შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედიკო და მამიკო მაპატიეთ,რომ მახინჯი ვარ

7-11-2016, 22:12
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 740

ეს შემთხვევა რუსეთის პროვინციაში მოხდა. არც მასწავლებლებმა და არც გარშემომყოფებმა, რომლებიც ხედავდნენ თუ რა ხდებოდა ბიჭის თავს, სათანადო რეაგირება არ მოახდინეს. პატარა ვანია ვერავინ დაიცვა მაშინ,როცა მათ შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა. ამიტომ, სანამ ვინმეს ასეთ ამბავს გულგრილად მოეკიდებოდეთ, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა სწორედ თქვენს ხელში იყოს მსხვერპლის ბედი.ვანიას გარშემო არავინ ჰყავდა. ის თავის სევდიან ისტორიას დღიურს უყვებოდა. გთავაზობთ მისი მონათხრობის ამონარიდებს:მე მქვია ვანია. ძალიან მიყვარს დედა კატია და მამა-ვადიმი. სიმართლე რომ ვთქვა მე ისინი თან მიყვარს და თან მეშინია მათი. ისინი ყოველთვის მცემენ. მაგრამ ვერ ვხდები რატომ, რას ვაშავებ...

დილით გავიღვიძე და სკოლაში წავედი. კარგად ვსწავლობდი და მასწავლებელს ვუყვარდი. მე კი მთელი კლასი მიყვარდა. იცით,მე არ მყავს მეგობრები. დასვენებაზე მერხთან ვზივარ და ჩემთვის ვთამაშობ. ჩემთან მეგობრობა არავის არ უნდა. ყოველთვის ვცდილობდი ვინმესთან მივსულიყავი და დავმეგობრებოდი, მაგრამ ისინი ხელს მკრავდნენ და მეუბნებოდნენ : "გაეთრიე მახინჯო"

იცით რატომ ვარ მახინჯი? სახეზე დიდი შრამი მაქვს, რომელიც მამის დარტყმისაგან დამრჩა და კიდევ ყოველთვის ერთი და იგივე მაცვია. ძალიან არ ვბრაზდებოდი რადგან მიყვარდა ჩემი კლასელები.

ამ დღეს სკოლის გასახდელში შევედი, ავიღე ჩემი შემოდგომის ქურთუკი და გარეთ გავედი. ზამთარი იყო. ციოდა და ვკანკალებდი, ძლივს დავდიოდი. უცებ უკნიდან ვიღაც მომვარდა და წამაქცია. მესმოდა როგორ მეუბნებოდნენ "მახინჯო, არავის არ სჭირდები, საცოდავი ხარ" შემდეგ დამარტყეს ხელებში, ფეხებში, ზურგში და წავიდნენ. ვტიროდი. იმიტომ არა რომ მციოდა, იმიტომ, რომ მეგობრები არ მყავდა. მე კი ძალიან მინდოდა მათთან მეგობრობა.
როცა სახლში მივედი დედა მომვარდა და თმებში მწვდა:" სად იყავი? რას გავხარ? არანორმალურო იდიოტო. საჭმელს ვერ შეჭამ, შეეთრიე ოთახში."
ჩუმად შევედი ოთახში და ვიჯექი. უკვე მივეჩვიე რომ მცემდნენ.. მივეჩვიე რომ არავინ ჩამიხუტებდა და არ მეტყოდა თბილ სიტყვას. ასე ჩამეძინა-სველ ტანსაცმელში მშიერს...

მოგვიანებით ნიშნები გამიფუჭდა. ცუდად ვსწავლობდი. ამის გამო მამა მცემდა და თან ძლიერად.ერთხელ ისე ჩამარტყა ხელებში, რომ თითი გამიშეშდა და ასე დამრჩა. ამის გამო სკოლაში უფრო მეტად დამცინოდნენ...
გადიოდა დრო და ერთხელ გული ამტკივდა. დედა და მამა არაფერს არ აკეთებდნენ. როგორც ყოელთვის. ღამღამობით იცით რა მინდოდა? ძალიან ძალიან მინდოდა რომ გული არ მტკენოდა. არ მინდოდა დედას და მამას განაწყენება. მე ისინი ძალიან, ძალიან მიყვარდა.
******
დღეს სკოლაში დაგვავალეს დაგვეხატა "ჩემი ოცნება"
ყველა მანქანებს, თოჯინებს ხატავდა, მე კიდე არა. იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ მინდოდა. მე კარგი დედა და მამა მინდოდა. და ამიტომ ოჯახი დავხატე. დედა მამა და მათი შვილი, რომელიც ბედნიერად თამაშობდა სამაგიდო თამაშს. ვხატავდი და ჩუმად ვტიროდი. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო.
როცა ჩემი ჯერი დადგა, კლასისათვის მეჩვენებინა ნახატი ყველა დამცინოდა. გავედი დაფასთან და თქვი: ჩემი ოცნება ოჯახია. ვაჩვენე სურათი და ყველამ სიცილი დაიწყო. ერთმა ბიჭმა სახელად სერიოჟკამ მითხრა: "და ეს არის შენი ოცნება? ჰაჰაჰაჰაჰა"
არაფრის თქმა არ შემეძლო. ცრემლიანმა ჩუმად ჩავილაპარაკე: "გთხოვთ ნუ დამცინით, ეს ჩემი ოცნებაა... მე მცემენ და არ ვუყვარვარ...გთხოვთ ნუ დამცინით... მინდა რომ დედა ისე მეხუტებოდეს და მკოცნიდეს , როგორც თქვენი დედები. სკოლის შემდეგ ყოველ ჯერზე კუთხეში ვდგავარ და ვხედავ როგორ გაკითხავენ მშობლები და ბედნიერები მიდიხართ სახლში. მე კი არავის არ ვჭირდები, ვიცი...(უფრო მაგრად ავტირდი)... არ მაქვს თითი და ულამაზო ვარ. კოჭლი და საშიში. მაგრამ მე არაფერი დამიშავებია. მართლა. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები და არ მინდა მათი წყენინება. გთხოვთ ნუ დამცინით და ნუ მცემთ."
მასწავლებელმა ცრემლები ვერ შეიკავა . მათ ცოტა გამიგეს, მაგრამ მაინც დამცინოდნენ..
******
ერთ დღეს რუსულში ორიანი მივიღე. სახლში წასვლა არ მინდოდა. ვიცოდი რომ დედას ვაწყენინებდი. მაგრამ წასავლელი არსად მქონდა. დედამ გაიგო ორიანის შესახებ და ყველაფერი თავიდან დაიწყო...
მან ნატკენ თითზე მომკიდა ხელი და იატაკზე დამაგდო. შემდეგ რამდენჯერმე თავში ჩამარტყა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ცემის შემდეგ იატაკზე ვიწექი გვერდულად და ვერ ვდგებოდი. თითს და ფეხს ვერ ვრძნობდი. დედა სადღაც წავიდა და მარტო დამტოვა. ჯიბიდან პეჩენია ამოვიღე და ჭამა დავიწყე. ნელა, ჩუმად. მეშინოდა...
როცა დაბრუნდა მოვიდა და მითხრა: "ამდენი გზარდეთ არარაობავ და შენ არაფრის კეთება არ შეგიძლია. მამაშენი რომ მოვა ის მოგხედავს!" მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი: "დედი არ გინდა, გამოვსწორდები" და სახლში მამა დაბრუნდა. ორიანის შესახებ რომ გაიგო, ჯერ ხელში მწვდა, შემდეგ სახეში და ფეხებში დამარტყა. ძირს დავეცი და მეტი არაფერი მახსოვს. რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ვიწექი. ხელზე დავიხედე და შევნიშნე რომ ის თითი საერთოდ აღარ მქონდა. ჩუმად ვტიროდი. ახალი წელი მოდიოდა. ფანჯარაში ვიხედებოდი. ყველას სადღაც ეჩქარებოდა.იცით რატომ ვტიროდი? არ ვიცოდი რას ნიშნავს დედის, მამის ჩახუტება. მე მხოლო მცემდნენ. მე კი ისინი მიყვარდა...
******
სკოლაში მასწავლებელი ჩაის მასმევდა . ცოტას მეთამაშებოდა კიდეც... ის ჩემი მეგობარია.
******
იმ შემთხვევიდან ნახევარი წელი გავიდა. უკეთ სწავლა დავიწყე, მაგრამ მაინც არ ვუყვარდი. ერთხელ შემთხვევით ჩაი დავაქციე და ისევ მცემეს.
გული ისევ ამტკივდა. დედასთან მივედი და ვუთხარი:"დედა-დედა გული მტკივა"
ის ყურადღებას არ მაქცევდა.
ისევ საავადმყოფოში ვიწექი და მშობლები სანახავად არ მოდიოდნენ. მეუბნებოდნენ რომ ისინი მოვიდოდნენ, მაგრამ არა. მე ველოდი და ველოდი, მაგრამ მათ ჩემზე უარი თქვეს. მახინჯზე.
მე კი ისინი ისე მიყვარდა... მიყვარდა მთელი ძალით.
******
ამ შემთხვევიდან ვანია მალე გარდაიცვალა. მის ხელში თავისი ნახატი და წერილი იპოვეს სადაც ეწერა:
"დედიკო და მამიკო. მაპატიეთ რომ ასეთი... ულამაზო, სულელი და კოჭლი ვარ. მაპატიეთ რომ არ გიყვარდით, მაპატიეთ.
არ მინდოდა თქვენი წყენინება. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა... მინდოდა ჩაგხუტებოდი დედა... მეკოცნა და მეთქვა რომ მიყვარდი.
მამა... შენთან სროლების და მანქანებით თამაში მინდოდა... სიარული,სეირნობა და სიმღერა.
ვიცი რომ დამნაშავე ვარ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ."

პ.ს მე როგორც დედას ამ ისტორიამ გული შუაზე გამიყო.ღამე იყო,რომ წავიკითხე და დასრულწბისას აქვითინებული ჩემი შვილის საწოლს დავემხე და მძინარეს ვკოცნიდი,ვეფერებოდი მასაც და თვალდახუჭული წარმოდგენაში ვანიასაც ვუწილადე დედობეივი სიყვარული.
გიყვარდეთ შვილები,მიიღეთ ისეთები ,როგორებიც არიან.

№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ღმერთო ჩემო ცუდად ვარ ეს რა წავიკითხე.ნუთუ გული საერთოდ არ ჰქონდათ ამ ხალხს.შვილი რომელდაც 9 თვე ატარებ მუცლით,რა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება ასე როგორ უნდა გაიმეტო.მე სხვისი შვილი მეცოდება ესე რომ ვხედავ და საკუთარს ასე როგორ უნდა მოექცე.ღმერთო ყველას დაეხმარე.მაპატიეთ მაგრამ ძალიან მინდა სასტიკად დაისაჯონ ისინი.ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო რაც წავიკითხე.გთხოვთ ყველას არა მარტო დიდებმა ,პქტარებსაც ვასწავლოთ რომ არ უნდა დასცინონ მათზე ნაკლებს.არ ვტრაბახობ,მაგრამ ვამაყობ რომ ჩემ შვილს მუდამ ვასწავლი არ დასცინოს და მხარში ამოუდგეს მათზე ნაკლებს,ვერ ვამბობ ავადმყობს,რადგან ისინი სამწუხაროდ ჩვენზე ჯანმრთელები და ადამიანური გრძნობებით სავსენი არიან.თუნდაც ეს პატარა ბიჭი ამდენი დამცირების მერეც კი თვითონ იხდის პატიებას,როცა მასზე უნდა ეთხოვა ყველას მიტევება.ღმერთო ნათელში ამყოფე პატარა ანგელოზი

ბოდიში თავი თუ მოგაწყინეთ და შეცდომებ დავუშვი მაგრამ ბოლომდე ვერც კი გამოვხატავ ჩემს ემოციას და გულის ტკივილს.ამ საღამოს ალბათ ნორმალურად ვერც დავიძინებ.
--------------------
ლანა

№2  offline მოდერი ლილიანა

La-Na

რომ იცოდე ახლაც ვტირი,კარგა ხანს გამყვება ეს ტკივილი,სული მინწარდება,რომ წღმოვიდგენ რა გაიარა ამ ბავAვმა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3  offline მოდერი bibo

იცი როგორ ვარ აი ვერც წარმოიდგენ გული კი არ მეტკინა ჩამიკვდა აი რა ვთქვა არ ვიცი რატო არსებბოენ ასეთი ქვა ადამიანები რატო აქვთ უპლება მშობლები დედა მამა ერქვათ რატო აძლევს ღმეთი ამდენ ბედნიერებას რო შვილმა დედა მამა უწოდოს რატო არ მესმის რისთვის ასეთი უდანაშაულო ანგელოზებს უმწარონ სიცოცხლე imp smiling_imp სხვის შვილს შეიყვარებს ადამიანი და მას მისცემს გულს არ მესმის შენს რომელსაც მუცლით ატარებ გრძნობ გაზრდას ხმას მისი გული შენ გულში სცემს და რატო რისთვის არმესმის sob sob sob sob ცრემლებს კიდე ვერ ვაჩერებ თავისთვის ჯერ თვალებს მისველებდა და მიწვავდა მერე ღაწვები დამისველა განა იმიტო ვტიროდი რო გულჩვილი ვარ უბრალოდ რამდენის გადატანა უწევთ ასეთ ბავშვებს რამდენს მარტო ოჯახი და მშობლის მოფერება აკლია ან თუდაც ისეთი ადამიანი რომელიც უბრალოდ მოუსმენს და უბრალოდ გაუგგებს სუ ვიძAხი ხოლმე ეს სამყარო სასტიჯი იმითა რო ზოგს ყველაფერი აქ ამ ქვეყნად მეორე ადამიანის სამყოპი და მეათე ადმაიანისიც ზოგგს კი არაფერი აი ესა საშინელება sob sob ხო ვიცოდი გული მეტკინებოდა თან საშენო რო არარიო როთქვი მანდ მივხდი რაც ,ელოდააა sob sob ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს ჩემი ხელით სათითაოდ მივასხმევინებდი ტვინსსს აი ისე რო თვალებს არც დავახამხამებდიიი თან წაიღო ამ პატარა ვანიამ ჩემი გული და სული sob sob sob sob კიდე შოკში ვარ რატო არსებობენ ასეთები რისთვის.გული კი არ მატკინე გამიXვრიტე და სული ჩაიხვრიტ ე იმდენად მოვიდა გულთან აწი სუ გამახსენდება და სუ თვალწინ მედგება ეს ნაწერი ასეთი რაღაც სუ ხდება განა ერთი და ორი შემთხვევა sob sob sob sob ის ერთი ძაფიც ჩამიწყდა გულის აი ვერ ვარ კიდე ჩემ მატორზე ისეთი მძიმე და სულის შემძვრელი ისტორიააა გული მაქ ცუდდ sob sob ვგიჟდები მე შენზე სასწაული ხარ ტკბილო საოცრება მიყვარხარ მარწყვი ძალიან

№4  offline მოდერი ლილიანა

bibo

მაპატიე,რომ ასე გეტკინა ❤❤❤მეც ძსლისნ მეტკინა სული
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№5 სტუმარი tukio

Cudia roca mshobeli ded mama ver afaseben im shvils romelic yavt da indat uketesze uketesi rato ar shegvizlia adamiani mivigot rogoricaa ?? Nutu ase znelia giyvardes is rasac waroadgens . Zaqn metkina gulii am bavshvze imdenad rom ver avgwer mindoda mastan vyopiliyavi da chavxutebodi metkva rom yvelaze kargi da tbili adamiani iyo ver gadmovcem chems emociebs ..
Yvela mshobels da tundac momaval mshoblebs getyvit rom unda giyvardet tqveni shvilebi naklit da unaklot agrznobinet sitbo siyvaruliii

№6  offline მოდერი ლილიანა

tukio

:(:(:(
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent