შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარსი თამაში..


17-09-2016, 21:08
ავტორი likaqavtaradze
ნანახია 3 953

დავიღალე დამღალა ამ ფარსმა ამ საშინლმა თამაშმა ამდენი დამცირების ატანამ... ყველა წუწუნობს, ყველას რაღაც ტკივა, ყველა რაღაცას განიცდის მე მათ ვუსმენ ისინი მე არ მისმენენ, არა არც აინტერესებთ რატო ვარ მე ჩუმად... სიჩუმე ამტკივდა, არაფრობა და ყველაფრობა ერთად მომაწვა, მომინდა ისევ ისე მეტირა მაგრამ არ მინდოდა ყველაფერი ისევ იმგვარად ყოფილიყო... ეხლა ყველა და ყველაფერი ერთად მატირებს..... სიმღერა რომ მესმის უკვე იმაზეც მეტირება... ვწერ სისულელეს, ბევრისთვის უინტერესოს, ბევრისთვის მიუღებელს, უმრავლესობისთვის მეც მიუღებელი ვარ, ბევრისთვის მეც არავინ ვარ და ჩემთვის რატო უნდა იყოს ყველა მთელი სმყარო როცა მე არავის ვჭირდება, როცა ჩემი არავის ტკივა, როცა მე არავინ მისმენს, როცა მე არავინ მეკითხება რატო გავიღიმი როცა შეურაწყოფა მომაყენებენ... სული მტკივა, სული ყველაფრით დამძინებული... ყველა უკლებლივ ყველა მე დამცინის, თუ გარეგნულად არა შინაგანად მაინც.... რატო იცინი ესეო? ზოგს ჩემი სიცილი აღიზიანებს, ზოგს ის როცა მოწყენილს მხედავენ... მეც ხომ ადამიანი ვარ მეც ხომ თქვენნაირი ვარ, მაგრამ თქვენ მაინც არ გემგვანებით მე გული მაქვს, მე განცდები მაქვს, მე მაქვს უნარი გისმინოთ, გაგიგოთ, მიგიღოთ ისეთები როგორებიც ხართ, გაპატიოთ ყველა შეურაწყოფა... მე შენდობა შემიძლია... მე თქვენში დადებითს უარყოფითზე მეტად ვხედავ... მაგრამ თქვენ? ვინ ვარ მე თქმენთვის? ...... ვიღაც განსხვავებული? ვიღაც უდარდელი? ვიღაც ყველა ადამიანურს მოკლებული? .... მერე იტყვით რატო აპროტესტებ ყველაფერსო, მერე იტყვით რატო ხარ ასეთი გულქვაო, რატო არ იცი დანდობა და შებრალებაო... მე ვინმემ შემიბრალა? მე ვინმემ მაპატია ერთი შეცდომა მაინც? ყველა დაბოღმილები ხართ როცა მომღიმარს მიყურებთ... როცა მიხარიხართ ისიც გშურთ... თქვენთვის ყველაფერი სხვანაირია..... რაც გინდათ, როგორც გინდათ, რა ფორმითაც გინდათ მავნეთ, მაინც არ შევიმჩნევ, მაინც გავიცინებ მაინც გაგიღიმებთ, გაპატიებთ კიდეც.... მე არ განგსჯით, იქ ზემოთ ყველაფრის მიღმა სადღაც უსასრულობაში არსებულმა სამართლიანმა უფალმა განგსაჯოთ... მე ჩემეთვის თქვენ თქვენთვის.....



№1  offline წევრი gelashvili_21

ლიკა დამენახე :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent