როგორ იქცევიან საწოლში ქალი ზოდიაქოს ნიშნები
თხის რქა თხის რქები, როგორც ეს ბევრს ჰგონია, სექსისადმი გულგრილნი არიან და იმდენად ჩვეულებრივად აღიქვამენ, რომ შეიძლება ბლოკნოტში, თავის დღის განრიგშიც კი ჩაწერონ:“19:00-ვახშამი, 22:00-სექსი". სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ თხის რქები თავის სურვილებზე არიან ორიენტირებულნი და პარტნიორის გულისთვის თავს არ შეიწუხებენ.სამაგიეროდ, მშვენივრად იცნობენ საკუთარ თავს და ზუსტად იციან, რა უნდათ და როდის.ამიტომ, თუ მის ბლოკნოტში გაჩნდა პუნქტი “სექსი", ეს ნიშნავს, რომ თხის რქა განწყობაზეა ნამდვილი “ხანძარი" დაანთოს, და თუ განწყობა არ აქვს, ნუ მოაბეზრებთ თავს უშედეგო ალერსით, შედეგად შესაძლოა რქაც კი მოგიქნიოთ.დიახ, ეს მას ნამდვილად შეუძლია. მერწყული მერწყულებს სპონტანურობა უყვართ.თუ გსურთ სასიყვარულო განწყობა დაუკარგოთ, უთხარით რამე, ამის მსგავსი:“რას იტყვი, დღეს საღამოს სექსი ხომ არ დაგვეგეგმა?" მორჩა, მერწყული მთელკვირიან ბოიკოტს გამოგიცხადებთ, რადგან მისი რწმენით ეს სპონტანურად და ბუნებრივად უნდა მოხდეს. ჯანდაბა, რა გეგმა საერთოდ?! ამიტომ, მერწყულის პარტნიორი პიონერივით მუდამ მზად უნდა იყოს და თუ მზად არ აღმოჩნდა, ისევ ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაგრამ ამჯერად ერთთვიანს.მერწყულს თუ უარს ეტყვით, ჩათვლის, რომ ყველაფერი მორჩა, აღარ გიყვართ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.დიახ, სწორად მიხვდით, პირველი პაემნით უნდა დაიწყოთ. თევზები თევზებს განსაკუთრებული განწყობა და იდეალური გარემო სჭირდებათ:სიბნელე, სიჩუმე, ქარი არ იძვრის, არაფრის სუნი არ დგას...ყურადღება არაფერმა არ უნდა გაუფანტოს, რადგან თავად არაფრის გაკეთებას არ აპირებს, ეს პარტნიორის საქმეა.“ქალბატონი უკვე საწოლშია და თქვენ გთხოვთ"© დაახლოებით ეს სცენარია.თევზის პარტნიორს მართებს იცოდეს, რომ ოსტატურად უნდა მოიქცეს, მაგრამ როგორ-ამას თევზებს ნუ ჰკითხავთ, ყურადღებას ნუ გაუფანტავთ. ვერძი სექსუალური ვერძების დევიზია-უფრო ჩქარა, უფრო ძლიერად, უფრო მეტი.ვერძი-ვნების ქარიშხალია, სასიყვარულო თამაშების ინიციატორი თავადაა და ყველაფერს თვითონ აკეთებს. პარტნიორს ისღა დარჩენია გაბედულად აყვეს. ვერძი ქალბატონები ვერ იტანენ როცა საკმარისად არ ცდილობთ, და შეუძლიათ ამის გამო თქვენი მამაკაცური თვითშეფასება გაანადგურონ, ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ-არ დაიწყოთ. კურო თუ გინდათ კუროსთან სექსი გააფუჭოთ, დაიწყეთ ახალგაზრდული თამაშები, ან აკრობატული ეტიუდები შესთავაზეთ და კურო პასუხად ჯანდაბაში გაგიშვებთ. კუროებს არ უყვართ გართულებები და თამაშები, ყველაფერი უბრალოდაა, მაგრამ ის ნამდვილი მარათონელია და თქვენგანაც იგივეს ელის. იმედი არ გქონდეთ, რომ 5საათიანი სექსის შემდეგ კედლისკენ გადაბრუნდებით და დაიძინებთ.ახლა საუბრის დროა.წინააღმდეგ შემთხვევაში კურო ჩათვლის, რომ იყენებთ და შურს იძიებს. ო, დიახ! ტყუპები ტყუპები ნამდვილი სექსუალური ტერორისტები არიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფეთქებადი სექსუალური ტემპერამენტი აქვთ, პირიქით-საშუალოსტატისტიკური. საქმე იმაშია, რომ მათ სექსი თავში აქვთ, თავში აქვთ სხვა სამყაროში გასასვლელი პორტალებიც, საიდანაც პერიოდულად პერიოდულად მათი სუბპიროვნება შემოდის და ეუბნება:“ეი, აქ რით ერთობით, სექსით? მე ისეთი სექსი ვნახე!...მათრახი კარადაშია, ბორკილებიც იქვე." გაპროტესტებას ნუ შეეცდებით, მაინც გაიძულებენ ამის გაკეთებას...და იმედი იქონიეთ, რომ ხვალ სხვა სუბპიროვნება არ გამოჩნდება, რომელიც ტყუპებს ნებაყოფლობით და სამუდამო ცელიბატს შთააგონებს. კირჩხიბი კირჩხიბი მთელ ინიციატივას მამაკაცს უთმობს და უნდობლად უყურებს ექსპერიმენტებს.შეიძლება ჩათვალოთ, რომ კირჩხიბი სექსს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ცდებით! კირჩხიბმა შესაძლოა ვნებიან ვერძსაც კი აჯობოს, ამისთვის ის აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს პარტნიორში და ენდობოდეს.ანუ, დაახლოებით ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეგიძლიათ იმედი იქონიოთ, რომ მისი მოწყალების ღირსი გახდით, მანამდე კი-ნურას უკაცრავად. ლომი ლომის სასიყვარულო თამაშები ერთი მსახიობის თეატრია. მათ მოსწონთ პარტნიორის სახალხოდ ცდუნება, თანაც ამას ისე აკეთებს, რომ არც გარშემომყოფები რჩებიან გულგრილნი. როცა ლომი მიგანიშნებთ, რომ რესტორანში სურს წასვლა(და არა კინოში!კინოში ხომ ვერავინ დაინახავს), უნდა მიხვდეთ, რომ საღამოს რაღაც მოხდება.გეტყვით რაც:ლომი ეფექტურად გაიხდის სანთლებით განათებულ და ვარდის ფურცლებით მოფენილ საძინებელში და ღმერთმა ნუ ქნას მისი მშვენიერებით არ მოხიბლულხართ.სექსის მაგივრად სკანდალი გექნებათ, თანაც ისეთი, რომ მეზობლები პოლიციას გამოიძახებენ. თუმცა პოლიციას ნებისმიერ სიტუაციაში გამოიძახებენ, რადგან ლომი საბნის ქვეშ ჩუმად კნავილს სულაც არ აპირებს.კიდევ რა გნებავთ! ქალწული სანამ ქალწულთან ერთად ლოგინისკენ გაეშურებით, უსაფრთხოების ტექნიკას კარგად გაეცანით. ფრაზა-“ჩაფხუტის გარეშე შესვლა სასიკვდილოა"-აქ სისხლითაა დაწერილი. ქალწული მოითხოვს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს:პარტნიორი-იდეალურ ფორმაში(სურნელიც კი იდეალური უნდა გქონდეთ, ქალწულს ხომ პოლიციის მეძებარის ყნოსვა აქვს), ალერსი-პროტოკოლის თანახმად(რომელიც მას თავში აქვს და არავის უმხელს), დრო და ადგილიც იდეალური უნდა იყოს. უფრო ადვილია ქალწული მოკლა, ვიდრე ასიამოვნო. მისგან მოწყალებას ნუ ელით, პროცესის დროს პარტიზანივით ჩუმად იქნება, მხოლოდ დილით იტყვის-“აჰა” და ხარაკირის გაკეთებაღა დაგრჩენიათ. მხოლოდ იმ “იდეალურს“, რომელიც ქალწულს შეეწყობა, მსოფლიოში საუკეთესო სექსი ექნება.უფრო უკეთესიც კი, ვიდრე მორიელთან გექნებოდათ. სასწორი სასწორები ვერ იტანენ უხეშობას, მათ შორის ვერც ლოგინში. ვერც სიჩქარეს( რა უბედურებაა, მატარებელზე ხომ არ გაგვიანდებათ?). არა, ის ასე არ თამაშობს. მას ნაზი და ხანგრძლივი პრელუდია სჭირდება. კაცმა რომ თქვას, მისეული გაგებით სექსი სწორედ ესაა. და აი კიდევ რა: მხოლოდ სუსტად განათებულ საძინებელში და კომფორტულ საწოლში. რაც შეეხება სპონტანურ და სწრაფ სექსს სამზარეულოს მაგიდაზე-ეს...იცით რას გეტყვით, მერწყულებთან დაახვიეთ! მორიელი მორიელი-სექსის გურუა. ყველაფერი იცის, ყველაფერი შეუძლია. ახალს სთავაზოთ რამეს? ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოსცადა, თქვენ რომ ფეხშიშველი დაძვრებოდით მაგიდის ქვეშ, ლაწირაკო! მართლა, ლაწირაკებს რაც შეეხებათ-მორიელებს უყვართ ახალგაზრდა და გამოუცდელი პარტნიორების ყოლა, ეს ხელს არ უშლით სიამოვნების მიღებაში. აი, გამოცდილ პარტნიორს კი შესაძლოა დილით თავი წააცალოს, რადგან მის გვერდით ყველაზე გამოცდილი პარტნიორიც კი გამოუცდელი ყმაწვილივით იქცევა.რათქმაუნდა, მორიელი ხომ სექსის განსახიერებაა. მშვილდოსანი მშვილდოსნები ყოველთვის მზად არიან სიყვარულით დატკბნენ და ამას სიამოვნებით აკეთებენ. სხვას არავის შეუძლია მასავით დატკბეს: მიირთვას გემრიელად, დალიოს, და სიყვარულით დაკავდეს.იდეალური საღამოა, ხომ? მაშინაც კი, როცა მშვილდოსანი ძაღლივით მშიერი, მაღაროელივით დახლილი და მორიგე ექიმივით გაღიზიანებულია-სექსზე უარს მაინც არ იტყვის. ჯანმრთელი სექსი საუკეთესო საშუალებაა ენერგიით რომ აივსოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.