უიმედობის ჟამს (3).შენ სიყვარული არ შეგძლებია. წევხარ და ცაზე ტკივილებს ითვლი, არც მეგობრობა არ შეგძლებია. მხოლოდ გცოდნია გატეხვა ფიცის. და თუმც არაფერს შემომფიცნიხარ, არც არაფერი არ გითქვამს ცისთვის, ტანზე სიკვდილი შემოგიცვამს და ყელზე მოხვეულ სიცოცხლეს იცლი. რადგან ვერ იტან, როცა არ გტკივა, როცა სიმშვიდის ეხვევი თალხში. ვიცი, რომ დიდხანს ვეღარ აიტან საკუთარ თავს და ბეჭებს აშლი. (როგორც ფრინველნი ფრთებს ისწორებენ). დღეები კანკალით გიორთქლავს ხელებს, მკლავებაყრილი უყურებ მზეს და შენს ნაოცნებარ სიმშვიდეს ეძებ... *** თუ გაქცევენ ზურგს, ვისი სიყვარულიც გჭირდება, მაშინ ადექი და გაბედულად დაიფარე სახეზე ბალიში. შეიგრძენი მოახლოებული სიკვდილის სუნი და შემდეგ ღრმად ჩაეჭიდე, ირგვლივ გამეფებულ სიცოცხლეს. მოატყუე საკუთარი თავი, მოატყუე საკუთარი უძლურება, და იპოვი გამოსავალს, რომელიც შენი აშკარად არ არის. შენ უბრალოდ კიდევ ერთხელ მოიტყუებ თავს, რომ სიცოცხლე მშვენიერიც შეიძლება იყოს. *** და დღეს, მე შენ რომ აღარ გახსენებ თავს, ეს შენი ბრალია. შენ მასწავლე უმეგობრობა. მასწავლიდი და ვისწავლე. არ დაგწყდეს გული. *** ლაჩარი ვარ. მე ხომ არ შემიძლია გამოვიტანო თოკი, ჩამოვაბა ხეს და გავიხლართო სახრჩობელაში. გადავეჩვიე საუბარს. ან რაზე უნდა ვისაუბრო, მე ისიც კი არ ვიცი. ყველაზე რთული საკუთარი ნაწილების დაკარგვა ყოფილა, საკუთარი ადამიანების, რომელიც შეიხორცე. და მერე... და მერე, უბრალოდ მოიკვეთნენ შენგან. მე ისევ არეულად ვლაპარაკობ, ფიქრის ბრალია, ზედმეტი ფიქრის. ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე წამის მეათასედში მინდა, ერთხელ მაინც, არ ვიგრძნო თავი ლაჩრად. *** საკმარისია გაჩუმდე და ყველას ავიწყდები. ადამიანები ყოველთვის ახსენებენ ერთმანეთს თავს. ზოგი უბრალოდ დგება და მიდის, ზოგი ბრუნდება, შენ კი თავს იკლავ. მინდა მაჯები გადავიხსნა, სისხლმდინარე ხელები ჯიბეებში ჩავიწყო და არეული ნაბიჯით გავუყვე გზას. მხოლოდ ისინი შემამჩნევენ, მხოლოდ მათ შეუწუხდებათ გული, ვინც ასე ვერასდროს მოიქცევა; ვის მშვიდ და უსაფრთხო ატმოსფეროსაც მეტეორივით ჩავუვლი გვერდს; ვინც გიგანტური პლანეტები არიან, მაგრამ ვერასდროს წყდებიან ორბიტას. ჩემს შარვალზე კი სისხლზე მეტი, თავისუფლების ლაქა დარჩება. ...და ის ვისაც სიჩუმის ესმის, ღმერთს ამოაღებინებს ხმას. *** ცხოვრებას ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს... ადამიანები, როცა მივიწყების პირას გყავს, მაშინ ჩნდებიან ხელახლა და ისევ იწყება ყველაფერი თავიდან! *** იპოვე ის, რაც მთელი გულით გეყვარება. დაე მან მოგკლას. *** ადამიანები გვიკვდებიან, ისინი გვტოვებენ საკუთარ საწოლზე, იატაკსა და ფანჯრებზე საკუთარ სიმარტოვესთან. ტკივილებთან. ისინი გვტოვებენ. გვიკვდებიან. ვმარხავთ, დავტირით, ვეხუტებით, ვემშვიდობებით, ისინი გვკლავენ, ცოცხლად გვმარხავენ. საუკეთესო მომენტებს გვავიწყებენ და უსასრულო სევდას გვიტოვებენ. ისინი გვიკვდებიან და წარმოდგენა არ გვაქვს სად მიდიან. ან თუ მიდიან საერთოდ სადმე. სხეულს გვაცლიან, გვაცლიან სულს, გვტოვებენ შიშველი ხელების ამარას და უკან ორ ნაბიჯს დგავენ. სიზმრებში ყოველთვის არ მოდიან და ვბრაზდებით, ვბრაზდებით მონატრებულს სიზმარშიც რომ ვერ ვხედავთ. შიშველი ხელებით ვეფერებით წარსულის ნახატს და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებთ, რათა შორს წაიღოს ქარმა, ჩვენი ამონასუნთქი ტკივილი. *** და ახლა ვხვდები, სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. *** ისინი ვერ მამჩნევენ. მოდიან გაყინულო სახეებით. ჩემზე მეტი "ბიჩოკები" ყრია ოთახში. სუნთქვა მიხშირდება. ღერს ღერზე ვეწევი. გული მერევა. ვფიქრობ ბევრს. მაცვია ხალათი. ისინი ფიქრობენ, რომ მე გიჟი ვარ. ჩემს წითელ ხალათს თეთრად აღიქვამენ. არ მელაპარაკებიან. მხოლოდ შენიშვნებს მაძლევენ. მტვერი ედება ყველა მოგონებას. ყველა ტკივილს. ყველა იმედს. ვერ ვიტან საკუთარ თავს, უფრო მეტიც, მეზიზღება. არასდროს არაფერი მაქვს ჩანთაში, ერთი კოლოფი სიგარეტის გარდა. ვერ ვიტან ამ კედლებს. მელოდიებს. საათს, რომლის წიკწიკიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩემი ნერვები ვეღარ იტევს ვერაფრის ხმას. მცივა. მავიწყდება ყველას სახეები. ყველას ნომრები. მეგობრები აღარ მყავს. მიმატოვეს. ჩემს ოცნებებს დაედოთ მტვერი. აზრი არ აქვს მათ გადაწმენდას. ... ისინი წავიდნენ. მიმატოვეს. ... თქვენ ვერ გამიგეთ. ვერ მიმიხვდით რა მინდოდა. რატომ ვტიროდი. რატომ არ მიხაროდა არცერთი გათენებული დღე. რატომ მეზარებოდა ყველგან წასვლა. რატომ ვერ ვიტანდი ვერავის და ხანდახან საკუთარ თავსაც. არც ის გაინტერესებთ ახლა რას ვგრძნობ. კალამი თავისით წერს ყველა ტკივილს, რასაც განვიცდი. ყველა თეთრი ფურცელი ტკივილია. სისხლისფერია. ალბათ ვერასდროს დავბერდები. მე ახლა ვიკლავ თავს. მაპატიეთ. ყველა თავის თავში იპოვის გადამრჩენს. ჩემს გარდა. ყველა დაიდანაშაულებს თავს. ან არავინ. ... თქვენ ვერ მიგრძენით. ვერ გამიგეთ. ვერ შემეგუეთ. თითები გამიყვითლდა სიგარეტის წევისგან. ალბათ, მალე კიბოსაც აღმოაჩენენ ჩემს სხეულში. ვიცი, ყველას რაღაც ტკივა. თავისი. არა ჩემი. არა სხვისი. არამედ თავისი. არეული თვალებით მივაბიჯებ მომავლისკენ, რომელიც არ მაქვს. სიმარტოვე მაცვია ტანზე. დამმარხეთ. ასეთს ნუ მიყურებთ. ცოცხალი მიცვალებული ვარ. ყველა გრძნობა გამოცლილი ადამიანი. რა აზრი აქვს, ახლა რომ ვწერ: დაუსრულებლად ბევრს, დაუსრულებულ ტკივილზე. მითხარი, რა აზრი აქვს ახლა ამ ყველაფერს? არაფერი. *** გინდა მოგიყვე, როგორ ვარ? არც ისე კარგად. ნერვები ისევ მღალატობს და საუბრისას ისევ ვიმტვრევ თითებს, ვერნათქვამი სიტყვების ადგილას... ისევ ის მიყვარს, არ გამიარა... უკეთ არ ვარ... მზეს რომ გულს ვუშვერ და ვიცინი, თამაშია და მეტი ვერაფერი. დღე სულ ფეხებზე -მეთქი, რომ ვთქვა, მერე ქუჩის ბავშვებს თვალებში როგორ ჩავხედო, ღამით რომ კარდონის ყუთებში ეხვევიან დასაძინებლად... დღე იყოს, ჯანდაბას-მეთქი, ჩემი თავი... მე თვალებზე ავიფარებ ხელს, ან მაინც - ნაცრით მივსებენ, ტყუილში ვცხოვრობ... შენ რომ გაჯერებ გაგივლის-მეთქი, სასაცილო ვარ, საკუთარ ცხოვრებას თამაშობენ ჯამბაზები... ჩემნაირები. წელში ვერ-გამართულები, ვერ-გაზრდილები, ვერ-გამართლებულები, ცას გამოკიდებული, ყელზე თოკებგამობმული ჯამბაზები... და მაინც, ჯიუტად ვდგები შენს წინ და გიმეორებ: "შენ უნდა გადარჩე, შენ უნდა გადარჩე, შენ უნდა.. რადგან ღმერთია სიყვარული და შენ სამყოფი სიკეთე დაგაქვს გულით, უნდა გწყალობდეს, ამინ" -მეთქი. და თუ მაინც - არავინ მოვა შენს საშველად, ადექი და თავი გადაირჩინე... *** როცა ვინმეს ძულხარ, გინდა იფიქრო, რომ არ გიცნობს და იმიტომ ძულხარ. როცა ვინმეს არ უყვარხარ, გინდა იფიქრო, რომ არ გიცნობს და იმიტომ არ უყვარხარ. მაგრამ ისეც ხდება, გიახლოვდებიან და უფრო არ გიცნობენ, ვიდრე მანამდე. რაც უფრო გიცნობენ, უფრო არ გიცნობენ. უფრო უცხო ხდები. უფრო არსაყვარელი. თითქოს შენი თავი წარმოქმნის რაღაც მუტანტ, ტყუილ შენსთავებს, საგარეო თავებს, რომელსაც წაღმაუკუღმა გაძიძგნიან, გაარჩევენ მარცვალ-მარცვალ. უყურებ, როგორ ემსგავსება ცხოვრება ჯოჯოხეთს და არაფერი გრჩება იმის გარდა, დაიმალო. და ვერავინ დაგინახოს, ვინ ხარ. და მერე, როცა შეგიყვარებენ, ფიქრობ, იმიტომ უყვარხარ, რომ არ გიცნობენ. *** ისეც ხდება, ტყვიის გავარდნამდე რომ ეცემი. რომ კვდები, როცა ხედავ ვინც დაგიმიზნა. *** ბოლოს აღარავისთვის მინდოდა შენზე მეამბა. შეიძლება, ადამიანმა მთელი გულით მოგისმინოს, მაგრამ გრძნობას ვერ გადასცემ, ისინი ვერასოდეს იგრძნობენ ისე, როგორც გრძნობ შენ. ყველაფერი, რაც შიგნით იწყება, შეუძლებელია გარეთ გამოვიდეს. *** შენ წახვედი. შენ მიმატოვე. მე კი ეს განცდა ვერ მოვიშორე: სულ მგონია, რომ შენ გიჭირს და მე არ ვარ ახლოს. *** მოგონებები მოდის ტალღებივით. შენ კი სურვილი გიჩნდება, მთელი ძალით ურტყა მუშტები კედელს... უკვე გარეგნულადაც ვეღარ ინარჩუნებ სიმშვიდეს. რაღაც არასდროს გასვენებს. "რაღაც" ფორმალურად, თორემ მშვენივრად იცი ეს "რაღაც" რაცაა. უბრალოდ არ გინდა საკუთარი თავის მოტყუება შეწყვიტო. არ გინდა დაგენგრას ტყუილებზე ნაშენი კედლები. იმიტომ, რომ თუ ჩამოინგრა, დარჩება შენგან მხოლოდ გრძნობა. და მეტი არაფერი. გრძნობა რომელსაც ამდენ ხანს მარხავდი, უფრო და უფრო ღრმად. *** ვინ იცის, იქნებ ამ წამს იმ ტექსტს ვკრეფ, რომელიც ჩემს ცხოვრებას ძირფესიანად შეცვლის. ჰოდა, მეც უმიზეზოდ ვიწყებ საუბარს არაფერზე. დრო მიდის და მეც არეული ნაბიჯით მივყვები. შენ ჩემგან შენი ნებით წახვედი, წახვედი და... და მინდოდა, ძალიან მინდოდა მეც წაგეყვანე. ვერც მე გავბედე ამის თხოვნა და ვერც შენ მოისაზრე. ჩემი ბრალია. მე არასდროს გახარებდი. ყოველთვის გიმსხვრევდი პატარა იმედებს. იმ იმედებს, რომელსაც ჩემი უარაფრობის შეცვლა შეეძლო და მშვიდად სუნთქვა. *** ადამიანები რა საზიზღრები არიან, არა? ეგუებიან... ადრე თუ გვიან ყველაფერს ეგუებიან. *** მე მაპატიეთ, დედებო, ახლა რომ დასტირით თქვენ ლამაზ, მაგრამ მკვდარ გოგოებს. ზოგი რომ თოკზე კონწიალობს, ზოგს რომ შუბლი აქვს გახვრეტილი, ზოგს რომ ყელი აქვს გამოჭრილი, ზოგს რომ ცეცხლი უკიდია და მარტო ვერ აქრობს. მე მაპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიცოდებთ. იმათ სიკვდილში, თქვენც ურევიხართ. *** "იუთუბზე" ვეძებ კარგ სიმღერებს. მაცივარში - კარგ საჭმელს. მოგონებებში - კარგ ემოციებს. და ადამიანებში არაფერს აღარ ვეძებ. *** არ გშველის: არც მეგობრები, არც დროის ტარება, არც არაფრის კეთება, არც პროტესტი, არც საუბრი, არც გაჩუმება, არც მარტოობა, არც იმის მცდელობა, რომ გარემოს მოერგო; არც გაღიმება, არც ვინმეს შენს მიმართ გამოვლენილი სიყვარული, არც ფსიქოლოგები, არც ფსიქიატრები, არც წამლები, არც ანტიდეპრესანტები, არც იმის ფუჭი იმედის მოცემა, რომ "განგკურნავენ"; არც თავის მოტყუება, არც სიგარეტი, არც ალკოჰოლი, არც კაიფი, არც ოცნება არც პოზიტიური აზროვნება, არც წერა, არც ცალმხრივი თანადგომა, არც წამიერი სიხარული, არც სიყვარული, არც მომავალზე ფიქრი, არც ტირილი, არც ყვირილი, არც სასოწარკვეთილი სიცილი, არც ისტერია, არც ბღავილი, არც მტვრევა, არც მსხვრევა. საერთოდ არაფერი არ გშველის, როდესაც შენ შენ არ ხარ; როდესაც შენ სარკეშიც კი ვერ ხედავ იმას, რაც შინაგანად ხარ... ვერც კი ახერხებ ადამიანი გიყვარდეს მაშინ, როდესაც მათ შენს მიმართ შექმნილი ილუზია უყვართ. ამ ილუზიით ამაყობენ, ან თუნდაც ეს ილუზია მოსწონთ, შენ კი თითქოს თან არსებობ, მაგრამ არ არსებობ, ვერავინ გხედავს; თითქოს რაღაცა იზოლირებულ სივრცეში არსებობ, რომელსაც გარსი აქვს შემოკრული; გარსი, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს შენს შინაგან მეს. ცხოვრობ ამ გარსით, სუნთქავ, არსებობ - თან არ არსებობ. შემდეგ კი უკვირთ, რატომ არავინ არ გიყვარს; რატომ არავის სცემ პატივს; რატომ ხარ ესეთი მარტოსული და საცოდავი, მუდამ შენს თავში გამოკეტილი მარტოხელა. *** ზიხარ და ფიქრობ: თუ მოდიან, რატომ არ რჩებიან და თუ მიდიან, რატომღა ბრუნდებიან? ერთხელ გასროლილი ტყვია, მეორედ იგივე ადგილში რატომ უნდა მოარტყა? *** მშვენივრად ვიცი საკუთარი ნაკლოვანებები იმისთვის, რომ მოვითხოვო საპასუხო სიყვარული. *** ადრე მე ვამბობდი: "იმედია ყველაფერი შეიცვლება". შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება ყველაფრის შეცვლისა - შევიცვალო მე თვითონ. *** ღარიბი, უიღბლო, უბედური და ავადმყოფი ის ადამიანია, ვინც ხშირად იყენებს სიტყვას "ხვალ". *** მე არ განმიცდია არც ერთი მარცხი. მე უბრალოდ აღმოვაჩინე 10 000 მეთოდი, რომელიც არ მუშაობდა. *** გვექნება რთული პერიოდი და იძულებულნი გავხდებით ავირჩიოთ ის, რაც მარტივია ან ის, რაც სწორია. *** ხალხისთვის უფრო ადვილია მიუტევოს მათ, ვინც ცდება, ვიდრე მათ, ვინც მართალია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.