რწმენა-ფრთები თუ ბორკილები?
ადამიანის გონებრივი ჩამოყალიბებიდან მას გაუჩნდა რწმენა რაიმე საგნისა თუ ცხოველისა,მაგრამ რა იყო რწმენა-ფრთები თუ ბორკილები? ფილოსოფოსები,მორწმუნეები,ეკლესიის მსახურნი თუ ,,თავისუფალი’’ მოქალაქეები განუწყვეტლივ ,,კამათობენ’’ თუ რა არის რწმენა.გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი ამბობდა: ,,რელიგია მხოლოდ გრძნოებსა და ერთგულებას,რომ ემყარებოდეს ძაღლი ყველაზე კარგი მორწმუნე იქნებოდა’’_ო.წმინდა ილია მართალი კი წერდა: ,,ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი,რომელსაც სინდისს ეძახიან’’_ო.მაშ,რა არის სინდისი?-ის ხმა,რომელიც შიგნიდან გვეძახის და გვამტვრევს,ხმა,რომელიც ჩვენი რწმენიდან გამომდინარე გვესმის და ფრთებს გვტეხს. ტანჯული ცხოვრებით გულმოკლული შექსპირი წერდა :,,თუ გიყვარს,თუ ლოცულობ და თუ იტანჯები დიდი ადამიანი ხარ’’_ო.თუ გიყვარს და თან ლოცულობ და მაინც იტანჯები,ესეიგი რწმენას თან ახლავს ტკივილები.თავად მაცხოვარმა უთხრა იოანეს: ,,თუ გოლგოთამდე მიერთგულებ ჩემი ძმა იქნები...’’.შემდეგ კი ჯვარცმულმა იესომ მესამე სიტყვად უთხრა ღვთისმშობელს : ,,დედაო,აჰა,შენი ძე! ‘’ შემდეგ კი იოანეს: ,,აჰა,დედაშენი’’ . გოლგოთა ტკივილებისა და წამების სიმბოლოა,ანუ ღმერთისთვის ადამიანმა ყველანაირ ტკივილს უნდა გაუძლოს. მეორენი კი ამტკიცებენ,რომ რწმენა ფრთებია.ფრთები სულის თავისუფლებისა,რომელშიც სულის უკვდავებაა.ნაპოლეონ ბონაპარტი თვლიდა,რომ ბიბლია-წიგნია ღვთისა და რწმენისა,იგი ცოცხალია და მის ყველა მოწინააღმდეგეს ამარცხებს. ცხოვრებისგან ნატანჯი ფიოდორ დოსტოევსკი ძალას ბიბლიის კითხვისას იღებდა,შემდგომ ის წერს: ,,ღმერთო,რა დიდი წიგნია ეს წმინდა წერილები,როგორი სასწაული და ძალა ეძლევა მისი მეშვეობით ადამიანს!’’_ო.წმინდა მამები ადრეული დროიდან მოყოლებული წერდნენ,რომ მონასტერში ყოფნა მათ კი არ ზღუდავდათ,არამედ ეს მათთვის თავისუფლება იყო,რადგან რწმენა მათ სულს აძლიერებდა.ძლიერი ადამიანი კი ყოველთვის თავისუფალია. იოანე წინასწარმეტყველი ამბობდა: ,,ურწმუნოება იქიდან იშვება,რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია“_ო.წმინდა მამები მზად იყვნენ ყველა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი ეთქვათ,რადგან თავისუფლებას რწმენაში პოულობდნენ,რწმენა კი მათთვის ფრთები იყო. აქედან გამომდინარე ჩვენ არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ რწმენა ფრთებია თუ ბორკილები.რაც ადამიანის გონებრივი ჩამოყალიბება მოხდა და ჩამოუყალიბდა რწმენა ამათუ იმ საგნის ან ცხოველისადმი,მას შემდეგ ამ თემაზე დაობს კაცობრიობა. მე კი ვთვლი,რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება თავისუფლად თუ მას აქვს : ალტერნატივა არჩევანი რწმენა მოქმედება პასუხისმგებლობა ადამიანს,რომელსაც აქვს არჩევანი,ამ არჩევნიდან გამომდინარე მოქმედებს და სწამს ,რომ გამოუვა და თავის საქციელზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა ის თავისუფალია.წმინდა მამები კი ამბობენ,რომ თავისუფლება რწმენაშია,რწმენაში კი სულის უკვდავებაა. იოანე მახარებელი სახრების მესამე თავში გვეუბნება : ,,ყოველსა, რომელსა რწმენეს არა წარწყმდეს,არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი.’’ანუ ჩვენი მარადიული სიცოცხლე უშუალო კავშირში არის ქრისტესადმი რწმენაზე,რამდენად გვწამს და როგორ გვესმის რწმენა... ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ,რწმენა არის შინაგანი გარემოსი და არა გარეგანის,და როცა რაღაც შიგნით გწამს ის გარეგნულადაც გამოვლინდება.ადამიანს,რომელსაც სწამს და ის დარწმუნებულია თავისი რწმენის სიწმინდეში და პასუხს აგებს ყველაფერზე ,მაშასადამე ის თავისუფალია,თავისუფალ ადამიანს კი ბორკილები არ ადევს,მაშასადამე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ,რომ რწმენა ფრთებია...! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.