გთხოვ მოდი ჩემთან და დაივიწყე თუკი მიყვარდი.
ნუ ტირი ბებო, გაიხსენე ღვთისმშობელსაც მოუკვდა შვილი. ჰო ზოგჯერ მეც მგონია, რომ ხელისგულზე დასმული ჭიანჭველა ვარ და არ ვიცი საით წავიდე. ამ ზამთარშიც შიშველი ხელებით გადაწმენდ თოვლს ლაშას საფლავზე, სანთელს დაანთებ და მიწას ღვენთით გაათბობ, შენი სული მიიკრავს გაყინულ მარმარილოებს, ზღვაში ამოსული ყვავილი ხარ, უდაბნოში დაკარგული ქვიშის მარცვალი, არ შეიძლება, რომ მე და შენ ერთნაირად ვუყვარდეთ ღმერთს, მე თვითონ იმდენად მიყვარხარ. შენი ცრემლები გულიდან ჟონავს და გამხმარი თითების ქვეშ ვგრძნობ სისველეს, როცა მეფერები, მე არ შემიძლია განუგეშო, შენ თვითონ იმდენად მითანაგრძნობ, რომ ხარ ცოცხალი და ითმენ. არის რაღაც, რაც არ შეიძლება სიტყვებში ჩაატიო, რაც არ შეიძლება სათქმელად გაიმეტო, მე შენი სიჩუმე წარმოვიდგინე და გავქვავდი. შენ? შენ სხვა ხარ, ზურგით ჯვარს ატარებ, გულით შვილის ხსოვნას და რომ შეგეძლოს, სხვის შვილს აღანდგენდი მკვდრეთით, შენი იმდენად გტკივა. არის ხოლმე ისეთი დღეები,როდესაც არაფერი გახარებს. ივსები სიცარიელით და მარტოობა ყელზე გიჭერს ცივ თითებს, ცრემლები აღარ გყოფნის ტკივილების გამოსატირებლად და თვალებში მხოლოდ ვადაგასული მზის ნამსხვრევები გიგროვდება. ყველაზე მეტად საკუთარი თავის არსებობა გაღიზიანებს საკუთარ ვერ დაძლეულ ცხოვრებაში. ასეთ დროს ყველა გტოვებს და შენც უბრალოდ იმით იმშვიდებ თავს, ნება რომ გქონოდა შენც დატოვებდი შენს თავს, დროულად... ვერავინ გამჩნევს,ვერავინ გხედავს,თითქოს არც ახლა არსებობ და არც გიარსებია არასდროს. დადიხარ ოთახიდან ოთახში,ხატავ კედლებზე ტკივილებს,ყველა გაცრუებულ იმედს და ყველა იმ ოცნებას,რომელსაც ჩანასახშივე აუხდენლობის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. შენ კი... ეს მხოლოდ ახლა გაიგე. ხვდები რომ მხოლოდ შენს ფანჯრებში აღარ შემოდიან მზის სხივები,რომ სიბნელე, მარტოობა და აუტანელი სიმშვიდეა შენთან ყოველთვის, რომ არავინ გყავს ისეთი, ვინც შუქივით მოვა,სასიამოვნო ხმაურით და დაგირღვევს ამ იძულებულ მყუდროებას... უნდა წახვიდე. გაიქცე. გაქრე. ოღონდ ისე,რომ გული არ მოიცვალო იქიდან, სადაც შენ ხარ და დარჩი,რომ ყოველთვის შეძლოს შენი პოვნა ძებნის გარეშე,მან ვისაც არასდროს მიატოვებ ყველასგან რომ წახვიდე... ჰო არის ისეთი დღეები,როდესაც არაფერი გახარებს და პირიქით... მე მინდა გავყიდო ჩვენი სახლი, რომ ფანჯარა, რომელთანაც ერთ-ერთი ჩვენგანი მეორის დაბრუნებას ელოდებოდა, წარსულში დარჩეს. მინდა გავყიდო ჩვენი სახლი და შენსავით წავიდე აქედან. ... ასეთია ადამიანი - ხარბად ეწაფება წყალს იმ ადამიანის პეშვიდან, ვისაც ზუსტად იცის, თუ მოსწყურდა, თვითონ არასოდეს დააარწყულებს. ხანდახან ვინმეს მინდა მოვუყვე, როგორი საშინელი პიროვნება ვარ. თუმცა უფრო მარტივია, სიყვარულის ტანსაცმელი შემოიხვიო და იმღერო, ოცნებების ახდენაზე. როგორ ძალიან მიყვარხარ და როგორ ვერასოდეს მოვიტანე შენამდე ჩემი სიყვარული. .. ალბათ, იმიტომ, რომ ბუნებაში არსებული ათასობით სიყვარულიდან არის ერთი, რომელიც მხოლოდ გულით უნდა ატარო და არასოდეს თქვა. 'დიდებული რამაა კმაყოფილებისა და უტკივრობის გრძნობა, ერთიმეორეზე მიჯრილი გასაძლისი დღეები, როცა ტკივილიცა და სიხარულიც მიყუჩებულა და ვერ ბედავს თავის წამოყოფას, როცა ორივე ჩურჩულით ამბობს სათქმელს და თითის წვერებზე დაიპარება. მაგრამ მთელი ჩემი უბედურება ისაა, რომ სწორედ ეს კმაყოფილება მაგიჟებს და ამომდის ყელში. აი მაშინ კი, სასოწარკვეთილი, სხვა სითბურ სარტყელებში ვეძებ გასაქცევ გზას. ვცდილობ, სიხარული ან, უკიდურეს შემთხვევაში, ტკივილი გავიხადო მეგზურად. საკმარისია სულ ცოტა ხანს ვიცხოვრო სიხარულისა და ტკივილის გარეშე, შევისუნთქო, ეგრეთ წოდებული ბედნიერი დღეების დახუთული ჰაერი, რომ ჩემი ბალღური სული კვლავ აივსება უიმედო სევდით; მზად ვარ მადლიერების ჟანგვამოკიდებული ჩანგი მაძღარ სახეში ვესროლო კმაყოფილებით მთვლემარე ღმერთს და ჯანსაღი ჰაერით სავსე ოთახში ყოფნას ჯოჯოხეთური ტკივილის განცდა ვამჯობინო. აი, ამ დროს მიპყრობს ხოლმე მძაფრი გრძნობების, გონებისამრევი განცდების ველური ჟინი; საშინლად მაბრაზებს ეს უნიათო, წვრილმანი, გამოწონილი, სტერილური ცხოვრება და დაუოკებელი სურვილი მიჩნდება დავანგრიო, ნაცარტუტად ვაქციო ყველაფერი, რაც კი ხელში მომხვდება, ტაძარი იქნება ეს თუ საკუთარი თავი, ჩავიდინო საშინელი სისულელე, ნიღბები ჩამოვგლიჯო ცაში აყვანილ კერპებს, ჰამბურგში წასასვლელი ნანინანატრი ბილეთები ვუშოვო თავზე ხელაღებული მოწაფეების ბრბოს, ნამუსი ავხადო რომელიმე გოგოს ანდა კისერი მოვუგრიხო ბიურგერული ყოფის მავან ტრფიალს, რადგან დღენიადაგ დაუძინებელი მტერი ვიყავი და მძულდა ეს კმაყოფილება, ჯანის სიმრთელე, სიმყუდროვე და ხელიხელსაგოგმანები ოპტიმიზმი, მძულდა ყველაფერი უფერული, გამოწონილი, ნახევრის ნახევრული. ხუმრობა რაშია: თუ ცივი ხარ - შენ გულს ტკენ ადამიანებს. თუ მგრძნობიარე და თბილი ხარ - ადამიანები გტკენენ გულს. ________________________________________________________ სხვანაირი სიცივე იცის სიყვარულმა. მაშინაც გრძნობ, როცა თბილად ხარ. _________________________________________________________ გაბნეული ვარ როგორც გამწყდარი ყელსაბმის ქვები. ჩემი აკინძვა ვერ მოხდება ახლა, ქარის დროს. გთხოვ მოდი ჩემთან და დაივიწყე თუკი მიყვარდი. _______________________________________________________________ 'ზოგჯერ, როდესაც ფანჯრიდან გახედვა დამავიწყდება, და გადაწეული ფარდებიდან ოთახს ნახევრად და მკრთლად გაანათებს ფანჯრიდან შემოპარული თეთრი ბჟუტავი სინათლე, მაშინ კიდევ უფრო მტკივნეულად გამახსენდები და შემომიტევს შენზე ფიქრები... მერე მომენტალურად ვიხსენებ იმ დროს, როდესაც იცოდი, შენი წასვლა თუ რაოდენ ტკივილს მომანიჭებდა და შენ მაინც წახვედი..' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.