შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფაქტები სიყვარულის შესახებ


10-01-2017, 00:26
ავტორი თ.გ.
ნანახია 2 715

1) სიყვარული ბრმაა
გერმანლმა მეცნიერმა ანდერს ბარტელმა დაამტკიცა, ტვინის ის ზონები რომლებიც ჩვეულებრივ აქტიურია იმ ადამიანის ტვინში რომელიც შეყვარებული არ არის, აქტიური არ არის შეყვარებული ადამიანის ტვინში. ეს ზონები ნეგატიური ემოციების და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების ზონებია.
2) სიყვარული კოკაინს გავს
თუ შეყვარებულ ადამიანს ტვინის ტომოგრაფიას გადავუღებთ, შევამჩნევთ ერთ საინტერესო ფაქტს: მას ძალიან აღგრძნებული აქვს ტვინი ორი ზონა, რომლებიც ე.წ. ღირებულებების ზონებს მიეკუთვნებიან. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გამოწვეულია ორგანიზმში დოფამინის მომატებით. დოფამინი არის ფერმენტი, რომელიც იწვევს სიამოვნების გრძნობას ორგანიზმში. საინტერესოა ისიც, რომ ასეთი ძალისხმევით ეს ზონები რეაგირებენ მხოლოდ კოკაინის ზემოქმედებით.
3) სიყვარულის განკურნება შეიძლება წამლებით
ისევე როგორც მანიაკებს, რომლებიც ვერ აკონტროლებენ თავიანთ მოქმედებებს, ასევე შეყვარებული ადამიანის სისხლშიც ხდება სერიოზული ქიმიური ცვლილებებს. მათ სისხლში მკვეთრად იკლებს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) დოზა, ეს გამოწვეულია დოფამინის დოზის მომატებით, რომელიც ასევე ,,ბუნებრივ ნარკოტიკს’’ წარმოადგენს, იგი გვაიძულებს ჩავიდინოთ გიჟური საქციელი დაუფიქრებად. დანაშაულებრივი სტატისტიკა სიყვარულის მოტივით იმდენად დიდია, რომ ამერიკაში სერიოზულად საუბრობენ სიყვარულის წამლებით განკურნებაზე.
4) სეროტონინი კლავს სიყვარულს
თუ თაგვს მივცემთ დიდი დოზით სეროტონინს, იგი უარყოფს თავის მუდმივ პარტნიორს და ამყარებს კონტაქტს საპირისპირო სქესის, n რაოდენობის წარმომადგენლებთან. ამას მეცნიერები ხსნიან შემდეგნაირად: სეროტონინის მომატება იწვევს დოფანის დოზის კლებას და იკლებს ასევე სიყვაარულის პროცენტული მაჩვენებელიც, მაგრამ არა სექსუალური გატაცების დონეს. სეროტონინის დონე ორგანიზმში იზრდება თანამედროვე ანტიდეპრესანტების ზემოქმედებით.
5) კაცებს უყვართ თვალებით
შეყვარებულ კაცებს უფრო აქტიური აქვთ ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მხედელობაზე, სწორედ აქედან მომდინარეობს გამოთქმა, კაცებს უყვართ თვალებით.
6) რატომ ახსოვთ ქალებს თავიანთ პარტნიორზე უფრო მეტი მათი პირველი შეხვედრის შესახებ
შეყვარებულ ქალებს უაქტიურდებათ ტვინის ის ზონა, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებაზე. ინსტინქტი იმახსოვრებს პარტნიორის ქცევას რამოდენიმე კვირის მანძილზე და შენდეგ აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას, რათა გაარკვიოს პარტნიორის ყველა დადებითი და უარყოფთი მხარეები. სწორედ ამიტომ ახსოვთ ქალებს პირველი შეხვედრის დეტალები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent