შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს ტვინია - გახსენი იგი!


30-10-2016, 16:14
ავტორი ფარადეი
ნანახია 1 895

გნებავთ გითხრათ, ყველაზე საუკეთესო რა აჩუქა უფალმა ადამიანს? ფსიქოლოგია ხალხნო! მაშასადამე ინტელექტი, მსოფლხედველობა, აზროვნება, წარმოსახვა და შემეცნების უნარი. ღმერთმა ეს ყველაფერი მოათავსა ერთ პატარა ამანათში და ზედ წააწერა: ეს ტვინია – გახსენი იგი!

ეს იმ საახალწლო საჩუქარს ჰგავს, საყვარელი და მზრუნველი მშობლები შვილს ნაძვისხესთან, რომ დაუდებენ. მათ მთელი წელი აგროვეს ფული ამ საჩუქრის შესაძენად. მთელი არსება, გული, სული, შრომა და ენერგია ჩადეს, რათა საყვარელი შვილი გაეხარებინათ.
ღამის 12 სთ–ზე ბავშვს აღვიძებენ.. თვალებზე მამის თბილი ხელები აქვს აფარებული და ასე გადის გზას საძინებლიდან ნაძვისხემდე. ის წინ მიდის.. ვერაფერს ხედავს.. სიბნელეა.. თუმცა იცის, რომ ბოლო მომენტამდე არ წაიქცევა, არ წაბორძიკდება, არ დაეცემა, რადგან უკან მშობელი მოჰყვება და რბილი ბიძგებით გზას აკვლევინებს.

აი ისიც – ნაძვისხე და მის ძირში ამანათი. ბავშვმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა გახსნას, რათა დაეპატრონოს მას. ამანათში ხომ apple-ის ნოუთბუქია და ამ ნოუთბუქმა მოზარდს ახალი სამყარო უნდა აღმოაჩენინოს, უფრო განავითაროს, მიაღებინოს ცოდნა, გააძლიეროს და ასწავლოს, თუ როგორ აიხდინოს ყველა ოცნება.

ხოდა, ტვინიც ზუსტად ამ apple-ის ნოუთბუქს ჰგავს. მას მხოლოდ ერთი მოძრაობა – ლამაზი, ფერადი სასაჩუქრე ქაღალდის შემოხევა სჭირდება, რათა გაიხსნას და გაგხადოთ ყოვლისშემძლე!
უფრო მეტიც. გნებავთ ააშენოთ სახელმწიფო, ისე რომ ხალხი და ხელისუფლება იყოს ,,ერთ სულ და ერთ ხორც“ ? მაშინ მოუწოდეთ მასას შენებისკენ, აღორძინებისკენ, მუდმივი ქმნადობისკენ უბიძგეთ. ერთი სიტყვით, მსოფლხედველობა მასიური პროგრესიკენ დაუგეშეთ. განაწყვეთ თითოეული მოქალაქის ტვინი და უნარები ძიებისკენ, რათა თითოეულმა მათგანმა იფიქროს რაღაც ახლის შექმნაზე ან ძველის გაუმჯობესებაზე, მოიძიოს და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა თვითრეალიზაციისთვის. ოღონდაც ამ ყველაფერში თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent