შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ნახატი ...


16-11-2016, 00:00
ნანახია 4 377

გრძნობდა კვდებოდა მისი სული ცოცხალ სხეულში,
მას კი ტკივილთან შებრძოლების არ ჰქონდა ძალა.
თუკი შეხედავთ დაინახავთ, რომ თვალებს შიგნით,
სითბური სხივის ბრწყინვალება უკვალოდ გაქრა.

გრძნობდა ტკიოდა შემოცლილი გრძნობების მძივი,
მაგრამ ვერ შეძლო თითო-თითოდ ყელას აკრეფა.
მასაც დააკლდა თვალს გამქრალი ღვთიური სხივი,
არ სურდა ასე ქარს წაეღო ფიქრთა ზმანება.

გრძნობდა სიმღერა უჩვეულო სევდას ბადებდა,
ვეღარც ხატვაში პოულობდა მისებურ შვებას.
ლექსებსაც წერდა მაგრამ მიხვდა, რომ ის კვლავ შეცდა
ვერ ეშვებოდა სევდიანი რითმების ძერწვას.

გრძნობდა არ ნაგრძნობ, ჯერ განუცდელ სევდის დინებას,
ვერ ხსნიდა ამგვარ მობრუნებას ცხოვრების მისკენ.
თითქოს თავის ბედს უჩუმრად და წყნარად მიჰყვება,
მაგრამ გამოდის ბედისწერა უკან, რომ მისდევს.

გრძნობდა ტკიოდა მკვდარი სული ცოცხალ სხეულში,
გრძნობდა ცხოვრების უკუღმართ და მღვრიე დინებას.
გრძნობს რომ ფიქრები ცხოვრებაზე დღემდე ხელს უშლის,
ჩერდება რადგან... დროს უკუღმართს ვეღარ მიჰყვება.

ზეცას მოცისფროს ის მუდამჟამ შავად ხატავდა,
ცისარტყელებიც იცვლებოდა რუხიდან თეთრში.
მზის ბრწყინვალებას ნაცრისფერი ფერით სახავდა,
ლამაზ ყვავილებს უსიცოხლო - მომკვდარი ბეჟით.

მღეროდა მუდამ სევდისაგან შემდგარ ჰანგებით,
მოსმენის დროს რომ თვალებს ცრემლი მისით ასველებს.
იფიქრებდი, რომ უცხოვრია - ტანჯვით ... წამებით,
თავის ტკივილებს სიმღერის დროს ალბათ ასვენებს.

წერდა და გრძნობებს სევდისფერი თან ახლდა რითმა,
ცოდვის ჯაჭვებით დაბორკილი სპეტაკი სული.
წერდა და ვიღაც უსათუოდ მიხვდა რომ - მიხვდა
ეს იყო გოგო მხატვრისაგან ნახატი ფუნჯით.

გაქრა სამყარო... სულს მოპარა ნათელი სხივი,
ლექსის კუპლეტად დაყოფილი ყოველი სიტყვა.
მე გულჩვილი ვარ უბრალოზეც ბავშვივით ვტირი,
ვტირი და შემდეგ მარტოობის ჩასუნთქვა მინდა.

და ნათევ ღამეს ძველი წლები ხელში ეკავა,
რომ შეძლებოდა მოგონებებს სევდას გახდიდა.
ვიცი, რომ ცუდი მას არასდროს არა ეწადა,
დაუფიქრებლად თავის ყოფას სხვაზე გაცვლიდა.

გზააბნეული ეხეტება წვიმიან დარში,
გზას უნათებენ სიცივისგან მთვრალი ქუჩები.
ტკივა და ცრემლებს ღიმილებით შეიცვლის წამში,
მხატვარს არ ჰყოფნის დასახატად გროვა ფუნჯების.

დღემდე ილევა დღე და ღამე მასზე ფიქრებში,
მის ცელქ თვალებში თვალს ვერ მოჰკრავთ მხიარულ ზღაპარს.
უჩვეულოა... მას ეგონა გრძნობას მისცემდი,
თითქოს მხატვარი ამ გოგონას წლებია ხატავს.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Guest ანი

ძალიან მაგარია ❤❤

 


№2  offline წევრი kakulia

მომეწონაააააააააა heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მოხიბლული ვარ მე შენით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent