შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედობის ჟამს (2).


20-11-2015, 15:29
ავტორი Skellington
ნანახია 8 659

უიმედობის ჟამს (2).


მე ემოცია ვარ.
შეუმჩნეველი,
ყველასგან მიტოვებული ემოცია,
რომელიც როგორც ბაქტერია,
ეძებს გზას,
თავის გასავრცელებლად.
მე ემოცია ვარ.
საკუთარ თავში ჩაკეტილი ემოცია.
მოდი, ერთი წამით,
და დამიჯექი გვერდით.
აღმოაჩენ,
რომ გჭირდება სიყვარული,
ჩემთან მოსატანად.
მე ემოცია ვარ,
ყველასგან მიტოვებული ემოცია.
და არ ვიცი სად არის გზა,
თავის გადასარჩენად.
როცა შენ,
არ შეგიძლია მომცე სიყვარული,
მე მკვდარი ვარ,
და ჩემი სხეული
მარიონეტივით დადის.
მე ემოცია ვარ,
რომელიც უნდა ვენებიდან გამომადინო,
სახლში წაიღო და ჩაისთან,
როცა მარტო დარჩები, მიაყოლო.
მე ემოცია ვარ.
განკუთვნილი მიტოვებისთვის.
განკუთვნილი ფრენისთვის,
განკუთვნილი დასანარცხებლად.

ნუ გამიმეტებ,
მე ემოციას,
ნუ გამიმეტებ.

***

უიმედობის ჟამს (2).


დღეს, შესაძლოა, შენი სიკვდილის დღეა.
შენ კი ჩვეულებრივ დაიწყე დილა,
ფინჯანი ყავით და სიგარეტით.
ჩვეულებრივად შეხედე ყველას,
და არაფერი განსაკუთრებით.
არავისთვის გითქვამს,
შენი აზრები.
და ყველაფერი როგორც გუშინ,
გულითვე დაგაქვს.
დღეს, შესაძლოა, შენი სიკვდილის დღეა.
და მათ არ იციან შენი სიძულვილის შესახებ.
და მათ არ იციან შენი სიყვარულის იდეა.
დღეს კი შესაძლოა უკანასკნელად,
ჩახვედი კიბეს,
უკანასკნელად იყიდე სიგარეტი,
და გააჩერე ტაქსი.
უკანასკნელად გაიღიმე პირფერულად,
უკანასკნელად ფიქრობდი სიყვარულზე და არაფერი.
დღეს შესაძლოა შენი სიკვდილის დღეა,
შენ კი ჩვეულებრივ ატარებ ამ დღეს.
სხვა არაფერი.

***

უიმედობის ჟამს (2).


არაფერი დამრჩა.
მორჩა.
ისეთივე არაფერი ვარ, როგორც შენ.
თუმცა, შენ ეს ჯერ არ გაგიაზრებია.

***

უიმედობის ჟამს (2).


ეს ძალიან მძიმე პროცესია:
საკუთარი თავი,
საკუთარი თავისგან რომ გაათავისუფლო.

***

უიმედობის ჟამს (2).


იმის ღირსიც კი არ ხარ, რომ ვწერო შენზე.

***

უიმედობის ჟამს (2).


მე არ დამვიწყებიხარ.
ყოველთვის ვფიქრობდი შენზე,
როგორც მიტოვებულ სახლზე,
რომელშიც აღარასდროს შევაღებ კარს.

***

უიმედობის ჟამს (2).


ზოგჯერ ისეთი სიცივე ჩამოდგება, ისე აცივდება, ისე საშიშად.
გგონია აღარ დამთავრდება,
აღარასოდეს გათბება შენი გამოყინული სახლი.
ცივდები, ისე ავად ხდები, თითქოს თავს იცავდე ამ ავად გახდომით.
ზიხარ და ფიქრობ, რომ
როგორმე უნდა გადაიტანო,
როგორმე უნდა აპატიო ამ ზამთარს.
და ზოგჯერ ისეთი სიცივე ადამიანები ჩამოდგებიან,
ყველა მხრიდან მოგიძვრება იმათგან მობერილი ქარი.
ძვლებში ჩაგიდგება იმათი ნისლი.
ცივდები, ისე ავად ხდები,
თითქოს ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ყვავილები ამოგეხოცა.
არც ცხელი ჩაი შველის და არც ჟოლოს მურაბა.
არც ფეხების დათბობა და საბნის ქვეშ ტირილი.
წევხარ და ფიქრობ, როგორ არ შეგიძლია პატიება.
როგორ არ შეგიძლია აპატიო ეს შენი ამოყინული თავი,
ეს შენი ფესვებდამზრალი სიყვარული.
და ზოგჯერ შენც ისეთ სიცივედ ჩამოდგები.
თითქოს ცოცხალი ზამთარი დადიხარ,
თბილ მკერდებს ეხეთქები და ყინავ.
თითქოს სამაგიერო გადაგიხადეს -
მაშინ ხომ ვერ შეძელი ყოფილიყავი ის, ვისთანაც
თოვლივით არ მივიდოდნენ,
ვისაც შეიყვარებდნენ,
ახლა შენ ხარ მოსიარულე დანაშაული,
გაბმული, უადგილო წვიმა.
და ფიქრობ, ნეტა გაგიძლებდნენ, ნეტა გადაგიტანდნენ.
ნეტა როგორმე გაპატიებდნენ.
ნეტა შეგეძლოს, აპატიო, რომ არ უყვარხარ.
ნეტა შეეძლოთ, გაპატიონ, რომ არ გიყვარს.
ნეტა შეგვეძლოს, ვაპატიოთ ჩვენს თავებს, რომ ვერ შეგვიყვარეს,
და ნეტა ვაპატიოთ ჩვენს თავებს, რომ შეგვიყვარეს.
ნეტა შეგვეძლოს, ვაპატიოთ ყველა სიცივეს,
ყველა ზამთარს.
ნეტა როგორმე გადავიტანოთ.

***

უიმედობის ჟამს (2).


ადამიანი რა ამბებს, შერძნებებსა და ემოციასაც შეისუნთქავს,
იმავეს ამოისუნთქავს, ოღონდ - უხილავ ასო-ნიშნებად დაშიფრულს.
ეს შიფრები სასუნთქ გზებზე გემოს ტოვებენ.
ამ გემოს წაკითხვა კი ამქვეყნად, ყველაზე აზარტული საქმიანობაა.

***

უიმედობის ჟამს (2).


ახლა,
როცა ვიცი, რომ შენთვის აღარასდროს ვიქნები ჩანიშნული გვერდი, რომლის კითხვასაც ერთ მშვენიერ დღეს გააგრძელებ,
როცა ვიცი, რომ შენთვის, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ვარ, რომელიც შემთხვევით...
სრულიად შემთხვევით, შეცდომით დაიბეჭდა, ვცდილობ, რაც შეიძლება ხმამაღლა მიყვარდე.

***

უიმედობის ჟამს (2).


ამ ღამით, მე შენთან ვიყავი,
მაგრამ შენ არ დამხვდი სახლში.
და არც შენი სახლი იყო სადმე ქალაქში.
და ის ქალაქიც
არსად იყო დედამიწაზე.

***

უიმედობის ჟამს (2).


...იცი, როგორ ვარ? როცა გინდა, რომ ღმერთის გწამდეს
და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზს
დარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები;
და ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.
როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,
ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც -
უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან
სოფელში, ერთ დროს სულებისთვის რომ ავაშენე,
ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,
იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა - იმხელა) მხეცმა
დაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვის
აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?
ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,
უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.

***

უიმედობის ჟამს (2).


მწვანე ჩაი შენ.
ჩემთვის სულ ერთია შაქარი.
ვჯდები შენს წინ.
ჭიქაზე ხელებს ვაჭდობ,
ვითბობ,
მე ხომ თითები სულ გაყინული მაქვს.
ჩაის მხოლოდ შენთან სასაუბროდ ვსვამ.
თვალებში აღფრთოვანებული შემოგცერი,
თუმცა, მალევე გარიდებ მზერას,
ვერ გიძლებ.
საუბრობ ყველაზე და ყველაფერზე,
თუმცა, შენს მონათხრობში მე არასდროს ვარ.
არასდროს.
და ამის მიზეზი უსიყვარულობაა ჩემდამი.
მე კი.
მე.
მეყვარები ჩემთვის.

***

უიმედობის ჟამს (2).


ჩემი მონატრება ნარინჯისფერია.
და ეს იმდენად ძლიერია, -
სულს გინარინჯისფერებს;
მერე გულს,
მერე შიგნიდან სულ ასეთი ფერისაა;
და ბოლოს, სხეულიც კი ნარინჯისფერია.
ხალხმა იცის, რომ...
შენ იმდენად ნარინჯისფერი ხარ, ხალხს სთხოვ, თავი დაგანებონ. გინდა უხალხობა.
გინდა.

***

უიმედობის ჟამს (2).


მოდი, გავმარტივდეთ.
დასაწყისისთვის -
შენ - ჩაი, მე - ყავა.
ვცდილობ, არ შემეტყოს სახეზე, ალბათ, შენც.
ორივე მშვიდად ვუმზერთ ერთმანეთს.
ყავა ცხელია.
მტკივხარ.
ვცდილობ, ვიყო ურეაქციო, მგონი, გარეგნულად ჩემი მცდელობა მართლდება.
დღეს ოცია, უფრო ცხრამეტი.
ეს ის ბოლო დღე, ხომ ხვდები. ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ნარინჯისფერია.
სამჯერ გკითხე, გინდოდა თუ არა ეს.
სამივეჯერ - "კი".
ჩანთები ჩალაგებული მაქვს.
მიყურებდი.
კარებთან იდექი, როცა ვალაგებდი.
მაშინაც მწვანე ჩაით ხელში.
ვფიქრობ(თ). ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ. ვანგრევთ.
ნეტავ, ცალ-ცალკე უკეთესი იქნება? ალბათ, კი. ჩემი ყავა ისევ ცხელია. ახლა თვალებს მისწორებ, ისე, აუღელვებლად. პირველად, როცა ზაფხულის ერთ-ერთი მატარებელი ტოვებდა სადგურს, შენ ორ წამსაც ვერ უძლებდი ჩემს მზერას.
მაშინ გითხარი, როცა აღარ გეყვარები, თვალს გამისწორებ-მეთქი.
უკვე 26 წუთია თვალებში მივშტერებივართ ერთმანეთს.
გიყურებ - ჩემს ადრინდელ ნათქვამში დასარწმუნებლად.
მიყურებ - უსიყვარულობის გამო.
ყავას ისევ ისე ვტოვებ, პირდაუკარებელს. ჩვენი სახლის გასაღებს ვტოვებ ახლა უკვე "შენს" მაგიდაზე.
უცერემონიოდ,
გკოცნი
შუბლზე..
- არასდრომდე.
- არასდრომდე.
მერე კარის მშვიდი მოხურვა,
მერე სკვერები და სიგარეტი,
მერე ნაძალადევი სიმშვიდე.
არღვევ პირობას რომელიც მომეცი,
ცრემლები ჩემში.

***

უიმედობის ჟამს (2).


ჩვენ ვსხედვართ და
ვუყურებთ ერთმანეთს,
მდუმარედ.
ჩვენ ვსხედვართ და ვფიქრობთ
ერთმანეთზე.
არ ვსაუბრობთ, აღარც თაბახებით ვსაუბრობთ, ასეთი საუბარი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, ან ალბათ, არც ყოფილა.
ჩვენ ვსხედვართ ქალაქის კიდეებში,
მე ჩემს სკამზე, შენ შენსაზე, ვუსმენთ სხვადასხვა მუსიკას,
ამჯერად, შენ კლასიკას, ესეც - ალბათ,
მე რაც მომხვდება ხელთ იმას, ოღონდ სიჩუმე დაირღვეს ჩემთან.
ჰო,
მე სიჩუმეს ძალით ვარღვევ,
შენთან ჰარმონიაა,
მუსიკის ჰარმონია,
ნისლში გახვეულ კოშკში.
ახლა,
ვფიქრობ, რომ
შენ
უჩემოდ
არ ხარ მარტო,
სადღაც შორს,
მდუმარე კოშკში არის კიდე ვიღაც, ვისთანაც ხარ კარგი.
მე ვზივარ და გიყურებ, ერთი კიდიდან მეორეზე.
მე ვზივარ და გიყურებ როგორ იძირები სიმშვიდეში.
მე ვზივარ და ვსუნთქავ შენს უჩემო სიკარგეს.
მძიმე ნაფაზი.
მე ვზივარ და ვუყურებ ეკრანს, სადაც ხარ შენ.
მძიმე ნაფაზი,
მეორე.
ვხურავ ლეპტოპს.
ვცდილობ, სუნთქვა იყოს მშვიდი.
ვწვები სიბნელესთან.
ვიფარებ ყველაფერს.
ჩვენგან დარჩა
მე.

***

უიმედობის ჟამს (2).


ძალიან მიხარია, რომ გვერდში არ მყავხარ
და ვერ ხედავ როგორ არარაობად მაქციე.

***

უიმედობის ჟამს (2).


ვკვდები
და
არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვა,
ხელს მხარზე გადამხვევს
და
მეტყვის,
მეც იქით მოვდივარო.
დავრჩებოდი.

***

უიმედობის ჟამს (2).


მახსოვს,
იმდენნაირი სიყვარულით მიყვარდი,
რამდენი წუთიც მქონდა გატარებული შენთან.

***

უიმედობის ჟამს (2).


დიდი ხანი გავიდა, რაც მიმატოვე;
თუმცა, ყოველდღე თითქოს ახლიდან გკარგავ.

***

უიმედობის ჟამს (2).


მეუბნებიან, რომ ჩემს თითებს არ უხდებათ სიგარეტი.
ჩემს სულს უხდება თქვენი ნაბი*ვრული საქციელები?

***

უიმედობის ჟამს (2).


ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა;
ხოლო ვინც აზროვნებს - კომედიაა.

***

უიმედობის ჟამს (2).


შენ მეუბნები,
რომ გეშინია,
არ იცი,
რისი...
რომ ყველაფერი უაზროა,
სისულელეა...
მე, რა თქმა უნდა, ჩუმად ვარ,
გისმენ...
და შენ განაგრძობ -
უაზრობაა ამ პლანეტაზე
ცხოვრობდე დიდ ხანს,
ყველანაირი თანაგრძნობა
ფუჭია, ფუჭი...
რომ ყველა გიყვარს,
ეს სიყვარულიც - არაფრის მთქმელი
და
იკეტები საკუთარ ჭერში...
მე, რა თქმა უნდა, ჩუმად ვარ,
შემდეგ
შენ მეუბნები,
რომ ვერ გაგიძლებ
და მიგატოვებ...
რომ შენი გული -
არც თუ პატარა ყინულის მთაა,
რომლის გადნობა ძნელია, ძნელი...
დიდი ხანია,
რაც ყველაფერმა დაკარგა აზრი...
მე, რა თქმა უნდა, გაგიღიმე
და დავასრულე ეს დიალოგი
შემდეგი ფრაზით -
"არა,
შენ არ ხარ
ჩვეულებრივი ადამიანი,
რამეთუ
შენ ხარ
არაჩვეულებრივი!"

***

უიმედობის ჟამს (2).


სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი თმები.
თქვენი ისტერიული უაზრო სიცილი.
მძაფრი სუნამოს სურნელი.
მოღალატე მეგობრები.
ვითომ გულწრფელი, ნაზი ღიმილი.
და მაინც მეცინება, მარტო მე რომ ვამჩნევ.

***

უიმედობის ჟამს (2).


ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ.
ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მას, ვინც ჩვენს
ქვეცნობიერში უკვე არსებობს.

***

უიმედობის ჟამს (2).


მე,
იმდენად სასტიკი ვარ,
რომ
შემიძლია გაგწირო
და ამის შემდეგ,
სამუდამოდ
ამოგშალო
ჩემი ცხოვრებიდან...
მაგრამ
შენ
იმდენად სასტიკი ხარ,
რომ
ჩემს მდგომარეობაში
შემოხვალ.

***

უიმედობის ჟამს (2).


ძნელია, ორმაგი სახის ტარება, მაგრამ უფრო ძნელი - შენი, საკუთარი თავის აღმოჩენაა. დადიხარ ქუჩაში, ხვდები უამრავ ხალხს, უღიმი ადამიანებს გაუაზრებლად და საკუთარ თავს ვერ ცნობ. თითქოს, სულ სხვაა შენს სხეულში. ბრუნდები შენს თეთრ ოთახში და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. განმარტოვდები შენს სულთან და უსასრულო ფიქრებთან მარტოდმარტო რჩები... დრო გადის და ხვდები, რომ მარტო რჩები, ხვდები, რომ მოგბეზრდა ასე ცხოვრება, უკვე გიჭირს შენი გრძნობების დატევა, ტკივილი სულ გბოჭავს და გინდა ვინმეს გაუზიარო, გინდა, ყველას თუ არა ზოგს მაინც გაუმხილო: რა გტკივა, რა გიხარია. მაგრამ როგორც კი მოყოლას დაიწყებ, მიხვდები, რომ ყველა სიტყვა გეკარგება, უფერულდება და სადღაც ქრება. რადგან ამ გრძნობას ვერ აღწერ, ეს უნდა იგრძნო. მერე შიშის გრძნობა გიჩნდება, ფიქრობ, რომ აქ შენი ადგილი არ არის, ფიქრობ, რომ ვერავინ გაგიგებს ბოლომდე და საკუთარ თავში იკეტები, გაურბი ყველას და ყველაფერს, რადგან გეშინია ადამიანების. გრძნობ, შენს განსხვავებულობას და გეშინია ამის. იკეტები შენს ნაჭუჭში და ისევ გულში იმარხავ ტკივილს. ბოლოს იღლები ამ ყველაფრით და საკუთარი სხეულიდან გაქცევა გინდება.

***

უიმედობის ჟამს (2).


ყველაზე საშინელი მონატრებაა,
იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,
რომ ის არასდროს იქნება შენი.

***

უიმედობის ჟამს (2).


რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს,
იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

"რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს
იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ."
მომეწონა ^^
ხომ ბევრი იყო, მაგრამ მაინც არ მეყო ><
ფოტოებიც როგორ მომეწონა feel
გაგიჟებული ვარ ^^
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი maridb

ძალიან ძალიან მომეწონა მაგარიაა<3
სიტყვები არ მყოფნის<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline ადმინი შამანი

არაჩვეულებრივი სიახლე იყო!! ♥ ძალიან მომეწონა!! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ძალიან მომეწონა...ძალიან საინტერესო იყო.

 


№5  offline წევრი rezi :3

რამდენი რამ წავიკითხე დღეს და ამაზე მეტად ნამდვილად არცერთი არ მომწონებია
--------------------
L.C

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent