შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქალსა და მამაკაცზე


30-04-2017, 00:49
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 9 274

“ქალებსა და სუპს არ უნდა ვალოდინოთ, თორემ გაცივდებიან" - უილიამ შექსპირი.

“ჩვენ, ქალებს სილამაზე იმისათვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს თავი შევაყვაროთ, ხოლო სისულელე კი იმისათვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ." - კოკო შანელი.

“ყველა მამაკაცს სურს, რომ ქალის პირველი სიყვარული იყოს.ქალბატონებს კი ამასთან მიმართებაში განსხვავებული ხედვა აქვთ:მათ სურთ მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული იყვნენ." - ოსკარ უაილდი.

“ქალების უმრავლესობა ცდილობს, რომ მისი მამაკაცი შეცვალოს და როდესაც ამას მიაღწევს, აღარ მოსწონს იგი." -მარლენ დიტრიხი.

“ყველა წარმატებული მამაკაცის უკან მოსიყვარულე ქალია".- პაბლო პიკასო.

“ერტადერტი მამაკაცი, ვისაც ქალების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, გინეკოლოგია."- არტურ შოპენჰაუერი.

“ქალს ხშირად უკვირს, რატომაა მამაკაცი ასე გულმავიწყი.მამაკაცი კი გაოცებულია, როგორ ყველაფერს იმახსოვრებს ქალი." - მარკ ტვენი.

“კარგი ქალი კარგი წიგნის მსგავსია:მოსაუბრე, ამაღელვებელი, წაკითხვადი. ვისურვებდი, რომ მთელი ბიბლიოთეკის თხოვება შემეძლოს."- ონორე დე ბალზაკი.

“მამაკაცს იგივე უნდა ქალისაგან, რაც ამ უკანასკნელს პირველისაგან: პატივისცემა." -კლინტ ისტვუდი.

“არცერთ მამაკაცს არ უნდა ჰქონდეს მის მეორე ნახევართან საიდუმლო.ქალი მას აუცილებლად გამოააშკარავებს." - ოსკარ უაილდი.

“ქალების უმრავლესობა ღამის პერანგს უფრო გონივრულად არჩევს, ვიდრე საკუთარ მამაკაცს."- კოკო შანელი.
“მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია". (სოფი ლორენი)

“წარუმატებელი მამაკაცი არის პრობლემა, რომელიც ქალებს მოსვენებას არ აძლევს".(დევიდ ნივენი)

“როდესაც მამაკაცები საკუთარი თავით კავდებიან, ამას ფიქრს უწოდებენ, ხოლო როდესაც ქალი აკეთებს ამას, ვარცხნილობის გაკეთებას ეძახიან."(ანა მაგნანი)

“ჩვენ, ქალებს სილამაზე იმისათვის გვჭირდება, რომ მამაკაცებმა შეგვიყვარონ, სულელი გონება კი იმისათვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ." (კოკო შანელი)

“წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ." (გორდონ დინი)

“ქალები ბედნიერები არიან: ისინი კაცები არ არიან და ქალებზე დაქორწინება არ უწევთ". (მადამ დე სტელი)

“თუ პოლიტიკაში რაიმეს თქმა გინდათ, მიმართეთ კაცებს, ხოლო თუ რაიმეს გაკეთება გინდათ, მიმართეთ ქალებს. (მარგარეტ ტეტჩერი)

“ქალი არის აქლემი, რომელიც მამაკაცს უდაბნოს გადალახვაში ეხმარება" .(დევიდ ბენ გურიონი)

“მამაკაცი თავია, ქალი კი მისი ქუდი". (ხალხური)

“კაცის მშობელი დედაა, ქალისა - ეშმაკი".(ხალხური)

“ქალებს ახლა უფრო მეტი უფლებები აქვთ კაცებზე, მაგრამ მეტი ძალაუფლება ჰქონდათ მათ უწინ". (შარლ აზნაური)
“როდესაც ქალებს ვუყვარვართ, ისინი გვპატიობენ ყველაფერს, მათ შორის ჩვენს დანაშაულსაც, ხოლო როდესაც ქალებს არ ვუყვარვართ, არაფერს გვპატიობენ, მათ შორის ჩვენს სიკეთესაც".(ონორე დე ბალზაკი)

“კაპიკები, რომელსაც ქალი ზოგავს და აგროვებს, უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მას მამაკაცი გამოიმუშავებს". (ხალხური)

“კაცები საშუალოდ 25 000 სიტყვას ამბობენ ყოველღიურად, ქალები კი - 30 000-ს. უბედურება ისაა, რომ როდესაც მე საღამოს სახლში ვბრუნდები და ჩემი 25 000 სიტყვა უკვე ნათქვამი მაქვს, ჩემი მეუღლე სწორედ მაშინ იწყებს თავისი 30 000 სიტყვის თქმას." (მაიკლ კოლინზი)

“მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ". (ლუიჯი ბარძინი)

“ქალებთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ მამაკაცებს, რომლებიც მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს". (შარლ ბოდლერი)

“თუ ქალს გაამართლებთ, ის მზად იქნება, რომ საკუთარი დანაშაული აღიაროს"(რალფ ბოლერი)

“კაცს იმიტომ აქვს თავი, რომ ქალმა იგი ამით დაატრიალოს." ( ჟაკ პრევერი)

“ქალებს ცხოვრების უბრალო ნივთები უყვართ, მაგალითად, კაცები". (ფარა ფოკეტი)

“ფლირტი არის ხელოვნება, ქალი შენს მკლავებში ისე მოიქციო, რომ მის ხელში არ ჩავარდე".(საშა გიტრი)

“ვინც ამტკიცებს, რომ ქალებს იცნობს, ჯენტლმენი არაა". (ჯორჯ ბერნარდ შოუ)

“ქალი ნაკლებად ღირებულია, ვიდრე მამაკაცი? ვინც ამ კითხვას უპასუხებს, შეძლებს თქვას, ცეცხლი ჯობია თუ წყალი". (კარლ ლუდვიგ შლაიხი)

“ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ქალების გარეშე ნამდვილად ვერ იცხოვრებს ქალების ექიმია". (არტურ შოპენჰაუერი)

“ჭკვიანი ქალი არ კითხულობს სად იყო მისი ქმარი, მან ეს იცის". (მარსელ ეხარდი)

“ჯენტლმენია მამაკაცი, რომელიც ქალს იქამდე დაიცავს, ვიდრე ის მარტოა მასთან". (პეტერ სელერი)

“ქალების უმრავლესობა საღამურის არჩევას უფრო მეტ ტვინს ატანს, ვიდრე მამაკაცისას." (კოკო შანელი)

“კაცი, რომელიც ქუდს მისდევს, იმდენად სასაცილო არაა, როგორც მაშინ, როდესაც ის ქალს მისდევს".(ჟილბერ კეიტ ჩესტერტონი)

“ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები დამარცხდებიან, რადგან მათ უფრო მეტად უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით". (ესტე ვილარი)



№1  offline წევრი ერემეევიტი

კაცის მშობელი დედაა, ქალისა - ეშმაკი stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye smile smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent