შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარების გულწრფელი და სახლისო პასუხები რთულ კითხვებზე.


12-08-2018, 00:24
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 2 155

ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული საინტერესო და სახალისო გამოკითხვა, ინტერნეტსივრცეში აქტუალურობას არ კარგავს. ქორწინებაზე, ოჯახზე, ურთიერთობებზე დასმულ რთულ შეკითხვებს, პატარებმა გულწრფელი და სახალისო პასუხები გასცეს.

რა უნდა გააკეთო, პაემანმა თუ მოსაწყენად ჩაიარა?

"მერე სხვა ბიჭს უნდა შეხვდე პაემანზე. თუ ამ პაემანმაც მოსაწყენად ჩაიარა, მერე სხვას და თუ ასე გაგრძელდა, შინაბერად უნდა დარჩე“ - 5 წლის გოგო.

"გავიქცეოდი და საწოლის ქვეშ დავიმალებოდი. და კიდევ, ტელევიზორში დავრეკავდი და ვეტყოდი, გამოეცხადებინათ, რომ მოვკვდი და აღარ შევხვდებოდი" - 5 წლის გოგო.

როდის შეიძლება, ბიჭს/გოგოს რომ აკოცო?

"გოგოს კოცნა არ შეიძლება მანამ, სანამ ბეჭდისთვის ფულს არ შეაგროვებ. მე ცოტა ფული მაკლია და ვიყიდი" - 6 წლის ბიჭი.

"მთავარია , ხალხმა არ დაგინახოს და შეგიძლია აკოცო, ვისაც გინდა" - 6 წლის გოგო.

როგორ ავირჩიოთ ქმარი ან ცოლი?

"იმასაც ის უნდა უყვარდეს, რაც შენ. მაგალითად, შენ გიყვარს ფეხბურთი, ცოლს კი სახლში სულ გამზადებული აქვს ჩიფსები და პოპკორნი" - 9 წლის ბიჭი.

"დედა ამბობს, რომ მე ჭკვიან და კეთილ ბიჭს შევხვდები... მაგრამ მე მგონია, რომ მაღალ და ცისფერთვალება ბიჭს ავირჩევ" - 7 წლის გოგონა.

რომელია ქორწილისთვის საუკეთესო ასაკი?

"დაახლოებით 75 წელი. როცა ამხელა ხარ, შეგიძლია აღარ იმუშაო და მთელი დღეები ლოგინში იკოტრიალო და ერთმანეთი გიყვარდეთ" - 8 წლის გოგო.

რაშია ბედნიერი ოჯახის საიდუმლო?

"ცოლს უნდა ეუბნებოდე, რომ ის ლამაზია, თუნდაც დილით გეჩვენებოდეს, რომ ის ფუტკრებმა დაკბინეს" – 8 წლის ბიჭი



№1  offline წევრი Chameleon ))

ვგიჟდები პატარებზე ძალიან საყვარლებიარიან <3

 


№2  offline წევრი Stranger things

რა საყვარლები არიან joy heart_eyes

 


№3  offline მოდერი Mathew

ბოლო ყველაზე მეტად მომეწონა :))

 


№4  offline წევრი ლუკკიანეცცი

ბოლო ორი:დ❤

 


№5  offline წევრი მელანია

აუ რა საყვერლები არიან heart_eyes heart_eyes ბოლო განსაკუთრებით მაგარი პასუხი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent