შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამია'ნე


5-03-2016, 23:30
ავტორი Anna)))
ნანახია 11 474

დამია'ნე


* ჰო , რა მნიშვნელობა აქვს , ტოვებ თუ გტოვებენ , ბოლოს ხომ ტკივილი იმარჯვებს მაინც

*სანამ ნერვები მომიღებს ბოლოს,
იქამდე მოდი...
გა და მა რჩი ნე

დამია'ნე
დამია'ნე


*და ისევ შორიდან ჩუმად ჩამესმის ჩურჩული შენი,
ლექსების ვრცელი ესტაკადებით ჩემიდან შენამდე ვამოკლებ მანძილს,
რამდენი რამე მრჩება სათქმელი ,
მაგრამ ჩუმად ვარ , აღარ მაქვს ძალა ყველაფრით დაღლილს.
ეს ფიასკოა ,ძვირფასო , ჩემი .

*მიყვარხარ ძალიან ,ისე ღრმად ხარ ჩემში რომ ვერ გთმობ,წამითაც არ მიცდია შენი დავიწყება,სისულელეა როგორ უნდა დაივიწყო ის ვისაც მთელი სამყაროს ფასი აქვს შენთვის.გარეთ აღარ გავდივარ სურვილი არ მაქვს,სულ დაღამებას ვუცდი რომ მარტო დავრჩე და ისევ ჩემთვის ვილაპარაკო. ისე დავიღალე ამ რამდენიმე თვეში რომ ასეგონია გავაფრენ მალე . სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, ჰაერზე მნიშვნელოვანი.
მე შენ მიყვარხარ .

დამია'ნე
დამია'ნე


*მე ახლაც ვგრძნობ შენს ხელებს წელზე,ახლაც მესმის შენი გულისცემა როგორც მაშინ ჩახუტებული რომ მყავდი და ბედნიერი თვალებით მიყურებდი,მე ახლაც თვალწინ მიდგას შენი თბილი,ყველაზე თბილი ღიმილი,ჩემთვის ყველაზე საყვარელი შენი ლამაზი თვალები. მე ახლაც ვგრძნობ შენს თბილ თითებს ჩემს ხელისგულებში ,თუმცა სინამდვილეში რომ მეჭიროს შენი ხელები ,მართლა აღარასოდეს გავუშვებდი. მე ყოველ დილა-საღამოს შენს წერილებს ვკითხულობ და პირველი დღიდან ბოლო დღემდე ვიხსენებ იმ წუთებსს რომლებიც მაჩუქე,ჩემო .

*ნუ მოკლავ, ასე უღმერთოდ ნუ მომკლავ,
ნუ მომაკლებ თვალებს რომლებისაც ზეცამდე მწამს, თითებს რომელთა სითბოც ყველაზე მძაფრ ყინვასაც გადამატანინებს, ღიმილს რიმელიც სულ თვალწინ მიდგას , სურნელს რომელსაც ყოველი ჩასუნთქვისას ვგრძნობს.
გთხოვ, ჩემო კარგო, ნუ მოკლავ ასე უმოწყალოდ. ნუ წახვალ უკანმოუხედავად.

დამია'ნე
დამია'ნე


*ვტანჯავ მათ ვისაც ვუყვარვარ .
მტანჯავენ ისინი , ვინც მიყვარს.

* მიყვარხარ , გესმის?!
მე არ მადარდებს რომ დღეს გასხია შანელი და ხვალ სულ სხვა პარფიუმის სურნელი გექნება, მე არც ის მხვდება თვალში შენ ჩემს სანახავად კედებს ჩაიცვამ თუ ძვირადღირებულ ფეხსაცმელს.
მე ვხედავ თვალებს ,მოლისფერს, სიყვარულით სავსეს და ვხედავ ღიმილს, მაშინ როდესაც მიყურებ ჩუმად.
და ჩემთვის მხოლოდ ეს არის მთავარი.

დამია'ნე
დამია'ნე


*სამყარო არ შეცვლილა , მეტიც არაფერი შეცვლილა არც ჩემს და არც შენს გარშემო, ყველაფერი ისევ ისეთი ჩვეულებრივია . ყოველ დილით ვიცვამ მუქი ფერის სამოსს, ზურგზე ჩანთა მოკიდებული დავეხეტები თბილისის უსიყვარულოდ ჩაბნელებულ ქუჩებში, რომლებსაც ადამიანების ღიმილები კი არა, მხოლოდ ლამპიონები ანათებენ რა ხანია . დღეში თითო ადამიანს ვტოვებ და ტკივილებს არ ვაძლევ გაფრენის საშუალებას. ნუ მომიკითხავ, მე არ მჭირდება შენი არაფრისმომცემი წერილები , ლამაზად შეთანხმებული სიტყვათა წყობა და წარსულის გახსენება. არ განმეორდებიან ჩვენი ერთად ყოფნის დღეები, ვერც ვერასდროს მოივლის ფილტვებს შენი არომატი ჩემი ჩახუტებისას, ვერც ერთად შევხვდებით გათენებას და ვერც მზეს გავაცილებთ ჩახუტებულები.

* ნუ მომიკითხავ, ნუ ამიფორიაქებ სულს შენი ხმის მშვიდი ტემბრით, რომელიც დიდი ხანია მე აღარ მიკითხავს ლექსებს და ჩემდამი სიყვარულის ახსნითაც არ წუხდება.

დამია'ნე
დამია'ნე


*ჩემი ოთახი არ არის გაჟღენთილი შენი სურნელით და არც შენი სუნთქვა ტრიალებს ფარდებს შორის ახლადდამდგარი გაზაფხულის ნიავივით. ნუ მომიკითხავ. ნუ იტყვი იმას, რომ ძალზედ გაღელვებს ჩემი ბედი და ჩემი სამყოფელი, ნურც იმას იტყვი რომ შენს თბილ თითებს კვლავ მოენატრათ ჩემს ხავერდოვან კანზე შეხება, სისულელეა ეს ყოველივე. მიუხედავად იმისა, რომ მე ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრე, იქნებ მეტადაც , მე აღარ ველოდები შენს დაბრუნებას და არც კართან ვაღამებ შენი ნაბიჯების მოლოდინში, მე არ ვეწევი ბევრ სიგარეტს ნერვების დასამშვიდებლად და იშვიათად ვსვამ ალკოჰოლს ყველაფრის დასავიწყებლად

*ნუ მომიკითხავ. ახლაც ისე ვარ, როგორც ყოველთვის, ანუ ძალიან ცუდად და მახსოვს ყოველი უშენო მომენტი. ვზივარ უმზეო ოთახში, ობმოკიდებულ კედელს ვეყრდნობი ზურგით და თიტების ატკიებამდე ვწერ უშენობის მწარე ტკივილებზე. ნუ მომიკითხავ, სისულელეა გახსოვდეს კაცი, რომელიც არასდროს არ გყვარებია, რომელსაც არასდროს არ შეხებიხარ და ისე მიატოვე, არაპოეტურად, როგორც ტოვებენ რიგით კაცებს რიგითი ქალები.

დამია'ნე
დამია'ნე


*ჩემს სიცოცხლეს არასდროს ვზომავ დღეებით და წუთებით, ჩემი სიცოცხლე იზომება იმ ქალის ღიმილებით ,რომელიც ჰორიზონტს და საზღვრებს გაცელილად მიყვარს

*ნუ მიატოვებ მათ ვინც შენს თვალებში , ასე თუ ისე სიმშვიდეს ეძებს

დამია'ნე
დამია'ნე


*შენს თვალებში იკარგება მთელი ჩემი სამყარო

*ცხოვრებაზე ხელი რომ ჩავიქნიე , სწორედ მაშინ მოხვედი , შემოდგომაშეპარული თვალის ფერით და ოქტომბრის მზეზე უფრო თბილი ღიმილით. მოხვედი , ჩემი აცრემლებული სახე ცხელ ხელისგულებში მოიქციე და ჩამისახე იმედი , იმედი იმისა რომ ერთ გაღიმებას , ერთ ჩახუტებას მთელი სამყაროს გადასხვაფერება შეუძლია

დამია'ნე
დამია'ნე


*კვლავ მაწამებენ, ჩემო ძვირფასო, ვერგადაჩვეული შენი თვალები.

*ილუზიაა, რომ ღალატით მოყენებული ტკივილი ოდესმე ქრება . დროც ჩვენ,ადამიანებმა გამოვიგონეთ და მკურნალის თვისებაც ჩვენ ადამიანებმა მივანიჭეთ

დამია'ნე
დამია'ნე


*შენ ნუ მიღალატებ და თუნდაც მთელი ქვეყნიერება დამიდგეს ზურგით
*ვისხედით ჩუმად და არაფერს ვამბობდით, ვდუმდით და მხოლოდ ერთმანეთის თბილ ხელისგულებს ვგრძნობდით. ის იყო ჩემი მთელი არსებით და მე ვიყავი მისი ბოლო ბგერამდე

დამია'ნე
დამია'ნე


*მე მწამს სიყვარულის, რომელიც ერთი თვალის დახამხამებაში იღვიძებს შენში და ტოვებს დიდ ანაბეჭდს, მე მწამს , რომ ერთი დანახვისთანავე ადამიანებს შორის წარმოიქმნება უხილავი ძაფები რომლებიც ერთმანეთისკენ იზიდავს ამ ორ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ამ შეხვედრის მერე ისინი ერთად დარჩებიან თუ პლანეტის ორ საპირისპირო მიმართულებაზე განაგრძობენ ცხოვრებას , მათ შორის მაინც იარსებებს ის რის გამოც ისინი ყოველი დაძინების წინ იფიქრებენ ერთმანეთის თვალებსა და ღიმილზე.

*თვალებით იმედის ბოლო ნაწილაკები დამაქვს, გულით კი ის ოცნებები, რომლებსაც ახდენა არასდროს უწერიათ

დამია'ნე
დამია'ნე


*დილშვიდობისა , ჩემო პატარა. ახლაც ორი ფინჯანი ყავა მოვადუღე,
როგორც შენ გიყვარდა- უშაქრო და როგორც მე მიყვარს ორი კოვზი შაქრით...
და რა სამწუხაროა ერთი ფინჯანი ყოველთვის სავსე რომ რჩება

*მა,აქვე გეტყვი , რომ მე საშინელი ადამიანი ვარ , მე არ ვარ იდეალური,მა, მე ვერ შემიყვარა მან ვინც მიყვარდა, მე ვერ შევიყვარე ის ვისაც ვუყვარდი. მე ყველა მივატოვე,მა, როცა ეგონათ რომ მათთან ვიყავი, მე ყველამ მიმატოვა, მა, ვინც შევიყვარე, ვისაც ვუერთგულე სწორედ მათ მიღალატეს.
მე არ ვაღიარებ არც ერთ სიყვარულს, რომელსაც მიტოვება მოჰყვება . მე თუ მიყვარს -მიყვარს ბოლო ჩასუნთქვამდე.

დამია'ნე
დამია'ნე


*მე მხოლოდ იმ დღის მეშინია ჩვენი სახლის კარს შენი ნათითურები რომ შერჩება და მეორეჯერ აღარ გაიხურავ მას დაბრუნების იმედით

*ვდგავარ შენს წინ, სულზე ათას იარადატყობილი , ვდგავარ და ვერ ვამბობ ვერც ერთ სიტყვას საკუთარი თავის დასაცავად, ვდუმვარ და ვხვდები, რომ უმწეო, უსუსური არსება ვარ, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ბედნიერებას. დგახარ, მიყურებ არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, ცალყბად იღიმი და სულ ფეხებზე გკ^იდია, რომ სული ნელ-ნელა მინაკუწდება. ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე , ჩრდილოეთის და სამხრეთის პოლუსები, სხეულებით ორი მეტრის რადიუსზე მდგომნი, სულიერად კი ათასობით კილომეტრით შორს ერთმანეთისგან. შენ არ გადარდებს ჩემი წიაღსვლები, მე კი შენგან განსხვავებით თითოეული შენი ტკივილი ჩემს ტკივილზე მეტად მტკივა.

დამია'ნე
დამია'ნე



*სულის ბოლო ნაწილაკამდე ატანს შენდამი სიყვარული.

*ვერ გადავეჩვევი ყოველ დილით ერთ ღერ სიგარეტს და უშაქრო ყავას.
და შენს ზეცისსიღრმე თვალებს ვერ გადავეჩვევი.

დამია'ნე
დამია'ნე


*მე სამყაროს მირჩევნია შენი ღიმილი და შენი თვალები ,რომლებიც მუდამ იმედით მიმზერენ .
შენ ერთადერთი ქალი ხარ ვისთვისაც დავთმობ ყველაფერ ღირებულს, ვისთვისაც ვუღალატებ საკუთარ თავს , მხოლოდ იმიტომ რომ სხვა შენნაირი აღარ არსებობს .
მე შენ მიყვარხარ

*და ყოველ ღამით დაძინებისას, იმაზე ვლოცულობ, რომ ყოველ ღამით დაძინებისას- აუხდენელი ოცნებებისგან არ ტიროდე, ჩემო.

დამია'ნე
დამია'ნე


*ქალაქი ჩუმია და წვიმის წვეთები წვეთ-წვეთად ხმაურით ერთვიან მდინარეს , შენ ჩემთან ზიხარ იღიმი ისევ და ჩუმად დამყურებ დარდისგან მძინარეს. მე ვგრძნობ რომ აქ ხარ და შენით ვსუნთქავ , შენი თვალები მივსებს სამყაროს , მე მინდა მთელს ჩვენს პლანეტას ვუთხრა ,რომ შენით მინდა ეს დრო გავხარჯო.

*ათასობით კილომეტრს მჩატე ნაბიჯით გაივლი, თუ იცი რომ ყველაფრით დაღლილს მისი ერთი ჩახუტება გადაგარჩენს.


დამია'ნე
დამია'ნე



*ჰო , მე შენ მიყვარხარ მინდვრის ყვავილების მოყვარულო გოგონავ, მზისსხივისფერთვალება ჩემო სამყაროს დასაწყისო . მხოლოდ ნუ მიმატოვებ , მე შენი ერთი ღიმილისათვის სამყაროს გავცვლი დაუფიქრებლად

*სიამოვნებით მივატოვებდი მიწას ,თუ მეცოდინებოდა რომ ჩემი ბინძური სულისთვის შენი პატარა ბაგეები ლოცვებს წარმოსთქვამდნენ.

დამია'ნე
დამია'ნე


*მე მოგიყვები შენ სიყვარულზე და ყველა ფრაზაში შენ შენს თავს იცნობ

*როგორ შევეგუო მე უშენობას
როდესაც ახლაც კი მე შენით
ვსუნთქავ ?!

დამია'ნე
დამია'ნე


*ბედნიერებას გისურვებო -ისე გაბადრულმა მითხრა , თითქოს არ იცოდა თვინთონ რომ იყო რასაც მისურვებდა

*შენ აღარ მელი არც ერთ გზის ბოლოს,
დავღალე ყველა წამი და ნერვი
და ერთადერთი რაც მრჩება მხოლოდ-
ტკივილი დიდი და სხვა არაფერი

დამია'ნე
დამია'ნე



*თავდახრით ვკითხე : "კვლავ დაბრუნდები?" , მას გაეღიმა .
და სიცოცხლეში ამ ერთადერთხელ მეტკინა მისი მე გაღიმება .

*უშენობის ტკივილებმა მთელს სხეულში დამიარეს,
ტკივილებით დახუნძლული ათასი გზა გავიარე,
მაგრამ,ჩემო ანგელოზო, სხვა ქალი ვერ ვაღიარე
დავრჩი თქვენი მე ერთგული სამუდამოდ დამია'ნე

ეს იყო სულ... შემიფასეთ თუ გინდათ .



№1  offline მოდერი Eleniko13

*თავდახრით ვკითხე : "კვლავ დაბრუნდები?" , მას გაეღიმა .
და სიცოცხლეში ამ ერთადერთხელ მეტკინა მისი მე გაღიმება
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი Soow

love ძალიან კარგია ! განსაკუთრებით ბოლო ფრაზები !

 


№3 სტუმარი happy

love can true live

 


№4  offline წევრი Anna)))

მადლობათ ♥ ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№5  offline წევრი Ponyo

იცი როგორი სიახლეა? რო მოგანდომებს ვინმეს უყვარდე love მაგრამ მაინც, ცოტა განვითარება არ აწყენდა love

 


№6  offline წევრი Anna)))

Ponyo
იცი როგორი სიახლეა? რო მოგანდომებს ვინმეს უყვარდე love მაგრამ მაინც, ცოტა განვითარება არ აწყენდა love

განვავითარებ ნელ-ნელა ♥ მადლობა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№7  offline წევრი სოფია სოფია

უმაგრესიააა..ბოლო განსაკუთრებით

 


№8  offline წევრი Anna)))

სოფია სოფია
უმაგრესიააა..ბოლო განსაკუთრებით

მადლობა ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent