შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეული, მაგრამ სექსუალური ბიჭი.


30-06-2016, 22:09
ავტორი Ably
ნანახია 2 854



ზოგჯერ, გინდა დასალევი იყო, ადგე, მისცე შენი თავი ადამიანს, დალიოს და შენით გამოთვრეს.

გავხარ ცას. არა ვარსკვლავებით, არა ღრუბლებით - სიშორით, შორი ხარ ახლა და როგორც ცაში ისე მინდა შენში ღმერთი - სულ ცოტა მოწყალება.. სულ ცოტა.

ერთი ღერი სიგარეტი 20 თეთრი ღირს, გააძვირეს.
ერთი სიცოცხლე ღირს, ერთი სიყვარული
ამბობენ, კიდევ გააძვირებენო.

ფიზიკის კანონია, იოლი: "რა სხეულის მიმართაც მოქმედებ, იგივე სხეული მოქმედებს შენზე." თუ სხვის გრძნობებზე თამაშობ, გრძნობებიც თამაშობენ შენზე. თუ სხვას ტკივილს აყენებ, ტკივილიც გაყენებს შენ. არ არსებობს ცხოვრებისეული უპირატესობები, დრო ყველას მიუტანს იმას, რაც გაუცია.

ჩემი სიყვარული უცნაურია: მე შენ მომწონხარ და კიდევაც შეიძლება ეს მოწონება დიდი სიყვარულის დასაწყისი იყოს, მაგრამ თუ არ გააკეთებ ჩემთვის არფერს, დამავიწყდები - როგორც უკანასკნელი.

ჯერ უნდა იწვიმოს, რომ გადაიღოს.
ჯერ, ალბათ, უნდა გიხილონ ნათელი, რომ გნახონ ბნელი.
ზოგს, შეუყვარებლად გადაუყვარდება ხოლმე.
ზოგს, შეუყვარდება და გადაყვარება დაავიწყდება.

შორო, რაც უფრო არ ვეკარებით ერთმანეთს, მით უფრო ვახლოვდებით. დიდია მანძილი ადამიანამდე და დიდია აზარტიც, რომ ჩაირბინო და მთელი ის დრო, რაც უერთმანეთოდ გაატარეთ, აანაზღაუროთ.

ჩაიში 4 კოვზ შაქარს ვიყრიდი და დროთა განმავლობაში, სიტკბო დაკარგა. გავზარდე ხუთამდე და მანაც ნელ-ნელა დაკარგა სიტკბო, შეაჩვევ პირს და სიტკობებას კარგავს.
ის მაგონდება, ადამიანი ადამიანს რომ შეეჩვევა ის კი მწარდება.

ძალიან ჭკვიანი იყო, მას მოვლენების შეფასება და სიტუაციების დასასრულის დანახვა შეეძლო. და უნდა თქმა რომ, ის იყო მარტო, ამის გამო?


სიყვარული ადამიანს ასუსტებს და უძლურს ხდის. ზოგჯერ თავადაც იცი, რომ უნდა დატოვო იქაურობა, სადაც მხოლოდ შენ გიყვარს, თუმცა სუსტი ხარ და ვერ ტოვებ. იმდენად სუსტი, რომ საკუთარ სიყვარულს უყოფ საკუთარ თავს. სიყვარულს, რომელიც სხვისთვის გინდოდა.

- თმებს გაიშლი?
ნელ-ნელა ჩამოეშალა თმები მხრებზე და მივხვდი, რომ თანახმა ვიყავი ცალმხრივ სიყვარულზეც.


- და რას ნიშნავს იყო ჭკვიანი?
- მუდმივ უკმაყოფილებას.

ასე მგონია, ცრემლები სიხარულისთვის გამოიგონეს და ჩვენ ადამიანები უსიხარულობისთვის ვიყენებთ.

15 წუთი მჭირდება, ყველაფერზე ვიფიქრო, ძილის წინ - სანამ ჩამეძინება.


ვუყურებდი შორიდან, ყურება არაჩვეულებრივია. როგორც კი ჩემკენ აბრუნებდა თავს - სხვაგან გავიხედავდი, ვითომ ყურადღებას არ ვაქცევდი. ღამით მიყვარს დედას და მამას ოთახში შესვლა, როცა ორივეს დიდი ხანია რაც ძინავს, მივალ ნელა გავუსწორებ - გადავაფარებ საბანს. ნეტა, მე თუ მაფარებს ვინმე საბანს, როდესაც მძინავს? ნეტა, როცა მე არ ვუყურებ, თვითონ თუ მიყურებს? იქნებ, არც გვეკარგება ეს ყველაფერი?


ერთ, ერთკაციან საწოლზე იძინებდნენ და შემწვარ კარტოფილზე ცხოვრობდნენ. მათი აზრით, იყო რიგი საკითხები, რომლებიც კარტოფილზე მეტს მოითხოვდა, მაგრამ არეული ოთახიც მოსწონდათ. დილაობით, ღია კარებში გამოდიოდნენ, გამიღიმებდნენ და სამსახურებისკენ წავიდონენ. მათი მშურდა. ეს ყველაფერი მანამ, სანამ ერთმანეთი მოიბეზრეს, მათ მობეზრების არსებობა დაავიწყდათ, ეს იყო მათი პრობლემა და უკვე ისე ვტკბებოდი მათი ბედნიერებით, ერთ წამს ვიფიქრე, კარტოფილზე ხომ არ ჩავსულიყავი. ახლა ყოველ დილით მათი სახლიდან შემწვარი კარტოფილის სუნი კი არა, უერთმანეთობის სუნი გამოდის. გუშინ, მეორე ლოგინი მიიტანეს მათთან.

ის არასოდეს ამბობდა "მეც", რადგან პირველი, როგორც წესი, მას უყვარდა.

მხრებში რომ გიჭერს მარტოობა, აი ეგ არის დაღამება. სკამზე რომ ახალგახდილი მაისურივით ემხობი, ზუსტად ეგ არის ამოსუნთქვა. წარსულის დაბრუნება რომ გინდა, ეგ არის ყოფითით კვამვლა. ოთახის კარს რომ მოხურავ და თბილად მიეკრობი საბანს, აი ეგ არის ბრძოლა.

ყოველთვის არის ვიღაც, გულის სიღრმეში და ტვინის ცენტრაულ ნაწილში, ვისთვისაც გინდა მშვენიერი იყო.


სახლიდან საღამოს 6 საათზე გამოვედი და ახლომდებარე სკვერში დავჯექი. ფურცლით, 11 ღერი სიგარეტით და ერთი სიყვარულით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ნამდვილს გავს ჩემი წარმოდგენილი ერთად ყოფნა.

თუ ყველაფერი ასე მგრძნობიარედაა და რთულად, მოსულიყავი რა გიშლიდა ერთი ხელს?
- გიჟი არა ვარ, იმ სადარბაზოს კარის გაღებას ვითხოვდე, რომელ სადარბაზოსაც კარი საერთოდ არ აქვს. მაგრამ არის ხოლმე ასეც, არც კარი აქვს, მისასვლელი გზაც იცი, ამის შესაძლებლობაც გაქვს, მაგრამ არ მიგესვლება. შენთვის, უბრალოდ დიდი კარია აშენებული. არის ხოლმე, მართლა... მართლა არის, დიდი კარი, მხოლოდ შენთვის - შენივე აშენებული.

ერთ, ერთკაციან საწოლზე იძინებდნენ და შემწვარ კარტოფილზე ცხოვრობდნენ.
მათი აზრით, იყო რიგი საკითხები, რომლებიც კარტოფილზე მეტს მოითხოვდა, მაგრამ არეული ოთახიც მოსწონდათ.
დილაობით, ღია კარებში გამოდიოდნენ, გამიღიმებდნენ და სამსახურებისკენ წავიდონენ. მათი მშურდა.
ეს ყველაფერი მანამ, სანამ ერთმანეთი მოიბეზრეს, მათ მობეზრების არსებობა დაავიწყდათ, ეს იყო მათი პრობლემა და უკვე ისე ვტკბებოდი მათი ბედნიერებით, ერთ წამს ვიფიქრე, კარტოფილზე ხომ არ ჩავსულიყავი. ახლა ყოველ დილით მათი სახლიდან შემწვარი კარტოფილის სუნი კი არა, უერთმანეთობის სუნი გამოდის.
გუშინ, მეორე ლოგინი მიიტანეს მათთან.


-------------------ბლოგი-----------------

მექანიკურად რომ ეთანხმები საიტის წესებს და ზუსტად ისევე ცხოვრობ - მექანიკურად, მთავარია მიზანს მიაღწიო, ის მიიღო რაც გინდა. მარტივ საკითხებს, წამებში წყვეტ, ოდნავ რთულს წუთებში და საათობით გადაწყვეტილი, მაინც არ ვარგა. ასეთია ადამაინი.

მარტო რომ ცხოვრობ, ერთ ცნობილ გამოთქმას ჰგავს, რომელიც ჩვეულებრივ აუტანელია: ქალიც შენ ხარ და კაციც. შპილკები სულ სენტიმენტალური საგანი მეგონა, ქართული შესატყვისი მთლად ლიტერატურულ-პოეტური არა აქვს, - საკიდი, ან უფრო სამაგრი, ეს მამაკაცურია, შპილკები კი უფრო, ქალური. მე მაქვს სარეცხი და მეტროში, ერთ ლარად ნაყიდი შპილკები.

ყველაზე კარგი მოსაგონარი, მე თუ მკითხავთ ბავშვობაა, მითუმეტეს თუ ის გქონდა. არსებობს კი ბავშვობა, ბავშვობის გარეშე? ისე, რა სუფთა იყავი პატარაობისას, ტყუილი შენ არ იცოდი, გჯეროდა ყველაფრის, მხოლოდ შენი ფიქრებით ცხოვრობდი, შენი სიყვარულით და სწორედ ამიტომ, ბავშვებმა ყველაზე სხვანაირი სიყვარული იციან, ჩემი აზრით, ყველაზე ნამდვილი, რადგან ბავშვებისთვის ტყუილი არ არსებობს, მხოლოდ ძლიერი სურვილი, რომ უნდა. დიდებმა იციან მაინც, რა უნდათ?


პატარაობისას ერთი გოგო მომწონდა: ვიყურებოდი ხოლმე სარკეში, ჩემი სახის ყველა ნაკვთს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, ვინ არის ეს გოგო, როგორ არ უნდა მოვწონდე-მეთქი. ამ ამბავში, ყველაზე სასაცილო და ამავდროულად გულისსატკენი მეორე კადრია: ის გოგოც ასე დგებოდა სარკესთან, სახის ყველა ნაკვთს აკვირდებოდა და ამბობდა: რა დეგენერატია ეს ბიჭი, როგორ შეიძლება არ მოვწონდეო. აი ეს არის "შენი" სიყვარული, რომელიც გინდოდა "თქვენი" სიყვარული ყოფილიყო. სიყვარულს კიდევ ბევრი რამ სჭირდება, გარდა შეყვარებისა, თქმა, გამოტყდომა და რაც მთავარია - ახსნა. ზოგჯერ ხომ გამბედაობა არ გვყოფნის და მინიშნებებს ვუტოვებთ ადამიანს მინიშნება ერთი - არაფერს შვება, მინიშნება ორი - მისი ჯერია, მაგრამ მაინც არაფერს შვება.
გავიდა შემდეგ წლები, ბავშვობის მერე აღარ მინახავს, აღარ მახსოვს მისი სახის ნაკვთები და აღარც ჩემი მომწონს დიდად. ვინ იცის, იქნებ გრანდიოზულადაც შეგვეძლო ერთმანეთი გვყვარებოდა.
თქვენი ისეთი ადამიანი გინახავთ, რომელსაც სიგიჟემდე უნდა ადამიანის გაცოცხლება? მე მინახავს. ყველაზე საღად, ჭკვიანურად მოაზროვნეს, განათლებულს და მსოფლიო ლიტერატურის მცდონესაც კი ამის სჯერა, თუ ის ძალიან უნდა, პატარა შანსიც რომ გამოჩნდეს, ბავშვურად სჯერა მისი გულუპრყვილობის. ყველაფერი ასეა - ცხოვრება და ეს არის ამის განმარტება.

საიდან მოდიან ისეთი წესები, რომლებიც ცხოვრების სიველურეს გვაჩვევეს? და მექანიკურად, როგორც საიტის წესებს ეთანხმები, ზუსტად ისევე ველურდები.

მე ვსვამ ურთულეს კითხვას, რომელიც რთული იმიტომ კი არ არის, რომ პასუხი არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ამ პასუხის შესაძლოა არ გვჯეროდეს, არ გვაწყობდეს.
როცა ჩვენ საკუთარ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა იმ ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მარცხდება? შენ თუ ვიღაცაზე წინ ხარ, - ე.ი. ვიღაც ჩამოგრჩა და წარმოიდგინე, შენ რომ ყოფილიყავი ჩამორჩენილი, მაგრამ გადარდებს ახლა ეს? მთავარია ის ჩამორჩენილი შენ არ ხარ, შენ წინ ხარ.
ის კადრი გახსვოთ, ეპილეფსიანი ქალი, დილით 8 საათიდან, საღამოს 6 საათამდე რომ რიგშია, სულ ბოლოა რიგში, მის მეტი არავინაა - მოუწია როგორც იქნა თავის რიგმა და უკან ქალი შემოივლის, არავინაა რიგში და ბარემ ვიყიდიო, რამდენიმე წუთში კი პროდუქტს იყიდის.

მუსიკას შეუძლია ადამიანზე შთაბეჭდიელბა მოახდინოს, ნებისმიერ მუსიკას, ცუდსაც და კარგსაც რადგან შთაბეჭდილებაც ორგვარია, ლიტერატურას ეს არ შეუძლია, თუმცა იქაც არსებობს ცუდი და კარგი ნაწერი, მაგრამ ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ცუდი ნაწერი პირიქით - კარგს, ხოლო კარგი ნაწერი, - ძალიან კარგს. აი, მუსიკა რომ მოგწონს, გინდა სხვასაც მოასმენინო, ფილმი რომ მოგწონს, გინდა სხვასაც აყურებინო, გოგო რომ მოგწონს, გულში და გინდა ყველამ იცოდეს, შენი დიდებული გრძნობის შესახებ.

ჩემს ქალაქში, შემნელი უფრო მეტია, ვიდრე ის, ვისთვისაც იქმნება.

ხშირად მეკითხებიან: "რატომ წერ?" როგორ, არ გავფინო ჩემი სარეცხი? როგორც შევთანხმდით, შპილკა ქალურია, საკიდი კი მამაკაცური, თითოეულ ტანსაცმელს ორი შპილკა უნდა, თორემ ქარი წაიღებს, მე ერთი შპილკა დავამაგრე და ერთი საკიდი, მყავს ახლა შეყვარებული სარეცხი აივანზე, რომლებიც ელოდებიან მზის ამოსვლას,- თვითონ კი, ამის მთქმელი, მომგონი ძალიან სასაცილო ვარ, ძალიან სასაცილო.

როგორც გითხარით, ის გოგო აღარ მინახავს. ბევრი წლის მერე, დამესიზმრა, გაზრდილი, დაქალებული, ძალიან შეცვლილი: სარკესთან იჯდა და თმებს ივარცხნიდა. არ მისმენდა. საიდან წარმოვიდგინე, როგორი შეიძლებოდა გაზრდილიყო? მეკითხა მინდოდა, მართლა მოვწონდი თუ არა და რატომაც არა, სიყვარული ყოველთვის შეიძლება, სიკვდილის მერეც. და ბავშვობა, არ არსებობს ბავშვობის გარეშე, რაც მეტად გიჭირს, მით მეტად წარმოიდგენ კარგ კადრებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან შენთან და სწორედ ამით ხარ ძლიერი.

------------------

თუ ადამიანს არ სჭირდები, არანაირი გამოსავალის ძიება, არანაირი გზები.
გაუძელი, გტკიოდეს, მაგრამ მოშორდი. გთხოვ, ეს გააკეთე. - შენთვის მინდა, შენთვის... მხოლოდ შენთვის მინდა.



№1  offline წევრი Archive

ასეთი ბრძნული დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს :))

 


№2 სტუმარი Marryiamyy

გენიალურია.

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

ერთ ბიჭს ვეძებ 12 წლის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent