შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება


8-01-2016, 01:38
ავტორი მოლურჯო
ნანახია 15 942

ბედნიერება



ფილოსოფოსები და რელიგიური მოაზროვნენი ხშირად განსაზღვრავენ, რომ ბდენიერება დაფუძნებულია კარგ პირობებში ცხოვრებაზე და არა უბრალოდ ემოციებზე.



ბედნიერება



და მაინც რა არის ბედნიერება? ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს მას, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხსნის, რას განიცდის, როდესაც ის ბედნიერია. გამიგია, რომ ბედნიერების დროს ზოგიერთი ადამიანი თავს გრძნობს თითქოს მას გამაყუჩებელი გაუკეთეს და ერთი კონკრეტული შეგრძნების გარდა სხვას ვერ აღიქვამსო... (მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება).



ბედნიერება



ბედნიერებას არ აქვს ზუსტი დეფინიცია, იგი შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდეს სხვადასხვა ადამიანისთვის. ბედნიერების განსასაზღვრად უნდა დადგინდეს არა კონკრეტულად ერთი ინივიდისთვის რას წარმოადგენს ბედნიერება, არამედ ზოგადად რა იწვევს ამ განცდას.
ბედნიერების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის უნდა დადგინდეს ყველა ის შემადგენელი კომპონენტი, რომლის აკუმულირებაც იწვევს ამ საოცარ გრძნობას.



ბედნიერება



„ემოციების სახელმძღვანელო“-ს მეორე გამოცემაში (2000 წელი) ევოლუციური ფსიქოლოგები ლედა კოსმიდესი და ჯონ ტუბი აცხადებენ, რომ ბედნიერება მოდის მოულოდნელი პოზიტიური მოვლენების შედეგად. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას - როდესაც არ მოელი და რაიმე კარგი ხდება ადამიანის ცხოვრებაში მაშინ უფრო მეტად გიხარია! წინასწარი მოლოდინით უკვე შეგუებული ხარ და ისე მძაფრად ვეღარ შეიგრძნობ სიხარულს. ამიტომაა ალბათ, რომ საჩუქრებს წინასწარ არ ვჩუქნით ერთმანეთს.



ბედნიერება



ფსიქოლოგ, მარკ ლირის კვლევებს თუ დავეყრდნობით, რომელიც მან 1995 წლის კონფერენციაზე წარმოადგინა სახელწოდებით „ფსიქოლოგია დღეს“, ადამინი ყველაზე მეტ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როდესაც მას აქებენ. ეს მოსაზრება აზრს მოკლებული ნამდვილად არაა. ისეთი ადამიანისაგან, რომელიც შენთვის ავტორიტეტია ქების მოსმენა ნამდვილად ბედნიერებაა, მით უფრო თუ ეს შენს კარიერულ წინსვლაზე მოახდენს გავლენას. შექების მომენტი ცოტა სპეციფიკურია და ძალიან კონკრეტულია. ჩვენ გვინდა ამ გრძნობის განზოგადოება.



ბედნიერება



2009 წლის მარტში გამოცემულ ჟურნალში „დადებითი ფსიქოლოგია“ სარა ალგოი და ჯონათან ჰეიდთიმ განაცხადეს, რომ ბედნიერება შეიძლება დაკავშირებული იყოს მძაფრ ემოციურ განცდებთან, როგორიცაა მაგალითად: კმაყოფილება, მხიარულება, ეიფორია, გამარჯვება და გართობა.



ბედნიერება



Boston.com-ის 2009 წლის 23 აგვისტოს მიმოხილვის თანახმად დადგინდა, რომ ფული სულაც არ იწვევს ბედნიერებას, მანამ, სანამ იგი არ იქნება გამოყენებული რაიმე მიზნით. როდესაც ადამიანს აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ კარგად იცხოვს, შეიქმნას კომფორტი და ჰქონდეს საკმარისზე მეტი სახარჯი ფულიც კი არ ხდის მას აბსოლუტურად ბედნიერს.
ჰარვარდის უნივერსიეტეტის ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ ადმიანები მაშინ უფრო მეტ ბედნიერებას განიცდიან, როდესაც ფულს ხარჯავენ სხვებისთვის, ვიდრე თავისთვის.

ფსიქოლოგ მარტინ სელიგმანის კველვის თანახმად კი ადამიანს ბედნიერებას განაცდევინებს:

1. სიამოვნება (გემრიელი საჭმელი, თბილი აბაზანა და სხვ.)
2. დაოჯახება
3. ურთიერთობები (აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია სოციალური კავშირები)
4. მნიშვნელობა (იგულისხმება ადამიანის დანიშნულება, შეგრძნება იმისა, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ ბედნიერებას განგაცდევინებს)
5. მიღწევები (როდესაც აღწევ წარმატებებს)
ზოგიერთი ადამინისთვის ძალიან ცოტა სიხარულია საკმარისი ბედნიერებისთვის. ზოგისთვის კი არა.



ბედნიერება



ვფიქრობ, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ არ უნდა ველოდეთ სასწაულების მოხდენას, რომ ბედნიერი გავხდეთ, ყოველღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება ვიპოვოთ ბედნიერი მომენტები. რაღაც დიდის მოლოდინში არ უნდა გამოგვრჩეს ის ბედნიერება, რასაც ყოველდღე ვხვდებით. ბედნიერება შეიძლება ყველაზე ელემენტალურმა და შესაძლოა ძალიან უმნეშვნელო შემთხვევამაც კი მოგვანიჭოს, უბრალოდ პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი და მზად ვიყოთ ბედნიერების მისაღებად. უარი არ უნდა ვთქვათ სულ ცოტა ბედნიერებაზეც კი. სიცოცხლე ხომ ძალიან ხანმოკლეა, იმისთის, რომ სულ ცოტა ბედნიერებაც კი მოვიკლოთ...

ყველას გისურვებთ, რომ ერთი დღეც კი არ გაგეტარებინოთ ბედნიერების გარეშე!



ბედნიერება



№1  offline წევრი maridb

რა კარგი სიახლე იყოო<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემი პატარა, ჭკვიანი გოგოო.

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

მომეწონა. საინტერესო სიახლე იყო. ბედნიერება-მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ლორელაი
ჩემი პატარა, ჭკვიანი გოგოო.

არ ვარ პატარა -_- მოგკლავ იცოდე!
--------------------
მარიამი

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მეც დამასევდიან-გამაგიჟ-გამაბედნიერ-გამასიყვარულა...

 


№6  offline წევრი lilearchvadze:)

კარგი იყო
მომეწონა

 


№7  offline წევრი Khatina

კარგი სიახლე იყო , love

 


№8 სტუმარი bubuchi

Kai iyo zan zan

 


№9 სტუმარი xAtIA

წითური გოგონა
მომეწონა. საინტერესო სიახლე იყო. ბედნიერება-მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია!

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent