წიგნი ადამიანის მეგობარია
რა მნიშვენლობას წარმოადგენს ჩვენთვის წიგნი? წიგნი ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით: წერილობითი სახით. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ :თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე. ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია: ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. მეცამეტე საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ. სამარადისო შეკითხვაა, თუ რა ზეგავლენა აქვს კითხვას ადამიანის სულზე და მასზე პასუხი საკმაოდ რთულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ კითხვაზე ტვინს არ იჭ....ტს უმარავი ადამიანი. თუ წიგნი, არ გვაფხიზლებს და გონებას არ გვინათებს, რატომ უნდა ვკითხულობდეთ მას? როგორც შენ ამბობ, უნდა გვაბედნიერებდეს? ღვთის გულისათვის, ისეთი წიგნები, რომლებსაც მხოლოდ სიამოვნების მისაღებად ვკითხულობთ, შეგვეძლო თავადაც დაგვეწერა, თუ დაგვჭირდებოდა. თუმცა ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც უდაბნოსავით გვწვავენ და ღრმა დარდს აღვივებენ ჩვენში, იმ ადამიანის სიკვდილის მსგავს სევდას, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდა, ტყეში ყველასგან მოშორებით განდევნილი ადამიანის მწუხარების სადარ ტკივილს, თვითმკვლელობის მსგავსს სევდას. წიგნი ცული უნდა იყოს, ჩვენში გაყინული ზღვის დასამსხვერავად. ასეთია ჩემი რწმენა. წიგნის კითხვისას იძირები მასში. გრძნობ პერსონაჟის ტკივილს,სიხარულს. მასთან ერთად იცინი,ტირი,განიცდი. ყოველი წიგნის დამთავრების შემდეგ განსხვავებულად უყურებ ცხოვრებას, უფრო მრავალფეროვანი ხდები. ხდები უკეთესი. ფიოდორ დოსტოევსკმა თქვა:''ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა.'' ასერომ, მოდით ვეცადოთ რომ წავიკითხოთ ბევრი წიგნები. არმესმის ისეთი ადამიანების რომელიც იძახხიან რო“ იცი რაა მე და წიგნი ძაან შორს ვართ“ კარგით რაა როგორ შეიძლება არ გიყვარდეთ ახალი თავრგადასავლები, ურთიერთობები, ახალი ადამიანები. ბევრ მკითხველს და მათ შორის მეც გვყავს საყვარელი პერსონაჟები რომლებთან ერთადაც საათებს, დღეებს და შისრად კვირეებსაც ვატარებთ. ასევე გვყავს წარმოსახვითი პერსონაჟებიც. ეს როგორ ხდება? მარტივია, მთავარია გყავდეს საყვარელი პერსონაჟი. მისგან შექმნი შენთვის იდეალურ მეორენახევარს და ასე იქნებით ერთად ტკბილად. მას შემდეგ რაც სკოლაში ფეხი შევდგით, გავაცნობიერეთ, რომ წიგნი ადამიანის მეგობარია, ნუ ყოველ შემთხვევაში უფროსები გამუდმებით ამას ჩაგვჩიჩინებდნენ. მას შემდეგ კი ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს, დროსა და ენერგიას ვუთმობთ წიგნების კითხვას. არაერთხელ მომისმენია შემდეგი ფრაზები: უსწავლელობა სიბნელეა, განსწავლულობა კი სინათლეო, მე თუ მკითხავთ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენი განსწავლულობის გამოყენებას. თუ ადამიანი ვერ იყენებს იმ ცოდნას რასაც წლები შეალია, მაშინ რა აზრი აქვს მის ცოდნას? არსებობს წიგნები, რომლის წაკითხვაც ერთხელ არ გვაკმაყოფილებს და იმისათვის რომ კვლავ განვიცადოთ კითხვისგან მიღებული ესთეტიკური სიამოვნება, ხელახლა ვკითხულობთ მას და ასევე არსებობს წიგნები რომლის წაკითხვის სურვილს მაშინვე ვკარგავთ როგორც კი გადავშლით მას.კარლო გოლდონო ამბობდა: ,,ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასდროს არ არის მარტო“. კარგ წიგნში რომელ წიგნს გულისხმობდა გოლდონო ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ ეს ინდივიდუალურია. წიგნის ,,სიკარგე’’ შეიძლება გამოიხატებოდეს იმით, თუ რამდენად უკავშირდება იგი ეპოქას, საზოგადოებაში დამკვიდრებულ აქტუალურ პრობლემატიკას, ადამიანების ხედვას და ა.შ. თუმცა ერთი უნდა ითქვას წიგნების კითხვისას ადამიანი, ყოველთვის აღმოაჩენს ახალ სამყაროს და ყოველთვის დაინახავს იმას, რასაც მანამდე ვერ ხედავდა.წიგნს შეუძლია იყოს ადამიანის საუკეთესო მრჩეველი, რადგან მას შესწევს ძალა დააფიქროს ის ცხოვრებაზე, არსებობაზე, სირთულეებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, გრძნობებზე, ემოციებზე, დამოკიდებულებებზე მოვლენების მიმართ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე.მე მიყვარს კითხვა, თუმცა არ შემიძლია ვიკითხო მაშინ, როცა ამას მავალებენ, მე ვკითხულობ მაშინ როცა სიახლის დანაკლისი მაქვს, წიგნი საუკეთესო მასწავლებელია ბრძენი რომ გახდე, უნდა წაიკითხო ათი წიგნი, მაგრამ ისინი რომ იპოვო, ათასი წიგნი უნდა წაიკითხო.წიგნი ჰგავს აისბერგს, რომლის უდიდესი ნაწილი წყალქვეშაა დამალული.ამიტომ უნდა დავიმახსოვროთ,რომ კულტურა არის არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ გაგებულის. კითხვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, ის ლექსიკას გვიმდიდრებს, ასევე შეხედულებებს გვიცვლის სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი.ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი.მკითხველს წიგნები,მუდამ უდიდესი სულიერი კმაყოფილებით ავსებს,იყო მკითხველი,ეს თავისთავად სასწაულია.საუკუნენი ვერ წაშლიან იმ წუთების კვალს,როდესაც წიგნებში ვიყავი ჩაფლული.საათობით ვიჯექი წიგნებთან,ოცნებით იქით მივისწრაფოდი,მთელი შინაგანი არსებით წიგნებში ვიკარგებოდი,მერე როცა გავიდოდა ხანი,უკან უნდა დავბრუნებულიყავი,ამ საყვარელი მდგომარეობის მიტოვება აღარ მინდოდა.ჩემო ძვირფასებო,მართლაც რომ ყოველდღიურად უფრო ვრწმუნდები,რაოდენ სიცარიელე იქნება ეს სამყარო წიგნების გარეშე. რომ შეიძლებოდეს,სიამოვნებით მივანებებდი თავს ამ ცხოვრებას და შევუერთდებოდი ჩემი წიგნების პერსონაჟებს. ----------------------------------------------------------------------------------- ეს იყო ჩემი სტატია ამჯერად წიგნზე, თუროგორ გვეხმარება წიგნი განვითარებაში, ეს იყო მოკლე მონათხრობი ჩემი შეხედულება წიგნზე, ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. შეგიძლიათ ასევე გამიზიაროთ თუ რაზე გსურთ რომ ვიმსჯელო შემდეგში. მადლობა ყველას მართლა არც კი იცით როგორ სტიმულს მაძლევთ როომ ვწერო. გაგიზიაროთ ჩემი სტატიები, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.