ხალხი გარეთ გამოდიოდა,დროშებით ხელში,წინ მიიწევდნენ..მე ასეთი გვერდში დგომა სახელმწიფოსათვის მართლა არ მინახია..არ ანაღვლებდათ ვინ ელოდათ სახლში პირდაპირ მიიწევდა იარაღის წინ..ტანკებს ახტებოდნენ დაძვრის საშუალებას არ აძლევდნენ,ერთი ტანკის ქვეშაც გაწვა..უშიშრად მიიწევდნენ ნიწ.ატყდა სროლა გამოჩნდა თვითფრინავები პირდაპირ ზემოდან ხალხს ცხრილავდნენ..ეს კადრები სულისშემძვრელი იყო,ძალიან ბევრი დაიღუპა,ბევრი კიდეც დაიჭრა..ეს კადრები მართლაც შემზარავი იყო..დასისხლიანებული ხალხი,ზოგიც უხელო,უფეხო,ზოგს სახეც არქონდა..ეს საშინელება იყო..ამ ხალხს სახლში ელოდნენ ზოგს დედ-მამა,ზოგს შვილები,ზოგს ცოლი..და ისინი დაიღუპნენ რისთვის?რისთვის გახსნენ ზემოდან ცეცხლი?რატომ დაუშინეს უდანაშაულო ადამიანებს ბომბები?და რისთვის?ვიღაცას მოუნდა სახელმწიფოს გადატრიალება...’’ვისაც გადატრიალება უნდა,თავის საწოლში იტრიალოს’’როგორც ედუარდ შევარნაძემ თქვა..თურქული მედია შეთქმულების ორგანიზატორად თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ აკინ ოზთურკს, ასახელებს.ძალიან ბევრი ხალხი დაიღუპა 269 ადამიანი,1400ზე მეტი მოქალაქე დაშვდა,დაკავებულია 3000 ჯარისკაცი რომელთაც საშინლად,დაუნდობლად მოექცნენ,იმ ხიდზე სადაც გზები ჩაკეტეს,ლინჩის წესით გაასამართლეს!ეს არაადამიანობა!ეს არ შეიძლება...ასე როგორ შეიძლება..ამდენი ხალხის წინაში გაატიტვლეს და ძირს დაყარეს..რამათი ბრალი იყო რასაც სახელმწიფო დაავალებს ის უნდა შეასრულონ ვალდებულები არიან...მე ისინი მეცოდებიან და ძალიან მწყდება გული...ძალიან..(ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრება შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს),მინდა ერთი ფაქტი ავღნიშნო რომელიც არასოდეც დამავიწყდება...ტანკში ახალგაზრდა ყმაწვლი იჯდა,თავი როგორც ახადა ვიღაცა მოქალაქემ მას წიხლები ჩაუშინა...მერე გაზებს ისვრიდნენ თუ რაღაცას არვიცი რა იყო მაგრამ ბიჭი აშკარად იგუდებოდა თავი ამოყო,ყელი მოიღერა..ხელებს ჰაერში წევდა გაჩერდითო გნებდებითო..ბოლოს ორი პოლიციელი მივიდა,ერთ-ერთმა ის გადაარჩინა ამოიყვანა და მიიხუტა გულზე ..სიტყვები არ იყო არვიცი რას ეუბნებოდა მაგრამ ამ მომენტმა ისე გამითბო გული ტირილი დავიწყე...ასევე უამრავი და თითქმის ნახევარზე მეტი ჩაბარდა იარაღი დაყარეს და დანებდნენ...სამაგიერო სიკვდილით გადაუხადეს.. ძაან მაგარია.. ამას ნამდვილად არ მოველოდი..რა მათი ბრალი იყო...2700მოსამართლეს გახადეს მანტია და სიმართლე ვთქვა გამიკვირდა ჯერ ამდენი მოსამართლის არსებობდა ისინიც მოხსნეს სამსახურიდან...მთელი ღამე არ ჩერდებოდა აფეთქებების ხმა..მე რადგან ახლოს ვარ რამოდენიმეჯერ თვითფრინავმა გადაიფრინა ჩემი სახლის თავზე,ძალიან მეშინოდა..სახლში ვიყავი მაგრამ მაინც..ისეთი შემზარავი ხმა ქონდა..დილის 6 საათამდე არ გაჩრებულა სროლები,წივილ-კივილი..მანქანების პიპინის ხმა..მეგონა დღესაც განმეორდებოდა მაგრამ მორჩა..სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდა...მაგრამ იმ დაღუპულებს უკან ვერავინ დააბრუნებს!ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნა..საზღვრებიც გაიხსნა...ქართველებს არამგონია ემუქრებოდეს რამე...მაგრამ ასეთი რამ საქართველოში რომ მოხდეს მე არვიცი საქართველო რას იზამს ან როგორ გაუმკვლავდება..თურქეტი ძლიერი სახელმწიფოა მაგრამ გერმანიამ უარი განუცხადა დახმარებაზე...ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე...რომ ვუყურებდი ამდენ დაღუპულს ეს სრული საშინელება იყო სიზმარში მეგონა თვი...თან მომხდარის ეპიცენტრში ვარ..გადავწყვიტე ეს დამეწერა უბრალოდ ისე...არვიცი ეს რამდენად ამ საიტზე დასადებია მაგრამ დავდე..იმედია არ განაწყენდებით ვინც წაიკითხავთ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.