შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება და ადამიანი


22-02-2020, 12:47
ნანახია 1 835

და მე წამოვედი... ჩემს გულს ტირილი სურდა, მაგარამ ჩემს თავს არ ვაძლევდი საშუალებას, რომ მეტირა... მოვდიოდი და მუსიკას ვუსმენდი ყურსასმენებში... გეფიცებით, არ მესმოდა მუსიკა... ყველა აზრს ჩემს გულსა და გონებაში მოეყარა თავი და ქაოსი შეექმნათ... ვაცნობიერებდი, რომ სადღაც 10 წუთის წინ ყველამ ზურგი მაქცია... ყველამ ვინც მიყვარდა და ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი, ეს იყო ის რაც მე ძირს მანარცხებდა... შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა გამეღვიძა... ვიცოდი, რომ თუ სიზმარში ვიყავი, ხელზე თითები უფორ მეტი მექნებოდა დათვლისას... მეც ნახევრად თვალცრემლიანმა თითების დათვლას შევუდექი... შემდეგ მკლავზე ვიპრწკინე, მაგრამ ვერ ვიღვიძებდი... იმიტომ, რომ ეს იყო რ ე ა ლ ო ბ ა...
რეალობა მკაცრია... იმაზე მკაცრად გექცევა, ვიდრე გგონია... ცხოვრებისგან დარტყმებს ვიტანთ და წამოდგომა უნდა შევძლოთ... რთული ადგე, როდესაც შენზე დგანან და მთელი ძალით გაჭერენ წიხლს, მაგრამ უნდა ადგე... საშინელება ის კი არ არის, რომ ბრბო გესვრის ქვებს, საშინელება ისაა, რომ ბრბოში ნაცნობ სახეებს ხედავ... ცხოვრება დაჭმუჭნულ ქაღალდზე, შენი სისხლით დაწერილი იმ ადამიანთა სიაა, რომლებიც გიყვარდა და დაგტოვეს... სამწუხაროდ, სია ძალიან გრძელია... საერთოდ, სიმართლე ისაა, რომ ბოლოს ყველა მიგატოვებს, გულს გატკენს, უბრალოდ შენ გევალება იპოვო ის ვინც ამად ღირს... ხანდახან, ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ჩემი არავის არ ესმის... რადგან უბრალოდ, გაუგებარი და აუხსნელია ის რასაც ადამიანი გულში ინახავს.. ის რაც მას სტკივა. ხანდახან მგლების ხროვას ემსგავსება ადამიანთა მოდგმა... ერთმანეთს ვთელავთ და ვცდილობთ ვატკინოთ, წიხლი დავაჭიროთ იქ ,სადაც მისი სუსტი ადგილი. ახლა უკვე ადამიანის მიზანი სხვისი წამება გახდა, სხვისი გამოყენება და მაინც... რა არის ადამიანი? რა არის ადამიანობა? როგორ შემიძლია ვიყო ადამიანური მათ მიმართ, ვინც ბოლო ქვასაც კი ჩემზე გამოიყენებს? ცხოვრება სცენარი არ არის... შეუძლებელია, რომ ის შენი სურვილისაებრ მოაწყო... აი ამაში მდგომარეობს მისი სირთულე. ის გირტყამს და შენ უნდა აიცილო, ხოლო თუ ვერ აიცილებ დაგანარცხებს და შემდეგ რჩები მარტო... უნდა წამოდგე... მაგრამ ყოველთვის მახსოვდა, რომ ღმერთი დამეხმარებოდა..
ყველა ადამიანი კარგია, უბრალოდ ისინი ცუდად გექცევიან... შეეცადე გაუძლო...



№1  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიიიაააააააააა

 


№2  offline წევრი დილისმთვარე

ninnnnnnnoooooooo
მაგარიიიაააააააააა

მადლობა <3 ახლახანს დავიწყე წერა... იმედია შევძლებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent